კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
Home Blog Page 19

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს სუს-ის ოპერატიული მუშაობის წინაპირობებსა და გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით:

,,ემირატებიდან ბაჩიაშვილის გატაცების ვერსიას არ უარყოფენ (იხილეთ პაპუაშვილისა და მდინარაძის განცხადებები). ის კი არა და, ცოტა ეამაყებათ კიდეც – ნახეთ, რა მაგრად მუშაობს სუსიო. მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოდო.

სამწუხარო ისაა, რომ სუსი ასე მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა საქმე ერთი კონკრეტული, მდიდარი მოქალაქის პირად მტერს – ორ კერძო სუბიექტს შორის დავაში ერთ-ერთ მხარეს – ეხება, რაც უბრალო მოქალაქეებს საერთოდ არ აინტერესებთ.

სამაგიეროდ, რას აკეთებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელის (რაშიდ კანჯი-ოღლის) დასაჭერად ან არჩილ ტატუნაშვილისა და თამაზ გინტურის მკვლელების დასასჯელად? ანუ იქ, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობაა დასაცავი?

არაფერს. სრულიად არაფერს. საერთოდ არაფერს. ეგ კი არა, ვინც ეგეთ მკვლელებს გაჩენის სეკუნდს ანანებდა ხოლმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისინი (უკეთეს შემთხვევაში) ციხეში ჰყავთ გამოკეტილი (იხილეთ რომა შამათავა).

ანუ ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ, ქართველი პატრიოტების მკვლელები კი თავისუფლად დააბიჯებენ სოხუმისა და ცხინვალის ქუჩებში.

მართლაც საამაყოა ეს სუვერენული, წელში გამართული, ორ ფეხზე ღირსებით დაჩოქილი საქართველო… არა, ბატონ ანზორ, ჯიგარო?!”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და სხვათა მიმართ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კონკრეტული მძიმე შეფასებების გამო, აღნიშნული პირების საჩივრების საფუძველზე, მასიურად დაიბარეს სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, აქტივისტები. ფაქტთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს “ქრონიკა +”-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?

თუ მხოლოდ რუსის მონაა დასჯადი?

იმდენი და ისეთი ხალხია დღეს დაბარებული სასამართლოში, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს🙈

ამ ტემპით თუ გაგრძელდა, მალე ადგილი აღარ იქნება კპზ-ში🙄🤓“, – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით, ამისათვის საჭიროა ეზიარონ დასავლურ ღირებულებებს, მაგრამ იციან, რომ ამით დაკარგავენ ძალაუფლებას”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ირაკლი კობახიძის და “ქართული ოცნების” ლიდერების ვიზიტზე მილანში:

ჩვენთვის სიახლე ნამდვილად არ არის, რომ “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდის განმავლობაში გამალებით ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას დასავლურ არენაზე, ოღონდ ეს საკონსულოების გახსნით და ფართომასშტაბიანი ვიზიტებით არ გამოუვათ.

თუ უნდათ ლეგიტიმაცია, ამისთვის საჭიროა ეზიარონ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც მდგომარეობს დემოკრატიაში, არჩევნების არ გაყალბებაში, კანონის უზენაესობაში, ადამიანის უფლებების დაცვაში და ა.შ. რისი გაკეთებაც მათ უბრალოდ არ უნდათ, ეს ეწინააღმდეგება მათ ფილოსოფიას, მათ პოლიტიკურ დნმ-ს.

იმ შემთხვევაში თუ ასეთი ცვლილებები და რეფორმები გატარდა, მათ ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის, ამიტომ ლეგიტიმაციის მოპოვებას უბრალოდ მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ვერ შეძლებენ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციას “რთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით და კონკრეტული პრეტენზიებით მიმართა დეპუტატმა თეა წულუკიანმა, რასაც მხარდამჭერი პოზიტიური მოსაზრებებით ეხმაურება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი:

თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში.

დიახ, სახალხო დამცველმა ყველას უფლება უნდა დაიცვას!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

ინფორმაციისთვის: “ხმალამოღებული უნდა იცავდეთ განურჩევლად ყველას. თქვენ ხმალამოღებით, ყველას განურჩევლად არ იცავთ, რადგან გრცხვენიათ და ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ. მაშინ მითხარით, რომ არ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა. თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა“, – მიმართავს თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს.

პროექტი “გამომყევი აჭარაში” კონტენტ კრეატორებს წელსაც იწვევს რეგიონში სამოგზაუროდ

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს წელსაც მოუწოდებს რეგიონში იმოგზაურონ. კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 16 ივნისიდან იწყება. 1 ივლისიდან კი მონაწილეებს საშუალება ექნებათ აგვისტოს ბოლომდე აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ. წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

პროექტი „გამომყევი აჭარაში“ თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.

აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ “სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში. კამპანიის მთავარი პრიზი წელს 150, 000 ლარი იქნება. მის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას.

გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც. კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საზოგადოებას კონკრეტულ რჩევას სთავაზობს, თუ როგორ უნდა მოხერხდეს, კანონი რომ არ დაირღვეს და იხსენებს თებერვალში გამოთქმულ მოსაზრებას:

ქოცებმა კანონი რომ მიიღეს მაშინ დავწერე და ახლაც შეგახსენებთ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს.

P.S. მაგალითად, “ივანიშვილო, შენ მოგიტ@ან ყველა მონა – ეს არ არის კანონით დასჯადი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო.

დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს.

სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა – მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა კალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია.

ტალია იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეორე სახლად, რომლის კარსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით, უამრავი ბედნიერი დღის მოგონებით, გამარჯვების განცდით, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის სიხარულით ვაღებ.

დარწმუნებული ვარ, რომ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა, კიდევ უფრო ფართოდ გახსნის შესაძლებლობას, განმტკიცდეს და გაღრმავდეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები, გაიზარდოს თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა სფეროში და რასაკვირველია, გაამარტივებს მილანში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას.

30 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, თუმცა ვფიქრობ, გვაქვს შესაძლებლობა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. თბილისი მზადაა, გაიზიაროს ის საუკეთესო მაგალითები, რომლებიც პროექტების სახით, ამ ულამაზეს ქალაქში განხორციელდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მილანში საქართველოს გენერალურ კონსულს, ნატალია კორძაიას აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

სულ რამდენიმე დღის წინ, 2 ივნისს იტალიის ეროვნული დღესასწაული – რესპუბლიკის დღე აღინიშნა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეს დღე კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო იტალიას იმ მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის, რასაც საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად აკეთებს. საქართველო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის პატრიოტი საკუთარი ქვეყნის მიმართ და ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, გათვალისწინებული და დაცული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებას მილანის მერი ჯუზეპე სალა, ასევე, იტალიისა და საქართველოს მთავრობების წევრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სს “თელასი”: 12 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

12 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, III მიკრორაიონების და დავითაიას ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, ქობულაძის, მათიაშვილის, ბუკისციხის, კლდიაშვილის, ბეგიაშვილის, ჯანელიძის და ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბზვანელის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, IV, V კვარტლების, რობაქიძის გამზირის, ჭოხონელიძის, დავით რონდელის, ბელიაშვილის, ჩაჩავას, ჭიაურელის, ახმეტელის, ლუბლიანას, ტერევენკოს, გოგიძის, შალვა ერისთავის, ნოდარ ახალკაცის, ნოდარ ბოხუას, ციალა გაბაშვილის, ესმა ონიანის, ბერძენიშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, გელოვანის გამზირის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, “ნატბეურების” დასახლების, “ჩალისპირების” დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, დიდგორის, ირაკლი ფარჯიანის, კვანტალიანის, თოფურიძის, მაჭავარიანის, ჯორჯ ბალანჩინის, ცამეტი ასურელი მამის, სარაჯიშვილის, ემხვარის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალის და გელა გოგიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, აფრიკის დასახლების, ორხევის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მშვიდობის, თვალჭრელიძის, ფრისის, ერმაკოვის, მებაღეობის, ანდრია გუგუშვილის, გუმათჰესის, ლუკა რაზიკაშვილის, ზურაბ დობორჯგინიძის, პაატა გუგუშვილის, აკაკი ფაღავას, გუმათის, ჭიჭინაძის, სანაძის, ჭილაშვილის, ცისკარიშვილის, ოზაანის, ქიზიყის, ბესო ბერიას, იოსებ და ლეონ ორბელების, ლევან რაზიკაშვილის, ნუგზარ საჯაიას, ტიმოთე გაბაშვილის და ალექსანდრე ზაალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ღამბაშიძის, დოდო აბაშიძის, ლიბანის, სალხინოს, გაგრის, ილია ვეკუას, აკაკი ხორავას, იოსებ გრიშაშვილის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს მათ ოჯახის უსაფრთხოებით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან” ჩართვისას, საუბრობს თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით:

,,მინდა მივესალმო საამაყო, უმაგრეს თინათინ ბოკუჩავას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, უმაგრეს პოლიტიკურ ლიდერს.

ის, რაც მოუწყეს მის მეუღლეს და მის ოჯახს, ეს აღარ არის რუსეთი – ჩვენ ვიძახით, რომ არ გვინდა რუსეთი საქართველოში… რუსეთი აღარ არის ეს, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი!

კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს მათ ოჯახის უსაფრთხოებით.

ამ ბანდიტებმა დაამკვიდრეს საქართველოში კადიროვიზმი – ყველაფერს აქვს თავის საზღვარი, ხალხო! არ გვეშინია, არ გავჩუმდებით! ყველა ვიმეორებთ ამას!

მინდა მივესალმო კოტე იოსელიანს, რომელიც არის უმაგრესი მამა, ოჯახის ძალიან ძლიერი თავკაცი და მეუღლე, მინდა ყველას ვუთხრა – ეს არის უკიდურესად მხდალი, უკიდურესად სუსტი რეჟიმის ქმედება, ეს “დაჩმორების”, დაშინების მცდელობა – ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან. ამას არასოდეს შევურიგდებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად” – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს წყალში ჩავარდნილი ბავშვის გადარჩენის ღონისძიებასთან დაკავშირებით:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.

ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.