კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
Home Blog Page 22

“მთავარია, მიზანი გქონდეს და შენი თავის გჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია” – მერაბ დვალიშვილი

მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ“, – ემოციურად მიმართა საზოგადოებას მერაბ დვალიშვილმა, მორიგი გამარჯვების შემდეგ. “ამერიკას გაუმარჯოს! UFC-ს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს!” ამ შეძახილებით აიყოლია დარბაზი მერაბ დვალიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გამართულ ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც დაესწრო, მეტოქის, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მერაბ დვალიშვილი მივიდა და პირველი მილოცვაც აშშ პრეზიდენტისგან მიიღო.

ემოციური იყო მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი, გამარჯვების შემდეგ:

ახლა კარგი მომენტია, პრეზიდენტი ტრამპი გვესწრება.

მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. მიხარია, რომ შემიძლია, ახალი თაობისთვის შთაგონების წყარო ვიყო.

მთავარია, მიზანი გქონდეს და შენი თავის გჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია.

მადლობა ჩემ გუნდს, ჩემ მწვრთნელებს. ჩემი ქვეყანა მოტივაციას მაძლევს – საქართველო, მიყვარხარ!” – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის 15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა.

“ზოგიერთმა ევროპელმა ბიუროკრატმა კეთილი ინებოს და პატივი სცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს” – კახა კალაძე

ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს ზოგიერთ ბიუროკრატს – რაღაც სისულელეს რომ იტყვიან, თითქოს ეს სრული ჭეშმარიტებაა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ, კატეგორიულად მიუღებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ჯანსაღი კრიტიკა ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა, ზეწოლა, რომელიც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატისგან მოდის, კატეგორიულად მიუღებელია.

გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ჯანსაღი კრიტიკა თუ პოლემიკა ჩვეულებრივი პროცესია. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა. ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. მათი განცხადებები დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისწამებაზე, შანტაჟზე. იყო პირდაპირი მცდელობები კონკრეტული მაგალითები, თუნდაც არჩევნებში ჩარევა რომ უნდოდათ. მსგავსი დამოკიდებულება, რომ ჩაერიო სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, რომ ჩვენ მითითებები მოგვცენ, ბრძანებები გასცენ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს. ეს არის ის, რითაც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იამაყონ. რა თქმა უნდა, ჩვენ დამოუკიდებლობას დავიცავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი განვამტკიცოთ. შესაბამისად, ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს ზოგიერთ ბიუროკრატს – რაღაც სისულელეს რომ იტყვიან, თითქოს ეს სრული ჭეშმარიტებაა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ, კატეგორიულად მიუღებელია. კეთილი ინებონ და პატივი სცენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ “ოცნებამ” ადგილობრივ არჩევნებში 90–100% აიღოს” – ნინო ჯანგირაშვილი

პოლიტიკურ პროცესებში კონკრეტულ მიზანზე აკეთებს მინიშნება-აქცენტს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ “ოცნებამ” ადგილობრივ არჩევნებში 90–100% აიღოს.

ვინც ვერ ხვდება ეს რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ უნდა გაეცალოს პოლიტიკურ სივრცეს“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ტრამპი vs მასკი: კონფლიქტი, რომელიც აშშ-ის მომავალს წყვეტს“ – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ძალების გადანაწილება და ცვლილებების ეპოქა: ტრამპი, მასკი და ბიუროკრატია ამერიკის პოლიტიკური მომავლის ფონზე

ბოლო პერიოდში მსოფლიო პოლიტიკური არენა ისეთი დინამიკით იცვლება, რომ არათუ მოვლენების ანალიზი, არამედ თვალის მიდევნებაც კი რთულდება. 1 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონების საშუალებით რუსეთის სიღრმეში უპრეცედენტო სპეცოპერაცია სახელწოდებით – „ობობას ქსელი“ ჩაატარეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განადგურდა 41 ერთეული ბომბდამშენი, რაც რუსეთის სტრატეგიული ავიაციის დაახლოებით მესამედს შეადგენს – იმ სისტემის, რომელიც კრემლის „ბირთვული ქოლგის“ ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ითვლებოდა.

ეს ოპერაცია საყურადღებოა არა მხოლოდ თავისი მასშტაბითა და უნიკალურობით, რაც სამხედრო ისტორიაში პრეცედენტს არ წარმოადგენს, არამედ იმითაც, რომ მან ტაქტიკურ დონეზე შეცვალა სამხედროების დამოკიდებულება შეიარაღების გამოყენების სტრატეგიასა და საბრძოლო ხელოვნებისადმი.

თუმცა, აღნიშნული მოვლენის პარალელურად, განვითარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც საზოგადოების თვალსაწიერში ასევე მოხვდა – აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნო-მაგნატის, ილონ მასკის ღია დაპირისპირება, რომელსაც შეიძლება გლობალური პოლიტიკური ვექტორების გადანაწილება მოჰყვეს.

საუბარია არა უბრალო შეუთანხმებლობაზე ორ ლიდერს შორის, არამედ ღრმა სისტემურ ბრძოლაზე – ღირებულებებსა და ხედვებს შორის, რომლებიც ამერიკის მომავალ პოლიტიკურ სისტემას განსაზღვრავენ.

ილონ მასკი, რომელმაც ტრამპის ინაუგურაციიდან ოთხი თვის განმავლობაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) უხელმძღვანელა, საკუთარი ხედვითა და გადაწყვეტილებებით სწრაფად გახდა რეფორმატორი – მათ შორის ისეთი სააგენტოების გაუქმებით, როგორებიცაა USAID და აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი. ამ მიდგომამ მის მიმართ კრიტიკა გამოიწვია. Quinnipiac-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ DOGE და მისი მილიარდერი ხელმძღვანელი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

თუმცა მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ პერსონალური კონფლიქტი არ არის. ეს არის ბანაკებს შორის შეჯახება – ერთ მხარეს დგანან ტექნოლიბერალები, რომელთა წარმოდგენით, ამერიკის მმართველობა უნდა დაფუძნდეს ციფრულ ეფექტიანობაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ბიუროკრატიის ოპტიმიზაციაზე, ხოლო მეორე მხარეს – ტრადიციული ფედერალური სტრუქტურები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ამერიკული სახელმწიფოს მდგრადობას.

ტექნოლიბერალები, რომელთა გამოკვეთილი წარმომადგენელია მასკი, მიგვანიშნებენ, რომ აშშ დგას ახალი სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის ზღვარზე, სადაც სახელმწიფო მმართველობა უნდა ციფრულად ტრანსფორმირდეს. ამის საპირისპიროდ, ბიუროკრატიული აპარატი – სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი და უსაფრთხოების სამსახურები – კვლავაც წარმოადგენს ამერიკული ინსტიტუციონალიზმის ხერხემალს და თვლიან, რომ ტრადიციულ მიდგომებზე უარის თქმა სახელმწიფოს დასუსტებას გამოიწვევს.

მასკის თანამდებობიდან გათავისუფლება და ტრამპთან ღია დაპირისპირება ნათლად მიანიშნებს, რომ ამ ეტაპზე ტექნოლიბერალების ინიციატივები დამარცხდა, ბიუროკრატიულმა სტრუქტურებმა გამარჯვება მოიპოვეს და ამ ეტაპზე ანგარიშია –  1:0.

წინ გადამწყვეტი ფაზაა. ტრამპი იძულებული იქნება ბალანსი დაიცვას ამ ორ ძალას შორის, რათა შეინარჩუნოს მმართველობა და წარმატებით გაუმკლავდეს გარე გამოწვევებს – უკრაინა-რუსეთის ომში შუამავლობის მისია, ირანის ბირთვული პროგრამა, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები და სხვა გლობალური ინტერესები.

როგორც უკრაინულმა დრონებმა შეცვალეს ომის წესები ბრძოლის ველზე, ასე შეიძლება თეთრ სახლში მიმდინარე პროცესი იქცეს პოლიტიკურ თამაშში ახალი წესების ჩამოყალიბების საწყისად – არამარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

“რატომ მოქმედებენ ევროპარლამენტის დეპუტატები ძალიან ხშირად არასერიოზულად, უპასუხისმგებლოდ და სასაცილოდ?” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარების კონკრეტულ დაინტერესებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “საპენსიოდ ცოტა ფულის დაგროვება ევროპელსაც სჭირდება“:

რატომ მოქმედებენ ევროპარლამენტის დეპუტატები ძალიან ხშირად არასერიოზულად, უპასუხისმგებლოდ და სასაცილოდ?

პასუხი მარტივია, ვინც ევროსტრუქტურებში ელემენტარულად ერკვევა, იცის რომ ევროპარლამენტის ყველა გადაწყვეტილება, გარდა ევროკომისიის ხელმძღვანელობის დანიშვნისა, მხოლოდ სარეკომენდაციოა და სერიოზულად არსად მსოფლიოში არ აღიქმება. ეს რა თქმა უნდა თავად ევროპარლამენტარებსაც კარგად ესმით, ამიტომ მათი უმეტესობა მოქმედებს რაციონალურად – თქვენგან ფული, ჩვენგან ნებისმიერი სისულელე.

ამ სისულელეზე პასუხისმგებლობა მაინც არაფერია, გადაწყვეტილებების სარეკომენდაციო სტატუსიდან გამომდინარე და საპენსიოდ ცოტა ფულის დაგროვება ევროპელსაც სჭირდება😁“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

“მე მზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო რატო აზიანებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ბიძინას არჩევნებად წოდებულში გასვლა” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია “ძლიერიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს დებატებში იწვევს:

მე მზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო რატო აზიანებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ბიძინას არჩევნებად წოდებულში გასვლა, ვრცლად ვსაუბრობ ტვ-ში ამაზე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, მათ შორის დებატში.

ასევე მზად ვარ პუნქტობრივად მოვყვე რა უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ არგასვლის პარალელურად და დავასაბუთო, რომ ის ნაბიჯები რეჟიმს დაასუსტებს.

ეხლა მაინტერესებს, ვინც მხარს უჭერს გასვლას ახსნას ბრძოლის კონკრეტულად რა სტრატეგიაა ეს? ერთი მოვისმინე ხალხმა დაინახოს რომ აყალბებსო? ცოტა მეტად რომ ახსნათ? ანუ ის კი არ მოყვეთ აბა რა ვაკეთოთო, გასვლით რას ვაღწევთ ბრძოლაში ეგ მოყევით.

რადგან დისკუსია გახსნილია დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, მამუკა ხაზარაძე დავსხდეთ ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ“, – წერს ელენე ხოშტარია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში! – ელისო კილაძე

უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას ახდენს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და იმ მძიმე შედეგებზე საუბრობს, რაც ამ ომს მოაქვს:

როცა მეკითხებიან, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა უკრაინის ომიდან, უპირობოდ ვამბობ – სირენების ხმა.

კიევი, ირპენი, ბუჩა, ხარკოვი მოვიარეთ, მანქანით გავიარეთ ომის გზა სუჩავადან კიევამდე, ვნახეთ გადამწვარი და დანგრეული ქალაქები, სახლები, სასაფლაოები, მანქანაში ჩამწვარი ადამიანების ნაშთები, ჯარისკაცები, ტანკები და უამრავი რამ, ომის გახსენებაზე პირველი მაინც სირენების ხმა მახსენდება.

რაღაცნაირად გამყინავი, ცივი, შემზარავი და განგაშის.

ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში!

#გამარჯვებაუკრაინას💙💛“, – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება მიმდინარეობს

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაში 25-ზე მეტი გიდის პროფესიით დაინტერესებული პირია ჩართული. ამჟამად, მათ ლექციები გასტრონომიის, ჩაისა და ღვინის მიმართულებით უტარდებათ. 8 ივნისს ასევე, დაგეგმილია ისტორიკოს გიორგი კალანდიას ლექცია საქართველოს ისტორიის შესახებ. გადამზადების პროგრამის ფარგლებში მომავალი გიდები შეისწავლიან ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიას, საქართველოში განვითარებულ ტურიზმის სახეობებს, ექსკურსიათმცოდნეობას, გიდის პროფესიას, ტურის დაგეგმვას, გიდის ფსიქოლოგიას, ასევე ბათუმის განაშენიანებასა და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებსა და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების შეცვლას?” – გია ხუხაშვილი

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

არჩევნების ბოიკოტირების მომხრეების პოზიციის მორალურ არგუმენტებს ვიზიარებ და პატივს ვცემ.
მაგრამ…

ცოტა ხნით პოლიტიკურ რაციოში გადავინაცვლოთ და განვიხილოთ ასეთი განვითარების თუნდაც ყველაზე ოპტიმისტური სცენარი – როდესაც ოთხივე პოლიტიკური პარტია ბოიკოტის რეჟიმშია.

ხელისუფლება მაინც ატარებს არჩევნებს რამდენიმე პარტიის (დღეს პულსი რომ არ ესინჯებათ) მონაწილეობით. კვლევებიდან ჩანს, რომ აქტივობა იქნება 40%-ს ზევით, რაც ადგილობრივი არჩევნებისთვის ნორმალურია. აცხადებს შედეგებს სავარაუდოდ 70-30-ზე.

დასავლეთი ისევ საუბრობს არადემოკრატიულობაზე, თუმცა საკუთრივ არჩევნების ტექნიკურ მხარესთან პრეტენზია ვერ ექნება. გაძლიერებული სასანქციო პრესინგის ფონზე კობახიძე დიფსთეიტს დამარცხებულად აცხადებს, საუბრობს გარკვეულ დათმობებზე (რადგან ეს საჭირო აღარ არის), მათ შორის ყაველაშვილი შეიწყალებს სინდისის პატიმრებს და ა.შ.

რას ვაკეთებთ ამის შემდეგ გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ “ჩამოვხსნით ნიღაბს რეჟიმს”?!

ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების შეცვლას?

P.S. ვკითხულიბ კომენტარებს და ისევ ვერ ვხედავ პასუხს კითხვაზე – როგორ?!…” – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ  ერთობით და ჩვენი წესებით” – პაატა მანჯგალაძე

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთიერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

არ ვიცი, თვითმმართველობის არჩევნებზე დისკუსიები ახლა რას ემსახურება.

ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გასარკვევი, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი.

ახლო წარსულის დავიწყება ნიშნავს იმავე შეცდომების ხელმეორედ გამეორებას.

როცა მტრის თამაშში ვერთვებით წინასწარ ვაწერთ ხელს იმ შედეგზე, რომელსაც ეს რეჟიმი წერს.

ფასადური არჩევნები და პარტიული თამაშები არ გვიშველის, თუ არ ვიქნებით მზად ბოლომდე ბრძოლისთვის.

ეს რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ.

როცა არჩევნებიც მათი წესებით იმართება ამაში მონაწილეობა  ნიშნავს მორჩილებას, არა წინააღმდეგობას.

დღეს საჭირო არ არის ვიწრო პარტიული ინტერესები, საჭიროა ეროვნული ერთობა. პირველ რიგში ხალხში, მერე პოლიტიკაშიც.

ვიმეორებ უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი არა შიდა თამაშებისთვის, არამედ რეალური ცვლილებებისთვის.

დრო არ იცდის.

რეჟიმი ყოველდღე იპარავს ჩვენს მომავალს და თუ დღეს არ ვიმოქმედეთ, ხვალ უკვე გვიან იქნება.

გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ  ერთობით და ჩვენი წესებით“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს