კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
Home Blog Page 20

“კობახიძე/მდინარაძე/გელაგელაძე/ოხანაშვილის დიქტატურაზე მაინც ვიგუდები სიცილით და რა გავაკეთო?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი “ქართული ოცნების” ახალი მმართველი გუნდის მიმართ კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს:

რა ვქნა, ოცნებასთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას ვერ მოვერიე. განა არ ვიცი რომ ძალიან მავნებლები არიან, ყველაფერზე წამსვლელები და საშიშებიც, დრამატულად არის საქმე, მძიმე პერიოდი გველის და ა.შ.

მაგრამ კობახიძე/მდინარაძე/გელაგელაძე/ოხანაშვილის დიქტატურაზე მაინც ვიგუდები სიცილით და რა გავაკეთო?” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები” – ლევან ხაბეიშვილი

ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს, რადგან მის ფულს ემუქრება საფრთხე და როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება ასე თხასავით შეუძლია გაყიდოს კონკრეტული თანამდებობის პირები მგლის ბილეთით ხარებამ ახლა შეუძლია თავი დაიმშვიდოს ყაველაშვილის ჯილდოთი”, – ასე ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი შს სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს და კონკრეტული პირების სამსახურიდან გაშვებას:

როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც მაგნიტსკის სიაშია და ფაქტობრივად მგლის ბილეთით გაუშვა თანამდებობიდან.

თავი დაიმშვიდოს ახლა ხარებამ, რომ აქვს ჯილდო ყაველაშვილის, თორემ ამ ადამიანს არანაირი პერსპექტივა არ დარჩა ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, მაგნიტსკის სიაშია, მწამებლების და ტერორისტების სიაშია ისიც, გომელაურიც, ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს და რატომ? რადგან მის ფულს ემუქრება საფრთხე და როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება, წნეხს გრძნობს, ანუ სანქციები მუშაობს, ასე თხასავით გაყიდა კონკრეტული თანამდებობის პირები ივანიშვილმა და ახალი ტანსაცმელივით მოისხა კონკრეტული თანამდებობის პირები, ამ ადამიანებსაც ემუქრება საფრთხე, ივანიშვილი ასე უყურებს, როგორც ერთჯერადი გამოყენების ტანსაცმელები, ტანისამოსია მისთვის როგორც გომელაური გამოიყენა და გადააგდო, ლილუაშვილი, ახლა ხარება და მგლის ბილეთით გაუშვა ეს ხალხი თანამდებობებიდან.

ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილი უნდა დაემხოს და ამის შემდეგ ჩატარდება საქართველოში არჩევნები, ივანიშვილის პირობებში არჩევნებს აზრი არ აქვს. წრე ვიწროვდება სამშობლოს მოღალატეების და თუ ყველანი ვიქნებით ერთ პოზიციაზე, ვიქნებით პრინციპულები, უტეხები და არ გავტყდებით, ცხადია ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო გააძლიერებენ წნეხს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“რეჟიმის ტყუილები და თვითმმართველობის არჩევნები…” – ზურაბ ჯაფარიძის მეორე წერილი საპატიმროდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა პატიმრობაში მყოფი “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი:

რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი, თუმცა არასაკმარისი საყრდენი არის ტყუილი.

არასაკმარისი იმიტომ, რომ არ იჯერებს საკმარისი რაოდენობის ქართველი, რომ წაქცეულის ცემა მოსულა, პატარა გოგოს ცემა მოსულა, 10 კაცის მიერ ერთის გაწიხლვა მოსულა, ფეხმძიმე ქალთან უთენია სახლში შევარდნა მოსულა, მინივენებში ახალგაზრდების წამება მოსულა და ა.შ.

ამიტომ სჭირდებათ ბევრი კუნთმაგარი გონებაჩლუნგი – ტყუილს ძალა და სისასტიკე თუ არ დაახმარეს, ჩამოიშლებიან.

და მაინც მთავარი არის ტყუილი. ტყუილი არის ამ და ასეთი რეჟიმების არსი.

ყოფილი KGB-შნიკები და რაიკომის მდივნები გახდნენ მორწმუნეები;
კრიმინალები – ეპისკოპოსები;
პედოფილები – ტრადიციული ღირებულებების დამცველები;
მოძალადეები – ქრისტიანები;
პოლიციელები – დამნაშავეები;
ხალხი, რომლებსაც იმდენად არ სჯერათ ამ ქვეყნის მომავლის, რომ შვილებს უცხოეთში აჩენენ – პატრიოტები;

იტყუება ყველა, რიგითი პოლიციელით დაწყებული, მოსამართლით დამთავრებული, ჟურნალისტი, ექსპერტი, პროკურორი, პარლამენტარი, მინისტრი, გამგებელი და ა.შ., ყველა იტყუება, ყველა ბუტაფორიაა, როგორც საბჭოთა კავშირში იყო.

რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს ათობით ათასი, შეიძლება ასობით, ადამიანის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, ნებაყოფლობითი თანხმობა – მონაწილეობა მიიღოს ტყუილში.

სასამართლო პროცესი? – ტყუილია!
გამოძიება? – ტყუილია!
არჩევნები? – ტყუილია!
ევროპისკენ სიარული? – ტყუილია!
ყველაფერი ტყუილია!

მაგრამ ეს ტყუილები ცოცხლობს იმიტომ, რომ მასში ადამიანები იღებენ მონაწილეობას.

ვიღაცას დააჯერეს, ვიღაცას ეშინია, ვიღაცას ჰგონია, რომ ის მაინც ვერაფერს შეცვლის, ამიტომ მოსულა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა ასეთი რეჟიმის პირობებში, არის სიმართლის თქმა და ტყუილში არ მონაწილეობა.

არაფრის ისე არ ეშინია რეჟიმს, როგორც სიმართლის.

ერთი მართალი ადამიანი უფრო დიდი პრობლემაა მათთვის, ვიდრე 100 კუნთმაგარი. ამიტომ კლავენ სიტყვის თავისუფლებას სხვადასხვა კანონებით. კანონებით უნდათ დაადგინონ საკუთარი “სიმართლე” ანუ დააკანონონ ტყუილი, რადგან მარტო იმედი და პოსტვ ვერ ერევა რეალობას.

ტყუილში არ მონაწილეობა არის მინიმუმი. ეს უკვე თავისთავად არის ბრძოლა. პირველი ვინც ამას უნდა აკეთებდეს და მაგალითს აძლევდეს სხვებს – არიან პოლიტიკოსები.

ოქტომბერში დაგეგმილი რაღაც, არჩევნები არ არის.

ტყუილია.

ტყუილში მონაწილეობის მიღება, ტყუილის ნაწილად გახდომაა,
ტყუილში გასვრა – აწყობს რეჟიმს.
არ შეიძლება ამის გაკეთება.

გასაგებია, რომ ზოგიერთს თუ ეტყვიან, ახლა ასეთი არჩევნები იქნება, თუ გინდათ რომ მონაწილეობა მიიღოთ, თან ყოველდღე უნდა იძახოთ: “%ლე ვარ, %ლე ვარო”, დათანხმდებიან და ისევ გაიმეორებენ: – პოლიტიკური პარტია მაგისთვის არსებობს, რომ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო, მაგრამ ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში %ლეებზე არ ვსაუბრობთ.

არ შეიძლება ტყუილში მონაწილეობა. არანაირ ტყუილში. ასადროს, თუნდაც ეს თავისუფლების ფასად დაგიჯდეს ან უარესად”, – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
საკანი N220
5 ივნისი

ნუკა არველაძე: “ბავშვებს გაეშვით, ნუ დაემსგავსეთ ნაცებს!!!”

თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებისა და ბავშვებზე მუქარის თაობაზე საუბრობდა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ეხმაურება ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე:

ბავშვებს გაეშვით, ნუ დაემსგავსეთ ნაცებს!!!

საქართველო პატარაა და ყველა ყველას იცნობს!!

ბავშვები იზრდებიან და არ შეიძლება!

გაარკვიოს გამოძიებამ იტყუება თუ არა და დაუსვას წერტილი!!!

ამ ქვეყანაში მეტი პრობლემა არაა???

თუთიყუშებივით ყველა ერთნაირ ტექსტებს რო უბერავთ!!!

მეტი ადამიანობა გვმართებს, მეტი პასუხისმგებლობა!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.

“სანაგვეზე მოსროლილი მოძალადე ქოცები – უბრალო ჭიაღუები ხდებიან…” – ხატია დეკანოიძე

შს სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე:

როცა ჩვენს “მარცხზე” ვინმე ჩაფიქრდება, აუცილებლად გაიხსენოს, რომ ისეთი სადისტები, დასანქცირებული მოძალადეები, ადამიანის ღირსების შემლახველი ტლუ ნაძირლები უცებ არარაობები ხდებიან.

ხარაზიშვილი ისევე დაეხეთქა, როგორც აღზევდა. პრეტორიანელთა სისხლიანი კაცების გარეშე სრულ არარაობად დარჩა ქუჩაში, რომელსაც არავინ დაიცავს.

ასე ხდება – სანაგვეზე მოსროლილი მოძალადე ქოცები – უბრალო ჭიაღუები ხდებიან…“, წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი და გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია კატეგორიული იყო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა, ბოლო დღეებში გარედან სხვა დავალება მიიღეს და დამოკიდებულებაც შეიცვალეს.

რამდენიმე თვის უკან ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდათ – საუბრობდნენ, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამღუპველი იქნებოდა. ისინი კატეგორიულები იყვნენ. თუმცა, ბოლო დღეებია, ხედავთ როგორი შერბილებული მესიჯები აქვთ, რადგან ასეთი დავალება მიიღეს. მერწმუნეთ, ამ ადამიანებს არანაირად არ აქვთ იმის საშუალება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღონ. რასაც თავიანთი პატრონები დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გავიხსენით მათი განცხადებები და გაიხსენეთ ჩემი შეფასებებიც.

მე ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არც საკუთარ თავებს, არც ოჯახებს, არც ქვეყანას არ ეკუთვნიან. როდესაც აგენტი ხარ, გარე დავალებებს ასრულებ. ადრე ასეთი დავალება ჰქონდათ და ასე საუბრობდნენ, დღეს სხვა დავალება აქვთ და მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ვნახოთ როგორი პრინციპულები იქნებიან.

არჩევნებში მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება. მსგავს დაჯგუფებებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ ექნებათ. როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი, არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მთლიანად გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სს “თელასი”: 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ისნის და კრწანისის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, მელქაძის, კალანდაძის, მარტვილის, ბერძნის, შატოძის, გრიშაშვილის, ჩხეიძის, ეფრემ მცირის და ნადიკვარის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლაძის, გულუას და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისი, დაბა შინდისი და დაბა ტაბახმელას მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცება, ძალადობა და ბავშვებზე მუქარა ეს არის პოლიტიკური ტერორი ივანიშვილის რეჟიმისგან” – გიორგი ვაშაძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუავამ მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცების თაობაზე გააკეთა განცხადება და მძიმე ფაქტებზე ისაუბრა, რასაც მმართველი გუნდის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

თინა ბოკუჩავას მეუღლის კოტე იოსელიანის გატაცება, ძალადობა და ბავშვებზე მუქარა ეს არის პოლიტიკური ტერორი ივანიშვილის რეჟიმისგან.

თინა არ არის მარტო.

ყველა, ვინც თავისუფლებას ვიცავთ მის გვერდით ვდგავართ.

სოლიდარობა და მხარდაჭერა თინას!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა” – ლევან სანიკიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტიის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას და მის პიროვნულ სიძლიერეს უსვამს ხაზს:

თინა ჩემი უახლოესი მეგობარია.

8 ივნისს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჰქონდა. ღმერთმა ყველა დედა, მეუღლე აშოროს იმისგან, რაშიც ის გაატარეს.

თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა.

კი, თინას არ პატიობენ პრინციპულობას, აქტიურობას, ერთგულებას, ამიტომ ამოიღო ბიძინამ სამიზნედ, ამოიღო ყველაზე არაადამიანური ფორმით და ოჯახს შეეხო.

ფეხებს ვერ მოჭამთ, არ იცნობთ თქვენ თინას. გაუტეხელი, ჯიუტი ქალია, რომელსაც, ოჯახზე თუ შეეხები, ყველაფრის უკან მოტოვება შეუძლია.

ვერ შეაშინებთ, თქვენც მოგიტოვებთ ქოცებო!

საჯაროდ ნახეთ ზუსტად ის თინა, რომლითაც მე ასე ვამაყობ.

თინუ❤️

პ.ს. ამიტომ უნდა მოიცადო კაცმა, სანამ ღლიცინს, დაცინვას, შეურაცხყოფას მიაყენებ იმ ადამიანს, რომელსაც უზარმაზარი პერსონალური რეპუტაციული დარტყმის სანაცვლოდ მოუწია საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა. დიდი იმედი მაქვს, რომ შეგრცხვათ!“, – წერს ლევან სანიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ქვეყანაში, თუკი თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მხრიდან მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში:

TV პირველზე”, ჟურნალისტ – ანუნა ახალაიას აინტერესებს, კონკრეტულად ბოიკოტის შემდეგ რა ხდება.

ჩემო ანუნა, რა ხდება და ივანიშვილი უნდა დაემხოს!!! სანქციებს, რომ ვთხოვთ პარტნიორებს და ასანქცირებენ ამ დროს აქედან მესიჯი რა უნდა გვქონდეს?! თქვენ დაასანქცირეთ, არ აღიაროთ, მაგრამ ჩვენ გავერჭობით ივანიშვილის დაორგანიზებულ არჩევნებშიო – ესაა პასუხი?!

პასუხი უნდა იყოს – დამხობა ივანიშვილის რეჟიმს!!! სულ რომ 10 კაცი დავრჩეთ, ეს მოთხოვნა იქნება რელევანტური და სწორი!!!

არა ბიჭოს, კასპის საკრებულოს 2 წევრით შევცვლით ივანიშვილს.

საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!

ჩემი პასუხი ასეთია – დამხობა რუსული რეჟიმის!!! ხალხის ძალით, ხალხის ხმით, ბრძოლითა და ერთიანობით – მტკიცე პოზიციაში!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.