ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
13.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1799

სტრატეგია “აღმაშენებელი”: ძლიერი ადამიანი! ძლიერი ოჯახი! ძლიერი საქართველო!

პროექტი, რომელმაც საზოგადოებაში ინტერესი გამოჩენისთანავე ჰპოვა, ღია სივრცეში პირველ ოქტომბერს გამოჩნდა. სტრატეგია “აღმაშენებლის” სახელით ცნობილი ქვეყნის განვითარების გეგმა “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ და პროექტის ავტორმა ფილარმონიის დარბაზიდან წარადგინა. გიორგი ვაშაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო 15 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის შეიქმნა, საქართველოს ისტორიული პოლიტიკური ნაბიჯებისა და 20 სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით. სტრატეგია “აღმაშენებელზე” ორმოცდაათამდე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტმა იმუშავა.

“ახალი საქართველოს” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრიდან ყოველკვირეულად, პროექტზე მომუშავე გუნდის წევრები, ქვეყნის სწრაფი განვითარების ინოვაციურ გეგმას და უკეთესი მომავლის სტრატეგიას გააცნობს საზოგადოებას. ხედვას, რომელიც აერთიანებს ქართველ ერს:

სტრატეგია აღმაშენებელი სამ ძირითად ფასეულობას ატარებს, ესენია: ძლიერი ადამიანი! ძლიერი ოჯახი! ძლიერი საქართველო!

ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას, მთავარია დავიწყოთ აღმშენებლობის იდეის პროცესი, სადაც ყველა საქართველოს მოქალაქე იქნება ჩართული. ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმ ნიჭის მობილიზება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია გაფანტული და გამოვიყენოთ საქართველოს განვითარებისთვის.

სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის მიერ შემუშავებული გეგმა არის არა გადმოტანილი და კოპირებული, არამედ სრულიად ახალი, ინოვაციური და რაც მთავარია ქართულ რეალობაზე დაფუძნებული.

საქართველოს წარმატებული მომავლის გეგმას, რომელსაც სტრატეგია “აღმაშენებელი” ეწოდა, ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა. ასევე, შევისწავლეთ ოცი ყველაზე განვითარებული ქვეყნის მაგალითი.

ჩვენ რეალურად გვაქვს შესაძლებლობა ავაშენოთ წარმატებული საქართველო და ამისთვის საჭიროა შევიმუშავოთ წარმატებისა და განვითარების ქართული მოდელი. საჭიროა სტრატეგიის ირგვლივ ქართველი ერის გაერთიანება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჩემი შვილის ცხედარი გაციებულიც არ იყო, რომ ადვოკატმა ნაიარა ოტიაშვილმა ჩირქი მოსცხო – მამუკა ნაცვლიშვილი

გასული წლის თებერვალში, სასტიკი მეთოდებით მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის  მამა, მამუკა ნაცვლიშვილი, მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის ნაიარა ოტიაშვილის დაკავებას ეხმაურება. შვილმოკლული მამა აცხადებს, რომ ბრალდებულის ადვოკატი მის შვილს უღირსად სწამებდა ცილს.

არავის ციხეში ჩასმას და არავის სიკვდილს ქრისტიანი ადამიანი არ ისურვებს, მაგრამ ეს ქალი ციხიდან გამოსაშვები არ არის. სულ მცირე მას საადვოკატო ლიცენზია უნდა ჩამოერთვას. მან ჩემ შვილზე ისეთ რაღაც ილაპარაკა, რაც არც კანონით და არც ეთიკითაა გამართლებული.

ეს არ არის ისეთი ადამიანი, ვის გამოც შეიძლება გამოხვიდე, გაამართლო და მხარი დაუჭირო. ეს შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრმა გააკეთოს და მისი ციხეში ჩასმა არ მოისურვოს. მივმართავ ადვოკატებს, რომლებიც მას იცავენ და გულშემატკივრობენ, გადახედეთ ნაირა ოტიაშვილის საქმიანობას. თუნდაც, ჩემი შვილის საქმეში მის როლს. ჩემი შვილის ცხედარი გაციებულიც არ იყო, ჩირქი რომ მოსცხო. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მაქვს. თუ საჭირო იქნება, სასამართლოშიც წარვდგები ჩვენების მისაცემად“, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

გასული წლის 22 თებერვალს რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, ოჯახმა და ახლობლებმა, სახლთან ახლოს მიტოვებულ ავტოსადგომებთან მიაგნეს. იგი სასტიკი წამებით იქნა მოკლული, რისთვისაც ბრალდებულად (რომელიც ამჟამად უკვე მსჯავრდებულია) ცნობილი იქნა მისი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი.

ნაციონალური მოძრაობა შავრაზმულ ძალად ჩამოყალიბდა და კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებს – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მორიგ გალაშქრებას ახდენს ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი:

ლიბერალური დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა არის ინფორმირებული ამომრჩეველი.

ენმ-ის ლუსტრაცია არის ძალიან, ძალიან კარგი ქართული დემოკრატიისთვის.

აი ამისთვისაა კამათი კარგი – კამათში ვლინდება ჭეშმარიტება.

ამიტომ იყო მნიშვნელოვანი რომ გვარამიას არხის ეთერში ჯერ გიგამ, მერე კაკომ, მერე ირაკლიმ გააკრიტიკა ენმ.

შედეგი ისაა, რომ დღეს გაცილებით მეტმა იცის რომ ნაციონალური მოძრაობა შავრაზმულ ძალად ჩამოყალიბდა და კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებს“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

ზალკალიანი მოვიდა ფაქტიურად შალახოს საცეკვავადო – გიგი უგულავა სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებას ახდენს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, გაეროს შტაბბინაში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმიანება და საკმაოდ ორიგინალურ, ირონიზირებულ შეფასებას აძლევს მას:

კაცი (მხედველობაშია სერგეი ლავროვი, რედ.) ამბობს ზალკალიანი მოვიდა ფაქტიურად შალახოს საცეკვავადო😂🙈. თვითონ ითხოვა შეხვედრა, მარტო ავიამიმოსვლა აინტერესებდაო. მეც ვუთხარი, რომ თუ ერთ ადგილს დააყენებთ, იქნებაო. დამპირდა ანტირუსებს ავლაგმავთო [ანუ ზალკალიანი ჩვენ👀]. ვერ გავიგე, რას ბაქიბუქობს ეს კაცი კომენტარებშიო. შეხვედრაზე გრძელი კომენტარები მისცაო. კაცი პირდაპირ ამბობს, რომ ფრენების შეწყვეტა პოლიტიკური გადაწყვეტილებააო. ეს კი იციან რუსებმა-ერთ აბზაცში მოგსპობენ. ვაი ბედკრულო საქართველო…” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს ქვეყანაში ხანდაზმულთა საჭიროებებს – სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება მსოფლიოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და ამასთან ერთად ხანდაზმულებთან მიმართებაში საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას:

პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის №45/106 რეზოლუციის საფუძველზე 1990 წლიდან დაწესდა.

საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ხანდაზმული (60+) პირია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაბერებაზე სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.

ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში, ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას ცალკე თავი ეთმობა, რომელშიც აისახება მათ შორის ხანდაზმულთა სპეციალიზებული დაწესებულებების (თბილისსა და ქუთაისში) და სათემო ორგანიზაციების მონიტორინგისა და აპარატის მიერ შესწავლილი სხვადასხვა საქმის შედეგები.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგები მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევები არ ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს და ისინი სისტემურ პრობლემებს უკავშირდება. პრობლემებს შორის აქტუალურია „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ პარალელურად მის განსახორციელებლად საჭირო ეროვნული სამოქმედო გეგმის არარსებობა, ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა და ამ მიმართულებით სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემების არარსებობა, მძიმე სოციალურ ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბე და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვა.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს ქვეყანაში ხანდაზმულთა საჭიროებებს და მათი პრობლემები წლიდან წლამდე თითქმის უცვლელია. არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად არსებითად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მოახდინოს საკითხის აქტუალიზაცია და საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაში დასახული ამოცანების შესრულების მიზნით, ეტაპობრივად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ხანდაზმული პირებისთვის ადამიანის უფლებების განუხრელ და სრულფასოვან რეალიზაციას“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

დედაქალაქის მერიამ თბილისობის დღესასწაულზე გარევაჭრობისთვის ნებადართულია ადგილები განსაზღვრა

როგორც დედაქალაქის მერია იტყობინება, თბილისობის დღესასწაულზე, 5 და 6 ოქტომბერს გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში

გლდანის რაიონი
მუხიანი
ნ. დუმბაძის გამზირი, II მ/რ, მე-18 კორპუსის მიმდებარედ

ნაძალადევის რაიონი
ზღვის უბანი
ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთა, სკვერის მიმდებარედ

დიდუბის რაიონი
პაიჭაძის ქუჩა N1
წყალტუბოს ქუჩა

ჩუღურეთის რაიონი
ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარედ

მთაწმინდის რაიონი
კოსტავას ქუჩა N37ა, ვერის პარკის მიმდებარედ

ვაკის რაიონი
ფალიაშვილის ქუჩა N34, გეგეშიძის ბაღის მიმდებარედ

საბურთალოს რაიონი
სპორტის სასახლის მიმდებარედ

სამგორის რაიონი
ვარკეთილი
ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, სვანების ბაზრობის ტერიტორია

ქვემო სამგორი
გუმათჰესის ქუჩა, ცენტრალური სკვერი

ლილო
ჭირნახულის ქუჩა, N18-ის მიმდებარედ

ისნის რაიონი
ქ. წამებულის გამზირი N2, მეტრო “ავლაბრის” მიმდებარედ

ეს გახლავთ მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი – გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკისა და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია  50 ლარით გაეზრდებათ.

გარდა ამისა, მინდა მოგახსენოთ, რომ სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე,  ასევე მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში. რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა იმ ძირითად პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც 2020 წლის ბიუჯეტი ეყრდნობა.

პირველ რიგში ეს გახლავთ მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის და მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. ასევე პრიორიტეტად რჩება ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ესეც, რა თქმა უნდა ხელს უნდა უწყობდეს ჩვენი ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდას. მესამე ძირითადი პრინციპი გახლავთ ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი. ამიტომ, კოლეგებო ყველა ის ძირითადი ვალდებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს გააჩნიათ ამ ბიუჯეტით, უნდა იყოს შესრულებული დროულად და ეფექტიანად. გარდა ამისა, კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპი, ბიუროკრატიული ხარჯების, როგორც მინიმუმ არ გაზრდა და იქ სადაც ეს შესაძლებელია, ბიუროკრატიული ხარჯების ეფექტიანი მართვით შემცირება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

“თბილისობა 2019”: დღესასწაულის პროგრამა, დაგეგმილი ღონისძიებები

თბილისის მერიამ თბილისობის დღესასწაულის პროგრამა გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა, თუ სად, როდის და რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი:

რიყის პარკი
5 – 6 ოქტომბერი – 12:00 – 20:00
ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
ტკბილეულის ფესტივალი
საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
საბავშვო კონცერტი
ინსტალაცია – ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
სპორტული აქტივობები
კონცერტი – 16:00 – 18:00 – “მულტიეთნიკური თბილისი”

ორბელიანის მოედანი
5 – 6 ოქტომბერი – 12:00 – 20:00
ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
,,ORBELIANI OPEN MARKET”
მარიონეტი თოჯინების კოსტიუმირებული კარნავალი
მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა” და ,,ხანუმა”

ლეღვთახევი
5 – 6 ოქტომბერი – 12:00-22:00
„მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

მეტეხის ხიდი
5 – 6 ოქტომბერი – 12:00-18:00
სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები:

ორბელიანის მოედანი
5 ოქტომბერი
13:00 – მუნიციპალური ორკესტრი ,,თბილისის ბიგ-ბენდი“
14:00 – „Wayne McGregor“ და ქართველი ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

20:00 – გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია

ორბელიანის მოედანი – 6 ოქტომბერი – 17:00 – თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი

ევროპის მოედანი
6 ოქტომბერი – 20:00
სპექტაკლი ,,MUARE EXPERIENCE” – საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი ზარდიშვილი რომ “კაცობს” ეგ ასმაგად გულისამრევია – ალექსანდრე ელისაშვილი

ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირებაზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი:

ბესელიასადმი დამოკიდებულება არასოდეს შემეცვლება, უფრო პირიქით. მაგრამ ქალს რომ ებლტავები, რომ მოგცხებს ცხვირპირში დამსახურებულად და მერე ხულიგნობის გამო ლანძღავ – ეგ რაში წერია, ვინმე გამაგებინებს?!

კაცობაა? პოლიტიკოსობაა თუ რა არის საერთოდ? თან ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი ზარდიშვილი რომ “კაცობს” ეგ ასმაგად გულისამრევია. ხომ უნდა მოახერხო და ბესელიას დამცველად გამომიყვანო რა. ოცნება კი არა ჭუჭყის ფსკერია”, – წერს ალეკო ელისაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

“მოსამართლე”, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, უვადო მოსამართლედ ნიშნავენ – ნიკა მელია

უზენაესი მოსამართლეობის მსურველი კანდიდატის მოსამართლე შოთა გეწაძის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს იხსენებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მიაჩნია, რომ ასეთი მოსამართლე, მისი კანდიდატურის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების ცვლილებისას, “ქართული ოცნების” თავმჯდომარესაც სათანადოდ “დაუფასებს” ამჟამინდელ სიკეთეს:

“მოსამართლე” რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, ამბობს რომ მაშინ “კანონიერად” მოიქცა. ამ ადამიანს დღეს ივანიშვილი ნიშნავს უვადოდ.

ხელისუფლების ცვლილების მერე, რა თქმა უნდა, იგივე მოსამართლე სიამოვნებით და “კანონიერად” გაუშვებს ივანიშვილს ციხეში.

მაგრამ თუ გვინდა ქვეყანა ვიყოთ, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესია რომ ორი სხვადასხვა ხელისუფლების დავალების შემსრულებელ მონებს არასდროს არავის საქმე არ განვასჯევინოთ, მათ შორის არც ივანიშვილის.

სიმართლეა, როცა გვეუბნებიან ეს მოსამართლეობის კანდიდატები ჯალათებად წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენო და ამის უარყოფა და ამაზე ენის მოჩლექვა თვალთმაქცობაა.

განსხვავება შემდეგშია – ივანიშვილი ამ ხალხს 7 წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ უვადოდ ნიშნავს უზენაეს სასამართლოში და ზემოდან ამატებს მის პირად ადიუტანტ შალვა თადუმაძეს“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა მელია.