ორშაბათი, მაისი 19, 2025
15.9 C
Tbilisi
Home Blog Page 1794

იმაზე ჩერჩეტი ყოფილა ბოკერია ვიდრე მე მეგონა – თაკო ჩარკვიანი

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, პარლამენტარ გიგა ბოკერიას მიერ, “მთავარი არხის” ეთერში, მოქმედ ხელისუფლებასთან მიმართებაში დაფიქსირებულ პოზიციას – “სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური დანაშაულების გამო არ უნდა იყოს. უნდა იყოს ამნისტია ყველასი, გარდა მკვლელობის და წამების”, სერიოზული აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა, მათ შორის პოლიტიკურ წრეებში.

აღნიშნული და რიგი სხვა მოსაზრების გამო, ბოკერიას მიმართ, მკვეთრად ნეგატიურ შეფასებას ახდენს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი:

დედა, ეს გიგა ბოკერია, ისე “აჭრა” სააკაშვილმა, სულ ჩერჩეტი გამოჩნდა😀😀😀

მართლა დავრწმუნდი, რომ თუ რაიმე აღმშენებლობა იყო სახელმწიფოებრივი, ყოფილი ხელისუფლების დროს, მართლა სააკაშვილის ფლანგიდან კეთდებოდა, მხოლოდ (დიახ, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” სწორ გზაზე დგას). აბა ეს ძალაუფლებისთვის “მებრძოლი წურბელა”, ხელს თუ შეუშლიდა საერთო საქმეს, თორემ რისი გამკეთებელიც არის კი გამოჩნდა!

იმაზე ჩერჩეტი ყოფილა ბოკერია ვიდრე მე მეგონა, მიდი გიგა გენაცვალე “გიგანტური” ნაბიჯებით “ოცნებისკენ”😊 აკი ვამბობდი, ა ბატონო რა ჰქნას, მეტი რითი დაამტკიცოს, გაერთიანებულის ოპოზიციის ხსენება არ უნდა, რადგან სწორედ ეს არის ივანიშვილის მიზანი, აბა ცალკე ერთ პარტიას თვლის, რომ მოერევა, ამიტომაც მომიხსენია ბოკერიამ ნაც . მოძრაობის სპიკერად და არა გაერთიანებული “ძალა ერთობაშია”-ს სპიკერად, “უსრულებს “ბიძინას 😊😘

თუ ივანიშვილის (რუსეთზე მომუშავე) ხელისუფლების გაშვება უნდა, მაშინ “ძალა ერთობაშია” – გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა ივანიშვილის ხელისუფლებას, რაღა იმ ძალას ებრძვის და ესვრის ტალახს?!

დიახ, გაერთიანებული ოპოზიცია ”ძალა ერთობაშია” სჭირდება საქართველოს, რა თქმა უნდა პარტია “კანონი და სამართლით”, რომლის თავმჯდომარეც ვარ, უმაგრეს ადამიანებთან, ერთად და ბოლომდე მივიყვანთ დიდ სახელმწიფოებრივ საქმეს!

საქართველო ძლიერი სახელმწიფო იქნება- “კანონით და სამართლით”😊❤️“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყლის ანალიზი ადასტურებს წყალში დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირის არსებობას – ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი, გარემოსდამცველი ნატა ფერაძე დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და პოსუხისმგებლობისკენ მოუწოდებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” და თბილისის მერიას:

მოგვივიდა ლაბორატორიიდან თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყლის ჩვენს მიერ გაკეთებული ალტერნატიული ანალიზის პასუხი.
ანალიზი ადასტურებს წყალში დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირის (ეშერიხია კოლის) არსებობას, (ლაქტოზა დადებითის, რაც ნიშნავს, რომ დაავადების გამომწვევია).
1 წელია ამ ფაქტზე ინფორმირებულია ყველა სათანადო უწყება, რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია ფაქტს.
წყალი (კანალიზაცია ანუ) ამ მილიდან დღემდე ჩაედინება‼️
თბილისის 1/3-ს თბილისის ზღვის რეზერვუარიდან მიეწოდება წყალი.

“ჩავაზუსტებ.”
ეს კონკრეტული ანალიზი გაკეთდა ჩამდინარე წყლის ნიმუშზე ანუ უშუალოდ თბილისის ზღვის წყალი არ აგვიღია, არამედ ერთ-ერთი ჩამდინარე მილიდან.
აქედან გამომდინარე, ანალიზიც ჩატარდა ,,ჩამდინარე წყლის რეგლამენტების” შესაბამისად, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 ლიტრ ჩამდინარე წყალში დასაშვები დონეა 5 000 ცალი ნებისმიერი კოლიფორმი. ჩვენს ნიმუშში კი აღმოჩნდა 14 000 კოლიფორმული ბაქტერია, კერძოდ E.Coli. (ანუ ჩამდინარე წყლის ნორმაც დარღვეულია).
ამ ანალიზით ზუსტად ვიცით, რომ წყლის აღების მომენტში თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყალში ჩაედინებოდა ფეკალური მასებით დაბინძურებული წყალი.
რატომ არის ეს საგანგაშო?? ცხადია, წყალს აქვს ბუნებრივი ფილტრაციის უნარი და ასევე სასმელ წყალს მიკროორგანიზმებზე ამუშავებენ ფილტრაციის სხვადასხვა ეტაპზე (რასაც GWP იმტკიცება მთელი ეს ხანია), მაგრამ ეს არასოდეს არის იმის გარანტი, რომ პათოგენური მიკროორგანიზმი არ გაიპარება სასმელ წყალში, რადგანაც დარღვევა არის უფრო ადრინდელ ეტაპზე – სასმელი წყალი ბინძურდება ფეკალიებით და ეს არის დაუშვებელი სასმელი წყლის რეზერვუარებთან მიმართებაში.

მგონი მიკრობიოლოგი არ დარჩენილა თბილისში და ამერიკაში, ვისთანაც არ მილაპარაკია დღეს. ))
ხოდა მგონი მალე კიდე უფრო საგანგაშო ფაქტს დავდებთ თბილისის ზღვის წყალზე, ვიდრე ფეკალიებია.
აზბესტოზის მილით ჩამდინარე წყალს ანალიზიც არ უნდა, რომ ეს წყალი საშიშიაო.
ჯივიპის ანალიზი არ კეთდება აზბესტოზას შემცველობაზე.
აზბესტოზას უმცირესი ნაწილაკი იწვევს 1-1 ყველაზე აგრესიულ კიბოს – მეზოთელიომას.
არც წყლის ადუღება შველის (კრისტალია)“, – აღნიშნულ პოსტებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ნატა ფერაძე.

 

ლაბორატორიიდან მიღებული, თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყლის, ალტერნატიული ანალიზის პასუხი

 

Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა – ნათია თურნავა

წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმების, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გაატარა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Standard & Poors-ის მიერ საქართველო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ასევე იმის აღიარება, რომ რეგიონის მასშტაბით საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად და სტაბილურად ვითარდება.

„თუ რეგიონში ამ რეიტინგების დინამიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ისეთი მკაფიო გაუმჯობესება, როგორიც საქართველომ მიიღო, რეგიონის სხვა ქვეყნებს არ აქვთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აღიარება და რეიტინგებში გაუმჯობესება არა მხოლოდ Standard & Poors-ის მხრიდან, არამედ კიდევ ორი წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს – Moody’s-მა და Fitch-ის მხრიდანაც მოხდა, რომელთაც ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ჩვენი ქვეყნის რეიტინგი.

„Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი კი ამ პროცესის დაგვირგვინებაა. პრაქტიკულად რომ ვთქვათ, რა მოაქვს ამ რეიტინგს ჩვენთვის – ეს არის ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარება. როგორც ჩვენი შიდა ადგილობრივი ინვესტორები, ისევე საერთაშორისო ინვესტორები არიან დადებითად განწყობილები და რეიტინგის შემხედვარე კიდევ უფრო თამამად განახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“.

გიგა “მამაოებთან” ერთად ფეხბურთს უყურებს და დედაო აგერ ვყავარ – თამარ ჩერგოლეიშვილი

საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას მიმარ ცალკეულ პირთა დამოკიდებულებას თავისებური ინტერპრეტაციით და განმარტებებით ეხმიანება ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

სხვისი შექმნილი სტერეოტიპის მძევლები ბოკერიას მიერ ღმერთის ხსენებაზე ხბოებივით რატომ ბღავიან?

საგალობლებსაც კარგად ასრულებს. მართლა. კარგი გემოვნებით არჩევს თან- წინასწარ გაფრთხილებთ 😂 “მამაოებთან” ერთად ფეხბურთს უყურებს და დედაო აგერ ვყავარ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

 

ცნობისათვის: უჩვეულო ნათქვამად იქნა მიღებული გიგა ბოკერიას მხრიდან ნათქვამი შემდეგი ფრაზა – “საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, აქ ახლოს არის ჩვენი მტერი,სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზი. ღმერთმა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს და ეს ხალხი მყარად იდგეს ფეხზე“.

ბიძინა აქციების გარეშეც მოთავდება და თუკი არ ეყოფა გონიერება აღიაროს მარცხი, საზოგადოება უკვე აქციებით აიძულებს მარცხის აღიარებას – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, ფეისბუკის პირადი გვერდზე გამოქვეყნებული პოსტში, ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ ივანიშვილი არჩევნებით არ წავა, არჩევნებს ვერ მოვუგებთ და ამდენად აზრს კარგავს არჩევნები. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საზოგადოებას მეტი კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, რათა არჩევნების გზით მოხდეს “ქართული ოცნების” დამარცხება:

მინდა საზოგადოებას ჩემი მოსაზრება გავაცნო, იმ საშიშ ტენდენციაზე, რომელიც ფეხს იკიდებს ამ ბოლო დროს.

სათქმელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოსტი ჩემთვის უჩვეულოდ ვრცელი იქნება და იმედია, ამ ერთხელ, გაგებით მოეკიდებით.

უკვე კარგა ხანია, საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ ივანიშვილი არჩევნებით არ წავა, არჩევნებს ვერ მოვუგებთ და ამდენად აზრს კარგავს არჩევნები და მხოლოდ პროცესების რევოლუციური გზით განვითარებას აქვს პერსპექტივა.

ჩემი აზრით კი თუ ბიძინას ვერ დავამარცხებთ არჩევნებით, ვერ დავამარცხებთ ვერც აქციებით !

არჩევნების მოგება მართლაც შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც ამომრჩევლის ნახევარი არჩევნებზე საერთოდ არ მოდის, არჩევნებზე მოსულთა ხმები კი თანაბრად იყოფა. ანუ, რომ გავიმარჯვოთ, უნდა ვფლობდეთ აშკარა უპირატესობას.

თუ გვექნება ამგვარი უპირატესობა (და აუცილებლად გვექნება), ივანიშვილს გაყალბების მადაც დაეკარგება და ვერც იმ ადმინისტრაციული რესურსის, გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის გამოყენება უშველის, რაც ასე შველოდა აქამდე, როცა რეალურად პრაქტიკულად თანაბარ ხმებს ვიღებდით არჩევნებზე მოსული ამომრჩევლისგან. ივანიშვილი კი შემდეგ გაყალბებით, მოსყიდვით, დაშინებით აკუმულირებული ხმებით გვისწრებდა და “გვამარცხებდა”.

ამდენად, ჩვენი უპირველესი ამოცანაა, იმ ნიჰილიზმის დაძლევა, რომელიც სუფევს დღეს ქვეყანაში.

საზოგადოების ნაწილს, რომელსაც გული აქვს აცრუებული არჩევნებზე, უნდა დავარწმუნოთ რომ ჩვენ შეგვიძლია არჩევნებში გამარჯვება! მაგრამ არ შეგვიძლია მათ გარეშე!

ფაქტია, ყველა წინა არჩევნებზე არსებული ელექტორალური მხარდაჭერა არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის დასამარცხებლად, არც არჩევნების გზით და არც მის გარეშე.

ელემენტარულია, თუ ადამიანი ხმას არ გაძლევს, არც აქციებზე გამოვა და გამოგყვება! და თუ ქუჩაში არ გამოვიდა უმრავლესობა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუ ეს არ იქნება უმრავლესობისგან მხარდაჭერილი პროცესი, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით, საპროტესტო აქციებით ცვლას კი არა, სამოქალაქო არეულობას მივიღებთ.

და თუკი, ნიჰილიზმს დავძლევთ, ( და ზოგი განგებ არ გააღვივებს ნიჰილიზმს) მოვალთ არჩევნებზე და უმრავლესობა ერთად ვეტყვით ბიძინას “არას”, ბიძინა აქციების გარეშეც მოთავდება, და თუკი არ ეყოფა გონიერება, აღიაროს მარცხი, საზოგადოება უკვე აქციებით აიძულებს მარცხის აღიარებას.

ამდენად, ხმები ბიძინას არჩევნების გზით დაუმარცხებლობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ – გადაჭარბებულია და ისევ მის, როგორც უძლეველი კერპის წარმოჩენას ემსახურება.

ბიძინა, ჩვენი ერთიანობის შემთხვევაში, სტაფილოსცხვირიან თოვლის კაცივით ჩაგვადნება ხელებში“, – წერს ნიკა მელია.

წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მარიამ კუბლაშვილი, მაგრამ ყველას უნდა ჰყავდეს დაცვა-ადვოკატი – თინათინ ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ეხმიანება ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარია კუბლაშვილთან მიმართებაში გამოთქმულ ცალკეულ პოზიცია-მოსაზრებებს:

წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მარიამ კუბლაშვილი, მაგრამ

1. ტერორისტებს და მკვლელებსაც ჰყავთ ადვოკატები;

2. ყველას უნდა ჰყავდეს დაცვა-ადვოკატი;

3. ადვოკატი არასოდეს და არსად არ ემსახურება სამართლიანობას, ის კლიენტის ინტერესებს იცავს;

4. ადვოკატის მიერ არასათანადო დაცვა, მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას უნდა იწვევდეს, წესით;

5. ყველა კანონიერი ფორმით და საშუალებით უნდა იცავდეს, ყველა, მათ შორის საჯარო სივრცეში.

არც კი მჯერა რასაც ვკითხულობ და ვისგანაც ვკითხულობ“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თინათინ ხიდაშელი.

2013-18 წლებში პიარსამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ანაზღაურება მზარდია – საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საკუთარ რესურსზე აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ 2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების მიერ დაქირავებული პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები კვლავ მაღალია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებული წინა კვლევის მიმართ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ორგანიზაცია აგრძელებს საკითხის შესწავლას და ამჯერად 2017-2018 წლების მონაცემებს გთავაზობთ. შარშანდელი კვლევის ძირითადი ტენდენციის საფუძველზე, რომელიც 133 უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობოდა, წინამდებარე კვლევის ფარგლებში მაქსიმალურად გავზარდეთ იმ საჯარო უწყებების რაოდენობა (216-მდე), საიდანაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობისა და მათ მიერ მიღებული ანაზღაურების შესახებ. პასუხი მივიღეთ 194 უწყებიდან.[1] არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე დაწესებულებამ, მათ შორის, თბილისის მერიამ. მთავრობის ადმინისტრაციამ კი არაზუსტი ინფორმაცია გამოგზავნა. ვინაიდან ცალკეული უწყების ინფორმაცია გვაკლია ან მოწოდებული ინფორმაცია არასრულია, შესაძლოა, მონაცემებში იყოს მცირე ცდომილება, მაგრამ ეს საერთო ტენდენციაზე გავლენას ვერ ახდენს.

კვლევის მთავარი მიგნებები

  • საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს  – 1037.[2]
  • 2018 წელს, წინა წელთან შედარებით,  პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში,  18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი – 20 047 896  ლარი.
  • 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.
  • მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მოგვცეს.

2013-2018 წწ. პიარსამსახურში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი  ანაზღაურება

2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პიარსამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ანაზღაურება მზარდია, მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება 2017-2018 წლებში.[3]

*მაქსიმალურად ზუსტი შედარებისთვის ცხრილში მოცემულია იმ 133 უწყებიდან გამოთხოვლი მონაცემი, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევისას გამოვიყენეთ.

*მაქსიმალურად ზუსტი შედარებისთვის ცხრილში მოცემულია იმ 133 უწყების გამოთხოვილი მონაცემი, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევისას გამოვიყენეთ.

194 უწყებიდან მიღებული ახალი ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საბიუჯეტო უწყებების პრესსამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება 1.9 მლნ ლარით არის გაზრდილი. გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობაც.

ყველაზე მეტი – 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას  თავდაცვის სამინისტრო მოსდევს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული  ასე გამოიყურება:

*ათეული მოცემულია 194  უწყებიდან

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

*ათეული მოცემულია 194  უწყებიდან

მთავრობის ადმინისტრაცია

2018 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით მოიცავდა მონაცემებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ლიდერობდა საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათთვის გადახდილი ანაზღაურების მხრივ. მაშინ აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს გზით მოვიპოვეთ. სამწუხაროდ, მიმდინარე კვლევა მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებს არ მოიცავს, ვინაიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათგან სრული ინფორმაციის მიღება ვერ შევძელით.

წელს გამოთხოვილ ინფორმაციაში (ვითხოვდით 2017 და 2018 წლების მონაცემებს) 2017 წელთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდეს, ვიდრე ეს იყო წინა წელს. კერძოდ,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2017 წლის ნოემბერში გამოთხოვილი წერილის მიხედვით, 2017 წელს საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში თანამშრომელთა რაოდენობა  67 იყო, ხოლო 2019 წელს მოწოდებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში იმავე, 2017 წელს, 42-ით ნაკლები, 25 ადამიანი ჰყავდათ დასაქმებული. არ ემთხვევა ანაზღაურების შესახებ მოწოდებული ინფორმაციაც. კერძოდ, 2017 წლის წერილის მიხედვით, მათ ანაზღაურებაში 2 724 525 ლარი დაიხარჯა, ახალ წერილში კი ნათქვამია, რომ იმავე პერიოდში სახელფასო ანაზღაურებისთვის 84 886 ლარია გაცემული  – სხვაობა 2 639 639 ლარია.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება მთავრობის ადმინისტრაციას ვკითხეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ უწყებამ 2018 წლის წერილში ინფორმაცია „მთლიანი დანაყოფის“ შესახებ, ხოლო 2019 წლის 20 თებერვლის წერილში, მხოლოდ იმ მოსამსახურეების შესახებ მოგვაწოდა, რომელთაც კონკრეტულად მედიასთან აქვთ ურთიერთობა და „სწორედ, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დაფიქსირდა წარმოდგენილ მონაცემებს შორის სხვაობა“.

ეს განმარტება ჩვენთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა შემდეგი მიზეზების გამო: 

  1. მთავრობის ადმინისტრაციაში გაგზავნილ ორივე წერილში ინფორმაციას ვითხოვდით ერთი ფორმულირებით;
  2. მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით გამოდიოდა, რომ საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, საშუალოდ  თვეში 283-ლარიანი ხელფასი ჰქონიათ, რამაც გააჩინა დამატებითი კითხვები მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, მთავრობის ადმინისტრაციაში  ანაზღაურების შესახებ მათ მიერ მოწოდებული საეჭვო მონაცემის  გადამოწმებაც ვცადეთ, რა დროსაც სატელეფონო საუბრისას გვითხრეს, რომ შეეშალათ და 1 თვის მონაცემები გამოგვიგზავნეს. ჩვენ სწორი მონაცემების თავიდან გამოგზავნა წერილობით მოვითხოვეთ, თუმცა მიუხედავად საჯარო ინფორმაციის მოწოდების კანონით დადგენილი ვადის გასვლისა, პასუხი არ მიგვიღია.


[1]კვლევაში შესულია ხელისუფლების სამივე შტოს – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სსიპ-ების მონაცემები.

[2]მონაცემები მოიცავს, როგორც შტატიან, ისე ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობას.

[3]ვინაიდან მთავრობის ადმინისტრაციამ 2017-2018 წწ. პრესსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობისა და ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, საერთო ტენდენციის საჩვენებლად, გრაფიკები  2013-2016 წლების მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებსაც არ მოიცავს.

ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ქვეყანაში ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ 760 მილიონი იქნება „ინდუსტრიული პარკების“ შექმნაში – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა და სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორმა, 8 ოქტომბერს, საზოგადოებისთვის პირველი თემატური პრეზენტაცია გამართა. გიორგი ვაშაძემ და კამპანიაზე მომუშავე გუნდმა, მოსახლეობას ქვეყნის ახალი ეკონომიკური მოდელი წარუდგინეს. როგორც ჯგუფის წევრები აცხადებენ, ქვეყნის ეკონომიკური ველის გასაუმჯობესებლად ინდუსტრიული პარკების დაფუძნება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მათი თქმით, თითოეული თემა, რომელსაც ისინი სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში საზოგადოებას წარუდგენენ 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტის მიერ შეიქმნა, სადაც გათვალისწინებულია 20 ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაგალითი. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, იმისთვის რომ საქართველოში ყოველ ოჯახს შემოსავალი გაეზარდოს, აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც ინდუსტრიული პარკების შექმნის ფორმულა უზრუნველყობს.

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური წინსვლა განახორციელოს საჭიროა ინვესტიციების მოძიება. უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ პოტენციალის ზრდაზე, მათი ოჯახების შემოსავლის გაზრდაზე და ამის ფორმულა „ინდუსტრიული პარკების“ შექმნაშია.

ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ქვეყანაში ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ 760 მილიონი იქნება. აქედან გამომდინარე ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 80 000-ს მიაღწევს. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მიზანი, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც სტრატეგია აღმაშენებლის ფორმულის მიხედვით დიდ პროგრესს მოგვცემს, საქართველოში ყველა ოჯახზე აისახოს.

ჩვენ გვაქვს მაგალითები სხვა ქვეყნებისა, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას ამ მიმართულებით და გააუმჯობესეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

იბადება კითხვა იმასთან დაკავშირებით – აქვს თუ არა საქართველოს ამის პოტენციალი?! – დიახ, აქვს! ამისთვის კი საჭიროა რომ გავერთიანდეთ და სახელმწიფომ თავისი წვლილი შეიტანოს ინვესტორების დაინტერესებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც 8 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნეს ავტორებმა, სტრატეგია „აღმაშენებლის“ პროექტზე 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. წარმატების ინდივიდუალური ფორმულის შესახებ ინფორმაციას, საზოგადოება სტრატეგიის გუნდისგან ყოველკვირეულად მიიღებს.

ივანიშვილმა გამარჯვებულ სულთანს ბაქოში აახლა თავის ხალხზე ტყვიებით სროლაში გამარჯვებული გახარია – შალვა ნათელაშვილი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტს ეხმიანება “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

მოკლედ ივანიშვილმა პრეზიდენტ ალიევს საშუალება მისცა დავით გარეჯის ტერიტორიაზე, უპრობლემოდ განეხორციელებინა ოკუპაცია ბორდერიზაციის მოდერნიზებლი ვარიანტი, ააშენებინა კომპლექსთან უზარმაზარი სამხედრო ბაზა, როგორიც სომხეთის საზღვართანაც კი არა აქვთ, გაათხრევინა გრანდიოზული ავტომაგისტრალი, დააყენებინა ე.წ. არარსებულ საზღვარზე კბილებამდე შეიარაღებულ მესაზღვრეთა მასშტაბური კონტიგენტი, ზარ-ზეიმით გაახსნევინა სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რითაც ჩამოცილდა კომპლექსს აღდგომის, ჩიჩხიტურის, ბერთუბნის და სხვა არსებითი ცენტრები, ამის შემდეგ გამარჯვებულ სულთანს ბაქოში აახლა თავის ხალხზე ტყვიებით სროლაში გამარჯვებული გახარია, რომელმაც დღეს გვახარა, რომ აღნიშნულ ქართულ-ქრისტიანულ სიწმინდეებში სამღვდელოებას შეუშვებენ.

ვაშა და ურა. ეს იგივეა სვეტიცხოველი მტერმა შუაზე გაგვიღობოს და მადლობის გადახდა მოგვთხოვოს სტუმრად შეშვებისათვის.

ერთადერთი რაც ლეიბორისტულმა პარტიამ გავაკეთეთ არის ის, რომ ამ ღალატის შემოქმედ ხელისუფლებას არ მივეცით საშუალება ოფიციალურ ე.წ. სადემარკაციო დოკუმენტზე მოეწერა ხელი, ამისათვის დაგვჭირდა ბრძოლა პირდაპირი გაგებით საზღვარზე და საერთაშორო არენაზე, სადაც დავსვით ალიევის და მისი გარემოცვის სანქცირებაზე საკითხი.

იმედია ეს ხელისუფლება მალე ჩაბარდება პატრონს ხოლო ქართველი ხალხი ისე უპატრონებს გარეჯს როგორც ეს მას ეკადრება“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა – მამუკა ხაზარაძე

ბიზნესმენების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა.

ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს საქმეს. ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

სასამართლო პროცესის შემდეგ უფრო მწვავე გახდა ბიზნესმენების ტონი ხელისუფლებასთან მიმართებაში:

კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს. ჩვენ ვართ აბსოლიტურად სუფთა არა მარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმვალობაში, რაც ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ მე და ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი.

 ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ, გავწმენდთ და დავტოვებთ ქვეყანას ღირსეული, წესიერი ადამიანების ხელში“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებულია პოლიტიკური ანგარიშსწორება მამუკა ხაზარაძის და ჩემს მიმართ. ამას ეწირება საქართველოს ინტერესები, ამის გამო უზარმაზარ ზიანს იღებს სახელმწიფო, მისი ინსტიტუციები და თითოეული მოქალაქე“, – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.