სამშაბათი, ივლისი 22, 2025
33.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1929

საპროტესტო აქციის ნაცვლად საზეიმო ღონისძიება ვაკის პარკში

ვაკის პარკში დღეისათვის დაგეგმილი საპროტესტო აქცია საზეიმო ღონისძიებით შეიცვალა.

გარემოს დამცველებისა და სამოქალაქო სექტორის პრინციპულმა და უკომპრომისო პოზიციამ შედეგი გამოიღო – ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება!

2 დღის წინ, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინვესტორი მერიის წინადადებას დათანხმდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში აღარაფერი აშენდება.

“ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” არ აშენდება!” – განაცხადა ბრიფინგზე კახა კალაძემ.

გარემოს დამცველები ერთმანეთს ულოცავდნენ მიღწეულ გამარჯვებას და მზადყოფნას გამოთქვამდნენ, რომ შემდგომშიც უკომპრომისო დამოკიდებულება იქნებათ ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილების მიმართ, რის შედეგადაც ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს.

ესეც პატარა გარემოს დამცველი 🙂

მამუკა მდინარაძე: “პრეცედენტული შეიძლება ვუწოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მერიამ და კახი კალაძემ მიიღეს”

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება, ეხმიანება “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და აღნიშნავს, რომ “შეიძლება პრეცედენტულიც კი ვუწოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მერიამ და კახი კალაძემ დღეს მიიღეს”.

“ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, რომ შეთანხმება შედგა. ვაკის პარკში არასდროს აშენდება რაიმე სახის შენობა. როდესაც ყველანი ჩვენ ერთად ვაანონსებთ იმას, რომ გარემოს დაცვას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, ეს გადაწყვეტილება მართლაც რომ პრეცედენტული და მისასალმებელია.

კახის უწევს იმ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება, რომელიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და გიგი უგულავამ გადაწყვეტილების სახით მიიღეს და დღეს ყოფნით თავხედობა, რომ აქეთ აკრიტიკებენ ჩვენს თანაგუნდელებს.

გიგი უგულავას უბრძანებია, რომ კახი კალაძე მისი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს. სასაცილო წინადადება რომ არის, ამის გარდა, კახის მართლაც უწევს გამოვიდეს უგულავას მიერ თბილისში შექმნილი მძიმე პრობლემებიდან და საბედნიეროდ ამას ახერხებს” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება მაგთისა და სილქნეტის მიერ შემოთავაზებულ ახალ ტარიფებს

მაგთისა და სილქნეტის (ჯეოსელი) ახალმა სატარიფო შემოთავაზებებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მოსახლეობაში, იყო უკმაყოფილებაც ცალკეულ სერვისებთან მიმართებაში ტარიფის გაზრდის გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამაც. კომისიის განცხადებით, აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს.

კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კონკრეტული განცხადება გააკეთა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, რომელმაც პირველი არხის გადაცემაში “მოამბე – დღის თემა” სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის ტარიფებზე ისაუბრა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს.

კობა ბექაურის განცხადებით, კომისია არ დაუშვებს, რომ დიდმა კომპანიებმა ბაზარზე მათი ძალაუფლება მომხმარებლების საზიანოდ გამოიყენონ.

 

სუს-მა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.

2018 წლის 26 დეკემბერს, თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქ. წყალტუბოში, შანიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კახა კალაძე – ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” არ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” არ აშენდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმროს მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინვესტორი მერიის წინადადებას დათანხმდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში აღარაფერი აშენდება.

“სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელთან შეხვედრა გვქონდა. ამ თემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება. ინტერესი საკმაოდ დიდია. მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მინდა მივულოცო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა მოვახერხეთ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება” – განაცხადა კახა კალაძემ.

ყოველივე ამას წინ უძღოდა დედაქალაქის მერის კახა კალაძის, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძისა და მერის მოადგილე მაია ბითაძი შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის საკითხი განიხილეს და იმ სამართლებრივ ბერკეტებზე იმსჯელეს, რომელზე დაყრდნობითაც თბილისის მერია მეპატრონეს აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის უფლებას არ მისცემს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელთა თანახმად, ასამბლეა რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ერთხელ ადასტურებს.


რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა.


“დაუყოვნებლივ შეწყდეს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვა. ამასთან დაკავშირებით, ასამბლეა კვლავ ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილებები ერთხმად მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

ორსულებისთვის გრიპზე ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ორსულებისთვის გრიპზე ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს. აცრის ჩატარება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშია შესაძლებელი.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე “საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის” გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით შეძენილი იქნა 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
ვაქცინის განაწილება დაიწყო 23 იანვარს და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.

გარდა ამისა, სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, გამოთქვა მზაობა სრულიად უფასოდ ჩაუტაროს აცრა მოქალაქეებს. 2 დღის განმავლობაში ვაქცინაცია მხოლოდ ორსულებს ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მომართვიანობის საფუძველზე გადაწყდება კიდევ რომელი ჯგუფებისთვის იქნება გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის კომპანია „გეფა-მ“ საკუთარი მარაგებიდან ვაქცინის 4000 დოზა გამოყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გრიპის სეზონის დადგომამდე (ოქტომბერ-ნომებრის პერიოდში) რისკ-ჯგუფში შემავალი 41 000 ადამიანის ვაქცინაცია უზრუნველყო. 

სახელმწიფო ორსულთა ვაქცინაციას 2017 წლიდან ახორციელებს და შეინიშნება ვაქცინაციისადმი მოთხოვნის მზარდი ტენდენცია, მაგ. თუ 2017-2018 სეზონზე აიცრა 532 ორსული, 2018-2019 წლის სეზონზე მათმა რაოდენობამ შეადგინა – 1 111.

სოფო კილაძე: “გავაკეთებთ ყველაფერს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისათვის”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ენერგეტიკის მიმართულებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ნათია თურნავას, ენერგოომბუდსმენს, სალომე ვარდიაშვილსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას შეხვდა.

შეხვედრაზე ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით რეგულაციების არსებობის აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი ტრაგედიის გათვალისწინებით, რომელმაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბავშვი იმსხვერპლა, მნიშვნელოვანია იმ გარემოებების დეტალური შესწავლა, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხოებას უკავშირდება.

“სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ამიტომ, კარგად უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი. წინასწარი მონაცემებით, იკვეთება გარკვეული რეგულაციების არსებობის აუცილებლობა ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით. ეს, ამ შემთხვევაში, არ უკავშირდება სამშენებლო რეგულაციებს. ჯერჯერობით გავდივართ კონსულტაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისათვის”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.

სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, უცხოელი ექსპერტებიც და ერთად შევიმუშავებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს”, –  აღნიშნა სოფო კილაძემ.

მაგთისა და ჯეოსელის (სილქნეტი) ახალი სატარიფო პირობები

მაგთი – მომსახურების განახლებული პირობები

მაგთიკომი, მომხმარებლის მოთხოვნის მუდმივი კვლევის საფუძველზე, 18.02.2019-დან გთავაზობთ განახლებულ ინტერნეტპაკეტებს და ამცირებს მობილური ინტერნეტის სტანდარტულ ტარიფს: 1 მბ – 10 თეთრი (ნაცვლად 70 თეთრისა).

განახლებული ინტერნეტპაკეტები

1 000 მბ 3 000 მბ 5 000 მბ 20 000 მბ ულიმიტო
5₾ 9₾ 12₾ 30₾ 150₾

 

პაკეტი – „მარტივი“
  • მობილური ინტერნეტი: 1500 მბ (1000 მბ-ის ნაცვლად).
  • ლოკალური ზარები*: ულიმიტო;
  • SMS/MMS: ულიმიტო;

პაკეტის ღირებულება – 30**

 

ყურადღება!!!

UPD: ** –  მაგთიკომმა მიიღო გადაწყვეტილება აღარ შეეცვალა პაკეტი – „მარტივის“ პირობები და იგივე დატოვა:

  • მობილური ინტერნეტი: 1000 მბ.
  • ლოკალური ზარები*: ულიმიტო;
  • SMS/MMS: ულიმიტო;

პაკეტის ღირებულება – 25₾*

 

! თუ სარგებლობთ მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტითა ან/და IP ტელევიზიით, 18.02.19-დან შეარჩიეთ 2 ნომერი და ისარგებლეთ პაკეტით „მარტივი“ სპეციალურ ფასად – თითოეულ ნომერზე 25

* ულიმიტო ზარები მოქმედებს შემდეგ ოპერატორებთან:
მობილური ქსელები – მაგთი, სილქნეტი/ჯეოსელი, ბილაინი;
ფიქსირებული ქსელები – მაგთი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი, სი ჯი სი.
წუთის ფასი სხვა ლოკალურ ოპერატორებთან – 24 თეთრი.

ზემოთ ხსენებული პირობა (*) ასევე ვრცელდება პაკეტზე “ულიმიტო+”.

 

ფიქსირებული ინტერნეტის გაორმაგებული სიჩქარე

25.02.2019-დან 10 მბ/წმ-იანი პაკეტის ნაცვლად მიიღებთ გაორმაგებულ სიჩქარეს – 20 მბ/წმ-ს.
სიახლე შეეხება როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებელს.

განახლებული პირობები:

20 მბ/წმ-იანი პაკეტის სტანდარტული ღირებულება – 30 ლარი (30 დღე).

ნომრის მომსახურების საფასური

  • ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება და ნომერზე მომსახურებას მიიღებთ შეუზღუდავად;
  • ანგარიშზე თანხის ამოწურვისას ნომერი გაითიშება ცალმხრივად და შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებს მიიღებთ 150 დღის განმავლობაში;
  • ნომრის ცალმხრივად გათიშვიდან 151-ე დღეს ნომერი გაითიშება ორმხრივად, ხოლო ორმხივად გათიშვიდან 30 დღეში (თუ არ შეივსო ანგარიში) ნომერი გაუქმდება.
  • ნომრის მომსახურების 180 დღის საფასური – 1 ლარი.

თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ნომრის ანგარიშიდან.
ნომრის მომსახურების საფასურის ჩამოჭრა ვერ მოხერხდება, თუ ჩამოჭრის მომენტში ნომერი ორმხრივადაა გათიშული, რის შემდეგაც ნომერი გაუქმდება ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით.

ჯეოსელი (სილქნეტი) – მომსახურების განახლებული პირობები

განახლებული სატარიფო შეთავაზებები აქვს ჯეოსელის აბონენტებსაც, რომელთა ამოქმედებაც ა.წ. 1 მარტიდან იგეგმება.
გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

მობილური ინტერნეტის პაკეტები:
ცვლილება ეხება ყველა პაკეტს – მცირდება 1 მბ-ის საშუალო ფასი;
პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ 1 მბ-ის ფასი
მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე;

მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი მცირდება 70 თეთრიდან 10
თეთრამდე.

„მეტი“:
პაკეტებში იზრდება მობილური ინტერნეტის და სმს-ის მოცულობები;
პაკეტში „მეტი S” შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, 1 მბ-ის ფასი 15
თეთრიდან მცირდება 10 თეთრამდე;
პაკეტებში შემავალი ლოკალური წუთები იმოქმედებს შემდეგ ოპერატორებთან:
– მობილური ქსელი – მაგთი, სილქნეტი/ჯეოსელი, ბილაინი;
– ფიქსირებული ქსელი – მაგთი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი და
საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია;
– ყველა სხვა ლოკალური მიმართულებით – 1 წუთი – 24 თეთრი.

ოპტიკური ინტერნეტის ახალი პაკეტები
სტარტი + (20მბ/წმ) 30 ლარი
დრაივი (35მბ/წმ) 40 ლარი
სუპერ დრაივი (50მბ/წმ) 50 ლარი
ფორმულა 1 (100მბ/წმ) 100 ლარი

ახალი პაკეტი მეტი S – 7 ლარი
ადგილობრივ ქსელებზე – 120 წუთი
ინტერნეტი – 300 MB
სმს – 300

ახალი პაკეტი მეტი M – 15 ლარი
შიდა ქსელზე – უსასრულო წუთები
ინტერნეტი – 1 GB
სმს – ულიმიტო

ახალი პაკეტი მეტი უსასრულო – 30 ლარი
ადგილობრივ ქსელებზე – უსასრულო წუთები
ინტერნეტი – 1.5 GB
სმს – ულიმიტო

სამივე შემთხვევაში სარგებლობის ვადა : 30 დღე

ახალი მობილური ინტერნეტის პაკეტები
1.5 გბ – 6 ლარი
3 გბ – 8 ლარი
5 გბ – 12 ლარი
8 გბ – 15 ლარი
20 გბ – 30 ლარი
2 გბ – დღიური 1,5 ლ

მობილური ნომრის მომსახურების საფასური – 0.2 ლარი/თვე

ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება

21 იანვარს “ფრონტლაინ საქართველო“-ში, ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის კონკურსი გაიმართა.

GIPA/FRIEDMAN-ის პრიზი, საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად საქართველოში პირველად, 2012 წელს დაარსდა.

პროექტს მხარს უჭერს ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი.

გამარჯვებულები არიან:

GIPA/Friedman-ის ფულადი ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო ჟურნალისტური გამოძიებისათვის, ვერცხლის პრიზი და სიგელი ერგო ლაშა კვესელაძეს ნამუშევარისთვის: “აფგან მუხთარლის გაუჩინარების დღე -სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ვიდეომასალის საეჭვო გარემოებები”, პოსტსკრიპტუმი, რუსთავი 2.

საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდნენ ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე, ნამუშევრისათვის: “სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”, გამომძიებელი რეპორტიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი.

საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ნათია ტრაპაიძე, ნამუშევრისათვის: “როგორ გაანადგურეს მტკიცებულებები ორი მეთორმეტე კლასელის მკვლელობის საქმეში-კურიერის ექსკლუზიური კადრები”, რუსთავი 2.

საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მულტიმედიური პროექტი: “საზიარო წყლები”, ჩაიხანა. ფოტო: ანუშ ბაბაჯანიანი, დარო სულაკაური და ილქინ ჰუსეინოვი. ტექსტის ავტორი მონიკა ელენა; კურატორი კეროლაინ სატკლიფი.

საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა ხატია ღოღობერიძე ნაშრომისათვის: “სექსის თხოვნა დასაქმებისათვის, შევიწროება სამსახურში-რას ყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე”, ტაბულა.

წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა ზურაბ ბალანჩივაძე ნაშრომისათვის: “ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დაკარგული ისტორია”, ჩაი ხანა.

წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა გიორგი გირკელიძე ნამუშევრისათვის: “შავაძეების საქმე-რატომ არ დადისოთხი და-ძმა სკოლაში”, გურია ნიუსი.