შაბათი, ივნისი 28, 2025
28.8 C
Tbilisi
Home Blog Page 25

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

“ქართული ოცნება” ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

ქართული ოცნება“ პირდაპირ გადადის ომის რეჟიმში ყველას წინააღმდეგ, ვინც არ ემორჩილება ივანიშვილის პირად ინტერესს.

“ტვ პირველი”, “ფორმულა” და სხვა თავისუფალი მედია არის ის ბარიერი, რაც ივანიშვილს საბოლოო პუტინიზაციაში უშლის ხელს.

რეჟიმს არ უნდა სიმართლე გავიდეს ეთერში.

არ უნდა გამოძიებული იყოს კორუფცია, ძალადობა, რუსული გავლენა. არ უნდა ხალხმა თქვას ის, რასაც ფიქრობს მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი, ვინც ეხება მედიას, ეხება თავისუფლებას!

ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ინფორმაციისთვის: “ქართული ოცნების” საჩივარი შეეხება ტელეკომპანიების მხრიდან ცალკეულ ტერმინების გამოყენებას, მათ შორის, – “არალეგიტიმურობის”, “რეჟიმის”, “ოლიგარქის” და ა.შ.

“უცვლელია არჩევნების შესახებ “წინააღმდეგობის პლატფორმის” ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “წინააღმდეგობის პლატფორმის” პოზიციას ახმოვანებს, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:

🔹უცვლელია არჩევნების შესახებ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია – ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად – საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას.

🔹ეს ორი მოთხოვნა, არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არ შეიცვლება!

🔹ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები.

🔹როგორ მივაღწევთ არჩევნებს? – ეს არის ამ რეჟიმის რყევები, რომელიც გრძელდება, ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბევრ სხვა უწყებას. რეპრესიები რომ გრძელდება და რეპრესიების ახალი ტალღა იწყება, ესეც ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია.

🔹მედიის გაკონტროლების და მედიაში სიტყვების აკრძალვის მცდელობა ორუელის წიგნიდან წამოსული რაღაც წესების შემოღების მცდელობებია, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება, რომელიც იბრძვის. პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტის ვერ მოერევიან, ვერ მოერევიან თუ ყველა ერთად შევებრძოლებით საზოგადოებაში გაუგებრობების, იმედგაცრუების, გახლეჩის შეტანას. ანუ, ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ, მხნედ და გამართულად ვიდგეთ და განვაგრძოთ ბრძოლა, რომლის ბოლო უკვე მოჩანს.

🔹წერილი მივიღე შვედეთის პრემიერისგან, რომელშიც ის საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მდგომარეობასთან და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით დიდ წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ეს არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს ევროპულ გზას. ამის პასუხად შვედეთის მთავრობამ შეწყვიტა, ერთ-ერთი მთავარი დონორის, ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ მთავრობისთვის.

🔹თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული გზის მხარდამჭერად; დარჩეს სამოქალაქო საზოგადოების დონორად. [წერილში აღნიშნულია, რომ] ამ კუთხით აკვირდებიან დღევანდელ კანონმდებლობას, რათა გამოინახოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გაგრძელების ფორმა.

🔹შვედეთი რჩება საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროპული გზის, მისი დემოკრატიული განვითარების დიდ მხარდამჭერად და ელოდება, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

🔹ამ კრიზისიდან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს – ეს ახალი საპარლამენტო არჩევნებია. არც ერთ სხვა ფორმას, არც ერთი სხვა არჩევნების ჩატარებას არ აქვს უნარი, რომ ამ ქვეყანაში დაასრულოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი – ანტიამერიკული, როგორც ამერიკელები უწოდებენ და ანტიევროპული, როგორც ევროპელები უწოდებენ, ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნებია!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სს “თელასი”: 5 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის კრწანისისა და საბურთალოს რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

5 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ჭალის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, რუსთავის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), მხატვრების დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ბესარიონ ჟღენტის, პაბლო პიკასოს, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, ამაშუკელის, ჩხიკვაძის, მუზაშვილის, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, ხომლის, კაპანელის, აბულაძის, შატილის, დათუაშვილის, შალვა გოგიძის, გოდერძი ჩოხელი, შალიკაშვილის, გივი კვიჭიძის, ვიქტორ ნოზაძის, ოლღა სოლოღაშვილის, ირინა ენუქიძის, გრიგოლ ფერაძის და კუკური გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი და ამ ფონზე კონკრეტულ მინიშნებას აკეთებს მმართველი პარტიის საყურადღებოდ:

რუსები ტირიან, ქერჩის ხიდზე მიტანილი შეტევის დროს ამერიკელები აქტიურად გვაკვირდებოდნენ სადაზვერვო თვითმფრინავებით და შეიძლება კოორდინაციასაც სწევდნენ უკრაინელებთანო.

კი, ბატონო, სრულიად შესაძლებელია ასე იყოს (ანუ რუსები ტყუილად არ ტირიან ამ შემთხვევაში), რადგან ამ დონის ოპერაციის ჩატარებისას საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალი გარჩევადობის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ლაივ რეჟიმში.

ხოდა, ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – წერს ზურაბ ბატიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან და მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ეკონომიკური შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო. მარტო კადრების შემცირებით ჯერ 52 მილიონ ლარს დავზოგავთ წელიწადში, მერე 100 მილიონ ლარამდე ავალთო.

თავად აღიარეს, რომ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში მათი ნათესავების და პარტიული აქტივის ფაქტიური თუ ფიქტიური გაფორმებით მილიარდ ლარზე მეტი წაგლიჯეს სახელმწიფოს “ოცნების” მმართველობის პერიოდში. თუ მართლა განხორციელდა აღნიშნული “ოპტიმიზაცია”, “გამოთავისუფლებულ” პირებს საჯარო სამსახურებში გადაანაწილებენ. ამ სფეროში რამდენჯერმე მეტი “ოცნების” შესანახი პირია შეფარებული, ვიდრე სახელმწიფო საწარმოებში.

სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტები და სახელმწიფო საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია, რომლებიც “ოცნების” ოჯახების, მეგობარ-ნათესავების, პარტიული აქტივის, “მომსახურე პერსონალის”( მაგ. მოღერალ-მოექსპერტო ელემენტების), ჩამოწერილი დეპუტატებისა და ბიუროკრატიის და სხვა ჯურის უსაქმურთა თავშესაფრად იქცა“, – წერს რომან გოცირიძე ფეიაბუქის პირად გვერდზე.

“ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!” – მამუკა ხაზარაძე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით:

მინდა გამოვეხმაურო “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი არჩევნების გარშემო საჭიროა ოპოზიციური კოალიციების ერთიან სტარატეგიაზე შეთანხმება.

ის, რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ!

ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა, რადგან ჩვენ ერთიანი ბრძოლის ველის შექმნის ინიციატორები და ერთგულები ვიყავით თავიდანვე.

აქვე დავამატებ, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!

პ.ს. ბოდიშს გიხდით ამ ფორმით რომ მოგმართავთ. არ ვიმყოფები საქართველოში. კვირის ბოლოს მზად ვარ უფრო დეტალურად მოგახსენოთ “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოზიცია და ხედვა როგორ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში!” – წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მმართველი გუნდის გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტულ სცენარებსა და მოსალოდნელ ვარიანტებზე საუბრობს:

ბოლომდე კარგად არ იცნობთ ბიძინას, გრძელვადიანში სულ წაუგებელ პარტიას თამაშობს:

სისტემიდან დარბევებთან ასოცირებულ პირებს უშვებს; რუსთაველზე მოსეირნე აქციას არ შეეხება; არც საზმაუს ცარიელ შენობასთან მოპროტესტე აქტივისტებს; საჯარო დარბევები აღარ იქნება. პარალელურად, სინდისის პატიმრებს მიუსჯიან; პოლიტიკურ ლიდერებს დააკავებენ; მედიას შეუტევენ… – ზაფხულის ცხელი დღეები ასე ჩაივლის!

ლელო და გახარია ადგილობრივ არჩევნებზე გავლენ, სექტემბერში საარჩევნო კამპანია დაიწყება!

P.S. თბილისის წართმევის შანსი 2021 წელს იყო, ერთობით და კოალიციურად, ახლა გამორიცხულია!

ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈
რა არის გამოსავალი?” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე შტატების ოპტიმიზაციაზე

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად შტატების ოპტიმიზაციას და სისტემის გაჯანსაღებას მოიცავს:

რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაცია მოგვცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში.

ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში წლიურად მინიმუმ 16,5 მილიონი ლარი დაიზოგება. ჯამური დანაზოგი მინიმუმ 52,5 მილიონი ლარი იქნება მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში.

ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც, ასევე სსიპ-ებსა, შპს-ებში, სადაც ანალოგიურად შესაძლებელია მასშტაბური ოპტიმიზაცია. შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ეს იყო უპირობოდ გასაკეთებელი და ეს პროცესი დაწყებულია ძალიან სწრაფი ტემპით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს:

ქართულ ოცნებას“ საერთო არაფერი აქვს ქართულთან, ესენი არიან კოლექტიური ფარცხალაძე-რომანოვები, ვინც ფულისთვის და ძალაუფლებისთვის ყიდის თავის თავს და ქვეყანას.

მათთვის პატრიოტიზმი ხალხის მოტყუების ხელოვნებაა, ქართულობა და სამშობლოს დაცვა – ღალატის გადასაფარი ნიღაბი, ქვეყნის სუვერენიტეტი კი გასაყიდი საქონელი.

ამ დროს ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა.

ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა: ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.

ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად და ამ გზაზე ვიწროპარტიული მოქმედება, უკან დახევა ასუსტებს ამ წინააღმდეგობას”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სს “თელასი”: 4 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

4 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) და დაბა ბეთანიას მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურთების დასახლების, მნათობის, ბაგრატიონის, თამარაშენის, დავითაშვილის, ჯაბაურის, დოლაბაურის, თვალჭრელიძის, დიღომბარის, ნინო და კალისტრატე სალიების, ბერიაშვილის, ბოდავის, ძეგამის, ლამის, ცაიშის, ტერენტი გრანელის, არსენალის, ასპინძის, ზეგანის, ჭავჭავაძის, ჩეჩელაშვილის, გუმათის, გაბაშვილის, ხრამჰესის, ქვალონის, ახუთის, სიღნაღის, არსენიშვილის, ოსიაურის, ლენტეხის და წმინდა ვახტანგ III ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მნათობის, ბაგრატიონის, თამარაშენის, დავითაშვილის, ჯაბაურის, დოლაბაურის, თვალჭრელიძის, დიღომბარის, ნინო და კალისტრატე სალიების ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, კუპრაძის, ჯავახეთის, კოტეტიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რამაზის, ცხვედაძის, ტაბიძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.