კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
Home Blog Page 23

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 7-9 ივნისის პერიოდისთვის

6 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

მაისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები, რაც გაგრძელდა ივნისის დასაწყისში.

აშშ დოლართან მიმართებაში მთელი მაისის განმავლობაში და ივნისის დასაწყისშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

3 ივნისი – 2.7328;
4 ივნისი – 2.7321;
5 ივნისი – 2.7320;
6 ივნისი – 2.7318.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0003 ლარით  და 1 აშშ დოლარი 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7315 ლარი ეღირება.

მაისი ევროსთან მიმართებაში რყევებით გამოირჩეოდა, იყო სერიოზულიც, ხოლო თვის შუა რიცხვებიდან რყევები გაუფასურებით მიმდინარეობდა, მაისის ბოლოსკენ ვაჭრობებზე იყო გამყარების მომენტებიც, თუმცა ივნისი ისევ რყევებით დაიწყო. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

3 ივნისი – 3.1200;
4 ივნისი – 3.1162;
5 ივნისი – 3.1087;
6 ივნისი – 3.1203
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ გამყარდა, 0.0001 ლარით და 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1202 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სახეზე იყო ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7015 ლარი (გამყარდა 0.0061 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0696 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6597 (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6066 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1187 ლარი (გაუფასურდა 0.0026 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3258 ლარი (გამყარდა 0.0085 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8033 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1896 ლარი (გაუფასურდა 0.0055 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.8163 ლარი (გამყარდა 0.0150 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8961 ლარი (გამყარდა 0.0126 ლარით).

მაისის თვეში ლარის კურსი მეტ-ნაკლები სტაბილიზაციით გამოირჩეოდა, თუმცა თვის შუა პერიოდისკენ იყო სერიოზული რყევები, რაც ივნისის დასაწყისშიც გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

3 ივნისი – 3.4498;
4 ივნისი – 3.4675;
5 ივნისი – 3.4775;
6 ივნისი – 3.44452
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0029 ლარით და 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4423 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელებში, კონკრეტული ვარიანტის მძიმე მოლოდინით და (არა)რიტორიკული შეკითხვით ეხმაურება ჟურნალისტი ეკა მიშველაძე:

შემდეგი ნაბიჯი სოცქსელების აკრძალვა იქნება… მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – წერს ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში.

“ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაში მიუძღვის წვლილი, პასუხი უნდა მოეთხოვოს.

კახა კალაძე გაერო-ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მიღებულ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რომელთაც პასუხის გაცემა სჭირდება.

2008 წლის ომს მოჰყვება შესაბამისი გამოძიება, რადგან უამრავი კითხვა არსებობს საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და ვის ინტერესში შედიოდა ის, რაც მივიღეთ. რა მოგვიტანა 2008 წლის ომმა? – დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები.

ტერიტორიების დიდი ნაწილი დღესაც ოკუპირებულია, რაც უდიდესი პრობლემაა. ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელმაც ამ ყველაფერს ხელი შეუწყო თავისი პოლიტიკური ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. რეალობაზე უნდა ვისაუბროთ და უნდა გაირკვეს ყველაფერი, რა იყო. საზოგადოებაში არსებობს კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება პასუხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტი სააკაშვილი იყო კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც ქვეყანა დააზიანა.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად გადაგვედგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას, ქართველ ხალხს არ დააზიანებდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი იყო კრიმინალური დაჯგუფება და გადადგა ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებმაც ქვეყანა დააზიანა; უამრავი ადამიანი დაღუპა – მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები; დაგვაკარგვინა ტერიტორიები. ეს არის პრობლემა და ამაზე უნდა დასვათ შეკითხვები.

ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და გამოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან. ვინც არის პატრიოტი, უყვარს თავისი სამშობლო – აგენტურაზე და მოღალატეებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ პატრიოტებზე, ყველას მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობა, გაერთიანება და იმ ტერიტორიების დაბრუნება, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარეობს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ყველა ადამიანს, პოლიტიკოსს უნდა მოეთხოვოს პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ სანამდე მიიყვანეს ქვეყანა იმ გადადგმული ნაბიჯებით.

ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის ვართ და პოლიტიკოსები იმიტომ გვქვია, რომ საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, თუნდაც ერთი წლის წინ, როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ომში ჩავრთულიყავით, რეზოლუციები მიიღეს სანქციებთან დაკავშირებით, შანტაჟისა და მუქარების მიუხედავად, რომ არ დაგვეჭირა პრინციპული პოზიცია და დაგვეშვა შეცდომა – გაგვეხსნა მეორე ფრონტი, მივერთებოდით სანქციებს, როგორ ფიქრობთ, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით? აქ ვიდგებოდით და ვისაუბრებდით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე? ეს არის რეალობა და ამ რეალობას გაუსწორეთ თვალი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ამ გარიგების შემოქმედები, ბიძინას და რუსების ყურმოჭრილი მონები, ქოცები არიან” – დავით ქაცარავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს “ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი, დავით ქაცარავა:

რუსებმა ფაქტობრივად დაიპყრეს საქართველო ერთი გასროლის გარეშე.

დასჭირდათ უბრალოდ ხელისუფლებაში მოეყვანათ კოლაბორაციონისტი, ფულზე და ძალაუფლებაზე დახამებული ქოცები, ვისთვისაც სამშობლო, მთავარ ღირებულებას ნამდვილად არ წარმოადგენს.

საქართველო გაყიდულია, როგორც რუსები იტყვიან, “ს პოტროხამი”, ანუ მთლიანად, შიგნეულობებით და ამ გარიგების შემოქმედები, ბიძინას და რუსების ყურმოჭრილი მონები, ქოცები არიან.

ხოდა, მოვიშველიებ ივანიშვილის პირადი პრეზიდენტის, მიხეილ ყ. -ს სიტყვებს:

ჩვენსა და თქვენს შორის რუსული საქმის მკეთებლის დედას შევე&ი!” – წერს დავით ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მე მგონი ქოცს, საერთოდ არ სჭირდება არანაირი გამაძლიერებელი ზედსართავი” – გიგი უგულავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი უგულავა მორიგ მძიმე შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” ლიდერების, მხარდამჭერების მიმართ:

მე მგონი ქოცს, საერთოდ არ სჭირდება არანაირი გამაძლიერებელი ზედსართავი.

აბსოლუტურად თვითკმარი, თვით💩გამომხატველი სიტყვაა. დამატებით, დიდებულადაც იბრუნება🤣” – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“წულუკიანის კომისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება” – ირაკლი ფავლენიშვილი

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოს და დასავლეთის წინააღმდეგ “ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა. ამ განცხადებაში “ოცნება” ამბობდა რომ ომი 2008 წელს სააკაშვილმა დაიწყო დასავლეთის დავალების შესაბამისად, რასაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა:

როგორც აღვნიშნავდით, წულუკიანის შექმნილი კომისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება საერთაშორისო არენაზე და ამის მკაფიო გამოხატულება ვიხილეთ, როდესაც უმაღლეს ტრიბუნაზე, გაეროს ტრიბუნაზე გამოყენებულ იქნა სწორედ ამ ე.წ. კომისიის საქმიანობა და ივანიშვილის გუნდის განცხადებები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რაც მიუთითებს იმ მოღალატეობრივ ბუნებას, რომელიც გააჩნია ივანიშვილის რეჟიმს და იმ აუცილებლობას, რომ ამ სისტემის დემონტაჟი მოვახდინოთ, რადგან ეს რეჟიმი ქვეყანას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“რაც უფრო ყურადღებით ვაკვირდები ჩვენს ოპოზიციას, მით მეტად ვაფასებ… ლენინს!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილის “ალეგორიული პარალელი”:

რაც უფრო ყურადღებით ვაკვირდები ჩვენს ოპოზიციას, მით მეტად ვაფასებ… ლენინს!

აბა, ის იყო თუ იყო გენიოსი!

კი ბატონო, იმასაც ეხმარებოდნენ ნემცები, მაგრამ ამათაც ხომ ეხმარებიან ნემცები – შოლცები და მერცები?!

რატომ არ გამოსდით არაფერი?

იმიტომ, რომ ხარახურებიც არ არიან!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

“ბოქსის გრუშა” ხარ, სტატისტად რომ შეხვიდე არჩევნებში რაღაცის მორიგ ჯერზე დასამტკიცებლად? – ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის იდეის (თუ სურვილის) განხილვის ავტორებს საკუთარი პოზიცია-შეფასებით ეხმაურება:

ოცნება” რომ აყალბებს, ამას დამტკიცება არ სჭირდება.

და რომც სჭირდებოდეს, “ბოქსის გრუშა” ხარ, სტატისტად რომ შეხვიდე არჩევნებში რაღაცის მორიგ ჯერზე დასამტკიცებლად?

მართლა სიბეჩავეა უკვე“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ხვიჩა კვარაცხელია არის თანამედროვე საქართველოს საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა ბიჭმა ამხელა წარმატებას მიაღწიოს” – კახა კალაძე

გულწრფელად ვულოცავ ხვიჩას და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ გამარჯვებებს, მას ამის რეალური შანსი აქვს, რომ კიდევ მოიგოს ჩემპიონთა ლიგები“, – ასე მიულოცა დედაქალაქის მერმა ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ევროპის უდიდესი საფეხბურთო ტურნირის – უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება.

კახა კალაძის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია არის თანამედროვეობის საუკეთესო მაგალითი და სტიმული, თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა ბიჭმა ასეთ დიდ წარმატებას მიაღწიოს.

ხვიჩა კვარაცხელიას მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებას უკავშირდება. მან გაახარა სრულიად საქართველო. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ძალიან რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოციები, რაც „ჩემპიონთა ლიგის“ მოგებას უკავშირდება. გულწრფელად ვულოცავ ხვიჩას და ვუსურვებ მას კიდევ უფრო მეტ გამარჯვებებს, მას ამის რეალური შანსი აქვს, რომ კიდევ მოიგოს ლიგები.

აქვე ვიტყვი იმას, რომ ეს მომავალი თაობისთვის არის დამატებითი სტიმული. ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, უბრალოდ შრომასა და მუშაობაში ცოტას მოვიკოჭლებთ. ეს არის ძალიან რთული გზა, რომელსაც სჭირდება თავდაუზოგავი შრომა. ამ გზაზე ბევრი ბარიერი შეგხვდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თავი არ უნდა დახარო, უნდა გადალახო ბარიერები და დარწმუნებული ვარ, ღმერთი ამ შენს შრომას აუცილებლად დაგიფასებს. ხვიჩა კვარაცხელია არის თანამედროვე საქართველოს საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა ბიჭმა ამხელა წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ჩვენი ამოცანა ერთია, წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე, რომ ერთად დავამარცხოთ ზიანის არქიტექტორი და გადავარჩინოთ თავისუფალი საქართველო” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს, მძიმე შეფასებებს აძლევს მას და საზოგადოებას აქტიური პროტესტისკენ მოუწოდებს:

დღეს საქართველოს იმავე გზაზე მიაქანებენ, რომელიც პუტინის რუსეთმა უკვე გაიარა.

ივანიშვილი და მისი დაჯგუფება ცდილობს დაგვაშოროს დასავლეთს და დატოვოს საქართველო მარტო და დაუცველი, მოგვწყვიტოს დემოკრატიულ სისტემას, სადაც ხალხი წყვეტს როგორი უნდა იყოს ქვეყანა, დაგვაბრუნოს რუსულ ჭაობში – იქ, სადაც თავისუფლებას არანაირი ფასი არ აქვს და შენს ნაცვლად სხვები წყვეტენ გადარჩები თუ არა.

ამიტომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკა – ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის.

დღეს არჩევანი მარტივია: ან ვიცხოვრებთ თავისუფლად, დაცულად, დასავლურ ოჯახში ან დავრჩებით რეჟიმის მონობაში, სადაც იგებს რამდენიმე და მარცხდება მთელი ერი.

ზუსტად ასე ცხოვრობენ დღეს რუსეთში, ირანში, ჩინეთში, ვენესუელაში სადაც ქვეყნის ბედს წყვეტს არა ხალხი, არამედ საეჭვო ფსიქიკის მქონე ერთი კაცის ახირებები.

დღეს საქართველოში ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი და მისი მცირე დაჯგუფება; ხალხს ართმევენ სიტყვის თავისუფლებას რომ ჩუმად და უპრობლემოდ გაძარცვონ; თავს ესხმიან ლიდერებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს; ბლოკავენ ევროკავშირში გაწევრიანებას; მტრად აცხადებენ აშშ-ს და ევროკავშირს – ჩვენს ბუნებრივ დამცველებს.

ივანიშვილმა უკვე მიაყენა სტრატეგიული ზიანი საქართველოს. ახლა მთავარი კითხვაა, გადაიხდის ამ ზიანის ფასს ის და მისი დაჯგუფება თუ გადაიხდის მთელი საქართველო?

ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილმა უნდა “მოიგოს”, უნდა იცოდეს – ივანიშვილის “გამარჯვებით” წააგებს ქართველი ხალხი. წააგებს მთელი ერი და საქართველო.

ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანა ერთია, წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე, რომ ერთად დავამარცხოთ ზიანის არქიტექტორი და გადავარჩინოთ თავისუფალი საქართველო.

შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება გამარჯვების მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ამ ბრძოლაში ყველა ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება, ცალკეული, შეუთანხმებელი მოქმედება უფრო დაგვაშორებს საერთო გამარჯვებას“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს