კვირა, მაისი 18, 2025
21.1 C
Tbilisi
Home Blog Page 1789

“სითი მოლი საბურთალო” – თანამედროვე კონცეფციის ახალი სავაჭრო და გასართობი კომპლექსი გაიხსნა

თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო კომპლექს “სითი მოლი საბურთალო“-ს გახსნის ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია,

„საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ქართულ ინვესტიციას, ქმნიან სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რათა ბიზნესი განვითარდეს. ძალიან მიხარია, რომ თბილისში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი დასასვენებელი სივრცე, კინოთეატრი, სავაჭრო ზონა და გასართობი სივრცე ბავშვებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“სითი მოლი საბურთალო” თანამედროვე კონცეფციის ახალი სავაჭრო და გასართობი კომპლექსია. 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური კომპლექსი 200-ზე მეტ უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებსა და რესტორნებს აერთიანებს. კომპლექსში გათვალისწინებულია საქართველოში უდიდესი კინოთეატრი, უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობი და ბოულინგის ცენტრები, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდული მაღაზიები.

ვაჟა-ფშაველას N70-ში მდებარე სავაჭრო ცენტრი, აღჭურვილია მიწისქვეშა ორდონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით.

27 ოქტომბერს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

27 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები გაიმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები უწევენ. თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია. ხვალ, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე ერთ ბიულეტენს მიიღებენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად; ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ხმის მიცემის კაბინაში აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია.

არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

27 ოქტომბერს, 07:00 საათიდან იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი. არჩევნების დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია მედიისა და დაინტერესებული მხარეებისთვის მთელი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

“მეჩალიჩებოდნენ” იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ  შიო დავაყენოთ პატრიარქადო – მეუფე იაკობი

ტვ “პირველის” ეთერში ვახო სანაიას “დღის ამბებში” ბოდბელი მთავარეპისკოპოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი დაუჯერებელ, სკანდალურ განცხადებებს აკეთებს:

პრემიერის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა. მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს, იქ იყვნენ კვირიკაშვილი, ვახო (იგულისხმება მაშინდელი სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური, რედ.) იყო იქ ყველაზე წესიერი კაცი, ცოტა დააგვიანა და მოვიდა გახარია. ჰოდა, “მეჩალიჩებოდნენ” იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე მაგათ ვუთხარი, რომ ბიჭო თქვენ ვინ გეკითხებათ მაგას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართო”, – იხსენებს მეუფე იაკობი.

აღნიშნული სკანდალური ინფორმაციის ავტორი, ყოველივე აღნიშნულის გამო, არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებს ხელისუფლებას

2020-ის არჩევნებში ყველა მივხედავ მაგათ. ეს ხელისუფლება, რომელიც არის კანაფის ხელისუფლება და ასე თუ გააგრძელეს, ხმებს ვერ მიიღებენ ესენი, 25%-საც ვერ მიიღებენ. პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს მე არ ვაპატიებ არავის”, – აცხადებს საპატრიარქოს ქორეპისკოპოსი.

შეკითხვაზე “ხელისუფლების დასაყრდენი ვინ არიან ახლა საპატრიარქოში, სინოდში?“, მეუფე იაკობი პასუხობს:

ჩემთანაც ცდილობდნენ, სახვასთანაც. ჩემთან ვერ მოახერხებენ, იმიტომ რომ მკიდიან, ისინიც და ისინიც. ბიძინათი დაწყებული ყველათი დამთავრებული დედას იმას ვუზამ ყველას…

რეპრესიული მანქანაა უკვე ჩართული ადვოკატების მიმართ – ნიკოლოზ მჟავანაძე

ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე შს სამინისტროს თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2 წლის წინ მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და დაწყებულ გამოძიებას.

“რეპრესიული მანქანაა უკვე, ჩემი აზრით, ჩართული ადვოკატების მიმართ, რომ დაგვაშინონ და გაგვაჩერონ, იმიტომ რომ უამრავი გამამართლებელი განაჩენი დგება სასამართლოებში და რადგანაც იქ ვერ ცდილობენ ხელების გადაგრეხვას, ახლა უნდათ რომ უკანონო გზებით გაგვაჩერონ, დაგვაშინონ, მაგრამ ადვოკატთა კორპუსი, არცერთი ადვოკატი ნარ შეშინდება”, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

ქალბატონო მინისტრო, 4 წლის ანასტასია დედას რომ ეტყვის მშიაო, რა ქნას იმ დედამ გიფიქრიათ ამაზე? – თეონა ჭალიძე

ჟურნალისტების კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად მისი მოადგილისთვის გადამისამართების მცდელობისას, მედიის წარმომადგენელის შეპასუხებას, რომ მინისტრია და უნდა უპასუხოს, ეკატერინე ტიკარაძე განმარტებას იძლევა – “მე ვიცი, რომ მინისტრი ვარ, არ მჭირდება შეხსენება”. “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი მინისტრს ეთანხმება, რომ მას კარგად ეცოდინება თავისი თანამდებობა, რადგანაც ყოველივე ეს სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა, რომ არა კონკრეტული გარემოებები. აქვე, თეონა ჭალიძე, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს უმძიმეს სიდუხჭირეში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემებით დაინტერესაბას და გათავისებას ურჩევს.

ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან კარგად იცის მინისტრი რომაა. ემახსოვრება აბა რა?! ყველაზე ჯადოსნურ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა ეკატერინე ტიკარაძეს, რომ ჯანდაცვის მინისტრი გახდებოდა. არაკომპეტენტური რომაა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ამ მოკლე დროში.

ქალბატონო მინისტრო, სოციალურად დაუცველ ადამიანებს სამ-სამი თვით რომ უჩერებთ დახმარებას და შიმშილისთვის იმეტებთ არ კითხულობთ რითი უნდა იარსებონ ამ ადამიანებმა? ნახევარი მილიონი ადამიანი რომ საარსებო შემწეობით არსებობს შემთხვევით ოცნების ხელისუფლების ბრალი ხომ არაა?!

4 წლის ანასტასია დედას რომ ეტყვის მშიაო, რა ქნას იმ დედამ გიფიქრიათ ამაზე? და რამდენ ბავშვს ტოვებთ ასე თვეობით? ვინც ბაღში დადის კიდე გაუმართლათ, მხოლოდ უვახშმოდ დაიძინებენ. მაგრამ რა ქნან სკოლის მოსწავლეებმა? განსაკუთრებით მათ, ვინც არც უფასო სასადილოს სიაში არიან? ვისაც გაუმართლა და უფასო სასადილოს სიაში მოხვდა, ის ერთ ულუფას მიიღებს დღეში 1,30 თეთრად გამზადებულს.

ერთხელ მაინც მიბრძანდით მინისტრო და გასინჯეთ უფასო სასადილოს საჭმელი, საკუთარ შვილს თუ გაიმეტებდით ასეთი კვებისთვის? არ გეკადრებათ?! არ გეხებათ?! აბა რა გეხებათ?

,,ახალი საქართველოს” სოციალური სამსახური ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასობით ოჯახს გავესაუბრეთ, ვისაც აბსურდული მიზეზებით შეუჩერეთ საარსებო შემწეობა. ესაა სრულიად უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. მათ მიმართ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა და სოციალური დაცვა.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, რომ შეეცვალათ ეს არაადამიანური და არაჰუმანური მიდგომა და ოჯახებს გადამოწმებების პერიოდში არ შეუჩერონ დახმარება. მხოლოდ მაშინ შეუწყვიტონ მათ დახმარება, როცა გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ამა თუ იმ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კიდევ ერთხელ მოვითხოვთ შეცვალეთ ეს მავნე პრაქტიკა!“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თეონა ჭალიძე.

პრეზიდენტმა შეუწყვიტოს უფლებამოსილება ანა დოლიძეს! – დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის წინააღმდეგ, ფეისბუკის პირად გვერდზე, კონკრეტულ მასალებს ასაჯაროვებს, ამავე საბჭოს მოსამართლე წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი.

ამ ამონაწერებით დასტურდება, რომ ანა დოლიძე კერძო სამართლის იურიდიულ პირებში იკავებს ხელმძღვანელობით (წარმომადგენლობით) თანამდებობებს, რაც, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის, მე-2-პრიმ მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ნორმების თანახმად, შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი წევრის თანამდებობასთან. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ასეთი შეუთავსებლობა საბჭოს რომელიმე მოსამართლე წევრს ჰქონოდა, რა ამბავს ატეხდნენ ჩვენი ,,მიუკერძოებელი“ არასამთავრობო სექტორი, ანა დოლიძის დამცველი პოლიტიკოსები, ,,ექსპერტები“ და თუნდაც სახალხო დამცველი. ამ შემთხვევაში კი, ისინი დუმან!

დღევანდელ სხდომაზე დეტალურად დავასაბუთე, რომ ანა დოლიძე არის პოლიტიკოსი, მკაფიოდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებით და საბჭოს ტრიბუნას იყენებს პოლიტიკურ სექტორში საბოლოო, სარფიანი გადაბარგებისათვის, რაც, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ასევე შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობასთან. მოსამართლე წევრების დასჯას არასამთავრობო სექტორი, ბესელია და მსგავსი პოლიტიკოსები მოითხოვენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათი უსაფუძვლო თავდასხმებისგან ვიცავთ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს; მართლაც პოლიტიკური საქმიანობა რომ განვახორციელოთ, დოლიძესავით, წარმოგიდგენიათ, რას მოიმოქმედებდნენ?! ახლა კი, დოლიძის დარღვევებზე მრავლისმეტყველი დუმილი, პირიქით, ბესელიამ დღეს ისევ ჩემი დასჯა მოითხოვა, კანონიერი მოსაზრებების გამოთქმისთვის 

განა გასაკვირი არაა ასეთი ორმაგი სტანდარტი? მაგრამ მე და ჩემი კოლეგები, ამ უსამართლობის მიუხედავადაც, გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. მადლობა მინდა გადავუხადო საბჭოს ყველა წევრს, ვინც დღეს მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას – საქართველოს პრეზიდენტმა შეუწყვიტოს უფლებამოსილება ანა დოლიძეს!” – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.

დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ წარმოდგენილი მასალები:

11 ინიციატივა ქუთაისს – გიორგი ვაშაძემ მორიგი თემატური პრეზენტაცია გამართა

24 ოქტომბერს, ქუთაისში, სტრატეგია „აღმაშენებლის“ მორიგი თემატური პრეზენტაცია გაიმართა. „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ და სტრატეგიის იდეის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ადგილობრივებს, ქუთაისის განვითარების 11 კონცეფცია შესთავაზა. გთავაზობთ იმ ინიციატივების ჩამონათვალს, რომელიც გუშინდელ პრეზენტაციაზე გაჟღერდა:

1. კავკასიაში ყველაზე დიდი კონგრეს ჰოლი

2. IT ქალაქი – IT კომპანიების ოფისები, ტენოლოგიური სასწავლო ცენტრი

3. ყოველდღიური ავიარეისები დიდ ქალაქებში 3 საათის რადიუსით

4. 2 ინდუსტრიული პარკი

5. მულტიფუნქციური სპორტული არენა

6. 10 ბრენდული სასტუმრო, 500 მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმრო

7. ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების ინტერაქტიული მუზეუმი – ოქროს საწმისი

8. სწრაფი სამგზავრო მატარებელი

9. საპარლამენტო დედაქალაქი

10. ძველი ქუთისის რეაბილიტაცია – აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისი

11. დას. საქართველოში ყველაზე დიდი გასართობ-დასასვენებელი პარკი

ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი იდეის ფოკუსირება, აღმშენებლობის იდეის გარშემო. დავამარცხოთ უკიდეგანო ნიჰილიზმი, რომელიც ჩვენს გარშემოა.

იდეა შეიძლება გვქონდეს, მაგრამ აუცილებელია კონკრეტული მიზანი და ჩვენ დავისახეთ მისია – ტრადიციულ ღირებულებებსა და პროგრესზე ორიენტირებული, ძლიერი, ერთიანი და მშვიდობიანი საქართველო, დაფასებული ადამიანებისა და შეძლებული ოჯახების ქვეყანა. სწორედ ეს სინთეზი გვჭირდება რომ მივაღწიოთ წარმატებას. და ეს მთელი იდეა, დაფუძნებულია სამ ძირითად ფასეულობაზე, ძლიერი ადამიანი, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საქართველო.

თუ ადამიანი არ იქნება ძლიერი, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი. ძლიერი სახელმწიფო ძლიერ ოჯახზე დგას, და პირიქით, მოქალაქე ვერ იქნება ძლიერი და თავისუფალი, თუ ძლიერი სახელმწიფო არ უმაგრებს ზურგს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არ გავჩერდები და ამით ხელისუფლებას სიამოვნებას არ მივანიჭებ ისევე როგორც წინა ხელისუფლებას – ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმიანება და აცხადებს საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლებს:

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავს სალომე ზურაბიშვილს რომ დამატოვებინოს იუსტიციის საბჭო. ეს დევნა მოსალოდნელი იყო ჩემი აქტიურობის შედეგად.

ნათელია, რომ იუსტიციის საბჭოს არ აქვს სურვილი გაარჩიოს საზოგადოებრივი საქმიანობა და პოლიტიკური საქმიანობა ან უნარი არ აქვს საბჭოს ზოგიერთ წევრს. მოგეხსენებათ, კანონი კრძალავს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, ვახდენ ციტირებას, – არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ანდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

მე საზოგადოებრივ აქტიურობას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებების საკითხებზე განცხადებებს ძალიან დიდი ხანია ვაკეთებ და ეს მოქალაქეობრივ საქმიანობად მიმაჩნია.

მე ნამდვილად საზოგადოებრივად, სამოქალაქოდ ვაქტიურობ, უამრავ საჭირბოროტო თემაზე და ამის გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდა არც წინა ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებასაც ამ სიამოვნებას მე ვერ მივანიჭებ.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ჩემი როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება სისტემის მანკიერების წინააღმდეგ მებრძოლი კრიტიკული ხმების მხარეს“, – აცხადებს ანა დოლიძე.

 

ივანიშვილს ვერ პატიობენ ვერც პოლიტიკურ გამჭრიახობას, ვერც ბოროტების დამარცხებას, ვერც თავმდაბლობას, ვერც პატრიოტიზმს – გიორგი ვოლსკი

ამაზონის დამწვარი ტყეების დასახმარებლად მომღერალ ბერას მიერ გაწეულ ქველმოქმედებას ეხმიანება და ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ სიკეთეებზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი:

მესამე დღეა ვკითხულობთ კომენტარებს ბერას მიერ ამაზონის ტყეების გადასარჩენად საერთაშორისო ფონდში გაკეთებული შენატანის შესახებ. პოზიტიურთან ერთად იმდენი ხეპრული შეფასებაც იყო, რომ ნამდვილად ბევრია პატარა საქართველოსათვის. იგივე პატარა ქვეყნისათვის კი მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლის არჩევა ამ, მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემასთან მებრძოლი ორგანიზაციის ერთ-ერთ ელჩად.

ვულოცავ ბერას! სხვა რომ არაფერი, გაწეულ ხარჯს ესეც ამართლებს, მითუმეტეს რომ ხარჯიც პირადია.

საკუთარი პრობლემებიც ბევრიაო, ისე გაიძახიან თითქოს რამე გაეკეთებინოთ მათ მოსაგვარებლად, ხოლო უმეტესს სწორედაც რომ მათ შესაქმნელად არ ეღვაწოს. მათი ლოგიკით არც საერთო საკაცობრიო საფრთხეებთან ბრძოლაში უნდა ჩავებათ, მითუმეტეს არც საერთაშორისო ფორუმები თუ მსოფლიო ჩემპიონატები უნდა ვატაროთ ქვეყანაში. არც სხვებს დააინტერესებს ჩვენი ყოფა და ვიყოთ ასე, ოკუპანტების თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე სახიფათო პროცესების ეული შემყურე.

დავუბრუნდეთ ისევ ქველმოქმედებას. რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ინვესტირება აქვს გაკეთებული, მისი შორეული შვილიშვილებიც ვერ ამოიღებენ მატერიალურ სარგებელს. აი ეგ უკვირთ სწორედ და საზოგადოებაც უნდათ რომ გააკვირვონ. ვეჭვობ, რომ ზოგი შესაძლოა მართლაც დააჯერეს თითქოს გაპარტახებული აბასთუმანის აღდგენა ან ობსერვატორიის ტელესკოპი საკუთარი გართობისათვის სჭირდება, არც უწყიან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკოლოგიისათვის საქართველოში მის მიერ აღდგენილი თუ გაშენებული ტყეპარკები, არა იმ მასშტაბით როგორც ამაზონის მასივი, მაგრამ ესოდენ საჭირო საერთო ეკოლოგიური სისტემისათვის.

ათასობით პირად დახმარებებს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ გაუგებარია რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალი, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტისათვის გაწეული ხარჯი ასეულ მილიონობით ლარს ზოგავს ბიუჯეტისათვის. განა ეს არ აძლევს სახელმწიფოს საშუალებას, რომ სუსტი ეკონომიკის პირობებში, ამდენი ბენეფიციარი შეინახოს და უმკურნალოს, საზღვარგარეთ ასწავლოს და სხვა. როდის, რომელი სიტყვით ან მოქმედებით დაუყვედრებია სამშობლოსათვის ან ხარჯი ან ერთგულება?! ან მისი გუნდის რომელი წევრისგან გაგიგონიათ სკამზე შემდგარი სადღეგრძელოები და აღფრთოვანებული შეძახილები, რაც სულ ახლახანს ახასიათებდა პოლიტიკურ სინამდვილეს?

ისიც უთქვამთ, ხომ არ სჯობდა სკოლების, თეატრების თუ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას და ამაში სახელმწიფოსათვის შეღავათის კეთებას პირდაპირ საციალური ხარჯებზე გაეკეთებინა ორიენტაცია და სამ მილიარდ დოლარზე მეტი სწორედ ამ სფეროში დაეხარჯაო. იქნებ სჯობდა კიდეც, ყოველშემთხვევაში ვერცერთი სულელი ვერ გაბედავდა იმის თქმას რომ ხალხისთვის არაფერი უკეთებიაო. არადა სულ ახლახანს ათასობით სასოწარკვეთილს საბანკო უღელი ჩამოხსნა…

უსაყვედურეს!… ვერ პატიობენ ვერც პოლიტიკურ გამჭრიახობას, ვერც ბოროტების დამარცხებას, ვერც თავმდაბლობას, ვერც პატრიოტიზმს.

კი, მძიმეა პრობლემები! ჯერ მარტო ათეულობით მიწასთან გასწორებული, უწყლო სოფელი და ათასობით იპოთეკით დაზარალებული დაგვიტოვეს მემკვიდრეობად, გადაცდომებიც ხდება…

აქვე თვალსაჩინოა პოზიტიური ტენდენციები, მსოფლიო მასშტაბის საომარი თუ ეკონომიკური დაპირისპირების პირობებში შენარჩუნებული სტაბილურობა, ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, მაღალი რეიტინგები…

“ქართული ოცნების” ლიდერს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, საკმაოდ დიდი იმისათვის რათა მისი ოჯახის წევრის ჩართულობა საერთაშორისო პროექტში პოლიტსექტანტების
საკრიტიკო არ გახდეს“, – წერს გიორგი ვოლსკი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ჩემი გასამართლება იმაზე გადაწყვიტეს, 35 მილიონი რატომ ქონდა შემოსავალი ამა და ამ წელს რ2ს და 43 რატომ არაო – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას კურიერის რეიტინგთან კონტექსტში განიხილავს:

ესე იგი, ჩემი გასამართლება იმაზე გადაწყვიტეს, 35 მილიონი რატომ ქონდა შემოსავალი ამა და ამ წელს რ2ს და 43 რატომ არაო (ჯერ ერთი ვინ გეკითხებათ, მეორეც, მთლად 44 ქონდა, მარა შევეშვათ).

და 9 საათიან კურიერს რომ თბილისში 1% აქვს რეიტინგი და მთელი საქართველოს საშუალოთი მოამბესთან 1%ს რომ აგებს (3% მოამბე 2% კურიერი, ორივე 9ზე), მაგაზე რამდენჯერ უნდა დახვრიტოთ პატასალია და ზედ ნინო შუბლაძე? 😈

ps არა და, რამდენი დავცინეთ თავის დროზე მოამბე რომ კურიერს დაასვეს 9ზე. თურმე მაგათ ცოდნიათ ყველაზე ადრე სტრასბურგის გადაწყვეტილება 😂😂“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.