შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
Home Blog Page 24

“როდესაც ხარ აგენტი, შენ არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც ქვეყანას” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი რა არის: ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვისმენდით რადიკალურ განცხადებებს, რომ არც ერთი მათგანი არ მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

გაიხსენეთ ჩემი განცხადებები აღნიშნულთან დაკავშირებით – ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: რასაც დაავალებენ, გააკეთებენ იმას. ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში?

ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელსაც არანაირი პრინციპი არ გააჩნია. როდესაც ხარ აგენტი, შენ არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც ქვეყანას. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ პატრონებს გარედან და შესაბამისად, რასაც უბრძანებენ, იმას გააკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, მისივე თქმით, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.

ვთვლით, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული რეგიონებში, ასევე მე, როგორც დედაქალაქის მერმა, ძალიან ბევრი შემიძლია ვთქვა თბილისზე, სადაც მართლაც უამრავი კარგი საქმეა გაკეთებული, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები და გვაქვს ძალიან სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან მალე, საზოგადოებას ვეტყვით კონკრეტიკას, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“გლობალური ომის პარტიაო, რომ ამბობდნენ, თურმე საკუთარ თავზე გველაპარაკებოდნენ🙂” – დავით ზურაბიშვილი

ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველამ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ. მმართველი პარტიის ლიდერის ამ პოზიციას მწვავე შეფასებებით და კონკრეტული შეხსენებებით ეხმაურება პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი:

კი აბა რა! ოპოზიცია ციხეშია ან ემიგრაციაში, მარტო ერთი პარტიაა მთელ ქვეყანაში და დანარჩენი აკრძალულია, მიტინგებს თუ ვინმე გაბედავს გადაუვლიან ტანკებით, კორუფცია და მექრთამეობა აყვავებულია და კაი მაყუთსაც ჭრიან…

არაა მისაბაძი?

P. S. ისე, მგონი ოცნებაში ტრამპზე საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი, ამერიკას ღია ომს უცხადებენ და ჩვენც მაგ ომში გვითრევენ. გლობალური ომის პარტიაო, რომ ამბობდნენ, თურმე საკუთარ თავზე გველაპარაკებოდნენ🙂“, – წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციას მწვავე შეფასებებით ეხმიანება და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:

გუშინ რომ შენი თანამებრძოლი იყო და დღეს “ქართული ოცნების” ნარატივით გელაპარაკება, იგივე პროპაგანდა აქვს, იგივე ტონი, წინადადებების წყობა.
მაგრად ტეხავს.

მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს.

ვინც არ უნდა იყოს, უნდა ჩაირეცხოს.
ყველა, ვისთვისაც მთავარი ბრძოლის ხაზი კი არა, თანამდებობა, კაბინეტი და ხელისუფლებაში ყოფნაა.

ძალიან ცუდად გამოიყურებით, ძალიან!

ცხრაჯერ და 25-ჯერ უფრო ცუდად, ვიდრე წარმომედგინა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სს “თელასი”: 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის მთაწმინდისა და ისნის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ძველი კადრების მოშორებით, სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით თვისობრივად არაფერი შეიცვლება ქვეყანაში” – პეტრე ცისკარიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ძველი კადრების მოშორებით, სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით დათანამდებობიდან გადაყენებით თვისობრივად არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, მთავარია დემოკრატიული, ფუნდამენტური რეფორმების გატარება, პრინციპული ცვლილება პოლიტიკური კლიმატის და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დასავლეთთან საუბარი, ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მაგრამ ჩვენ ხომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ “ოცნების” რეჟიმის პირობებში ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ადამიანებს აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვთ და სხვა ამოცანები ამოძრავებთ – ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში ყოფნა მუდმივად და ძალიან დიდი ფულის კეთება”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ რეპუტაციას” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას კონკრეტული შეფასება-მინიშნებებით ეხმაურება:

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სხვა ოპოპარტიების ბოიკოტის ხარჯზე საკუთარ ელექტორატს გაზრდის, სულ პირიქით იქნება ეს ამბავი, გარწმუნებთ.

უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ რეპუტაციას“, – წერს ბაჩანა შენგელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“არჩევანი ცხადია ყოველთვის არის, ღირსეული არჩევანი კი ერთია” – გიორგი ბარამიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობას პოლიტიკური შეფასებებით, კონკრეტული განმარტებებით და არგუმენტებით ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე:

ცოტა მეცინება კიდეც, ამ დიდი მსჯელობაზე, რა უნდა ქნას ოპოზიციამ მოღალატე კრიმინალთა რეჟიმის მიერ დანიშნულ სპეცოპერაციაზეო?🙂

რად უნდა ამას დიდი პოლიტიკოსობა, რომ იმას მიხვდე, რეჟიმის (არჩევნებადწოდებულ) სპეცოპერაციაში მონაწილეობას რეჟიმი მისი ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს.

ვისაც უნდა რომ რუსებს თავი გამოაყენებინოს, იმის ფასად, რომ საკრებულოებში რაღაც რაოდენობა ადამიანებისა შეიყვანოს, მათი ხელფასები უზრუნველყონ და რეჟიმის დანიშნული ოპოზიციის როლი შეასრულონ, ეს მათი უფლებაა, თუმცა სირცხვილი და თავის მოჭრა რომ არ აცდებათ, ფაქტია.

არჩევანი ცხადია ყოველთვის არის, ღირსეული არჩევანი კი ერთია.

არა რუსულ რეჟიმს!
არა რეჟიმთან კოლობორაციას!
თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს!🇬🇪🇺🇦🇪🇺“, – წერს გიორგი ბარამიძე ფეიაბუქის პირად გვერდზე.

“ყულფი(მარყუჟი) კოლექტიური ნაცების კისერთან ვიწროვდება და ახლოვდება საბოლოო განკითხვის დღე” – ლალი მოროშკინა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს ეხმაურება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა და კონკრეტული მოლოდინების პარალელურად, რიგ ვარაუდებს გამოთქვამს:

მოგწონთ თუ არ მოგწონთ, დაგვიანებულია თუ არა – ეს მეორე საკითხია, ყველა ვგრძნობთ, რომ ყულფი(მარყუჟი) კოლექტიური ნაცების კისერთან ვიწროვდება და ახლოვდება საბოლოო განკითხვის დღე.

ზუსტად ამითაა გამოწვეული მათი ლიდერების სწრაფვა თავისით შეასწრონ ციხეში იმის მოლოდინში, რომ ამას აკმარებს “ოცნების” ხელისუფლება.

თანაც ისიც ზედმიწევნით კარგად იციან, რომ მიშას დილეგის ნაცვლად კომფორტული საცხოვრებელი, სუფთა თეთრეული, სატელეფონო უზრუნველყოფა, ადვოკატის ვიზიტები, საოჯახო პაემნების ნომერი, სამედიცინო მომსახურეობა, მრავალარხიანი ტელე-პროგრამები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და გემრიელი კვება დახვდებათ
მაგრამ…

საქმე იმაშია, რომ “ოცნების” რეფორმატორთა გუნდმა უარი თქვა ლიბერალურ მიდგომებზე მტრებთან და იმის დასადასტურებლად, რომ საქმე ამჯერად ბოლომდე მივა, საკუთარი რიგების წმენდაც დაიწყო.

ამ რიგებში კი დიდი ხანია ბუდობენ, ნაცებიც, მათი სატელიტებიც, ჩინოვნიკებიც,რომლებიც შვილებთან ერთად “არარუსულკანონს” მიტინგებზე ყელყელაობდნენ. მოკლედ, ისეთებიც და ასეთებიც.

ვფიქრობ ამ პროცესის კულმინაციას აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ.

მომწონს ახალი ტაქტიკა!

საქართველოს მთავრობა, ირაკლი კობახიძე, მხოლოდ წინ!
უკან საქართველოა სასიკეთო ცვლილებების მოლოდინში!

P.S. იმის გათვალისწინებით, რომ ციხე “ჰილტონს” დავამსგავსეთ მავანთ კი მალე ქუჩაში არ გაესვლებათ, ვშიშობ “იქით” სიამოვნებით გადაბარგდებიან🤣” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად დანიშვნის ფაქტს და ამ მხრივ კონკრეტული შესაძლო მაგალითი მოჰყავს:

შალვა პაპუაშვილმა ზედმიწევნით ახსნა გადაწყვეტილების მიზეზი, რომ ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე უწყებაში და იკავებს კონკრეტულ თანამდებობას. რა არის ამაში ცუდი?!

მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო? ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდე, რა არის ამაში პრობლემა? ან საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ? ჩემი დღევანდელი სტატუსი მთელი ცხოვრება კი არაა მონიჭებული – რამდენიმე წლის წინ სპორტში ვიყავი, დღეს პოლიტიკაში ვარ, ხვალ ზეგ შეიძლება სადღაც სხვაგან ვიყო…“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“სააკაშვილს ბრალად სდებდნენ ახალი სახეობის ქართველის გამოყვანა უნდაო. ნამდვილად უნდოდა “გრუზინის” გაქართველება, მაგრამ ჩანს, რომ არ გამოუვიდა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით, მძიმე ფაქტებზე საუბრობს:

სააკაშვილს ბრალად სდებდნენ ახალი სახეობის ქართველის გამოყვანა უნდაო. ნამდვილად უნდოდა “გრუზინის” გაქართველება, მაგრამ ჩანს, რომ არ გამოუვიდა.

სამაგიეროდ ბატონმა ბიძინამ, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონია თავის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში ლიფტიორებისგან დირექტორების გაკეთების, 13 წლის განმავლობაში მოახერხა😊 და ძველი ბიჭებისგან პოლიტ. აგიტატორები გამოიყვანა, მოსამართლეებისგან – პროკურორები, პროკურორებისგან – ჯალათები, სუსისგან – პოლიცია, პოლიციელებისგან – ტორო, ქალისგან – ქაჯი, სამშობლოს დამცველი მებრძოლიდან – საჯდომის მცველი მეომარი, პოლიტიკოსისგან – მსახიობი, მსახიობისგან – პოლიტიკოსი, ეპისკოპოსისგან – კანონიერი ქურდი, კანონიერი ქურდისგან – ხელისუფლების პროპაგანდისტი, ფილოსოფოსისგან – ბიზნესმენი, ბიზნესმენისგან – კომბინატორი, მტრისგან მოყვარე მიიღო, მოყვრისგან მტერი შექმნა.

ისე არ მოკლათ ეს კაცი, რომ სიცოცხლეში ძეგლი არ დაუდგათ, რამდენი შრომა დასჭირდა მთავარ არქიტექტორს, რომ გრუზინიდან “ვიში სორტ გრუზინა, ქოცი, შეექმნა!” – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.