ორშაბათი, მაისი 19, 2025
16.5 C
Tbilisi
Home Blog Page 1791

ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ “რუსთავი 2”-ის ქონება დააყადაღა – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების (EBU) მიერ “რუსთავი 2”-ის დაყადაღების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას.

წარმოუდგენელი ამბავია. ამ გაერთიანების უზარმაზარი ვალი დამხვდა რ2ში მისულს. ჟენევაში წასვლა დამჭირდა ვალის განწილვადებისთვის. ნელნელა ვიხდიდით, თუმცა ქიბარის ყადაღის და ფინანსური პრობლემების გამწვავების შემდეგ, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დაგვჭირდა გადავადებისთვის. Nina Nakashidze Tamta Muradashvili აგერ, ვის ებარა ეს საკითხი 

დღევანდელმა მენეჯმენტმა ეტყობა იმეილის მიღებაც არ იცის და პასუხიც არ გასცა ევროპის მთავარ სატელევიზიო ორგანიზაციას. ხოდა მივიღეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი – EBU-მ ყადაღა დაადო არხის ქონებას.

ოე, ყანა! სოფლის ბოლო!

ps ნუ, ან ყადაღა და მისი შემდგომი პროცესები აწყობთ. ზედ თუ წილების ყადაღას დავამატებთ იმ სასამართლოს მხრიდან, რომელიც შემთხვევით არაფერს აკეთებს, მაშინ გილოცავთ მაგ ექვსმაგ ხელფასს მალე კონტრაქტის სახით საძინებელში თუ ჩამოიკიდებთ “, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე.

მე მატროსოვის ციხეში უნდა ვიჯდე და ამ უდიპლომო თაღლითებმა ქვეყანა მართონ?! – ირაკლი ოქრუაშვილი

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდის  გენერალურ პროკურორების შესახებ საუბრობს “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, ფეისბუკის პირადი გვერდიდან:

ივანიშვილის მმართველობის 7 წლის თავზე მოვესწარით:

– სექსუალურად მომწიფებულ გენერალურ პროკურორს;
– ბოტასების ქურდ გენერალურ პროკურორს;
– უდიპლომო ( ყალბი დიპლომის მქონე) გენერალურ პროკურორს.

ერთადერთი სამიანი უნივერსიტეტში ალიკა რონდელმა დამიწერა. ორი თვე ვდიე, რომ გადამებარებინა.

ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე. წიგნებით გამოტენილი “რუგზაკით” დავდიოდი ლექციებზე “ყველაფრის ნამინისტრალი” ამხელა კაცი პატარა ბავშვებთან ერთად.

რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?

მაგრამ რა მიკვირს? ივანიშვილს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი წიგნი აქვს წაკითხული – ილფისა და პეტროვის “ თორმეტი სკამი”, ისიც იმიტომ, რომ მთავარ გმირ ოსტაპ ბენდერში საკუთარი თავი ამოიცნო“, – აღნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილი.

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის შედეგებზე საუბრობს:

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია. ჩვენ გადავარჩინეთ, ფაქტობრივად, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა და მთავარი ამოცანაც ზუსტად ეს იყო. მადლობას ვუხდი ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ღონისძიებებში, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ყველა იმ დონორ ორგანიზაციას, რომელიც გვიწევდა ტექნიკურ დახმარებას, გვეხმარებოდა ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ჩვენი სამომავლო ამოცანაა, ფაროსანას პოპულაცია გავაკონტროლოთ და მოსავალი გადავარჩინოთ, რაც 2019 წელს ერთობლივი ძალისხმევით შევძელით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისათვის: 2019 წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებები დასავლეთ საქართველოს 391 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 282 930 ჰექტარი; ცივი შესხურებით – სოფლების, სიმინდის ყანების და ტყის პერიმეტრის 141 611 ჰექტარი ფართობი. სოფლების ტერიტორიებზე განთავსდა 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 91 999 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.
აზიური ფაროსანა, დასავლეთ საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გავრცელდა და მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობა

ატოცში ხდება სრული ლუსტრაცია იმისა, თუ როგორ გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა სამშობლო – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე ატოცში მავთულხლართების გავლების პროცესის განახლებას ეხმიანება:

აქ ხდება სრული ლუსტრაცია იმისა, თუ როგორ გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა სამშობლო.

იგი წარმოადგენს პუტინნაცვალს, კრემლის წარმომადგენელს საქართველოში და ეს მორიგი გადაღობვაც შეთანხმებულია რუსეთის გენერალურ შტაბთან და მიცემულია აქედან პირობა, რომ არავითარი დისკომფორტი მათ ამ გადაღობვის პროცეში არ შეექმნებათ, იმ დონეზეც კი, რომ კამერების ჩხაკუნმა არ შეუშალოს ხელი რუს ოკუპანტებს, რომლებიც იქ ქართულ მიწას თხრიან და ღობავენ“, – აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.

ასევე მთავრობის წევრების პრიორიტეტზე ამახვილებს ყურადღებას ლეიბორისტების ლიდერი:

მთავრობა ვაშლის ბაღებში კი არ უნდა დადიოდეს და პრემიერ-მინისტრი, იქ უნდა იყოს, სადაც იღობება.

აქ უნდა იყოს ჩამოყვანილი დიპლომატიური კორპუსი. მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები, უნდა იდგეს ფეხზე – გაერო, უშიშროების საბჭო, NATO, ეუთო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო.
უნდა იდგეს აქ CNN-ის, Fox News-ის, BBC-ის პირდაპირი ჩართვის ჯგუფები, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებენ, რა საშინელებასთანაა საქმე, პუტინის რეჟიმის სახით. რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიოს მართლწესრიგი ააფეთქოს და მხოლოდ, ამის შემდეგ დაიხევენ ისინი უკან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

კანდიდატების შერჩევისას ცესკოს წევრები მხოლოდ მშრალი ბიოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ არჩევანს – ანა კობახიძე

“ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო და სამართლებრივი საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი ანა კობახიძე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ კონკურსებთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე საუბრობს სააგენტო „პარალელის“ ანალიტიკოსთან, ალექსი ნონიაძესთან:

– ჩვენი ინფორმაციით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ოლქში გამოაცხადა კონკურსი კომისიის წევრების ასარჩევად. რა გახდა კონკურსის გამოცხადების მიზეზი?

დიახ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოცხადებული ჰქონდა რამოდენიმე ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ასარჩევად კონკურსი, კერძოდ: კრწანისის, თელავის, მარნეულის, წყალტუბოს ოზურგეთისა და ლიახვის ოლქებში. აქედან კრწანისის ოლქში კანდიდატთა რაოდენობა იყო სამი ადამიანი, თელავში – ერთი, მარნეულში – ორი, წყალტუბოში – ხუთი, ოზურგეთში – ორი და ლიახვში – ოთხი. აღნიშნული ოლქებიდან წევრები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ 4 ოლქში მოახერხა, ხოლო თელავში და წყალტუბოში კონკურსი თავიდან გამოცხადდა.

კრწანისის ოლქის წევრად აირჩიეს ხონის ოლქის თავმჯდომარე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ჯერ არ ჰქონდა ამოწურული, რაც გვაფიქრებინებს კადრების  გადანაცვლებაზე.

– კონკურსის ჩატარების პროცესში რა იწვევს თქვენში ყველაზე მეტ კითხვას?

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შერჩევის პროცესი ნამდვილად ტოვებს კითხვის ნიშნებს, რადგან, ღია კონკურსის  წესები კვლავ არ ითვალისწინებს გასაუბრების კომპონენტს. კანდიდატების შერჩევისას ცესკოს წევრები მხოლოდ მშრალი ბიოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ არჩევანს.  კენჭისყრაზე  გამოტანილი კანდიდატების არჩევის თუ ჩაგდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად თავმდჯომარის, მოადგილის, ,,ქართული ოცნების“, მასთან აფილირებული პარტიის წევრების და ე.წ ნეიტრალური წევრების მიერ, რაც გვაფიქრებინებს რომ გადაწყვეტილება ნაკარნახევია და წინასწარ იციან ვინ უნდა აირჩიონ და ვისი კანდიდატურა უნდა ჩააგდონ კომისიის წევრებმა.

– თქვენი აზრით როგორ შეიძლება კონკურსის ჩატარების პროცესი უფრო გამჭვირვალე გავხადოთ მომავალში?

წლებია არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები, მოვითხოვთ წევრების შერჩევის პროცესს დაემატოს გასაუბრება, სადაც კანდიდატი პირისპირ შეხვდება კომისის წევრებს სხდომაზე, თუმცა უშედეგოდ.

საარჩევნო პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისია ირჩევს დროებით 1 წევრს  ოლქში და ასეთ შემთვევაში ვადებში შეზღუდულია კომისია, თუმცა აქაც ვფიქრობ სურვილის შემთხვევაში მაინც შესაძლებელია გასაუბრების ჩატარება, ამის მაგალითი იყო 2018 წლის არჩევნები სადაც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა როგორ მოახერხა შეხვედროდა კანდიდატებს და მათგან მოესმინა მათი გამოცდილების თუ მოტივაციის შესახებ.

პირველი “გრან პრი” დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ფილმ “შინდისის” წარმატების შესახებ:

რეჟისორ დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფესტივალის “გრან პრი” გადაეცა!

თავად დიმიტრი ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს მიღწეულ წარმატებას!

ცნობისათვის: ფილმი “შინდისი” წარდგენილია ამერიკის კინოაკადემიის – “ოსკარის” დაჯილდოების 92-ე ცერემონიაზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.

“მცოცავი ოკუპაცია: ფაქტების შეფასებისას ხელისუფლება ბრმაა, საზოგადოებრივ აზრთან მიმართებაში – ყრუ, რუსეთის წინაშე კი – მუნჯი” – ედნარ მგელაძე

მცოცავი ოკუპაციის დაუსრულებელ პროცესსა და ოკუპანტის მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებას ეხმიანება “ახალი საქართველოს” ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი. ედნარ მგელაძის აზრით მოქმედმა ხელისუფლებამ, ამ 7 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ვერაფერი დაუპირისპირა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, ხოლო შერჩეულმა დეკლარირებულმა “არაკონფრონტაციულმა” პოლიტიკამ უფრო და უფრო წაახალისა და გაათავხედა ოკუპანტი, თავის ქმედებებში.

საზოგადოებისა და განსაკუთრებით სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, ატოცში ბორდერიზაციის პროცესი განახლდა, რაც ცალსახად მიუთითებს “ბოროტების იმპერიის” მემკვიდრის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის ღია დემონსტრირებას, მით უფრო იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი პირდაპირ მუქარაზე გადადის და საქართველოს ფაქტიურად აფრთხილებს, რომ იგი ყველანაირად შეეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობაში შესვლის სწრაფვას. ამასთან, ერთგვარ მინიშნებას იძლევა, რომ რუსეთი დიდი და ბირთვული სახელმწიფოა და მათთვის მიუღებელია მათ საზღვრებთან NATO-ს ბაზების განთავსება.

საზოგადოების პროტესტს და კატეგორიულ მოთხოვნას ხელისუფლებისადმი, რომ სათანადო რეაგირება მოხდეს ოკუპანტების აღვირახსნილ ქმედებებზე, დროულად და უმაღლეს დონეზე წამოწიონ საკითხი ატოცში მიმდინარე მავთულხლართების გავლების პროცესთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ზოგადი სახის განცხადება/შეფასებები მოჰყვა, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებას საერთოდაც არავინ გამოხმაურებია მმართველი პარტიიდან. ასეთივე “მდუმარე” დამოკიდებულება იყო, ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან, გაეროში თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისას. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტების შეფასებისას ბრმაა, საზოგადოებრივ აზრთან მიმართებაში – ყრუ, რუსეთის წინაშე კი – მუნჯი“, – აღნიშნავს ედნარ მგელაძე.

თბილისში დაინერგება ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ, ნაკადების მართვის ჭკვიან სისტემასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, შუქნიშნებზე მოხდება დეტექტორების მონტაჟი, ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოხდება ნაკადების ოპტიმალური მართვა.

”დღეს პატრულ-ისპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა, ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას. ეს არის ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა, რომელიც გამოყენებულია ყველა განვითარებულ ქალაქში“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ნაკადების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მიზანი ნაკადების ისე გადანაწილებაა , ქალაქში ნაკლები საცობი მივიღოთ.

„კონკრეტული დეტექტორების მონტაჟი მოხდება შუქნიშნებზე, რომელიც დაითვლის ნაკადებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც ერთ დღეს მოხდება დათვლა, დროის იგივე მონაკვეთში მეორე დღისთვის სისტემა მოგვცემს უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შეიცვალოს შუქნიშნის რეჟიმი ან გატარება-შეზღუდვის დრო, შეიძლება მოდელმა მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალურიო სცენარი წარმოადგინოს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, სისტემა ქალაქში ეტაპობრივად,   რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.

პოლიციას არ აქვს უფლება კარი შეუნგრიოს ვინმეს და იძულებით დაათვალიეროს გამათბობელი, თუ გაზქურა – ვახტანგ გომელაური

დაზიანებული კორპუსი და სატრანსპორტო საშუალებები, დაზარალებული მოსახლეობა, რამდენიმე მაცხოვრებელი სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს… ასეთია, დილით, გურამიშვილის გამზირზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი აფეთქების ადგილი მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველებისგან პირადად მოისმინა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა მინისტრმა შემთხვევის ადგილზე მედიის კითხვებს უპასუხა.

“ბუნებრივი აირის დაგროვებამ ერთ-ერთ ბინაში გამოიწვია აფეთქება, რამაც კორპუსის რამდენიმე სართულის დაზიანება გამოიწვია, ასევე წინამდებარე კორპუსის მინები ჩაიმსხვრა. საბედნიეროდ, დაღუპული არავინ არ არის, მხოლოდ ერთია დაშავებული შედარებით მძიმედ, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. ეს ადამიანი არის ის პირი, ვინც იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა. ოთხი ადამიანია მსუბუქად დაშავებული, მათ მალე გამოწერენ საავადმყოფოდან.

როგორც გვეუბნებიან ექსპერტები, იყო გაფრთხილებული ეს ოჯახი, რამდენიმე თვის წინ, რომ არ დაეერთებინათ ასე და ჩაუჭრეს. სავარაუდოდ, ამ მიერთებამ გამოიწვია აფეთქება, ჯერ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ, გამოძიება დაწყებულია, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტად.

როგორც ვიცი არ მოუმართავთ, თუმცა კანონის შესაბამისად პოლიციას არ აქვს უფლება კარი შეუნგრიოს ვინმეს და იძულებით დაათვალიეროს გამათბობელი, თუ გაზქურა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჯერ ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიებით დადგინდეს ვისი პასუხისმგებლობა დადგება. გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი.

გია ყარყარაშვილი შეუპოვრობის, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოა – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს 17 ოქტომბერი – ვეტერანის დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თავდადებისა და თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

პატივცემულო ვეტერანებო, თქვენ ხართ საქართველოს ცოცხალი მემატიანეები. თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი საქართველოს თავდაცვის ძალებს და სწორედ თქვენს მხრებზე გადაიარა ჩვენი უახლესი ისტორიის ურთულესმა პერიოდმა. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, 90-იანი წლების ქარ-ცეცხლში, თითოეულმა თქვენგანმა პირნათლად დაამტკიცა, რომ რიცხობრივად აღმატებულ მტერთან ქართული მებრძოლი სული არასოდეს შედრკება. შემდგომ წლებშიც, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას, ისე მოკავშირეთა მხარდამხარ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების დროს, თქვენ გახდით შეუპოვრობისა და თავდადების მაგალითი. ასეთი გაუტეხლობის სიმბოლოა გენერალი გია ყარყარაშვილი, რომელმაც არაერთი უმძიმესი ბრძოლა გამოიარა. მასთან ერთად, მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით უწყების ამოცანა თანამედროვე, მოქნილი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების განვითარებაა. ამ პროცესში კი ვეტერანთა როლი მნიშვნელოვანია.

თავდაცვის ძალების რიგებში არაერთი ღვაწლმოსილი ვეტერანი მსახურობს და ყოველდღიურად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის აღმშენებლობაში. ჩვენი მოწინავე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძლიერებაც, მნიშვნელოვან წილად, სწორედ ვეტერანების გამოცდილებით საზრდოობს. ქვეყნის ერთიანობისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას არაერთი გმირის სიცოცხლე შეეწირა – ეს იყო ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე თუ შინდისის გმირები, ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.