ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
Home Blog Page 17

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 ივნისის პერიოდისთვის

13 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 14 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის თვე, ისევე რობორც წინა თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.

აშშ დოლართან მიმართებაში მთელი მაისის განმავლობაში და ივნისშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

10 ივნისი – 2.7311;
11 ივნისი – 2.7306;
12 ივნისი – 2.7306;
13 ივნისი – 2.7301.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით  და 1 აშშ დოლარი 14 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7296 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებაში ივნისში ლარის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა, რაც ბოლო ვაჭრობებზე შეიცვალა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

10 ივნისი – 3.1186;
11 ივნისი – 3.1189;
12 ივნისი – 3.1238;
13 ივნისი – 3.1825
.

წინა ვაჭრობაზე საგრძნობი გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე ასევე საგრძნობლად გამყარდა, 0.0224 ლარით და 14 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1401 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სახეზე იყო ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – რყევები და გაუფასურება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, დაფიქსირდა გამყარება და ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 14 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6937 ლარი (გამყარდა 0.0121 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0692 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6584 (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6051 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1169 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3533 ლარი (გამყარდა 0.0052 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7998 ლარი (გამყარდა 0.0039 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1707 ლარი (გამყარდა 0.0188 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.5667 ლარი (გამყარდა 0.1092 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8920 ლარი (გამყარდა 0.0098 ლარით).

მაისის თვეში ლარის კურსი მეტ-ნაკლები სტაბილიზაციით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართევაში, თუმცა თვის შუა პერიოდისკენ იყო სერიოზული რყევები, რაც ივნისის დასაწყისშიც გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

10 ივნისი – 3.4561;
11 ივნისი – 3.4729;
12 ივნისი – 3.4628;
13 ივნისი – 3.4069
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0085 ლარით და 14 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4174 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

კიდევ ერთხელ ჩემი სრული სოლიდარობა მათე დევიძეს და თავგასული სისტემის ყველა მსხვერპლს!

წარსულის მუმიები მოასხდნენ საქართველოს და პირველ რიგში ახრჩობენ ახალგაზრდობას, ანადგურებენ საქართველოს მომავალს.

მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას და არ დაუშვებს თითოეულის ცალ-ცალკე განადგურებას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ტოტალიტარიზმი მკვიდრდება, ტირანია ჩნდება. დიქტატი უკვე გვაქვს” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს:

ტოტალიტარიზმი მკვიდრდება, ტირანია ჩნდება.

დიქტატი უკვე გვაქვს.

ეს არის მცირე სურათი დღევანდელობის“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

“სტრატეგია აღმაშენებელი” ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას და მხარდაჭერას უცხადებს მათ:

შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ.

ბრძოლა გრძელდება ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც დგას სიმართლის მხარეს და იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისთვის!

თავისუფლება ნიკას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”- ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებლის განცხადება.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე” – სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოთხოვნის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტრო სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკას აღარ გააგრძელებს:

📢 იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.

🔹 საქართველოს სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც სადავოდ იყო გამხდარი №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პატიმრის სხეულის მთლიან გაშიშვლებას მისი სრული შემოწმების დროს. კერძოდ, სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.

✅ საგულისხმოა, რომ საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული.

🔹 კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, 2025 წლის 11 ივნისის წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 ივნისის ბრძანებებით ცვლილებები განხორციელდა № 1851 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ დებულებებში და ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები.

📌 საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებული იქნა სახალხო დამცველის აღნიშნული მოთხოვნა, სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სხეული მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკის გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას:

ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას!

მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?

ეს თავგასულობა მალე დასრულდება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია” – კახა კალაძე

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, ე.წ. ზიზღის კამპანიის შესახებ.

კატეგორიულად მიუღებელია რასაც ვხედავთ, ვისმენთ, ეს მიზანმიმართული ქმედებებია. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხისადმი, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ ერთმანეთს ფიზიკურად გავუსწორდეთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, პოლიტიკოსები ვართ, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას.

როცა 21 წლის ახალგაზრდას აზრის გამო აკავებენ, ეს უკვე არ არის უბრალოდ ერთი ადამიანის საქმე, ეს არის რეჟიმის ოფიციალური აღიარება, რომ აღარ შეუძლია მართვა.

ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის. ვიბრძვით მომავლისთვის, რომელიც ჩვენ უნდა ავაშენოთ – თავისუფალი, განათლებული, ძლიერი და განვითარებული.

თავისუფლება მათეს! თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს და გამარჯვება საქართველოს!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ მან უერთგულა საქართველოს კონსტიტუციას და არ დაუთმო საქართველო პუტინს” – გიორგი ბარამიძე

მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ მან უერთგულა საქართველოს კონსტიტუციას და არ დაუთმო საქართველო პუტინს და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება მაშინ, როდესაც საქართველო გათავისუფლდება ამ მოღალატეთა რეჟიმისგან”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით:

გრძელდება რეჟიმის მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა.

მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ მან უერთგულა საქართველოს კონსტიტუციას და არ დაუთმო საქართველო პუტინს.

ამ რუსული მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის მიერ ის უკვე ამდენი წელია არის საპყრობილეში, არის თავისუფლება შეზღუდული და მას არ აქვს საშუალება იშრომოს, იღვაწოს თავისი სამშობლოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის, სადაც წყდება როგორც უკრაინის, ისე საქართველოს და მთელი ცივილიზებული სამყაროს ბედი.

ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, როდესაც საქართველო გათავისუფლდება მოღალატეთა და კრიმინალური რეჟიმისგან”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ერთგვარ გამაფრთხილებელი მიმართვას ავრცელებს კონკრეტულ პირთა საყურადღებოდ:

ომის რკალი გვიახლოვდება! ძალიან ცუდი ამბებია ჩვენს გარშემო!

ახლა უსამშობლოთა საყურადღებოდ! დაგიდგათ შავი პარასკევი, თანაც 13!

გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!
ამის სრული ლეგიტიმაცია აქვთ!!

მერე ჩავარდნილი სეზონის გამო საბანკო ვალდებულებებით დამძიმებული მცირე და მსხვილი ბიზნესი თავ-ყბას გაგიერთიანებთ და სახლ-კარს გადაგიწვავთ! (ვიცი სოფლის ხალხის განწყობა).

ცნობისათვის: “საგანგებო მდგომარეობა — სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების ფუნქციონირების განსაკუთრებული საკანონმდებლო რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში ან მის გარკვეულ ნაწილში შემოაქვთ საშინაო ან საგარეო საშიშროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოიცავს მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას, ასევე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაწესებას”

P. S. ისევ “საგანგებო” გირჩევნიათ სოფლიდან ფიწლებით ჩამოსული გამწარებული მეწარმეების რისხვას!

აბა ჩაუგდეთ რთველი!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.