შაბათი, მაისი 17, 2025
16.2 C
Tbilisi
Home Blog Page 1787

ავტომფლობელებს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება – კახა კალაძე

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადება გააკეთა პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმების გამკაცრებაზე, ისაუბრა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის წესის შესახებ, კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ამნისტიის კანონთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„მინდა დედაქალაქის მოსახლეობას და პირველი რიგში, ავტომფლობელებს მივაწოდო ინფორმაცია, ვთხოვო და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი, ამის შემდეგ, თუ ფოსტით ვერ მოხდება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართიც არის www.tp.ge. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში, დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, ის მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს სრული ოდენობით ჯარიმის გადახდა. ჩვენ ასევე, უზრუნველვყოფთ დაჯარიმებული პირებისთვის SMS შეტყობინებების მიწოდებას მათზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის წესი და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტი დედაქალაქის სხვა უბნებშიც განხორციელდება.

„იცით, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე – ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით იყო გარკვეული ხარვეზები. ჩვენ დავიწყეთ ყველაფრის მოწესრიგება. ორ კონკრეტულ ლოკაციაზე საპილოტე ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი ავამოქმედეთ, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო. მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებგვერდზე. ასევე, შშმ პირთათვის არის უფასო. სხვა დანარჩენებისთვის 15 წუთი არის უფასო, შემდეგ უკვე ზონიდან გამომდინარე გადახდის რეჟიმი ირთვება. მაგალითად, ერთი საათი ერთი ლარია. ჩვენ მსგავს პროექტს სხვა უბნებსა და ცენტრალურ რაიონებშიც განვახორციელებთ, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. მისი თქმით, პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ამნისტიის კანონს იხილავს. ამ დღეებში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი. თქვენ იცით, რომ ერთჯერადი ამნისტიის აქტი გამოიცემა და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც პირველ ოქტომბერს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ტაქსის ის მფლობელები, რომლებსაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი. ასევე, გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 30 სექტემბერს გაუვიდათ ნებართვის მოქმედების ვადა და პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ ნებართვის არქონის გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ და სერვისის მისაღებად კონკრეტულ კომპანიებს მიმართონ.

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მფლობელები სერვისს შემდეგ მისამართებზე მიიღებენ: „ავტო სპა“, ბერი სალოსის გამზირის N31-ში, „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და „ავტო შხაპი“, შეშელიძის N68-ში.

„გამოქვეყნებულ კონკრეტულ მისამართებზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. გარდა ამისა, ვინც ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტაქსის სერვისის გამწევთა განახლებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსების რაოდენობა ბოლო ერთ კვირაში 2000-ით გაიზარდა.

„A კატეგორიაში მონაწილე ტაქსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეის მდგომარეობით, გაცემულია 13 000-მდე ლიცენზია. რეგისტრირებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით, 2000-ით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. სხვა მნიშვნელოვანი ეტაპებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ივანიშვილმა წინასაარჩევნო თაღლითობა დაიწყო – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წყალტუბოს განვითარების პროექტს ეხება. ვაშაძეს მიაჩნია, რომ ივანიშვილის ინიციატივა წინასაარჩევნო სატყუარაა, რომელზეც საზოგადოება არ უნდა წამოეგოს.

ჩემს უკან არის “ლაგუნა ვერე” რომელიც რეალური სახეა ბიძინა ივანიშვილის. იმის, თუ როგორ ინვესტიციებს ახორციელებს და როგორ უყვარს მას საკუთარი ქვეყანა. “ლაგუნა ვერე” 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა გაჩერებული. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა შეიძინა, ფაქტობრივად ამ ტერიტორიის ინფრასტრუქტურა გაუბედურებამდე მიიყვანა. აღნიშნული ტერიტორიის მახლობლად არის ფაბრიკის ტერიტორია, რომელიც ასევე მის საკუთრებაშია და რომელიც ქალაქის ცენტრში სანაგვედ იქცა.

ამ ადამიანს 1 ლარად შეძენილი აქვს 43 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა და მაგალითისთვის აბაშაში, სადაც უზარმაზარი ტერიტორიები შეიძინა, აბაშელებმა იციან, რომ არცერთი ინვესტიცია არ ჩადებულა იმ ტერიტორიებზე. ყოველივე აღნიშნულის ფონზე, გუშინ გამოვიდა და გვეუბნება, რომ წყალტუბოში აპირებს უზარმაზარი ინვესტიციის ჩადებას.

მოდით კითხვა დავსვათ, – რა არის მისი მიზანი?! რატომ აკეთებს ამ ყველაფერს?! ფიქრობს, რომ ეს იქნება მისთვის წინასაარჩევნო სატყუარა. განა წყალტუბოზე, ან წყალტუბოელებზე ზრუნავს, განა ქვეყანაში საკურორტო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს? ერთადერთი, რაც უნდა, ხელისუფლების შენარჩუნებაა და შესაბამისად, ივანიშვილმა წინასაარჩევნო თაღლითობა დაიწყო.

ერთი წლის წინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს აგებდა კვლავ დაგვპირდა, რომ ამ ერთხელ გვაპატიეთ და ქვეყანას ფეხზე დავაყენებო. ერთი წლის თავზე საქართველოს ჰყავს მილიონი უმუშევარი ადამიანი, ინვესტიციები ქვეყანაში შემცირდა 54%-ით. საქართველოში ერთ მილიონ ადამიანს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და ეძებს ორ “კაპიკს” მაინც, რომ ბავშვები გამოკვებოს, სოფლები დაიცალა. ეს არის მისი რეალური სახე.

საზოგადოებას მივმართავ, ეს სატყუარა არ უნდა გადავყლაპოთ. ივანიშვილს როგორც კი მოვიცილებთ, ინვესტიციებიც შემოვა, ეკონომიკაც განვითარდება და უმუშევრობაც დამარცხდება. ეს კაცი თითოეული ქართული ოჯახისთვის თავის ტკივილია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აშშ ელჩობის კანდიდატ კელი დეგნანის განცხადებიდან 3 საკითხს გამოვყოფდი – ხათუნა ლაგაზიძე

საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის კანდიდატად წარდგენილი კელი დეგნანის მიერ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გამოთქმულ მოსაზრებებში 3 პრიორიტეტს გამოყოფს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

ამერიკის ახალი ელჩის განცხადებებიდან გამოვყოფდი სამს:

პირველი – 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა;

2. ხაზგასმა იმაზე, რომ ამერიკამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საზოგადოების მდგრადობის გაზრდას, რათა საქართველომ შეძლოს მზარდი ჩინური (და რუსული) გავლენისგან თავის დაღწევას. ანუ საქართველო ხდება არა მხოლოდ რუსეთ-ამერიკის, არამედ ჩინეთ-ამერიკის ინტერესთა კონფლიქტის ობიექტიც!

3. საქართველოს სამხედრო მდგრადობის გაზრდა“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს – გიორგი გახარია

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია:

დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების შესახებ გააკეთა განცხადება.

წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის მისი კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიცია, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს.

წყალტუბო გახდება მასშტაბური ტურისტული ცენტრი, რომელიც დიდ სტიმულს მისცემს იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათას ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.
ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს განუყოფელი ნაწილია – ეკა ბესელია

პარტია “სამართლიანობისათვის” ლიდერი, პარლამენტარი ეკა ბესელია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კომისიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს ყველას”

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოდითგანვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო.

კომისიას სჭირდება ზურგის გამაგრება სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის იმდენად მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები უნდა წარმართავდნენ ამ პროცესს და ამაგრებდნენ კომისიის მუშაობას, პარლამენტს კი მუდმივად უნდა ეჭიროს პულსზე ხელი“, აცხადებს ეკა ბესელია

საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ გვინდა 60%-ის აღება – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თანამშრომლობისას ე.წ. წითელ ხაზებს ავლებს კონკრეტულ პარტიებთან მიმართებაში და მისი აზრით “ქართულ ოცნებას” არ ექნება მათთან პარტნიორული ურთიერთობები:

არიან “ნაცები,” “შმაცები” და “შმაცუნები” და მათთან კოალიციის შეკვრა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია.

ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას – ეს არის, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსი, დემოკრატიული მოძრაობა მათთანაც, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან შეუძლებელია კოალიციის ფორმირება.

სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა 60%-ის აღება, თუკი 60%-ს ვერ ავიღებთ, ჩვენ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

გიორგი ვაშაძე ბიზნესმენ ფადი ასლის შეხვდა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე და სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორი ფადი ასლის შეხვდა. გიორგი ვაშაძემ, ბიზნესმენთან შეხვედრისას, ბიზნესსექტორთან მიმართებაში სახელმწიფოს როლსა და ჩართულებაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ბიზნესსექტორის განვითარებასა და წარმატებულ საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„„სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის იდეა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ყველა, მათ შორის, ბიზნეს სექტორი იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები დავძლიოთ. მაგალითად, ინდუსტრიული პარკების პროექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის 2 მილიარდი ინვესტიცია, 80000 სამუშაო ადგილი, მაგრამ მხოლოდ ქართულ ბიზნესთან ერთად, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებთან ერთად შეიძლება ეს განხორციელდეს.

ქვეყანაში, სამუშაო ადგილები ინვესტიციების შემოტანით, ბიზნეს სექტორმა უნდა შექმნას. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ გაჭირვება დავამარცხოთ. მივიღეთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები, რა სჭირდება დღეს ბიზნესს იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები.

როდესაც სახელმწიფო არის იგივე ანაკლიასთან მიმართებაში მთავარი მოწინააღმდეგე, რომ პროექტი არ გამოვიდეს, რა თქმა უნდა, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ შეიქმნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისად, სახელმწიფო უნდა იყოს ბიზნეს სექტორის მთავარი მხარდამჭერი.

„ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე, ,,სტრატეგია აღმაშენებელის” ფარგლებში, თემატურ შეხვედრებს, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, მომავალშიც გამართავს.

წყალტუბო უახლოეს წლებში უნდა გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად – ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციის ინიციატივით გამოდის:

“ქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო – დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენს ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია. სწორედ ასეთია წყალტუბო – უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველსავე წლებში პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია მრავალ ობიექტურ, თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის გასავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში, ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში, მაღალი რისკის მატარებელი იყო და ბიზნესსაც არ გაემტყუნება, რომ არ გარისკა.

ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.

პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან მე მხოლოდ ერთს – „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს – სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია. სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას – გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას აბასთუმანში პირადი სახსრებით ვახორციელებ.

მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი.

მე გადავწყვიტე გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.
ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

ამ ნაბიჯით მსურს, ერთის მხრივ, მივცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მივცე სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, KohL&Partners-ის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებშიც, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. ამავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად – რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ.

უდავოა, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გააადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.
წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება. სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.
წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას.

დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობისა და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად.
ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.

სანატორიუმების რეაბილიტაცია წყალტუბოში მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში, საშუალოდ, ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ თანამდევი მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოჰყვება კურორტის აღდგენას.

წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა იმისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, ასევე, მათ გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა.

საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

და ბოლოს, რატომ გამიჩნდა სურვილი და მოთხოვნილება, ასე საჯაროდ და დეტალურად მესაუბრა წყალტუბოს განვითარების პროექტზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას. ამავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის. ამიტომ, საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უპირობოდ მიღებას ითხოვს ოპოზიციისგან ხელისუფლება – ანა კობახიძე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო და სამართლებრივი საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი ანა კობახიძე:

“საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვების შემდეგ, იურიდიულმა კომიტეტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტუტუციური პროექტები განიხლა – ერთი ეს გახლავთ უმრავლესობის მიერ ინიცირებული, რომელსაც მხარი დაუჭირეს, ხოლო როგორც მოსალოდნელი იყო ჩავარდა ის პროექტი, რომელიც ინიცირებული იყო 200000 ამომრჩევლის მიერ.

უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი პროექტი, როგორც ყველასთვის ცნობილია, ეს გახლავთ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, სადაც არ იქნება დაწესებული ბარიერი და ყველა ის პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 0.67 %-ს, პარლამენტში მოხვდება მინიმუმ ერთი წარმომადგენლით. ასევე, ცვლილება ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების აკრძალვას.

მეორე პროექტი, რომელიც 200 000 ამომრჩევლის მიერ იყო ინიცირებული, ითვალისწინებდა სრულად პროპორციულ სისტემას, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა საარჩევნო ბარიერი 3% და საარჩევნო ბლოკებიც.

ჩვენი პარტიაც გახლდათ ინიციატორი იმ პროექტის, რომელიც საბოლოოდ წარადგინა პარლამენტში 200000 ამომრჩეველმა. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული დემოკრატიისთვის და ამას წლებია ვითხოვთ, მაინც არის უმრავლესობის წარმოდგენილ პროექტში ისეთი მუხლები რომელსაც არ ვეთანხმებით. ბლოკების აკრძალვის არგუმენტი, თითქოს ეს არის პარტიების გაძლიერების მიზნით გაკეთებული, არის სუსტი არგუმენტი რადგან, პარტიის გაძლიერებას ხელს არ უშლის ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე პარტია, პირიქით ბლოკშიც კი არის კონკურენცია პარტიებს შორის. თუ უმარავლესობას სურდა გაექრო ისეთი პარტიები, რომელიც უბრალოდ ბიუჯეტის ხარჯზე არსებობს და როგორც პენსიას, ისე იღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან, ამ ნაწილში ვეთანხმებით, მაგრამ პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა, ისე რომ უბრალოდ შეიცვლებოდა ბლოკების დაფინასების წესი ან ასევე შესაძლებელი იყო ბლოკების შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი დაწესებულიყო უფრო მაღალი და ამით დაგვეტოვებინა პარტიებისთვის უფლება – ისინი გაერთიანდებოდნენ წინასაარჩევნოდ თუ ცალ-ცალკე სუბიექტად წარსდგებოდნენ ამომრჩევლის წინაშე.

რაც შეეხება ბარიერს, აქ კომიკური სიტუაცია გვაქვს, რადგან უმრავლესობას მიაჩნია რომ 2020 არჩევნებისას პარტიებისთვის ბარიერის დაწესება არასამართლიანია, რაც 2024 წელს უკვე სამართლიანი ხდება და 5% იქნება საჭირო, რომ საარჩევნო სუბიექტი პარლამენტში მოხვდეს.

რიგი განსხვავებების მუხედავად მნიშვნელოვანია ოპოზიციის და რაც მთავარია ამომრჩევლის ერთიანობა ამ საკითხზე – არის საფრთხე იმისა, რომ უმრავლესობამ მისივე ინიცირებული პროექტი ჩააგდოს, რადგან იურიდიულ კომიტეტზე თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უმრავლეობის წევრებში არ არის ერთიანი პოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და შეიძლება პლენარულ სხდომაზე საფთხე დაემუქროს კონსტიტუციურ ცვლილებებს. ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სხდომაზე კატეგორიულად ითხოვდა ოპოზიციას მიეღო ეს პროექტი ისეთი, როგორიც არის ,,თუ-ს“  და ,,მაგრამ-ის“ გარეშე”, რაც ცალსახად მიუღებელია – აცხადებს ანა კობახიძე.

მერვე წელია ჯანდაცვაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ხელისუფლების მხრიდან კი სრული იგნორი იყო – მანანა ჯებაშვილი

საარჩევნო წლის დაწყებასთან დაკავშირებული მორიგი პოპულიზმი ჯანდაცვის მინისტრისგან, ასე აფასებს საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჯებაშვილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებულ რეფორმების მორიგ ტალღას. 

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს “ჯანდაცვის განვითარების ქართული მოდელის” პრეზენტაცია გაიმართა სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში, რომლის მიზანია შეიქმნას ინოვაციებზე და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაქსიმალურად ხარჯთეფექტური ჯანდაცვის ქართული მოდელი, რომელიც მიაწოდებს პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. ექიმი მანანა ჯებაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს სტრატეგია „აღმაშენებლის“ მიერ ჯანდაცვის პროგრამის შემუშავებაში.

„პრეზენტაციიდან მალევე ხელისუფლებამ დაიწყო ჯანდაცვის პრობლემებზე საუბარი. ჯერ, სამეგრელოს მოსახლეობასთან პრემიერ მინისტრის შეხვედრაზე მთავარი თემა იყო ჯანდაცვა, ხოლო შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია გამართა. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ხელისუფლება დაინტერესდეს ჯანდაცვაში არსებული მწვავე პრობლემებით. მთავარია, რომ მინისტრის მიერ წარმოდგენილი რეფორმის ძირითადი ნაწილი ჩვენი ჯანდაცვის პროგრამიდან არის, რასაც მივესალმებით (პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, მედიკამენტების ფასის შემცირება და ხარისხის გაზრდა, ელექტრონული ჯანდაცვის განვითარება და ა.შ.). თუმცა, ჩვენი პროგრამა თავისი მასშტაბით ფართოა და ასევე უფრო დეტალურად არის განხილული ის მოდელები, რეგულაციები და მეთოდები, რომლის გამოყენებითაც მივაღწევთ სასურველ შედეგს.

მერვე წელია ჯანდაცვაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ხელისუფლების მხრიდან სრული იგნორი იყო. ახლა რას მივაწეროთ ამ მიმართულებით გააქტიურება და მოსახლეობისთვის ახალი დაპირებების მიცემა, საარჩევნო წლის დაწყებას ხომ  არა?!

ჩვენ ვგეგმავთ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმის მონიტორინგს. ხელისუფლებას მოსახლეობისთვის მორიგ ჯერზე ცრუ დაპირებების საშუალებას არ მივცემთ“, – აცხადებს მანანა ჯებაშვილი.