ორშაბათი, მაისი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1776

ის ხალხი, ვინც არის დღეს ხელისუფლებაში, პოლიტიკაში არამც თუ არ ყოფილან, სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიესალმება ოპოზიციური სპექტრის ერთობას სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის პროცესში, ამასთან გიორგი მარგველაშვილის აღნიშნავს, რომ კონტრაქციები ძალიან საშიშია როგორც ქვეყნისთვის, ისე უშუალოდ ხელისუფლებისთვის და რომ ეს მმართველ გუნდს ეცოდინებოდა, თუნდაც ტელევიზორით რომ დაკვირვებოდნენ პოლიტიკური პროცესებს:

“მე ვუყურებ, როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც შეძლო ერთ ოთახში ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის – სამართლიანი არჩევნებისათვის.

დღეს იქნება, ხვალ იქნება, ზეგ იქნება – ერთი გამოსავალი არსებობს, შეურაცხმყოფელი ტყუილი, რომელიც დაიდო პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმით, ამ ტყუილში და შეურაცხყოფაში ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ. ის ხალხი, ვინც არის დღეს ხელისუფლებაში, პოლიტიკაში არამც თუ არ ყოფილან, სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი.

რამდენჯერაც ყოფილა კონტრაქციები ქვეყანაში, ეს ყოფილა ერთმნიშვნელოვნად ნიშანი და ხელისუფლებასთან სრული გაუცხოება ხდება საზოგადოების, ტელევიზიით მაინც რომ ეყურებინათ ეცოდინებოდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან საშიშია როგორც ქვეყნისთვის, ისე მათთვის პირადად.

მე ვხედავ საფრთხეს ხელისუფლების სრული უსუსურობის და ამ უსუსურობის ფონზე ხელისუფლების სისუსტის, რომელიც მიგვიყვანს რაღაცა ექსცესებამდე, რომელიც შეიძლება იყოს არასასიამოვნო, თუმცა დაპირისპირების საფრთხეს მე ვერ ვხედავ,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს – დიმიტრი ხუნდაძე

პროპორციულ საარჩევნო სისტემაში პრობლემებს ხედავს “ქართული ოცნების” მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი. დიმიტრი ხუნდაძე მაღორიტარულ სისტემას მიიჩნევს მისაღებად და თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა, როცა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით:

“უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ევროპის და მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ხერხდება მთავრობის ფორმირება. ბევრ შემთხვევაში საჭირო ხდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რომლის შემთხვევაშიც არ არის გარანტია გონივრულ ვადებში სტაბილური მთავრობის ფორმირებისა. შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილებისა და შიდასახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე გამოიკვეთა, რომ ეს სისტემა დიდი რისკის შემცველია საქართველოსთვის.

[otw_shortcode_quote border_style=”bordered” background_pattern=”otw-pattern-4″ color=”#4099e6″]მეტად საეჭვოა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა თუნდაც 2024 წლისათვის იმ დონეზე განვითარდეს, რომ მოიხსნას პოლიტიკური არასტაბილურობის რისკები. ამასთან, მაჟორიტარულ სისტემას აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ორპალატიანი სისტემა ქმნის პოლიტიკური სტაბილურობის გაცილებით უფრო მაღალ გარანტიებს.[/otw_shortcode_quote]

ასე, რომ შეცდომა რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სანამ რეალურ უარყოფით შედეგებს მოიტანს, რისი ალბათობაც ამ პოლიტიკურ ველზე ძალიან მაღალია, დროა ჩვენვე გამოვასწოროთ. საპასუხო არგუმენტებად „დავპირდით“, ან „შევპირდით“, არ მიიღება”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

პირობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ხალხს მოგვცა “სრულდება”…

„არ შეიძლება ხელისუფლებაში დაბალი განვითარების ადამიანების დაშვება,
რადგან ისინი ქვეყანას თავიანთ დონემდე დაიყვანენ“
შარლ დე გოლი

სხვადასხვა კვლევების მიხედვით, რომელსაც საქართველოში პერიოდულად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ  ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანაში არსებულ პრობლემების პირველ სამეულში უმუშევრობას,  სიღარიბესა და ინფლაციას განიხილავს.  საქსტატის მონაცემებიც  1.939 მლნ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან 245.7 ათასი ადამიანი უმუშევარია, ხოლო 833.4 ათასი მოქალაქე თვითდასაქმებულია, რომელთა თვიური შემოსავალი ქალაქში 131 ლარს, ხოლო სოფლად – 69 ლარს შედგენს. რაც საარსებო მინიმუმზე დაბალია. გამოდის, რომ დღეისთვის სულ მცირე 1 მლნ. ადამიანზე მეტი ეძებს სამუშაოს. მოსახლეობის 33% მზად არის 500 ლარიან სამსახურში იმუშავოს, მაგრამ სამუშაო ადგილებს ვერ ნახულობენ. ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. მოსახლეობის 60-65% წამალს ვერ ყიდულობს და ექიმთან ვერ მიდის უსახსრობის გამო. ნახევარი მილიონი ადამიანი მზად არის სახელმწიფოსგან მიიღოს 30-60 ლარიანი დახმარება. სოციალური ფონი ქვეყნაში ყოველწლიურად მძიმდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი სანაგვე ურნებში ეძებს საკვებს, რომ შიმშილით არ დაიხოცნენ.

რას აკეთებს მართველი პარტია და მთავრობა აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად? დავიწყოთ იმითი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ და მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს 100 მსხვილი საწარმოს გახსნა დაუანონსა. სამუშაო ადგილების შექმნა, განვითარებული სოფლის მეურნეობა, იაფი ფული, საწვავი, წამლები, ბუნებრივი აირი. ეს და სხვა დაპირებები წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ უხვად დაარიგა.

“რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას და მის ტემპებს, პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი” – ასეთი განცხადება მოვისმინეთ პრემიერი ბიძინა ივანიშვილისგან. მოგვიანებით, ქართული ოცნების ლიდერმა უკან წაიღო საკუთარი სიტყვები და განაცხადა, რომ მსგავსი რამ არასოდეს არ უთქვამს.

ქართული ოცნებისთვის კრიტიკულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილი კვლავ წარსდგა საზოგადოების წინაშე და მორიგი პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში სიტუაციას დაალაგებდა. თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობდა „დალაგებაში“ ან რის დალაგებას აპირებდა (პარტიაში, ეკონომიკაში, სასამართლოში თუ მთლიანად ქვეყანაში) მას არ დაუკონკრეტებია. გავიდა ერთ წელზე მეტი და სიტუაცია სტაბილურად მძიმეა.

მეტიც ა/წ-ის 27 ნოემბერს იმედის არხზე ნიკა ლალიაშვილს საავტორო გადაცემა “SWOT ანალიზში” ბიძინა ივანიშვილის  ვრცელი ინტერვიუ ვიხილეთ. სადაც მან განაცხადა, რომ ვერ იხსენებს ისეთ დაპირებას, რომელიც მოსახლეობას მისცა და არ შეუსრულებია. ასევე მან აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში იგი ვერ ხედავს უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში იმის პერსპექტივას, რომ 2 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნას. მაგრამ გამოსავალი არის. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ევროპის შრომის ბაზრების ათვისება, ჩვენი მოქალაქეების პროფესიული გადამზადება და იაფი ავიარეისებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა დააფინანსებს, მათი გაყვანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ სამუშაოდ. მას მტკიცედ სწამს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს დაკარგულ ღირსებას დაუბრუნებს, ხოლო სპეკულაციური საუბრები საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

„თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ქვეყნებთან გერმანია, საფრანგეთი და სხვა განვითარებული ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები უფრო რთულია, მაგრამ იქ კიდევ უფრო მაღალია ანაზღაურება, ხელფასები, ისრაელთანაც ამას ვახერხებთ. ლეგალურად გადავამზადებთ აქ ჩვენს სასწავლებლებში რაც სჭირდებათ მინიმალური ენაც 2-3 თვეში და მივავლენთ სამუშაოდ. დაახლოებით, რომ წარმოიდგინოთ, იაფი რეისები დღეს ქუთაისიდანაც არის, ამას მთავრობა ასუბსიდირებს. გავზრდით ამ ნაწილს, 30-35 ევროდ შეიძლება პარიზიდან ჩამოხვიდე თბილისში, თუ ქუთაისში. და აღსდგება ის რაც დღეს არის და აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჯერ ღირსეულად ჩავა, როგორც გერმანელი ისევე დასაქმდება, ის არავის არ დაემალება, ფარული არ იქნება და მოპარული, გაფორმებული ექნება ეს კონტრაქტი და დასაქმდება ფორმალურად, თუ კვირაში ერჯერ არა თვეში ორჯერ თვეში ერჯერ მაინც მინიმუმ შეიძლება ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ოჯახი და მოეფეროს თავის საყვარელ სამშობლოს. თითქოს საამაყო არ არის, როგორ გარეთ გაგყავს? რეალობა ეს არის ნიკა, 2 მლნ. სამუშაო ადგილს ვერც 10 წელიწადში და ვერ 20 წელიწადში საქართველოში ვერანაირი ეკონომიკა ვერ შექმნის. ამიტომ სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ, მაგრამ ხალხს ღირსება დავუბრუნოთ“.

ანუ რას გვეუბნება ამით ბიძინა ივანიშვილი? თავდაპირველად ჩვენთვის მოცემული პირობა საუკეთესო მეოთხე წელზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე უნდა ასახულიყო რეალური დაპირება იყო და არა ტყუილი, როგორც ეს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სურთ, რომ მონათლონ. ჩვენი „ქართული ოცნების“ ასრულებას არა აქ საქართველოში არამედ შუაგულ ევროპაში უნდა ველოდეთ. და ძალიან გთხოვთ ნუ გაიკვირვებთ. ჩვენ შეიძლება ასე გავიგეთ, რომ კარგად საქართველოში უნდა გვეცხოვრა, მაგრამ განა ვინმეს თუნდაც სიტყვა დასცდენია ამაზე? იყო პირობა უკეთესად ცხოვრების, მაგრამ კერძოდ სად არავის დაუკონკრეტებია. პარიზსა და ლონდონშიც მშვენივრად მოვახერხებთ ამას. ევროპაში დიდი ქარხნებიც მუშაობს, საუკეთესო ჯანდაცვაც არის, ბანკში დაბალ პროცენტად კრედიტის გამოტანასაც შევძლებთ, დაფასებული სიბერეც გვექნება და ჩვენი შვილებიც შესანიშნავ განათლებას მიიღებენ. საქართველოში ასეთ შედეგის მისაღწევად (მითუმეტეს ამ მთავრობის პირობებში) კიდევ 20 წელიც კი არ გვეყოფა. ასე, რომ ხალხისთვის მიცემული პირობა სრულდება. მეტიც ამ პირობას ბონუსად უფასო გადამზადება და იაფი ავიაბილეთიც მოყვება.

მეორე პირობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ხალხს მოგვცა და კიდევაც შეასრულა, ზუსტად ერთი წლის თავზე ყველაფრის მოგვარება იყო. 2 მილიონი ადამიანის ევროპაში გაშვებით განა ყველა პრობლემა არ მოგვარდება. ქვეყანაში შემცირდება ღარიბი და მშიერი ადამიანების რიცხვი; ხალხის პარალელურად შემცირდება უმუშევრობა; ქალაქის ქუჩები განიტვირთება მანქანის საცობებისგან; სოფლები, რომ დაცარიელდება აღარ იქნება საჭირო ახალი გზების, სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის, ინტერნეტის გაყვანა, დაიზოგება ბიუჯეტის ფული; კიდევ უფრო გასუფთავდება ჰაერი აბასთუმანსა და წყალტუბოში; მოიკლებს უკმაყოფილო ამომრჩევლების რიცხვი, ბოლოსდაბოლოს აღარ გადაიკეტება თბილისის ცენტრალური ქუჩები პროტესტის მონაწილეების მხრიდან, ვეღარ ვნახავთ რკინის ბარიკადებს პარლამენტთან; საჭიროება აღარ იქნება სამთავრობო ტელეარხებზე სიცრიუს ტირაჟირებისა; და რა ვიცით კიდევ რამდენ „სიკეთეს’“ უნდა ველოდოთ ამ ახალი ინიციატივისაგან, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რევოლუციური უწოდა.

ეს ყველაფერი გასაგებია ბატონო ბიძინა იმიტომ, რომ ერთი წამითაც კი არ შეგვპარვია ეჭვი  თქვენი ჩვენდამი ზრახვების გულწფელობაში. გაუგებარია სხვა რამ საკუთარი სამშობლოდან გადახვეწილმა ადამიანებმა, რომელთა წინაპრებსაც ამ მიწაზე 25 საუკუნე უცხოვრიათ, როგორ უნდა დაიბრუნონ, როგორც თქვენ ამბობთ, დაკარგული ღირსება უცხო მიწაზე, სახლიდან შორს? რას ვეუბნებით ერს, რომელსაც უძველესი ენა და უნიკალური დამწერლობა გააჩნია რომელზეც  შოთას, ტატოს, აკაკის, ილიას, ვაჟას, გალაქტიონის შემოქმედება იწრთობოდა, დაივიწყონ საკუთარი და იაზროვნონ სხვა ენაზე? რატომ ვუსპობთ ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალ თაობებს ისევე დაუტოვონ რაიმე ღირებული, როგორც ამას თავის დროზე ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ? ამის კარგი მაგალითია სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, ბოლნისის სიონი, გელათი, ვარძია, უფლისციხე. რა გვინდა, რა არის ჩვენი საერთო მიზანი, რომ დავით აღმაშენებელის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პატარა კახის შთამომავლებს ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო, თუ იარონ მთელს მსოფლიოში მიუსაფარნი? და ბოლოს ქართველი კაცისთვის საკუთარი სამშობლო, როგორც ხისთვის ფესვები ისეა. როგორც კი მოაჭრი ძირში გახმება და გადაშენდება.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

ქოცებსაც გამოადგებათ და ეგებ ნაცებსაც შესვლოდათ ყურებში – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მოქმედ და წინა ხელისუფლებას კონკრეტულ ფაქტებს ახსენებს:

გუშინ მინდოდა შემეხსენებინა მაგრამ ეთერში საუბრის შესაძლებლობა არ ყოფილა და აქ ვიტყვი.

ქოცებსაც გამოადგებათ და ეგებ ნაცებსაც შესვლოდათ ყურებში:

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო 27 პროცენტი (ალტერნატიული დათვლებით) და პირველ ადგილზე გავიდა.

დაუწერეს 18% და გაიყვანეს მესამეზე.

22 ნოემბრამდე სააკაშვილი თავის კუთვნილ პირველ ადგილს და 27 პროცენტს ითხოვდა.

მეტს არაფერს.

22 ნოემბრამდე მას სიტყვა რევოლუცია საჯაროდ არ უხსენებია.

(ეს ნაცებმა ეგებ შეუშვან ყურებში – გამორიცხვა რომ არაფრის შეიძლება, მაგრამ წინასწარ ყვირილი რომ კონტრპროდუქტიულია).

შევარდნაძე ვერ მიხვდა, რომ დათმობა ჯობდა.

რომ დაეთმო, სააკაშვილი შევიდოდა თავისი 27 პროცენტით პარლამენტში და მოემზადებოდა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის – რომელსაც აუცილებლად მოიგებდა, მაგრამ არა რევოლუციური პროცესით.

და ყველაფერი რევოლუციით და იმით დამთავრდა, რომ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში 97 პროცენტი აიღო.

ჰოდა, ძმებო ქოცებო, მთელი ამბავი კარგად შეუშვით თავებში:

თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიდის ბიძინა პროპორციულის ჩაგდებით.

მარტო ქართული დემოკრატიის კი არა.

პირადად თქვენი.

P.S. და იმასაც გატყუებთ, რომ ბილეთს აგიღებთ“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი, თავის პოზიციას აფიქსირებს ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კონკრეტულ გამონათქვამთან დაკავშირებით:

ოტა ხნის წინ დავით ჯანდიერს ჰქონია მცდელობა გაემართლებინა ნიკა გვარამია და ამისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან “ამონარიდი” მოუშველიებია.

რეალურად იმ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ აღიქვამს ხელისუფლება ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გავრცელებას ან კრიტიკას, იგი არ უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მთავრობის ან კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდება.

ევროსასამართლო უთითებს ინფორმაციის გავრცელებაზე ან კრიტიკაზე და არა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე! რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, არ არის ხელისუფლების კრიტიკა. ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი (სიტყვასიტყვით) მოწოდებაა, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით.

ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირება პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ფსევდოდასავლელი მავნებლების ნამოქმედარის გასამართლებლად ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირება მხოლოდ მათ სასარგებლო ტენდენციურობას ნიშნავს, ფაქტი კი ჯიუტია!” – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა – ნიკა გვარამია

 

ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებასთან ერთად კონკრეტული შეთავაზებები აქვს ქართველი პატრიოტი მედასავლეთეებისადმი:

არტივად:

სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.

საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.

ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც

არც თავისი ნებით მიდის

და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს

ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და

უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

იმ დიდ თაღლითობასა და ტყუილს, რაც ივანიშვილისგან მივიღეთ, ქართველი ხალხი და მსოფლიო საზოგადოება არ აპატიებს – გიორგი ვაშაძე

ბიძინა ივანიშვილის მიერ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების დაპირების შეუსრულებლობას ეხმიანება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ ამ ტყუილს ბიძინა ივანიშვილს არ აპატიებს ქართველი ხალხი და მსოფლიო საზოგადოება.

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება და ეს იქნება მისი საზღაური თავის დანაშაულებზე. იმ დიდ თაღლითობასა და ტყუილს, რაც ივანიშვილისგან მივიღეთ, არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიო საზოგადოებაც არ აპატიებს. ტყუილად კი არ იბეჭდება ეს საერთაშორისოდ. ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს, ასეთი მოტყუება საკუთარი მოსახლეობის არავის ახსოვს. ახლა დგანან და გაიძახიან, რომ არაფერ შუაში არიან და ყველაფერს ერთეულ დეპუტატებს აბრალებენ.

ვინ ეკითხება შიოლაშვილს ან რომელიმე მანდ მყოფს, რა როგორ წარიმართება? – ამ ყველაფრის სათავეში ოლიგარქი ივანიშვილი დგას, რომელიც თავის მარიონეტებს ატრიალებს, როგორც სურს ისე.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის თავისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამაში ჩართულები არიან ემიგრანტებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გამოხატავენ პროტესტს. დაბოქლომების პროტესტმა თავისი სიმბოლურობა შეიძინა, რადგან „ქართული ოცნების“ სახეს გამოხატავს ნათლად. მათ სახელმწიფო ინსტიტუტები დიდი ხანია უკვე დაბოქლომებული აქვთ და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე არ ფიქრობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერ აგვიყოლებენ აგრესიაში და განვაგრძობთ მშვიდობიან, არაძალადობრივ აქციებს. ეს ქვეყანა ასაშენებელია და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დიქტატორად გადაქცეული ოლიგარქი ამზადებს ომს, საკუთარ ხალხთან – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა და ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ უკანონო ძალისმიერ ქმედებებში:

დიქტატორად გადაქცეული ოლიგარქი ამზადებს ომს, საკუთარ ხალხთან. ამ მიზნით სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიცია, სასამართლო, სპეც.სამსახურები, ადგილობრივი თვითმართველობა და კრიმინალიტეტი გადააქცია მშვიდობიან მომიტინგეებზე ზეწოლის ფორმირებად და იარაღად.

სანამ მოვლენები არ გადაზრდილა ვენესუელას და სირიას ვარიანტში, მე დაბეჯითებით მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ევროპის კავშირს, გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ნაყაჩაღარი მილიარდები, საკუთარ ბანკებში მოაქციონ ისინ, დაპატიმრების რეჟიმში, რაც მოგცემს საშუალებას, მოვლენები განვითარდეს მშვიდობიანად და აიძულებს ოლიგარქ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება მშვიდობიანი საარჩევნო მეთოდებით. ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ჩქარა, სანამ გვიან არ არის“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი

ვინც ფიზიკურად უსწორდებოდა აქტივისტებს, დროულად უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და აქცენტს ამახვილებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე აქტივისტებთან მიმართებაში. ნინო ლომჯარია მოუწოდებს სამართალდამცავებს, რომ მათ დროულად მოახდინონ მოძალადეთა იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა:

ძალიან რთული ვითარებაა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ სამართალდამცავთა ჩარევით აღნიშნული პრობლემა ვერ გადაიჭრება. მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას პოლიტიკური ნაბიჯები, რაც გულისხმობს პოლიტიკურ კონსესუსს.

რაც შეეხება დაპირისპირებებს, სადაც მოხდა ფიზიკური ძალადობა, ანგარიშსწორება, განურჩევლად იმისა ვინ ჩაიდინა და რომელმა მხარემ, უნდა დაიწყოს გამოძიება, იდენტიფიცირებულნი უნდა იყვნენ ეს ადამიანები.

მე გუშინ ვნახე, როგორ უსწორდებოდნენ აქტივისტებს, ფიზიკურად და ძალიან დროულად უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა,” – განაცხადა ნინო ლომჯარია.

ერთი მხრივ შერეული სისტემით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს არაფორმალური მმართველი, მეორე მხრივ ხალხს სურს პროპორციული სისტემის საშუალებით დაიბრუნოს ხელისუფლება – ანა კობახიძე

ქართულ რეალობაზე მორგებული საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელის შესახებ საუბრობს “პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო და სამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი. ანა კობახიძეს მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ცვლილებების პაკეტი დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში და სახალხო დამცველის აპარატის მეშვეობით გადაიგზავნება OSCE/ODIHR-ში, იქედან მოსული დასკვნა, მმართველ პარტიას კომპრომისზე წასვლას აიძულებს:

საარჩევნო მოდელი, რომელიც გერმანულ მოდელს ეყრდნობა და ქართულ რეალობაზეა მორგებული, სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამაზე თანხმდება არა მარტო ოპოზიცია, არამედ ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი.

ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა, ჯიუტად ამტკიცებს, რომ კონსტიტუციაშია ცვლილებების შეტანა საჭირო. იმისთვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი მოგვეხსნა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში და სახალხო დამცველის აპარატის მეშვეობით გადაიგზავნება OSCE/ODIHR-ში, რომლის დასკვნა, ვფიქრობ, აიძულებს მმართველ პარტიას განახორციელოს ცვლილებები.

აღნიშნული მექანიზმების გამოყენებით ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რომ გარდა არაძალადობრივი მშვიდობიანი პროტესტისა, ასევე მივმართავთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ ქვეყანა გამოვიდეს ჩიხიდან.

დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ორი საარჩევნო სისტემა. ბარიკადს მიღმა საქართველოში ახლა შერეული სისტემით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს არაფორმალური მმართველი, ხოლო ბერიკადების მეორე მხარეს ხალხი, როგორც ხელისუფლების წყარო, პროპორციული სისტემის საშუალებით, ცდილობს დაიბრუნოს ხელისუფლება“, – აცხადებს ანა კობახიძე.