კვირა, მაისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1781

ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითია და ეს ფარსი ორ-სამ დღეში დასრულდება – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, მყიფე ერთობად მიაჩნია ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და მიმდინარე პროცესებში პარტიათა კონკრეტულ ინტერესებს ხედავს:

ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითია და ეს ფარსი ორ-სამ დღეში დასრულდება. სამი ძალა იბრძოლებს საპარლამენტო არჩევნებში.

სინამდვილეში, ახლა, პარლამენტის წინ მიშას და ბოკერიას დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ომი “ნაცური ოპოზიციის ლიდერობისთვის” – ან მიშა, ან ბოკერია- უგულავა.
ჰო და, მიშა ორ სამ-დღეში მოუთავებს თავის ანასხლეტებს და მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშას დაიკავებს.

პატრიოტებს უკვე მყარად უკავიათ საკუთარი ადგილი ოპოზიციურ ველზე.

ორკაციანი პარტიები – გუბაზი, რესპები, “ადინ დომა”, “ჩემი თაკო” და სხვა. ან მის ფრთებქვეშ მონახავენ ადგილს, ან მიიღებენ ჭიტლაყს.

ასე რომ პროპორციულის თუ მაჟორიტარულის თემა მეორეხარისხოვანია, უახლოეს ორ-სამ დღეში მოხდება იმის ლუსტრაცია, ვინ არის მზად იბრძოლოს მიშას დროშის ქვეშ და მიშას მოსაყვანად. ამიტომაც ჩხავის განწირულის ხმით უგულავა!

P.S. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და უშანსოდ აღმოჩნდებიან ის “ოპოზიციური” პარტიები, გუშინ და გუშინწინ რომ მიშას ლანძღავდნენ და უცებ მის გვერდით აღმოჩნდნენ.
რა რბილი და ზომიერი სიტყვაა – უხერხული…” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია

ჩვენ მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში გამოვხატავთ პროტესტს და არცერთ პოლიციელს არ ვუქმნით რაიმე სახის დაბრკოლებას სამსახურეობივი მოვალეობის შესრულებისას – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები ატარებს არაძალადობრივ ხასიათს და სამართალდამცავ ორგანოებს არ შექმნია რაიმე სახის დაბრკოლება გადაადგილებისას ან სამსახურეობივი მოვალეობის შესრულებისას:

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს, რუსთაველზე მყოფ სამართალდამცავებს აქვთ წინააღმდეგობა აქციის მონაწილეების მხრიდან. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ, იქ მყოფი ადამიანები, მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში გამოვხატავთ პროტესტს და არცერთ პოლიციელს, ჩვენი მხრიდან, არ შექმნია რაიმე სახის დაბრკოლება გადაადგილებისას ან სამსახურეობივი მოვალეობის შესრულებისას.

ჩვენ დავიწყეთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი იმისთვის, რომ “ქართული ოცნების”დეპუტატებს შევუქმნათ დისკომფორტი და მიმაჩნია, რომ თუ ოდნავი ღირსება მაინც შერჩენია რომელიმეს, საერთოდ არ უნდა გამოცხადდნენ ხვალ პარლამენტში.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი პოლიციის მიმართ და განვმარტავ, რომ ჩვენი მხრიდან არ ჰქონია ადგილი მათთვის, რაიმე ფორმით ხელის შეშლის ფაქტს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მედია მირეკავს და აინტერესებს ჩემი პოზიცია, რამდენად კანონიერია პარლამენტის შენობის პიკეტირება – ნინო ლომჯარია

პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:

მედია მირეკავს და აინტერესებს ჩემი პოზიცია, რამდენად კანონიერია პარლამენტის შენობის პიკეტირება. რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.

უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში.

პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის და ამის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია. მაჟორიტარებს კი თუ თვითმმართველობების პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის რეფორმა უნდა გაეტარებინათ, იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნინო ლომჯარია.

თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები: ნარიყალას ციხესიმაგრე

მრავლადაა თბილისში ადგილები, სადაც გული მიუწევს ადამიანს, სულიერად ისვენებს იქ ყოფნით და თვალიც ხარობს ამ ადგილების ნახვით. ერთ-ერთი მათგანია ნარიყალას ციხესიმაგრე. იგი განლაგებულია სოლოლაკის ბორცვზე, საიდანაც ხელისგულივით ჩანს თბილისის მრავალფეროვანი პანორამა და ეს ადგილი აღაფრთოვანებს არა თუ უცხოელებს, თბილისლებსაც კი, რომელთა თვალიც ერთგვარად შეჩვეულია ციხესიმაგრის საუცხოო ხედებს. რამდენჯერადაც არ უნდა იყო ნამყოფი ამ შესანიშნავ ადგილას, მაინც მიგიწევს გული იქით…

ბევრჯერ მომინახულებია ეს ადგილები წლების წინ, ვუყურებდი ამ შესანიშნავ ადგილებს და სიამაყით მევსებოდა გული, როცა ხელით ვეხებოდი მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მემკვიდრეობას, ნარიყალას ციხესიმაგრეს, ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნის ძეგლს და ჩემთვის ვფიქრობდი: მართლაც, რომ ღვთის მადლითაა კურთხეული ჩვენი სამშობლო და რა დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი ისტორიის, ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე…

ახლაც, ვაქვეყნებ რა 7 წლის წინანდელ ფოტო-ვიდეო რეპორტაჟს, იგივეს ვფიქრობ და მჯერა ერის სიბრძნის, საქართველოს ბედნიერი მომავლის!

edi (163x156, 30Kb) ედნარ მგელაძე

 

ნარიყალა (ნარინ კალა) — უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტედტთან. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს.

ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და პატნეზებით (ბასტიონებით) გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის სახით.

ბევრი ოსისათვის ძალიან შემაშფოთებელია, მათი ღირსების შემლახავია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება – ქეთევან ციხელაშვილი

„ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს,  რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს“ – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ გააკეთა.

სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან,  თამარ გაბუნიასთან ერთად, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და ქალიშვილებს შეხვდა და მათ ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით მუშაობის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.

„ნებისმიერი უკანონო დაკავება, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია. მითუფრო, როდესაც საქმე ეხება ექიმს, ადამიანს, რომელსაც თავად აქვს უზარმაზარი გამოცდილება უმკურნალოს ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა. მათ შორის, ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს. რა თქმა უნდა, არც სხვა ექიმები, მისი კოლეგები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ძალიან შეშფოთებულები არიან, არ აპირებენ იმას, რომ თუნდაც ამის გამო ჰიპოკრატეს ფიცს უღალატონ. არ გამოვრიცხავ, რომ ის, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფიქრობს, ამით ჩრდილს მიაყენებს რეფერალურ პროგრამას, რომელსაც საქართველო ახორციელებს. რა თქმა უნდა, ის გაგრძელდება. ვიცი ისიც, რომ ბევრი ოსისათვის ეს ფაქტი ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. მათი ღირსების შემლახავია, რომ ექიმი, ამდენი დღის განმავლობაში, უკანონოდაა დაკავებული“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, 9 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩაერთო ყველა შესაბამისი უწყება – სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმირებულ იყვნენ ჟენევის თანათავმჯდომარეები, ყველა საერთაშორისო აქტორი. არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

„ჩვენ ოკუპაციის ფაქტს ვხედავთ, 2008 წელიდან მოყოლებული ამ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ცხადია, პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. ეს ცალსახად უნდა ითქვას. ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს,  რათა პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს. ზოგადად, მოსახლეობა იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მოგეხსენებათ, არაერთ პირს სჭირდება სამედიცინო დახმარება და ცხინვალის რეგიონი, ფაქტობრივად, იზოლატორად იქცა. ამით, პირველ რიგში, ახალგორის მოსახლეობა ზარალდება. თუმცა, ასევე ზარალდება ოსი მოსახლეობაც, რომელიც დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

„წინა დღეების განმავლობაში მე პირადად მქონდა შეხვედრები ეუთოს ადამიანის უფლებების დამცველებთან. ჩვენმა პარტნიორებმა თავიანთი პოზიცია ძალიან ღიად გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების თანამონაწილეა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, მითუფრო საქმე ეხება ექიმს და მათ უზენაეს ვალდებულებას – პაციენტებს უმკურნალონ ყველა შემთხვევაში და ყველგან. ამის გათვალისწინებით“, – დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.

ივანიშვილი დღეს უკვე უდრის ქაოსს – გიგი უგულავა

პარლამენტში პროპორციული არჩევნებზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნაში და ტყუილში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და მიაჩნია რომ ეს ბრძოლა ივანიშვილის სრული კაპიტულაციით დასრულდება:

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დამთავრდება ივანიშვილის სრული კაპიტულაციით, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანმა, რომელმაც ამხელა ტყუილი აკადრა საზოგადოებას, ხვალ-ზეგ გამოვიდეს და რაღაც დაპირებები გასცეს წყალტუბოზე, აბასთუმანზე, მფრინავ მარსზე და გველაპარაკოს ვენერაზე… მან თავის თავს დაუსვა წერტილი იმ ტყუილით.

ადამიანი, რომელმაც ასეთი რამე იკადრა, ის უბრალოდ ვერ გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ქვეყანა ჩამოგვეშლება ივანიშვილის პირობებში. ივანიშვილი დღეს უკვე უდრის ქაოსს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

სამი დღის განმავლობაში მოთხოვნა და პოზიცია ვერ გაახმოვანეს ისეთი, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური – მამუკა მდინარაძე

 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქვამს თავის მოსაზრებებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

თქვენ ნახეთ, რომ სამი დღის განმავლობაში მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც კი ვერ გაახმოვანეს ისეთი, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობენ გერმანულ მოდელს, ხან 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ა.შ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ატარებდნენ თითქოს საკონსტიტუციო რეფორმებს, მაგრამ თითი თითზე არ დაუდიათ, რომ შეეცვალათ კონსტიტუცია იმდაგვარად, უზრუნველყოფილი რომ ყოფილიყო პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, ამ ხალხისგან პროპორციულ არჩევნებზე აღშფოთება ცოტა არარელევანტულია.

პირველად საქართველოს ისტორიაში “ქართულმა ოცნებამ”, ანუ ჩვენ, ჩავწერეთ პროპორციული არჩევნების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში. ეს მანამდე არავის მოუფიქრებია, არავის გაუვლია აზრად. ახლა საუბარია მხოლოდ ვადის გადმოწევაზე, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა აღსრულებული. შესაბამისად, 2020 წელს, გაიმართება შერეული სისტემით არჩევნები.

საკანონმდებლო ორგანო და ნებისმიერი სახელმწიფო უწყება გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებას. თუ იქნება უკანონო ქმედებები, ამას, სახელმწიფო, ყოველთვის, როგორც წესია დემოკრატიის პირობებში, დაუპირისპირებს კანონს და მაქსიმალრად შეეცდება, რომ აღიკვეთოს ნებისმიერი უკანონო მოქმედება,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვთხოვთ ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი – საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქირურგის ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დატყვევების გამო:

დიდად ვწუხვართ ცნობილი ექიმის, ტრავმატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დატყვევების გამო. ამ პიროვნებას ყველა იცნობს, როგორც ფრიად გამოცდილ ქირურგს, რომელმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის ცხინვალის რეგიონში.

ვფიქრობთ, თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა პირველ რიგში მისი დამკავებლებისთვის არის პრობლემური.

ბატონ ვაჟას გათავისუფლებისთვის ქართველი მედიკოსები, უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლება, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ მხარდაჭერას. ჩვენც ვუერთდებით მათ და ვთხოვთ ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი“.

საპროტესტო აქცია “ერთად ერთის წინააღმდეგ” – ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები

დაანონსებული საპროტესტო აქცია მოწოდებით – “ერთად ერთის წინააღმდეგ”, დაიწყო თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქცია ორგანიზებული იყო პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ, გარდა პატრიოტთა ალიანსისა, რომლებმაც თავიანთი აქცია 17:00 საათზე დაანონსეს რესპუბლიკის მოედანზე.

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას”, “ევროპული საქართველოს”, “ლეიბორისტული პარტიის”, “რესპუბლიკური პარტიის” “დემოკრატიული მოძრაობის”, “ლელოს” ლიდერები, ასევე სამოქალაქო აქტივისტების “სირცხვილიას”, “შეცვალეს” წარმომადგენლები და სხვები წარდგნენ საზოგადოების წინაშე და თავიანთი გამოსვლებში პარტიისა თუ პირად პოზიციას გააცნობენ აქციის მონაწილეებს, განმარტავენ პროტესტის არსს და წარუდგენენ მოთხოვნებსა თუ სამოქმედო გეგმას.

გაჟღერდა ძირითადი მოთხოვნები:

  • ვადამდელი არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით;
  • გახარიას მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის ფორმირება;
  • არჩევნები აღარ ჩაატაროს მოქმედმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ;
  • 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაპატიმრებულების უპირობო გათავისუფლება.

ასევე გაჟღერდა, რომ შექმნილ სიტუაციაში და პარლამენტის მიერ ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო არსებულმა პარლამენტმა დაკარგა ლეგიტიმაცია და მოხდეს ამ ორგანოს პიკეტირება. ასევე გაგრძელდეს პერნამენტული აქციები და რუსტაველზე მიმდინარე აქცია არ დაიშალოს.

რამდენიმე რამ, რაც აუცილებელია ვიცოდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობისას – გიორგი მშვენიერაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი მშვენიერაძე საზოგადოებისათვის აქტუალურ თემის, პროპოპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საუბრობს:

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია;

მათგან 73 მაჟორიტარი (ანუ არჩეული კონკრეტულ საარჩევნო ოლქში) და 77 პროპორიული წესით არჩეული დეპუტატია;

ქვეყანაში დაახლოებით 2 000 000 აქტიური ამომრჩეველია;

საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანია, ხოლო ყველა დეპუტატს თანაბარი წონა და იდენტური უფლებამოსილება აქვს, მიუხედავად იმისა, ის მაჟორიტარია თუ არა;

მაჟორიტარიც და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატიც, სრულიად საქართველოს წარმომადგენელია და არა რომელიმე რეგიონის ან მუნიციპალიტეტის;

მოქმედი საარჩევნო სისტემით თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა 45%-ის ხმას (900 000) მიიღებს, ის დაახლოებით პარლამენტში იღებს 35 მანდატს პროპორციული წესით (77-ის 45%) და 73 მანდატს მაჟორიტარული წესით (იგებს ყველა ოლქს); ანუ ჯამურად მანდატების საერთო რაოდენობის დაახლოებით 72%-ს (108 მანდატს);

ხოლო დანარჩენი პარტიებს, რომელთაც ჯამურად შესაძლოა პირველ ადგილზე გასული პარტიის მხარდამჭერებზე ბევრად მეტი ამომრჩეველი უჭერდეთ მხარს, (1 100 000 ამომრჩეველი), ჯამურად ერგებათ მანდატების 28%, ანუ 42 ადგილი პარლამენტში;

რა იცვლებოდა ახალი საარჩევნო სისტემით? ის რომ ყველა პარტიას ექნებოდა ზუსტად იმის პროპორციული მანდატი პარლამენტში, რამდენი ამომრჩეველიც დაუჭერდა მას მხარს. კერძოდ, 45% მხარდაჭერის მქონე პარტიას ექნებოდა დაახლოებით 68 მანდატი, ხოლო დანარჩენ პარტიებს ჯამურად 82 მანდატი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოქმედი საარჩევნო სისტემა იპარავს ამომრჩევლის ხმებს და მას მანდატების სახით ჩუქნის მმართველ პარტიას, ხოლო მმართველი პარტია ამ დაკანონებული ქურდობის გაუქმებაზე ამბობს უარს, რადგან თვლის, რომ ქურდობის აკრძალვით დაკარგავს ხელისუფლებას“, – აღნიშნავს გიორგი მშვენიერაძე.