სამშაბათი, მაისი 20, 2025
11 C
Tbilisi
Home Blog Page 1795

ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ქვეყანაში ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ 760 მილიონი იქნება „ინდუსტრიული პარკების“ შექმნაში – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა და სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორმა, 8 ოქტომბერს, საზოგადოებისთვის პირველი თემატური პრეზენტაცია გამართა. გიორგი ვაშაძემ და კამპანიაზე მომუშავე გუნდმა, მოსახლეობას ქვეყნის ახალი ეკონომიკური მოდელი წარუდგინეს. როგორც ჯგუფის წევრები აცხადებენ, ქვეყნის ეკონომიკური ველის გასაუმჯობესებლად ინდუსტრიული პარკების დაფუძნება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მათი თქმით, თითოეული თემა, რომელსაც ისინი სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში საზოგადოებას წარუდგენენ 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტის მიერ შეიქმნა, სადაც გათვალისწინებულია 20 ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაგალითი. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, იმისთვის რომ საქართველოში ყოველ ოჯახს შემოსავალი გაეზარდოს, აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც ინდუსტრიული პარკების შექმნის ფორმულა უზრუნველყობს.

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური წინსვლა განახორციელოს საჭიროა ინვესტიციების მოძიება. უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ პოტენციალის ზრდაზე, მათი ოჯახების შემოსავლის გაზრდაზე და ამის ფორმულა „ინდუსტრიული პარკების“ შექმნაშია.

ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ქვეყანაში ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ 760 მილიონი იქნება. აქედან გამომდინარე ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 80 000-ს მიაღწევს. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მიზანი, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც სტრატეგია აღმაშენებლის ფორმულის მიხედვით დიდ პროგრესს მოგვცემს, საქართველოში ყველა ოჯახზე აისახოს.

ჩვენ გვაქვს მაგალითები სხვა ქვეყნებისა, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას ამ მიმართულებით და გააუმჯობესეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

იბადება კითხვა იმასთან დაკავშირებით – აქვს თუ არა საქართველოს ამის პოტენციალი?! – დიახ, აქვს! ამისთვის კი საჭიროა რომ გავერთიანდეთ და სახელმწიფომ თავისი წვლილი შეიტანოს ინვესტორების დაინტერესებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც 8 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნეს ავტორებმა, სტრატეგია „აღმაშენებლის“ პროექტზე 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. წარმატების ინდივიდუალური ფორმულის შესახებ ინფორმაციას, საზოგადოება სტრატეგიის გუნდისგან ყოველკვირეულად მიიღებს.

ივანიშვილმა გამარჯვებულ სულთანს ბაქოში აახლა თავის ხალხზე ტყვიებით სროლაში გამარჯვებული გახარია – შალვა ნათელაშვილი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტს ეხმიანება “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

მოკლედ ივანიშვილმა პრეზიდენტ ალიევს საშუალება მისცა დავით გარეჯის ტერიტორიაზე, უპრობლემოდ განეხორციელებინა ოკუპაცია ბორდერიზაციის მოდერნიზებლი ვარიანტი, ააშენებინა კომპლექსთან უზარმაზარი სამხედრო ბაზა, როგორიც სომხეთის საზღვართანაც კი არა აქვთ, გაათხრევინა გრანდიოზული ავტომაგისტრალი, დააყენებინა ე.წ. არარსებულ საზღვარზე კბილებამდე შეიარაღებულ მესაზღვრეთა მასშტაბური კონტიგენტი, ზარ-ზეიმით გაახსნევინა სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რითაც ჩამოცილდა კომპლექსს აღდგომის, ჩიჩხიტურის, ბერთუბნის და სხვა არსებითი ცენტრები, ამის შემდეგ გამარჯვებულ სულთანს ბაქოში აახლა თავის ხალხზე ტყვიებით სროლაში გამარჯვებული გახარია, რომელმაც დღეს გვახარა, რომ აღნიშნულ ქართულ-ქრისტიანულ სიწმინდეებში სამღვდელოებას შეუშვებენ.

ვაშა და ურა. ეს იგივეა სვეტიცხოველი მტერმა შუაზე გაგვიღობოს და მადლობის გადახდა მოგვთხოვოს სტუმრად შეშვებისათვის.

ერთადერთი რაც ლეიბორისტულმა პარტიამ გავაკეთეთ არის ის, რომ ამ ღალატის შემოქმედ ხელისუფლებას არ მივეცით საშუალება ოფიციალურ ე.წ. სადემარკაციო დოკუმენტზე მოეწერა ხელი, ამისათვის დაგვჭირდა ბრძოლა პირდაპირი გაგებით საზღვარზე და საერთაშორო არენაზე, სადაც დავსვით ალიევის და მისი გარემოცვის სანქცირებაზე საკითხი.

იმედია ეს ხელისუფლება მალე ჩაბარდება პატრონს ხოლო ქართველი ხალხი ისე უპატრონებს გარეჯს როგორც ეს მას ეკადრება“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა – მამუკა ხაზარაძე

ბიზნესმენების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა.

ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს საქმეს. ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

სასამართლო პროცესის შემდეგ უფრო მწვავე გახდა ბიზნესმენების ტონი ხელისუფლებასთან მიმართებაში:

კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს. ჩვენ ვართ აბსოლიტურად სუფთა არა მარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმვალობაში, რაც ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ მე და ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი.

 ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ, გავწმენდთ და დავტოვებთ ქვეყანას ღირსეული, წესიერი ადამიანების ხელში“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებულია პოლიტიკური ანგარიშსწორება მამუკა ხაზარაძის და ჩემს მიმართ. ამას ეწირება საქართველოს ინტერესები, ამის გამო უზარმაზარ ზიანს იღებს სახელმწიფო, მისი ინსტიტუციები და თითოეული მოქალაქე“, – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.

უნდა გვქონდეს ამბიცია და რწმენა, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები – თამთა შამათავა

სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში ფილარმონიის “ივენთ ჰოლში” პირველი თემატური პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციული შეხვედრა, რომელსაც ექსპერტები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა სტრატეგიის იდეის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ და “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრმა, თამთა შამათავამ გახსნეს. როგორც შამათავა აღნიშნავს, ის გეგმები, რაც მათ უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს, ქვეყნისთვის წარმატების მომტანი იქნება.

რა თქმა უნდა ამ პროექტის განხორციელება გამოგვივა რადგან ამის ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არსებულ რესურსებს ვერ ვიყენებთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ თითოეული ოჯახის შემოსავალი. ამის ნათელი მაგალითია სლოვაკეთი.

სლოვაკეთს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ჩვენს ქვეყანას მასთან ბევრი რამ აქვს საერთო. თუ 5 მილიონიანმა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ მიეღწია წარმატებისთვის და ერთ სულ მოსახლეზე ავტომობილების წარმოებით არის პირველი მსოფლიოში, არის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რისი ერთ ერთი მთავარი ფაქტორია ინდუსტრიული პარკები, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ?!

დიახ, ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიცია და რწმენა, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები!” – განაცხადა თამთა შამათავამ.

შეგახსენებთ, რომ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდი ქვეყნის განვითარების თემატურ პრეზენტაციებს ყოველკვირეულად წარუდგენს საზოგადოებას.

ჩვენ უკვე მეორე ტელევიზია ვართ – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის ეთერში გასვლიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა, ეს მხოლოდ დასაწყისია!
მთავარი ხართ თქვენ!” – წერია ახალი ტელევიზიის ფეისბუკის გვერდზე და არხი ერთი თვის იუბილეს აღნიშნავს.

ფაქტს ეხმიანება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

და ჩვენ უკვე მეორე ტელევიზია ვართ 😎

ასეთი რამ, ოდნავ მიახლოებულიც კი, არ მომხდარა არა თუ ქართული ტელევიზიის ისტორიაში, არამედ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ვერც ერთი ფაქტი, რომ განვითარებულ ქვეყნებში გვეპოვნა ერთი ანალოგი მაინც.

იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!

ყველაფერი გამოვა“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე.

რომან გოცირიძის შეკითხვები და შალვა თადუმაძის დუმილნარევი პასუხები

საქართველოს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ უზენაესი მოსამართლეობის მსურველ, მოქმედ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან კითხვა-პასუხის საკმაოდ ორიგინალური მეთოდი აირჩია, თუმცაღა შეკითხვების ძირითადად დაწუნებული და იგნორირებული იყო ადრესატისგან:

შეკითხვა 1: “ბატონო შალვა, ორ ნაწილად მინდა გავყო ჩემი შეკითხვები და ამოირჩიეთ ადვილით დავიწყოთ თუ ძნელით?”. გადაწყდა ადვილით დაწყება, თუმცა გომან გოცირიძემ, მაინც, აღნიშნა, რომ “დავიწყებ ადვილით, მაგრამ ნებისმიერი ადვილი იქნება მაინც ძნელი”.

შეკითხვა 2: “რადგანაც თქვენ არაეთიკურად თვლით, რომ დაასახელოთ თანაკურსელების სახელ-გვარები, მაშინ გკითხავთ – რამდენი სტუდენტი იყო კურსზე?”, რაზეც თადუმაძემ უპასუხა – “ბევრი, რამდენიმე ათეული”.

ამის შემდეგ რომან გოცირიძე უკვე მიმართავს შალვა თადუმაძს თანაკურსელებს და მათ სახინკლეში ეპატიჟება.

მე მინდა მივმართო თქვენს კურსელებს, მეგონა იქნებოდა ჯგუფში 20 კაცი, მაგრამ თქვენ ახლა თქვით, რამდენიმე ათეული – ასი. ალბათ, მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით, სამწუხაროდ, აორთქლდება, მაგრამ, მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ასეთ დიპლომს მოიტანს, ზუსტად ასეთ დიპლომს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეკითხვა 3: “ვინ იყო სამართლიანობის ქალღმერთი?”, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, “ვიკიპედია არ მაქვს, თქვენ მაქედან ამოიკითხეთ”. თემიდაა პასუხი, შეახსენა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომ ადრე, სხვა შეკითხვაზე, უკასუხა.

შეკითხვა 4-9 (შეკითხვები “სამართლებრივი მითოლოგიიდან”):

  • რატომ აქვს თემიდას თვალები ღია და იუსტიციას თვალები ახვეული?
  • რატომ იყო სამართლიანობის ღმერთი ქალი?
  • რა ერქვა გამარჯვების ქალღმერთს? (ნიკე ერქვა, შეახსენა შეკითხვის ავტორმა )
  • თემიდა და ნიკე იყვნენ თუ არა დები?
  • რომელი ღმერთის ცოლი იყო თემიდა? (და პასუხობს – თემიდა იყო ზევსის ცოლი).
  • იგი ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო დანიშნავდა იუსტიციის მინისტრად?

მითოლოგიაში არ ვარ ძლიერიო, განაცხადა მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა და თან მიზანშეწონილად არ ჩათვალა ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

შეკითხვა 10: თქვენ რომ “ქართუ ბანკის” იურისტი არ ყოფილიყავით, თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული პირი არ ყოფილიყავით, გახდებოდით გენერალური პროკურორი? გახდებოდით უზენაესი სასამართლოს წევრი? გახდებოდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?

რაზეც შალვა თადუმაძე პასუხობს:

„რომ არა ნაციონალური “მოძრაობის ხელისუფლება”, რომელმაც შესაძლებლობა მომცა უმძიმესი ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანების უფლებები დამეცვა, მე ვერ გავხვდებოდი ვერც გენერალური პროკურორი, ამაში თქვენი წვლილიც არის“.

შემდეგი შეკითხვები ეხებოდა მმართველობის წესის…

შეკითხვა 11-12: “რა არის პლუტოკრატია?” და პასუხობს, რომ ეს ნიშნავს მდიდრების მმართველობას. ხოლო შეკითხვეაზე “არის თუ არა საქართველოში პლუტოკრატია?”, თადუმაძე პასუხობს – “არა”. რაც აბსოლიტურ სწორ პასუხად ჩაუთვალა რომენ გოცირიძემ და დამატა, რომ საქართველოში პლუტოკრატია კი არა საქართველოში დღეს არის “ქართუკრატია”.

იყო შეკითხვა ლიტერატურიდანაც – “ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა?”, თუმცა ეს შეკითხვაც უპასუხოდ დარჩა.

 

კრიზისიდან თავის დაღწევის ფორმულა აღმშენებლობის იდეის გარშემო გაერთიანებაშია – გიორგი ვაშაძე

8 ოქტომბერს კამპანია, სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში პირველი თემატური პრეზენტაცია გაიმართა. იდეის ავტორმა და “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ივენთ ჰოლში” შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა გეგმა, თუ როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ თითოეული ოჯახის შემოსავალი წარმოების განვითარების გზით. ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების თემატურ პრეზენტაციაზე, როგორც დაინტერესებული მოქალაქეები, ასევე დარგის სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აღნიშნული გეგმა დადებითად შეაფასეს. როგორც სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის ავტორები აცხადებენ, აღნიშნული გეგმა ქართულ რეალობაზეა მორგებული და სახელმწიფოს სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. მათი განცხადებით – გეგმები და იდეები, რომელიც საქართველოსთვის ინდივიდუალურად შეიქმნა ქვეყანას კრიზისიდან თავის დაღწევაში დაეხმარება.

“სამწუხაროდ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, სადაც ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს სამუშაო ადგილები. სტრატეგია “აღმაშენებელი”. ეს არის ფორმულა, თუ როგორ დავამარცხოთ ის პრობლემები რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. დავამარცხოთ ის გასაჭირი რაც დღეს ქვეყანაშია. ჩვენი მთავარი მიზანია აღმშენებლობის იდეის მიხედვით შევქმნათ ის კონკრეტული მიმართულებები და გეგმები, რაც ქვეყანაში განსავითარებელია. ყველას მინდა ვუთხრა, რომ არსებობს კრიზისიდან თავის დაღწევის ფორმულა, ამისათვის კი საჭიროა, რომ აღმშენებლობის იდეის გარშემო გავერთიანდეთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდი საზოგადოებას ქვეყნის განვითარების თემატურ გეგმებს ყოველკვირეულად წარუდგენს და როგორც ამ ახალი იდეის ავტორები აცხადებენ საქართველოს პროგრესული წინსვლის პროექტი 20 ყველაზე განვითარებული ქვეყნის მაგალითზე შეიქმნა და მასზე სტრატეგიის გუნდთან ერთად 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა.

ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანისა და ვახტანგ გომელაურსადმი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძეს მიმართავს.

,,მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო: საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს – უდაბნოს და ჩიჩხუტურს. იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ (შსსკ) გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით. ორმხრივად აღიარებული ამ რუკით, „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით „ბერთუბნისა“, რომელიც ასევე, გარეჯის განუყოფელი ნაწილია და აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული). ამიტომაც იყო, 1991 წლის 21 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის N315 დადგენილებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული პოლიგონის ფართობი (იქ, სადაც მონასტრები მდებარეობს) სხვა მიწასთან ერთად, საკუთრებაში გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს. ეს საკუთრება სამართლებრივად კიდევ უფრო განმტკიცდა 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სადაც ვკითხულობთ: ყველა ტაძარი, მონასტერი და მიწა, რომელზეც ისინია განლაგებული, აღიარებულია ეკლესიის საკუთრებად (7,1). ამიტომაც, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და აქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით.

ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისთვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე. მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად, და მით უმეტეს, ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა, – დაუშვებელი.

ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენს ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება.

ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი, თქვენი ჩარევით, საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესაც მიმართავს.

 

“3 წელია შენგან ვისმენ…”: ლევან გოგიჩაიშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის 3-წლიანი “დუელი”

ხმაური იყო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ “ქართული ოცნების” ყოფილი და მოქმედი წევრები – ლევან გოგიჩაიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი. კამათი კი გამოიწვია სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული პრობლემების განხილვამ. “ადგილი არაა, რომ აშენდეს სპორტული კომპლექსები – ეს მთავრობის ბრალია და იმ ხალხის, ვინც უპასუხისმგებლოდ ეკიდება საკითხს“, შეახსენა ლევან გოგიჩაიშვილმა, უმრავლესობის დეპუტატს:

3 წელია შენგან ვისმენ ამ ლაპარაკს, რომ უნდა შეიქმნას პროგრამა. რა ვერ შექმენით?! რა ვერ გააკეთე აქამდე? იმიტომ ხდება ეს, რომ არაფერს აკეთებ და არ გეწყინოს ახლა. მინდა რომ იქ აღარ აშენდეს კორპუსი და მინდა აშენდეს სკოლა… რამე ცუდს ვამბობ?“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

თავის მხრივ კი მიხეილ ყაველაშვილია უკმაყოფილო ოპონენტის კრიტიკით:

3 წელია შენგან ვისმენ ერთი და იგივეს. მე ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს და შენ არ იცი“,- მიმართა ყაველაშვილმა გოგიჩაიშვილს.

თბილისის მერიამ ტაქსის მანათობლების დარიგება დაიწყო

თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო. დილიდან, შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. გარდა ამისა, მერიის საპარკინგე სივრცე მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის არის გამოყოფილი, რათა მანათობლების მიღებამდე ავტომანქანების კომფორტულად დაპარკინგება და მანათობლების დამონტაჟება შეძლონ.

ამ ეტაპზე, დაახლოებით 100-ზე მეტი მანათობელია გაცემული. ნიშნების გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობის მიხედვით, დაგეგმილია გაიცეს დაახლოებით 6500-ზე მეტი ნიშანი. მანათობლები გაიცემა მხოლოდ A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსებზე. მანათობლის მიღებისათვის, ტაქსის ნებართვის მფლობელმა უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, ხოლო სტატუსის შემოწმება ხდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე. ტაქსის ნიშნების გაცემა მოთხოვნის შესაბამისად გაგრძელდება.

მანათობლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 15 000 ერთეულის ოდენობით შეისყიდა, მათგან 13 000 ერთეული არის სტანდარტული ფორმის, ხოლო – 2000 ერთეული – პანორამა სახურავისათვის. ტაქსის ნიშნებს ორი რეჟიმი აქვთ, რომელიც ფერებით გამოიხატება – მწვანე და წითელი. მწვანე ფერი მიანიშნებს, რომ ავტომანქანა თავისუფალია, ხოლო წითელი მგზავრზე მიუთითებს.