შაბათი, მაისი 17, 2025
13.1 C
Tbilisi
Home Blog Page 1785

სრულიად მოულოდნელად ჩვენი პატრიარქის ახალგაზრდობაში გადაღებული ფოტო მაჩვენა – ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ყოფნისას ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც საქართველოს პატრიარქს ეხება:

“მინდა მოგითხროთ ძალიან ემოციური და თბილი ამბავი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში ყოფნის დროს მოხდა.

მე და ჩემი შვილი, ქუჩაში ვსეირნობდით, როდესაც ემოციური შეძახილით სრულიად უცნობმა ადამიანმა გაგვაჩერა და ფოტოს ერთად გადაღება გვთხოვა. მან ქართველების მიმართ დიდი სითბო გამოხატა. მსგავსი რამ ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ გამაოცა იმ ფაქტმა, რაც შემდეგ მოხდა.

ამ ბატონმა ხელი გულის ჯიბისკენ წაიღო და მითხრა, რომ მას სურდა მისთვის ძალიან ძვირფასი ფოტო ეჩვენებინა. რა თქმა უნდა ვიფიქრე, რომ ეს მისი ოჯახის ფოტო იქნებოდა. სრულიად მოულოდნელად ჩვენი პატრიარქის ახალგაზრდობაში გადაღებული ფოტო მაჩვენა. თვალებს არ ვუჯერებდი! აღმოჩნდა რომ ის ამ ფოტოს, მისი მამის გარდაცვალების დღიდან თან ატარებდა ! ამ ბატონის მამა და ჩვენი პატრიარქი თურმე ერთად სწავლობდნენ სასულიერო აკადემიაში.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამას მისთვის მიუცია ეს ფოტო და უთქვამს: ეს ადამიანი ჩვენს კურსზე ყველასათვის პატივსაცემი და გამორჩეული იყო! ის არის წმინდა ადამიანი და მისი ფოტო განსაცდელისაგან დაგიცავს და ყოველთვის თან ატარეო.
ალბათ, წარმოგიდგენიათ ჩემი და ჩემი შვილის ემოციები! სიამაყით და სითბოთი აგვევსო გული!

ჩვენი პატრიარქი მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურაა, მით უფრო მართმადიდებლური სამყაროსთვის. ის მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთნის და ჩვენი, ქართველების ვალია მოვუფრთხილდეთ მას”, – წერს ნინო ბურჯანაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ძირითადად ყოვლად აბსურდული და დაუსაბუთებელი არგუმენტების გამო 45000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა – თეონა ჭალიძე

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმარულების ხელმძღვანელი, ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს და მოქალაქეებს მიმართავს, რომ შეეხმიანონ, რათა ერთად გადაწყვიტონ ხელისუფლების მხრიდან შექმნილი პრობლემები.

თეონა ჭალიძის თქმით, 45000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა, ამის მიზეზი კი, ძირითად შემთხვევაში, ყოვლად აბსურდული და დაუსაბუთებელი არგუმენტებია:

ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში ,,ახალი საქართველოს“ სოციალურმა სამსახურმა დავაანონსეთ, რომ წლის განმავლობაში მოსალოდენლი იყო სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარებების შეჩერება-შეწყვეტა. როგორც ვხედავთ ხელისუფლების ხელში სოციალური დახმარებები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა და არასაარჩევნო წელს ყოველთვის იყენებენ ეკონომიების გასაკეთებლად. ყოვლად აბსურდული მიზეზებით უჩერდებათ საარსებო შემწეობა ადამიანებს.

ყოველდღე მოგვდის შეტყობინებები უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან. ზოგიერთ ოჯახებს, წელიწადში ორჯერ, 3-3 თვით უჩერებენ დახმარებას და გამოდის, რომ ნახევარი წელი კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებიან ადამიანები ჩვენს გვერდით. რიგ ოჯახებს კი უწესებენ 1 წლიან აკრძალვას, რაც იმას ნიშნავს რომ 1 წელი მათი განაცხადი არ განიხილება.

45000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა, ამის მიზეზი კი, ძირითად შემთხვევაში, ყოვლად აბსურდული და დაუსაბუთებელი არგუმენტებია. მივმართავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საქართველოს მასშტაბით, მერებს, გამგებლებს, რომ პარალელურად ამ პირების ამოღება არ მოხდეს უფასო სასადილოების სიებიდან. ხოლო ვინც მოლოდინის რეჟიმში იყო და ეს შემწეობა შეუჩერდა, გამოინახოს რესურსი და ამ ადამიანებისთვის სასადილოებიდან საკვების წაღება მაინც გახდეს შესაძლებელი.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს რომ შეეცვალათ ეს უპასუხისმგებლო მიდგომა და მანამ არ შეეჩერებინათ ოჯახებისთვის დახმარება, სანამ არ დადასტურდებოდა, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი საერთოდ არაკომპეტენტური და არასენსიტიური აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართ.

მივმართავ სახალხო დამცველსაც, კიდევ ერთხელ დაინტერესდეს ამ ადამიანების მდგომარეობით. აქვე ვაქვეყნებ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერს 591051601, რომელსაც პირადად ვუპასუხებ, ხოლმე და ჩვენს მისამართს – თბილისი, ვაკე, მეცხრე საავადმყოფოსთან, ზურა ავალიშვილის 8.

ვისაც უსამართლოდ გიჩერებენ ამ დახმარებას მოგვმართეთ და შეგვატყობინეთ. აქვე თუ ვინმეს სურვილი და საშუალება გაქვთ საკვები პროდუქტით თანადგომა გაუწიოთ შემწეობის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, თქვენც დაგვიკავშირდით და დაგაკავშირებთ ბენეფიციარებს.

სოციალური სოლიდარობა გვაძლიერებს!” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

შავრაზმული ეკლესიური ვნებები და ინსტიტუციები დაღმავალი ბოროტებაა, ხოლო ივანიშვილი ამომავალი – ნიკა გვარამია

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას კონკრეტულ თემებზე აკეთებს აქცენტს და უმწვავეს შეფასებებს ახდენს ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია:

“ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ ვინც თვლის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ამ ქვეყნის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, ვფიქრობ, მინიმუმ, ღრმად ცდება.

ეს ქვეყანა 30 წელია დამოუკიდებელია და არც სხვა პატრიარქი ყოლია და არც უფრო განათლებული კლიროსი. პირიქით, ბევრად დახურული იყო თემა, შეკითხვების დასმას ერთეულები ბედავდნენ და კრიტიკა ლამის ფიზიკური უსაფრთხოების ხაზზე გადიოდა. დღეს ბევრად ღია და გამჭვირვალეა საკითხი და ბევრად ბუნებრივი – კრიტიკა.

30 წელია ეკლესიას სრულიად მკაფიოდ ქონდა და აქვს რუსეთის მიმართულებით ყანყალის პრობლემა და მისმა ელიტამ ღიად დაუჭირა მხარი ბალტინის ჯარების მიერ პირველი ეროვნული ხელისუფლების დამხობას. პატრიარქმა კი ხან ჯაბა იოსელიანი გამოაცხადა რაინდად და ხან გრაჩოვი მონათლა (როგორც ამბობენ და არავის უარუყვია).

30 წელია ქართული ეკლესია იხრჩობა ფულში, აგროვებს და აგროვებს, მიაქვს და მიაქვს, ითვისებს და ითვისებს, ყიდის და ყიდულობს.

30 წელია ასეა. თუმცა, სწორედ ამ ეკლესიის პირობებში და ხშირად მის საწინააღმდეგოდ მოახერხა ქართველმა ხალხმა

🛑ევროსაბჭოში შესვლა;
🛑თვითორგანიზაცია და 2003 წელს ვარდების რევოლუცია;
🛑უაღრესად არაპოპულარული, მაგრამ უკიდურესად წარმატებული რეფორმების გატარება;
🛑ღიად ანტიშავრაზმული და ანტიკლერიკალური კანონების მიღება;
🛑 ყველა რეფერენდუმსა თუ პლებისციდზე დასავლური კურსის დიდი უმრავლესობით მხარდაჭერა;
🛑 რეგიონის ყველაზე განვითარებული ქვეყნის სტატუსის მოპოვება;
🛑ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მიღება.

30 წელია ასეა, მაგრამ არასდროს, ივანიშვილამდე, საქართველო

🛑არ ყოფილა ისე ახლოს რუსეთის მიერ შთანთქმასთან, როგორც ახლა, ამ წუთას;
🛑ვერასდროს, მტაცებლური მადით შეპყრობილ საეკლესიო ელიტას ვერ მოუხერხებია დიდ გავლენაზე მაღლა ახტომა, და, ივანიშვილისგან განსხვავებით, ვერ მიუტაცებია სახელმწიფო;
🛑ვერასდროს, ძალიან გავლენიან და მართვის ამბიციით გახრწნილ მაღალ სამღვდელოებას, ეფექტურად ვერ უმართავს ყველა სახელისუფლებო შტო ერთად და არ დაუტოვებია ქვეყანა ერთბაშად პარლამენტის, მთავრობის და სასამართლოს გარეშე.

დიახ, შავრაზმულმა, პრორუსულმა დაჯგუფებებმა ეკლესიის შიგნით (იერარქიის ყველა საფეხურზე და დონეზე) ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს და კვლავ აყენებენ საქართველოს. მათ დიდი როლი ითამაშეს ივანიშვილის და მისი უკიდურესად რეტროგრადული რეჟიმის მოყვანაშიც, უაღრესად დიდი, მაგრამ არა ფუნდამენტური და გადამწყვეტი.

შავრაზმული ეკლესიური ვნებები და ინსტიტუციები

🛑დაღმავალი ბოროტებაა, ხოლო ივანიშვილი – ამომავალი;

🛑ტრენდია, რომელიც ნელდება, ხოლო ივანიშვილი სიძულვილის სუბიექტია, მაგრამ ეს არ აისახება მის ხელისუფლაბში ყოფნაზე, რასაც ხელისუფლების უზურპაცია ქვია;

🛑ეკლესია მრავალგანშტოებიანი ვერტიკალია, რომელიც სტრუქტურულად ბევრ ადგილასაა გარღვეული, და ადამიანური მდგენელით არაერთგვაროვანია, ხოლო ივანიშვილი ერთპიროვული, უმდიდრესი მონოლითია, რომელიც მოსასყიდი კი არაა ეკლესიასავით (დამატებითი და უდიდესი სისუსტე), პირიქით, იქეთ ყიდულობს;

🛑ეკლესიამ ვერასდროს ვერ მოახერხა ძლიერი ხელისუფლების ინსტრუმენტალიზაცია, მისი გავლენა არაა ამხელა და მეტწილად მითოლოგიზირებულია (გავლენის რეიტინგებში მაღალი ადგილები “იქნებ ხედავს ღმერთი, რას ვხაზავ” პრინციპის შედეგია და არა რეალობის ასახვა). აი პირიქით – ძლიერ ხელისუფლებას მისი ინსტრუმენტალიზაცია – ყოველთვის. 2008 წლამდე ეკლესია საერთოდ არ იყო მოცემულობა ძლიერი, პროგრესული და უკიდურესად ეფექტიანი ნაცმოძრაობისთვის, აი დაღმასვლის და დასუსტების გზაზე დამდგარისთვის, ნამდვილად გახდა.

ეკლესიის შავრაზმულ გავლენასთან გამკლავებას, სჭირდება მეტი განათლება, მეტი განვითარება, მეტი თანმიმდევრულობა, მეტი სეკულარიზმი და ქვეყანაზე მეტი ზრუნვა და, რაც მთავარია, ნაკლები სიღარიბე. ჭირდება ჭკუა, გამბედაობა და ძალა – მედასავლეთე და ეფექტიანი მთავრობა. საკუთრივ ამ უკანასკნელს კი – დემოკრატიული არჩევნები. უზურპატორი ივანიშვილის შემთხვევაში კი, მოყვანილ ლოგიკურ მწკრივს პირიქით უნდა გავყვეთ – არც დემოკრატიული არჩევნები ჩანს და არც მომყოლი შედეგები, ეკლესიის ბნელი ბირთვის დეკონსტრუქციის ჩათვლით.

ყველა მამხილებელი თუ “მამხილებელი”, ვინც პირიქით თვლის ან გვაჩვენებს, რომ თვლის, ამტკიცებს ზუსტად იმას, რაც ივანიშვილს ჭირდება – ბიძინაზე უარესიც არის ამ ქვეყანაში. და აქ ჩნდება ივანიშვილისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი – სიტყვა “ჯერ”, კონსტრუქციაში, “მოდი, ჯერ იმას მივხედოთ”. მეტიც, მთლად ივანიშვილის (ვითომ ნაკლები ბოროტების) ღვაწლის დაფასებაც შემოდის სცენაზე, ეკლესიის (ვითომ მეტი ბოროტების) ჩამოშლის გამო, მერე რა, თუნდაც საკუთარი მიზნით, კონკურენტი ჩამოიშოროს, “მთავარი ხომ შედეგია – ეკლესია დამარცხდა”.

სწორედ, ასეთი “ჯერ”-ები ასულდგმულებს ივანიშვილს და მის უზურპაციას. ასეთი “ჯერ”-ები გვაშორებს კეთილ მომავალს, მათ შორის, ეკლესიის შავრაზმულ-რეტროგრადული ელიტის დამარცხებას, და გვაახლოვებს რუსეთის გუბერნიობასთან, სადაც აღარც ქართული სახელმწიფო იქნება და აღარც მართლმადიდებელი ეკლესია. არ იქნება მთავარი – თავისუფლება და დღევანდელი მამხილებლები იქნებიან ციხეში, ხოლო “მამხილებლები” ხელისუფლებაში – ან საერო, ან საეკლესიო”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

თუ სალომე ზურაბიშვილი გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, მორატორიუმს დაარღვევს და თუ მორატორიუმს დაარღვევს სხვა მსჯავრდებულებიც უნდა შეიწყალოს – ალექსანდრე ელისაშვილი

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ისაუბრა ტელეკომპანია “ფორტუნა”-ს ეთერში “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა. ალექსანდრე ელისაშვილის აზრით პრეზიდენტი თუკი შეიწყალებს მსჯავრდებულ დეკანოზს, მაშიმ მან სხვა პატიმრების საქმეებიც უნდა განიხილოს:

პრეზიდენტი ახლა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მორატორიუმი აქვს გამოცხადებული შეწყალებაზე, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იდიოტიზმია. თავის უფლებამოსილებას გამოუცხადა მორატორიუმი, გაგიგიათ ასეთი რამ?!

ეხლა თუ შეიწყალებს მამალაძეს, როგორც სინოდმა ერთხმად მიმართა, მაშინ მან მორატორიუმი უნდა დაარღვიოს, ეს რაღაცა სულელური მორატორიუმი, ხოლო თუ მორატორიუმს დაარღვევს, მაშინ სხვა მსჯავრდებულებიც უნდა შეიწყალოს,” – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.

წყალტუბოს რეაბილიტაციას კი არა, ოღონდ 20/20-ის არჩევნები მოიგოს და ბაზალეთის ტბაშიც ჩაყვინთავს და ოქროს აკვანსაც ამოიღებს – ირაკლი ოქრუაშვილი

წყალტუბოს რეაბილიტაციის თემას ეხმიანება “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი და მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარძვების მოსაპოვებლად და გადარჩენისთვის ყველაფერზე წავა”

ჯერ სად ხართ ?! მარტო წყალტუბოს რეაბილიტაციას კი არა, ოღონდ 20/20 -ის არჩევნები მოიგოს და გადარჩეს, ბაზალეთის ტბაშიც ჩაყვინთავს და ოქროს აკვანსაც ამოიღებს, საქართველოს ცხვირით გადაჩიჩქნის, თამარ მეფის და რუსთაველის საფლავები რომ იპოვოს, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის და ათონის ივერონის ყიდვასაც დაგპირდებათ, ქორწილში მეჯვარედ წაყვება ყველა ახალდაქორწინებულს, იალბუზზე ფეხით ავა და ამირანს აუშვებს, 3 მილიონი ქართველის ფეხის დაბანის რიტუალსაც შეასრულებს და ა.შ.

მთავარია თქვენ გახსოვდეთ, რომ თაღლითები არ იცვლებიან და თაღლითებად რჩებიან, მითუმეტეს მის ასაკში“, – ირაკლი ოქრუაშვილი

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება – რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა და როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი

როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრი იუწყება 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი 2 ნოემბერს პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყება.

აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ: 

რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება. გამონაკლისს წარმოადგენს უცხოური ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდა, რომელიც 7-8 ნოემბერს ჩატარდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მონაწილეები ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და ცენტრებში გამოცხადდნენ შესაბამის დროსა და ადგილას. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული თითოეული ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. დაგვიანებული აპლიკანტი ტესტირებაზე არ დაიშვება.

აპლიკანტებმა ტესტირებაზე თან უნდა იქონიონ: 

საგამოცდო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სურვილის შემთხვევაში კი წყალი პლასტმასის ბოთლითა და პირადი ჰიგიენის ნივთები. ცენტრი წელსაც  უზრუნველყოფს მათ საწერი კალმებით, თუმცა სურვილის შემთხვევაში აპლიკანტებს შეუძლიათ გამოცდაზე საკუთარი გელიანი (ე. წ. ტუშის) 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერის მქონე  შავი ფერის კალმის შეტანა.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობა:

რეგისტრაციის გავლამდე აპლიკანტი აბარებს ზედმეტ ნივთებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში. აპლიკანტებს ურიგდებათ პასუხების ფურცელი, კალამი და ფურცელი შავი სამუშაოსათვის. ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე იკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი. თავად მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ პასუხების ფურცელი არ იყოს დაზიანებული. აგრეთვე დაუშვებელია მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის დავალებებს).

ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა – მთელი საგამოცდო პროცესი იწერება.

საგამოცდო წესების თანახმად, დაუშვებელია:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • ტესტირების  მიმდინარეობისას აპლიკანტების ერთმანეთთან საუბარი/გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში იგი მოიხსნება გამოცდიდან).

აპლიკანტები გაფრთხილების გარეშე იხსნებიან გამოცდიდან ლექსიკონის, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს); წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, ასევე, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს მათ მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 8 ნოემბერს დასრულდება.

 

ინფორმაციისთვის:

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე მონაწილეთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 2-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ შუამთის ქუჩაზე მდებარე N117-ე საჯარო სკოლამდე ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება. ავტობუსი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებს და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, 50 თეთრად მოემსახურება.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების მითვისების და ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინა:

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის  20  ივლისს  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარედგინა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა  გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოტანილია დადგენილება, რომლითაც ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის თებერვალში შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „პორშეს ცენტრში“ მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი ,,Porche Macan S”, რომლის შეძენის მიზნით, ნიკა გვარამიამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის – ზ.გ-ს მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელებს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შესთავაზა, რომ ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ. ასევე, ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ავტომანქანის წინასწარ სარგებლობაში გადაცემისა და ე.წ. „ბარტერზე“ დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საეთერო დროში შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას“ მეშვეობით.

შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა  გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა. იმავე დღეს, ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა კონტრაქტორ საწარმოს – შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა  რუსთავი 2-ში, ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი ბრენდის, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.
ზემოაღნიშნული ქმედებებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი – ,,Porche Macan S”, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ნიკა  გვარამიას, ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  წარედგინა.

3 მილიარდი ლარის ინვესტიცია სოფელს – გიორგი ვაშაძე

რიგით მეოთხე თემატურ პრეზენტაციაზე, რომელიც სოფლის მეურნების განვითარებას მიეძღვნა, ის მთავარი პრობლემები გამოიკვეთა, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა და სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას პრობლემების მოგვარების ახალი ფორმულა შესთავაზა. ვაშაძის მიერ წარმოდგენილი გეგმის რეალიზაციის შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ სოფლის მეურნეობა დამატებით 3 მილიარდი ლარის ინვესტიციას მიიღებს.

სოფლის მეურნეობის მოდელი, რომელიც წარვადგინეთ, ითვალისწინებს იმას, რომ მისი რეალიზაციიდან სულ რაღაც ორ წელიწადში საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დაახლოებით სამი მილიარდი ლარის ინვესტიცია შემოვა. აქედან გამომდინარე კონკრეტულ შემოსავალს მიიღებენ ოჯახები, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი.

დღეის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში 351,9 მლნ დოლარის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად 351,9 მლნ დოლარით მეტ სოფლის მეურნეობის პროდუქტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 725 000 ჰექტარი მიწის ფართობიდან, სარწყავ ფართებზე პრობლემა 598 000 ჰექტარზე გვაქვს. ხოლო 802 000 ჰექტარი, რომელიც გვაქვს, სახნავ-სათესი მიწებია და 600 000 ჰა აუთვისებელია.

ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გამომუშავება ოჯახში მხოლოდ 57 ლარია. სწორედ ამ ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად შევიმუშავეთ ფორმულა, რომელიც ყველაფერ ამას მოაგვარებს და რომლის მეშვეობითაც სოფლად მაცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდი თემატურ პრეზენტაციებს საზოგადობას ყოველკვირეულად წარუდგენს.

გძინავთ თუ ეს ყველაფერი ნებადართულია?! ნაძვნარი მასიურად იჩეხება – ლევან სამუშია

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ადვოკატი ლევან სამუშია სოციალურ ქსელებში ფოტოებს აქვეყნებს, რაც ადასტურებს ნაძვების მასიური ჭრის პროცესს წალკის რაიონის ს. ხაჩკოიში და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:

გძინავთ თუ ეს ყველაფერი ნებადართულია?! ნაძვნარი მასიურად იჩეხება, დღისით ბენზოხერხებით მიმდინარეობს გამალებული ჩეხვა“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ლევან სამუშია.

პოსტს ერთი დღის შემდეგ გამოეხმაურა საყვედურის ადრესატი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომენტარს აკეთებს კოსტში:

მოგესალმებით, ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს, ნომერზე 153, ინდექსის გარეშე ზარი უფასოა კონფიდენციალურობა დაცული. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი ყველა კანონდარღვევის ეფექტურად აღკვეთა“.

ასეთმა პასუხმა, ბუნებრივია, აღაშფოთა ლევან სამუშაო და არ დააყოვნა მისმა პასუხმაც:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო როგორ ფიქრობთ თქვენი ეს პასუხი ადეკვატურია?! გწერთ ოფიციალურად თუ სად ხდება ტყის მასივის ჭრა, ფოტოსურათებიც მოგაწოდეთ და თქვენ ამ რაღაც დაკოპირებულ ტექსტს მწერთ და კონფიფენციალურობის გარანტიას მთავაზიბთ მაშინ , როდესაც ღიად მოგწერეთ ამ ფაქტის შესახებ. ფაქტის უკვე ცნობილია და თქვენ ვალდებული ხართ იმოქმედოთ!!!

 

სახეზეა ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუტის ნგრევის და დისკრედიტაციის მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან და ეს არის რეალობა – მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეხმიანება საპატრიარქოში განვიტარებულ მოვლენებს და პასუხისმგებლობას, ყოველივე მომხდარში, აკისრებს “ქართულ ოცნებას”:

მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი საზოგადოება წინა და არსებული ხელისუფლების დროსაც პოლიტიკოსებისა და სახელისუფლო სტრუქტურების მხრიდან უწმინდესზე, საპატრიარქოსა და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებს ხედავდა.

ამ პროცესმა ყველაზე სახიფათო ფორმა ,,ქართული ოცნების” მმართველობის დროს მიიღო. საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება. რა ვითარებაში ხდებოდა ეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არსებობდა კომუნიკაცია პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ცნობილი და ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დაადასტურა. ამიტომ არ შევალ დეტალებში.

მე მოვითხოვე, რომ როცა ასეთი რამ ხდება, თუკი ეს ნორმალური ქვეყანაა პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს სპეკულაციები. სახეზეა ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუტის ნგრევის და დისკრედიტაციის მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან და ეს არის რეალობა“, –  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.