ორშაბათი, ივნისი 30, 2025
18.8 C
Tbilisi
Home Blog Page 18

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა გვარამია და მან მიიღო გადაწყვეტილება, რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში საკუთარი ფეხით მისულიყო. მანამდე კი სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!

დიდება საქართველოს! 🇬🇪
❤️✌🏻” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და სასჯელმისჯილ მათე დევიძეს:

ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ზღვარსგადასული უსამართლობის მორიგ მსხვერპლს, მათე დევიძეს, რომელსაც სჯიან საქართველოს სიყვარულისთვის!

მას, როგორც ყოველთვის სრულიად გაუგებარი ბრალდებებით 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს, თუ როგორ მოხდება ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები:

მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. ჩვენ გამოვალთ გარეთ ბევრნი, ძალიან ბევრნი, ასობით ათასი, ძალიან გაბრაზებულები და ესენი შეშინებული, გაფითრებული სახეებით გაიქცევიან. ვინ საით – არ ვიცი.

ეფესბეს ინსტრუქტორებს ალბათ აირზენას რამე ჯეტი გააქცუნებს პირველ რიგში.

ივანიშვილს ალბათ დასავლეთიც დაეხმარება რომ უსაფრთხოდ გავიდეს. აი, დანარჩენები რას აპირებთ არ ვიცი.

ეს დღე აუცილებლად დადგება და ის არცთუ ძალიან შორს არის“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური განცხადებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

მათე დევიძეს არ უსჯიან დანაშაულისთვის, მას სჯიან თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის.

ეს არის რეჟიმის შურისძიება და თავისუფლების მოყვარე ხალხის ტყვედ აყვანა.

ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ შური იძიოს ახალგაზრდებზე, მოქალაქეებზე, ყველაზე ვინც ხმამაღლა აპროტესტებს უსამართლობას.

ე.წ. ხელისუფლება მზად არის, ყველას გაჩუმებას შეეწიროს ყველაფერი, ოღონდ დარჩეს ძალაუფლებაში.

ვერ გაგვაჩუმებენ!
ვერ გაგვაჩერებენ!

ერთად დავასრულებთ ამ რეჟიმს და დავიბრუნებთ თავისუფლებას!
მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!”-გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის ბრალდებით, ჯარიმა დააკისრეს, რასაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით გამოეხმაურა:

აქტივისტად მოვინათლე დღეს!

მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!” – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისვუქის პირად გვერდზე.

 

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებაზე

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და სხვათა მიმართ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კონკრეტული მძიმე შეფასებების გამო, ხსენებული პირების საჩივრების საფუძველზე, მასიურად დაიბარეს სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, აქტივისტები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-შედარებებს აკეთებს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

სიტყვა “მონის” გამო ადამიანებს იბარებენ, სჯის ხელისუფლება, ნუ გვეძახითო.

ჰოდა სიტყვა “უსამშობლოს” რომ ეძახით ახალგაზრდებს თუ უბრალოდ ყველას – აქციის მონაწილეს, “ეს უსამშობლოები” აი ამ სიტყვით რომ ილანძღებიან პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნიდან, აი ამ ყველაზე ბინძურ, სალანძღავ სიტყვაზე – “თქვე უსამშობლოებო”, აი ამ ლანძღვის და შეურაცხყოფის გამო რა სასჯელია?? ვის ვუჩივლოთ და სად ვუჩივლოთ?!

რუსთაველი მკვდარია, მაგრამ “ზა ტო – зато“ ყაველაშვილი ცოცხალია…😊😂

ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით:

კიდევ ერთხელ “ადგილობრივ არჩევნებზე” – წინა საპარლამენტო არჩევნები მთლიანად გაყალბდა, ეს ყველამ იცის.

ახლა ისმება კითხვა რა შეიცვალა მას შემდეგ? საარჩევნო კომისია გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული? არა.

რეჟიმი ნაკლებად რეპრესიულია? პირიქით.

ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებში მონაწილეობას? აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია.

ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება, ვისითაც გვიდგას სული“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს UFC-ის ქართველი მებრძოლის, ჩემპიონ მერაბ დვალიშვილის მიერ დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებით:

,,მერაბ დვალიშვილი: მეპურემ თავის საქმე აკეთოსოც – ჩვენმა საამაყო ჩემპიონმა.

მეც მანდ ვარ, ძალოსანი სპორტიდან ტიტუშკობამდე არ უნდა დადიოდნენ და ზუსტად ამიტომ მოგწერეთ ადრე, რომ სპორტსმენებისთვის იქნებ მიგემართათ, როცა ამხელა შრომას დებთ, არ უნდა ამცირებდნენ თქვენი სპორტის სახეობებს და ქუჩაში ხალხზე ძალადობამდე არ უნდა დაჰყავდეთ.

არც არა რუსული კანონის თქმას გთხოვდით იმ წერილში. უბრალოდ მიმართვას, როგორც კაცს, როგორც ძალოსანი სპორტის წარმომადგენელს, რომელსაც მოძალადე ტიტუშკად ქცეული ”სპორტსმენები” მეგონა უფრო შეისმენდნენ, ვიდრე ჩემსას.

სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო“. წარმატებები”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი

ინფორმაციისთვის: მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოში ჩამოვიდოდა, თუ დაესწრებოდა ერთ-ერთი აქტივისტი პატიმრის სასამართლო პროცესს, რომელიც მისი გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, უპასუხა, რომ “მეპურემ პური უნდა აცხოსო“, ხოლო თავად სპორტსმენი იყო და გააკეთებდა იმას, რაც კარგად იცის.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ დაითმობა” – კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე

არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა – ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ისმის კითხვა: რა არის ამის მიზეზი? რას აკეთებს საქართველო ისეთს, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა? ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა.

საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს და დაიცავს ქვეყანაში უსაფრთხოებას, მშვიდობას და განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას. ქვეყნის ინტერესების დათმობა არ მოხდება. ეს უნდა გაიგოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, მითითებები მისცეს ხელისუფლებას. ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას და არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, ისე მოიქცეს, როგორც მაგალითად, უკრაინასთან მიმართებით მოიქცნენ, როგორც ის იქნა გამოყენებული ვიღაცების ინტერესებისთვის. საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს. ჩვენ გვახსოვს, რამხელა უბედურება მოუტანა 2008 წლის ომმა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების თავიდან ასაცილებლად, მერი ამბობს, რომ გეგმა მარტივია:

ჩვენი გეგმა არის ძალიან მარტივი, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოწოდება იყო და რეზოლუციაშიც ასახეს, რომ ქვეყანა უნდა მიუერთდეს სანქციებს, არ ვაპირებთ სანქციებზე მიერთებას, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე – არ გვინდა, ეკონომიკა ჩამოიშალოს და ამან კიდევ დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება.

ჩვენ არავის ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, საქართველო არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფრისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, იბრძოლეს, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სს “თელასი”: 13 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

13 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, აფრიკის დასახლების, ორხევის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მშვიდობის, თვალჭრელიძის, ფრისის, ერმაკოვის, მებაღეობის, ანდრია გუგუშვილის, გუმათჰესის, ლუკა რაზიკაშვილის, ზურაბ დობორჯგინიძის, პაატა გუგუშვილის, აკაკი ფაღავას, გუმათის, ჭიჭინაძის, სანაძის, ჭილაშვილის, ცისკარიშვილის, ოზაანის, ქიზიყის, ბესო ბერიას, იოსებ და ლეონ ორბელების, ლევან რაზიკაშვილის, ნუგზარ საჯაიას, ტიმოთე გაბაშვილის და ალექსანდრე ზაალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისი, დაბა შინდისი და დაბა ტაბახმელას მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.