კვირა, მაისი 18, 2025
23.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1790

არ გავჩერდები და ამით ხელისუფლებას სიამოვნებას არ მივანიჭებ ისევე როგორც წინა ხელისუფლებას – ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმიანება და აცხადებს საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლებს:

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავს სალომე ზურაბიშვილს რომ დამატოვებინოს იუსტიციის საბჭო. ეს დევნა მოსალოდნელი იყო ჩემი აქტიურობის შედეგად.

ნათელია, რომ იუსტიციის საბჭოს არ აქვს სურვილი გაარჩიოს საზოგადოებრივი საქმიანობა და პოლიტიკური საქმიანობა ან უნარი არ აქვს საბჭოს ზოგიერთ წევრს. მოგეხსენებათ, კანონი კრძალავს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, ვახდენ ციტირებას, – არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ანდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

მე საზოგადოებრივ აქტიურობას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებების საკითხებზე განცხადებებს ძალიან დიდი ხანია ვაკეთებ და ეს მოქალაქეობრივ საქმიანობად მიმაჩნია.

მე ნამდვილად საზოგადოებრივად, სამოქალაქოდ ვაქტიურობ, უამრავ საჭირბოროტო თემაზე და ამის გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდა არც წინა ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებასაც ამ სიამოვნებას მე ვერ მივანიჭებ.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ჩემი როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება სისტემის მანკიერების წინააღმდეგ მებრძოლი კრიტიკული ხმების მხარეს“, – აცხადებს ანა დოლიძე.

 

ივანიშვილს ვერ პატიობენ ვერც პოლიტიკურ გამჭრიახობას, ვერც ბოროტების დამარცხებას, ვერც თავმდაბლობას, ვერც პატრიოტიზმს – გიორგი ვოლსკი

ამაზონის დამწვარი ტყეების დასახმარებლად მომღერალ ბერას მიერ გაწეულ ქველმოქმედებას ეხმიანება და ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ სიკეთეებზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი:

მესამე დღეა ვკითხულობთ კომენტარებს ბერას მიერ ამაზონის ტყეების გადასარჩენად საერთაშორისო ფონდში გაკეთებული შენატანის შესახებ. პოზიტიურთან ერთად იმდენი ხეპრული შეფასებაც იყო, რომ ნამდვილად ბევრია პატარა საქართველოსათვის. იგივე პატარა ქვეყნისათვის კი მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლის არჩევა ამ, მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემასთან მებრძოლი ორგანიზაციის ერთ-ერთ ელჩად.

ვულოცავ ბერას! სხვა რომ არაფერი, გაწეულ ხარჯს ესეც ამართლებს, მითუმეტეს რომ ხარჯიც პირადია.

საკუთარი პრობლემებიც ბევრიაო, ისე გაიძახიან თითქოს რამე გაეკეთებინოთ მათ მოსაგვარებლად, ხოლო უმეტესს სწორედაც რომ მათ შესაქმნელად არ ეღვაწოს. მათი ლოგიკით არც საერთო საკაცობრიო საფრთხეებთან ბრძოლაში უნდა ჩავებათ, მითუმეტეს არც საერთაშორისო ფორუმები თუ მსოფლიო ჩემპიონატები უნდა ვატაროთ ქვეყანაში. არც სხვებს დააინტერესებს ჩვენი ყოფა და ვიყოთ ასე, ოკუპანტების თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე სახიფათო პროცესების ეული შემყურე.

დავუბრუნდეთ ისევ ქველმოქმედებას. რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ინვესტირება აქვს გაკეთებული, მისი შორეული შვილიშვილებიც ვერ ამოიღებენ მატერიალურ სარგებელს. აი ეგ უკვირთ სწორედ და საზოგადოებაც უნდათ რომ გააკვირვონ. ვეჭვობ, რომ ზოგი შესაძლოა მართლაც დააჯერეს თითქოს გაპარტახებული აბასთუმანის აღდგენა ან ობსერვატორიის ტელესკოპი საკუთარი გართობისათვის სჭირდება, არც უწყიან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკოლოგიისათვის საქართველოში მის მიერ აღდგენილი თუ გაშენებული ტყეპარკები, არა იმ მასშტაბით როგორც ამაზონის მასივი, მაგრამ ესოდენ საჭირო საერთო ეკოლოგიური სისტემისათვის.

ათასობით პირად დახმარებებს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ გაუგებარია რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალი, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტისათვის გაწეული ხარჯი ასეულ მილიონობით ლარს ზოგავს ბიუჯეტისათვის. განა ეს არ აძლევს სახელმწიფოს საშუალებას, რომ სუსტი ეკონომიკის პირობებში, ამდენი ბენეფიციარი შეინახოს და უმკურნალოს, საზღვარგარეთ ასწავლოს და სხვა. როდის, რომელი სიტყვით ან მოქმედებით დაუყვედრებია სამშობლოსათვის ან ხარჯი ან ერთგულება?! ან მისი გუნდის რომელი წევრისგან გაგიგონიათ სკამზე შემდგარი სადღეგრძელოები და აღფრთოვანებული შეძახილები, რაც სულ ახლახანს ახასიათებდა პოლიტიკურ სინამდვილეს?

ისიც უთქვამთ, ხომ არ სჯობდა სკოლების, თეატრების თუ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას და ამაში სახელმწიფოსათვის შეღავათის კეთებას პირდაპირ საციალური ხარჯებზე გაეკეთებინა ორიენტაცია და სამ მილიარდ დოლარზე მეტი სწორედ ამ სფეროში დაეხარჯაო. იქნებ სჯობდა კიდეც, ყოველშემთხვევაში ვერცერთი სულელი ვერ გაბედავდა იმის თქმას რომ ხალხისთვის არაფერი უკეთებიაო. არადა სულ ახლახანს ათასობით სასოწარკვეთილს საბანკო უღელი ჩამოხსნა…

უსაყვედურეს!… ვერ პატიობენ ვერც პოლიტიკურ გამჭრიახობას, ვერც ბოროტების დამარცხებას, ვერც თავმდაბლობას, ვერც პატრიოტიზმს.

კი, მძიმეა პრობლემები! ჯერ მარტო ათეულობით მიწასთან გასწორებული, უწყლო სოფელი და ათასობით იპოთეკით დაზარალებული დაგვიტოვეს მემკვიდრეობად, გადაცდომებიც ხდება…

აქვე თვალსაჩინოა პოზიტიური ტენდენციები, მსოფლიო მასშტაბის საომარი თუ ეკონომიკური დაპირისპირების პირობებში შენარჩუნებული სტაბილურობა, ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, მაღალი რეიტინგები…

“ქართული ოცნების” ლიდერს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, საკმაოდ დიდი იმისათვის რათა მისი ოჯახის წევრის ჩართულობა საერთაშორისო პროექტში პოლიტსექტანტების
საკრიტიკო არ გახდეს“, – წერს გიორგი ვოლსკი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ჩემი გასამართლება იმაზე გადაწყვიტეს, 35 მილიონი რატომ ქონდა შემოსავალი ამა და ამ წელს რ2ს და 43 რატომ არაო – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას კურიერის რეიტინგთან კონტექსტში განიხილავს:

ესე იგი, ჩემი გასამართლება იმაზე გადაწყვიტეს, 35 მილიონი რატომ ქონდა შემოსავალი ამა და ამ წელს რ2ს და 43 რატომ არაო (ჯერ ერთი ვინ გეკითხებათ, მეორეც, მთლად 44 ქონდა, მარა შევეშვათ).

და 9 საათიან კურიერს რომ თბილისში 1% აქვს რეიტინგი და მთელი საქართველოს საშუალოთი მოამბესთან 1%ს რომ აგებს (3% მოამბე 2% კურიერი, ორივე 9ზე), მაგაზე რამდენჯერ უნდა დახვრიტოთ პატასალია და ზედ ნინო შუბლაძე? 😈

ps არა და, რამდენი დავცინეთ თავის დროზე მოამბე რომ კურიერს დაასვეს 9ზე. თურმე მაგათ ცოდნიათ ყველაზე ადრე სტრასბურგის გადაწყვეტილება 😂😂“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
 
სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.
 
მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ბოლო ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი ჯამში 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და, როგორც გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. 
 
ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ახდენს ზეწოლას. ამ უკანასკნელს ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ფაქტორები მხოლოდ ნაწილობრივ ანეიტრალებს, რადგანაც, წინა პერიოდთან შედარებით, წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გააქტიურებაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა.
 
წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება გაგრძელდა. საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს.  
 
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი ხდება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა.

საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემდეგ კანონის ძალას შეიძენს.

ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.

საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას გამოხატავს და ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ წარდგენილ „მუქარის წერილის დედანთან“ და სხვა მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გენერალური პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს ბრალდებული ბიზნესმენების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გენერალურ პროკურატურაში წარდგენილი მასალების თაობაზე:

დიდი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე.

2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფომ საჩუქრად გადასცეს მხუთავი აირის გაჟონვის ამომცნობი ელექტროდეტექტორები – თეონა ჭალიძე

მხუთავი აირით გამოწვეული სიკვდილიანობიდან გამომდინარე და სოციალურად დაუცველი ოჯახების შესაძლებლობების გათვალისწინებით “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ხელისუფლებას მნიშვნელოვან ინიციატივას სთავაზობს:

„ბოლო არასრული 4 წლის განმავლობაში, 104 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად. ეს მონაცემები არის მზარდი და წინა წლებთან შედარებით სამჯერ გაზრდილი. თითოეული შემთხვევა დიდი ტრაგედია და ყოველი მათგანისთვის საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, რაც შეამცირებს მსგავს შემთხვევებს.

„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის წევრები, ყოველდღიურად მივდივართ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებთან, რომლებსაც აქვთ მძიმე სოციალური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები კი განსაკუთრებით მძიმე. ასეთ ოჯახებში მეტია რისკი იმისა, რომ გამათბობლები სტანდარტების დაცვის გარეშე იყოს დამონტაჟებული.

გამოვდივართ ინიციატივით, 125 ათას ოჯახს, რომელთაც აქვთ ყველაზე დაბალი ქულები და ასეთი არის ნახევარი მილიონი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცეთ მხუთავი აირის გაჟონვის ამომცნობი ელექტრო დეტექტორები, რაც, ჩვენი გათვლებით, დაჯდება 5 მლნ ლარი. ეს არ არის ის თანხა, რომლის გადახდაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სახელმწიფოს უნდა უღირდეს“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით იქნა არჩეული.

ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ვალდებულება აღებული ევროკავშირის წინაშე, რათა ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მოხდეს, მისი გარდაქმნა მოხდეს, ბაზრის გახსნა მოხდეს მაქსიმალურად. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა ერთი რეგულაცია გვექნება მისაღები, რომელიც სისტემას გადააწყობს, ახლებურად მოაწყობს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, უნდა აისახოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, იმ აბონენტებზე, რომლებიც ჩვენგან ელოდებიან მნიშვნელოვან სიკეთეებს“, – აცხადებს დავით ნარმანია.

დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

პაატა სალია, არ მეგონა ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი – ეკა კვესიტაძე

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს უკანონო ქმედებაში, მისი კუთვნილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებს:

Paata Salia არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი.

დღეს ჩემი მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო ფონდში მითხრეს, რომ ჩემი კუთვნილი თანხა სახელმწიფომ 1 აგვისტოს გადაურიცხა “რუსთავი 2-“-ს. თუმცა ტელეკომპანიას ეს თანხა ჩემთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ანუ გარდა იმისა, რომ “რუსთავი 2” არ მაძლევს ჩემს კუთვნილ ხელფასს, მან ასევე მიითვისა ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ფონდიდან გადაურიცხა ტელეკომპანიას ჩემთვის დასაბრუნებლად.

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia სალიას მიერ რუსთავი 2-დან თანხების მითვისებაზე რომ დაიწყებთ გამოძიებას, ეს საქმეც არ დაგავიწყდეთ!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ეკა კვესიტაძე.

ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ “რუსთავი 2”-ის ქონება დააყადაღა – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების (EBU) მიერ “რუსთავი 2”-ის დაყადაღების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას.

წარმოუდგენელი ამბავია. ამ გაერთიანების უზარმაზარი ვალი დამხვდა რ2ში მისულს. ჟენევაში წასვლა დამჭირდა ვალის განწილვადებისთვის. ნელნელა ვიხდიდით, თუმცა ქიბარის ყადაღის და ფინანსური პრობლემების გამწვავების შემდეგ, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დაგვჭირდა გადავადებისთვის. Nina Nakashidze Tamta Muradashvili აგერ, ვის ებარა ეს საკითხი 

დღევანდელმა მენეჯმენტმა ეტყობა იმეილის მიღებაც არ იცის და პასუხიც არ გასცა ევროპის მთავარ სატელევიზიო ორგანიზაციას. ხოდა მივიღეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი – EBU-მ ყადაღა დაადო არხის ქონებას.

ოე, ყანა! სოფლის ბოლო!

ps ნუ, ან ყადაღა და მისი შემდგომი პროცესები აწყობთ. ზედ თუ წილების ყადაღას დავამატებთ იმ სასამართლოს მხრიდან, რომელიც შემთხვევით არაფერს აკეთებს, მაშინ გილოცავთ მაგ ექვსმაგ ხელფასს მალე კონტრაქტის სახით საძინებელში თუ ჩამოიკიდებთ “, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე.