კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
Home Blog Page 21

“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან” ჩართვისას, საუბრობს ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობასა და ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არსებულ პრობლემებზე, მწვავე შეფასებება-მინიშნებებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში:

,,საქართველოს ძარცვამ მიიღო ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბი, არცერთ დამპყრობელს ასე არ უძარცვია საქართველო, როგორც ესენი ძარცვავენ. მიიტაცეს ტყეები, მიწები… მე რა სულელი ვიყავი, რომ არაფერი არ წამიღია საქართველოდან? იმიტომ, რომ თუ მთავრობაში ხარ, ყველაფერი უნდა გინდოდეს ხალხისთვის.

მდიდარიაო და აღარ მოუნდება გამდიდრებაო – სწორედ ეგ იყო მთავარი შეცდომა. მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ბევრად მეტის წაგლეჯვა. ადამიანისთვის, როდესაც ფულია ყველაფერი, ის ფულს მოიპარავს ხელისუფლებაშიც.

ყველაფერზე, რაზეც მე გაფრთხილებდით და გეუბნებოდით, ახლა ხომ ახლა?!

მე რატომ ჩამოვედი, რატომ გავწირე საკუთარი თავი 2021 წელს?! ცუდად ვიყავი მოწყობილი?! თანამდებობა არ მქონდა?! შემოსავალი არ მქონდა, სახლი არ მქონდა, კარი არ მქონდა თუ რაიმე მაკლდა ცხოვრებაში?! ჩამოვედი იმიტომ, რომ ვკარგავდით საქართველოს! ჩამოვედი იმიტომ, რომ ვიწინასწარმეტყველე ეს ყველაფერი, 2012 წელში გაფრთხილებდით ამ ყველაფრის შესახებ.

ჩვენ მივიღეთ ეს უნიკალური გამოცდილება და ახლა დროზე უნდა გავუშვათ, მოვაშოროთ ესენი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანა აღარ შეგვრჩება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

გლდანში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება

გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის 09:00 საათიდან – აგვისტოს ბოლომდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან – ქერჩის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით, შესაბამისი საგზაო ნიშნების გამოყენებით.

კერძოდ, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ: ხიზანიშვილის, შეშელიძისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გამოყენებით. ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას ფორე მოსულიშვილის ქუჩას გამოიყენებენ.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, შეზღუდულ მონაკვეთში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარეაბილიტაციო არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებშიც. კერძოდ, ავტობუსები N304, N308, N323, N335, N351 და მიკროავტობუსები N512, N517 – ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ შეუხვევენ და ფორე მოსულიშვილის ქუჩით დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, შემდეგ კი, სვლას დადგენილი სქემით – გლდანის VIII მიკრორაიონისკენ განაგრძობენ. უკუ მიმართულებისას, მარშრუტები მეტრო „ახმეტელის თეატრის“ გავლით, კვლავ ფორე მოსულიშვილს ქუჩით ქერჩის ქუჩას დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ქერჩის ქუჩიდან მიმავალი ავტობუსები N292, N348, N355, N365, N373 და მიკროავტობუსები N518, N548, N486, N496 – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდებიან, შემდეგ დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც სვლას ილია ვეკუას ქუჩაზე გააგრძელებენ და შემდეგ კვლავ ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხვდებიან. უკუ მიმართულებისას, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით ფორე მოსულიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და ქერჩის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მგზავრთნაკადის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, N339 ავტობუსის ხაზს კიდევ რამდენიმე ერთეული ავტობუსი დაემატება და გადაადგილების ინტერვალი საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ოეე, პატარა ბიჭებო თავში ხომ არ აგივარდათ ძალაუფლება?! რა ბავშვებით მუქარა?‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცების შესახებ გააკეთა განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუავამ და მძიმე ფაქტებზე ისაუბრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებით მიმართავს ხელისუფლებას, სუს-ს, “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

სუსის განმარტებას ველოდები თინა ბოკუჩავას განცხადებაზე.

ვინ იყვნენ ნიღბიანები ვინც კოტე იოსელიანი გაიტაცა, რატომ ჰყავდათ მოდულის შენობაში რვა საათი და რა სახის ზეწოლა მიმდინარეობდა მასზე!

ოეე, პატარა ბიჭებო თავში ხომ არ აგივარდათ ძალაუფლება?!

რა ბავშვებით მუქარა?‼️‼️‼️‼️‼️‼️

სახელმწიფო სტრუქტურა ხართ, სახელმწიფო‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ჩემი მეუღლე ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა და ემუქრებოდნენ ჩვენი სამი მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებით” – თინა ბოკუჩავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საგანგებო განცხადებას აკეთებს და მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებასთან დაკავშირებით მძიმე ინფორმაციას ავრცელებს:

საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც თითქოს ბოდიშს იხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით.

მე მინდა საზოგადოებას მოვუყვე რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე.

ჩემს მეუღლეს, ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად – ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი.

მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს.

ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით.

მანძილიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის მიიყვანეს მოდულის შენობაში, თუმცა თვალებახვეულ მდგომარეობაში ბუნებრივია რთული განსასაზღვრია მისი გატაცების ლოკაცია.

ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი შვილის სკოლის და ორწლინახევრის ტყუპების საბავშვო ბაღის ლოკაციას, ემუქრებოდნენ და ემუქრებოდნენ მათ შორის ჩვენი სამი მცირეწლოვანი შვილის უსაფრთხოებით.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას. ყველას პირადი ცხოვრება – პირადია. წერტილი. მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება – რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე მოიხადა საჯაროდ ბოდიში, გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არაა – და ეს მხოლოდ საბაბია. რეალური მიზეზი კი ჩემი დაშინებაა. ჩემი გაჩუმებაა.

ახლა მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილს, მის ყველა
ოჯახის წევრს, კოტეს გამტაცებლებს და გატაცების დამკვეთებს, გელა გელაძის ჩათვლით, რომელიც, როგორც მეუბნებიან – მე როდესაც ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო – მინდა გარკვევით გითხრათ – არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის, ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს და ვიბრძოლებ თქვენი რეჟიმის დემონტაჟისთვის, რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია დავამარცხოთ რეჟიმის სიცრუე, მათი სიმხდალე, მათი ბოროტება და ქვეყნის ღალატი.

ჩათვალეს, რომ ვერ მიჭერენ და ჩემი ოჯახით გადაწყვიტეს ჩემი გაჩუმება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს.

და აქვე ვიტყვი – მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილთან ვითომ შერკინება – ეს არის თავის და ხალხის მოტყუება და აქაც უნდა ითქვას სიმართლე – ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა შეიძლება იყოს მხოლოდ ივანიშვილთან გარიგების შედეგი.

იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები, ივანიშვილთან ასეთ გარიგებაზე არ წავლენ.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული სიტყვა. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“როცა “ქართული ოცნება” დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს გულისხმობს უფლებას, რომ ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ შეუზღუდავად იძალადონ, ძარცვონ და გაყიდონ საქართველო” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, კონკრეტული პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

როცა “ქართული ოცნება” დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს გულისხმობს უფლებას, რომ ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ შეუზღუდავად იძალადონ, ძარცვონ და გაყიდონ საქართველო.

ქოცის გზავნილი “დამოუკიდებლობა ყველასგან” სინამდვილეში ნიშნავს კრემლის ნარატივების მექანიკურ გამეორებას, მიზანმიმართულ დაპირისპირებას ევროკავშირთან და ამერიკასთან რაც არის რუსული გეგმა, რომელიც საქართველოს ტოვებს მარტოს დაუცველად.

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ” ქოცისთვის სინამდვილეში ნიშნავს ქართველი ხალხის 83%-ის ნებისა და ევროპული არჩევანის დაბლოკვას. “ჩვენში” გულისხმობენ არ ქართველ ხალხს, არამედ ივანიშვილს და მის ძალადობრივ დაჯგუფებას.

ნამდვილი დამოუკიდებლობა ნიშნავს ხალხის და ქვეყნის უფლებას თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი.

“ქართული ოცნება” ცდილობს, დამოუკიდებლობის იდეა გადააქციოს რუსულ “სუვერენულ დემოკრატიად”, ცრუ პატრიოტიზმად, სადაც ხალხი დამონებულია, თავისუფლება — წართმეული, ქვეყანა — დაუცველი და გაძარცვული.

მოკლედ, არ დავუჯეროთ ცრუ პროპაგანდას. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ივანიშვილი და მისი რეჟიმია, ამიტომ ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ მოსაშორებლად!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობის პრიორიტეტზე საუბრობს:

რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!

ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი!

დამოუკიდებლობა ყველასგან!

უდიდესი თავმოყვარეობის მქონე ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ერთიან, ძლიერ, ამაყ საქართველოში ვიცხოვრებთ!

სხვა გზა არ არსებობს! ასე უნდა ახდეს ქართული ოცნება! 🇬🇪🇬🇪🇬🇪” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამუკა მდინარაძე.

“ნუ გადადებთ მყისიერად უთხრათ – “იდი ნა *უი” – ნებისმიერს, ვინც ამას იმსახურებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას “სწრაფი გადაწყვეტილების თეორია”:

ჩვენ ყველაფერი გვეზარება, ყველა საქმე ბოლო წამს უნდა ვაკეთოთ… მაგრამ არის ერთი რამ, რაც არასოდეს უნდა დავიზაროთ.

ნუ გადადებთ მყისიერად უთხრათ – “იდი ნა *უი” – ნებისმიერს, ვინც ამას იმსახურებს.

ინტუიცია მოგეშველებათ და მანდ ანალიზი არაფრის მომცემია. მერე უნდა ინანოთ ადრე რატომ არ გააგზავნეთ სწორი მიმართულებით“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

ფოცხვერი (Lynx lynx) – დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მარდი და ამასთანავე, ფრთხილი მტაცებელი

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ვიდეო “ხაფანგში” მოხვედრილ ფოცხვერზე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს:

🐈📽️ მისი დაფიქსირება რთულია, თუმცა არა შეუძლებელი – თქვენ წინაშე ფოცხვერია (Lynx lynx) დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მარდი და ამასთანავე, ფრთხილი მტაცებელი.

❓ იცით თუ არა, რომ მახვილ თვალთან ერთად, დიდი კატას ერთი ნახტომით 4-5 მეტრი მანძილის დაფარვა შეუძლია? რაც მის მცირე ზომასთან შედარებით, ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელია

“ყველას გაუმარჯვებს თავის გზაზე, ვისი მოტივაციაც მართალია!” – ლელა ჯეჯელავა

არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას თუ დაპირისპირებას, ერთგვარი ალტერნატიული შეთავაზებით ეხმაურება, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

სწორი მხოლოდ ის გზაა, როცა არჩევისას მართალი ხარ ღმერთთან, ქვეყანასთან და საკუთარ სინდისთან. ასეთ გზას დისკუსია და პირველ-მეორეზე გათვლა არ სჭირდება. ახსენე ღმერთი (თუ გწამს) და დაადექი. შენსავით მართალი აუცილებლად გიპოვის და შენს გზას შეუდგება.

ყველას გაუმარჯვებს თავის გზაზე, ვისი მოტივაციაც მართალია! აღარ სჭირდება ამას ერთმანეთის ლანძღვა და პატრიოტიზმის დატოლება, დავადგეთ გზას და სადღაც ისევ გადავიკვეთებით, ან შეიძლება აღარც!” – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სს “თელასი”: 9 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ისნის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

9 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ელიას მთის, კვალეთის, ფშავის, წურწუმიას, რაზიკაშვილის, მთავარანგელოზის, ჟონეთის, ნიაბის, სათემოს, განთიადის, თეძამის, საინგილოს, შაქრიანის, ლადო მესხიშვილის, გოლოვნის, გუმბროს, ალადაშვილის, კონსტანტინე ერისთავის, რუისპირის, ნასაკირალის, ოძისის, ერევნის, ხივინის, ობსერვატორიის, სევანის, ბეღლეთის, კიკეთის, ბეთანიის, ბზიფის, კვესეთის, მახათას, ლიანა ასათიანის, სამრეკლოს, ასათიანის, დმანისის, სომხეთის, გედევანიშვილის, მარტყოფის, ნიკიფორე ირბახის, იუსტინე აბულაძის, მარინე თბილელის, კაიშაურის, ახალუბნის, ნაქერალას, ბოროდინის, ნასაკირალის, ლაგოდეხის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, გონაშვილის, დედოფლისწყაროს, ლადო მესხიშვილის, ცისკრის, ბადიაურის, ქურხულის, ახმეტის, ალიხანიანის, ფერიცვალების, ხერხეულიძის, თელავის, სევანის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის და ფაღავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.