ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
22.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1636

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ნაცმოძრაობავ – გაგვაგებინეთ თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს – თამარ ჩორგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი და ყველასთვის ცნობილი სახე თამარ ჩორგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. პოსტში ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ოპოზიციისადმი მიმართვას ბოდვას უწოდებს, ხოლო  პარტიის წევრებს უწესოებად მოიხსენიებს:

ნაცმოძრაობავგაგვაგებინეთ თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს.

თქვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სადაა?

და ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს ვაშაძის განცხადებაზე თქვენი ბელადი?

თანმიმდევრულობა თქვენი ძლიერი მხარე არ ყოფილა, რაც თქვენგან ტვინები გავიდა, მას მერე, განსაკუთრებით, მაგრამ ეს ახლა ყველას ეხება და ეგებ განგვიმარტოთ მედიას!

მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდი თუ არა ბოიკოტს, ხელისუფლებაზე ეფექტიანი წნეხისთვის ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია თანმიმდევრულობა.

ამასთანყველაფერს აქვს თავისი წესი (უწესოები რომ ხართ, ეგეც დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ახალი საზღვრები აღმოგიჩენიათ).

როცა ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ღირსეული ადამიანი, გასაჯაროვებამდე შიგნით კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად.

ეს ვაბშე რა წესია? სად გაიზარდეთ?“, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

რამდენიმე საათის შემდეგ ჩორგოლეიშვილმა ახალი პოსტი გამოაქვყენა, რომელიც უკვე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, საკითხი კი ეხება მის დაბრუნებას საქართველოში.

ამ ლაჩარს ვინმემ აუხსნას, რომ პირადად მისი საქმე იყო გაქცევა, და პირადად მისი საქმეა დაბრუნებაც.

ოპოზიციას ტენის თავის მშიშრობას ეს სინდისგარეცხილი.

ვინც ამას თავზე ისვამთ, როგორ გძინავთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

ადამიანის უფლებათა ცენტრი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომებს დააკვირდა

ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 4 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დაკავებული 7 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას:  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მე-4 სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა მიღებული გადაწყვეტილება და 7 პირიდან მხოლოდ ერთის – ტ.გ.-ის მიმართ შეწყვიტა სამართალწარმოება.

მ.ჯ.-ის, ლ.ქ.-ის, გ.ფ.-ის მიმართ კი შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქმედებისთვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, ხოლო ამავე კოდექსის 173-ე მუხლით ისინი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. სახდელის ზომად განესაზღვრათ ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღე-ღამის ვადით.

ნ.კ., ნ.ბ. და ნ.ფ. ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევად კოდექსის ორივე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.  ნ.კ.-სა და ნ.ბ.-ს სახდელის ზომად განესაზღვრათ ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღე-ღამის ვადით, ხოლო ნ.ფ. ადმინისტრაციულ პატიმრობაში 5 დღე-ღამის ვადით იქნება.

მოსამართლემ დადგენილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ყურადღება არ გაუმახვილებია იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის შეფასებით, სხდომებზე სასამართლოსთვის საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეთა დამკავებელი პოლიციელების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები არ იყო საკმარისად დამაჯერებელი და ლოგიკური. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები, გარდა ერთისა, რომელიც, ფაქტობრივად, ხარვეზიანი აღმოჩნდა. ასევე, არ იყო წარმოდგენილი უშუალოდ დაკავების და სამართალდარღვევის ამსახველი კადრები. ამის გამო, საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა ეჭვის ქვეშ დგება და ეყრდნობა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებას, რაც მსგავს საქმეებზე დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 4 ნოემბერს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესს საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დააკვირდა. ამ პროცესის გარდა ორგანიზაციის მონიტორინგი ეხება კიდევ 20 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეს.

ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს

“ვაი, თქვე უბედურებო, წყალზე წაგიყვანთ და წყალს არ დაგალევინებთ!” – ბონდო მძინარაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” სოციალურ ქსელის მეშვეობით მიმართავს და აცხადებს, რომ პარტიამ შეცდომა დაუშვა, როცა მილიონერები პარტიულ სიაში ჩასვა და ამის გამო მიაჩნია, რომ ნაც.მოძრაობას პოლიტიკა არ ესმის:

მაგრად “თოხლა” ნაცსექტამ, როცა მილიონერები პარტიულ სიაში ჩასვა!

სხვათა შორის, ეს ვარიანტიც გათვალისწინებული იყო!

პოლიტიკა არ ესმისო, ხომ ამბობდით?!

ჰოდა, უკვე მერამდენედ უნდა დარწმუნდეთ, რომ პოლიტიკა არ… გესმით?!

ვაი, თქვე უბედურებო, წყალზე წაგიყვანთ და წყალს არ დაგალევინებთ!

აი, ასე გაბითურდებით ყოველთვის!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

განათლების სისტემაში შექმნილი დილემა – უსაფრთხო სწავლა თუ ხარისხიანი განათლება.

საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს განცხადებით, დისტანციური სწავლა უსაფრთხო და ეფექტიანია. მათი თქმით,  უმაღლესმა სასწავლებლებმა შესძლეს ადაპტირება ონლაინ სწავლებასთან, ისე რომ  სტუდენტები სასწავლო პროცესში აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები. განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ უნივერსიტეტები ინდივიდუალურად იმუშავებდნენ იმ სტუდენტების საკითხებზე, რომელთაც  პანდემიის დროს შეექმნათ  ტექნიკური (ინტერნეტისა და კომპიუტერის არქონის პრობლემა) და ეკონომიკური (სწავლის გადასახადის საკითხი) პრობლემები.  თუმცა, სტუდენტების გარკვეული ნაწილი  საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ისინი აღნიშნავენ, რომ მათი პრობლემებით, არც უნივერსიტეტები და არც განათლების სამინისტრო არ ინტერესდება.

სტუდენტები საუბრობენ, ონლაინ სწავლების დროს შექმნილ პრობლემებზე და აცხადებენ, რომ  მათი სრულფასოვანი განათლების მიღების უფლება იზღუდება.

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვახო აბაშიძე სააგენტო „პარალელთან“ საუბრობს დისტანციური სწავლების უარყოფით მხარეებზე. როგორც მან აღნიშნა, მისი მთავარი მიზანი იყო მიეღო სრულფასოვანი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სფეროში. ამ მიზნის მიღწევა ვახოს  აზრით დისტანციური სწავლების დროს შეუძლებელია. როგორც მან აღნიშნა, ონლაინ სწავლების პროცესში ლექცია-სემინარებს ხშირად  ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ესწრება.

ჩვენთან ხშირად ინტერნეტი ჭედავს, ზოგჯერ შუქიც მიდის.  ახლა კი,  დაახლოებით 20 დღეში მოთოვს და შემდეგ, კვირაში  ერთხელ თუ მოვა ელექტროენერგია“.  მისი თქმით, ამ პრობლემების გამო,  დისტანციური სწავლების პერიოდში განათლებას ნაკლებ დროს უთმობს. „ონლაინ სწავლების დროს ყველაფერი შეიცვალა. სწავლაზე ხელი ჩავიქნიე. ადრე გაცილებით მეტ დროს ვუთმობდი მეცადინეობას. ამის  გამო, სემესტრი სასურველ შედეგზე ვერ დავხურე.  თუ ონლაინ სწავლება კიდევ  გაგრძელდება, სავარაუდოდ აკადემიურს ავიღებ“. ვახო გვეუბნება, რომ  ამ  საკითხებზე განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. მისი თქმით, ამ პრობლემებიდან მთავარი გამოსავალი – „უნივერსიტეტებში სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენაა“.

განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტების განცხადებების მიუხედავად ფაქტია, რომ სტუდენტების  გარკვეული ნაწილი ონლაინ სწავლების პროცესში  აქტიურად ვერ ერთვება,  რაც განპირობებულია ტექნიკური  და ეკონომიკური პრობლემებით. მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტებმა, ისე განათლების სამინისტრომ გაითვალისწინოს სტუდენტების პრობლემები და ახალი მექანიზმები შესთავაზონ მათ.

ავტორი – სააგენტოს ექსპერტი, ანალიტიკოსი
სოფიკო ტაბატაძე

გრიგოლ ვაშაძის კონკრეტული პოზიცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და არაერთგვაროვანი შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში

გავრცელებული ინფორმაციით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა მიმართვა, რომელშიც ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს, რათა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი.

აღნიშნულ მიმართვას გამოეხმაურნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

სოციალურ ქსელში განცხადებას ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა:

„გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია.

სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს…

ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ.

ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე…“ – წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

პარტიის თავმჯდომარის მიმართვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება ჟურნალისტმა და ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმაც გააკეთა.

რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება  მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ასევე გავრცელდა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადება. მისი აზრით, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურ ერთობას არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს. ოპოზიციონერი ლიდერი საერთაშორისო კომპონენტის ჩართვასა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის აზრს არ ეწინააღმდეგება.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის გრიგოლ ვაშაძის აღნიშნულ განცხადებას ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმება და წინააღმდეგია, რომ ხელისუფლებას არასამართლებრივ მოქმედებებში შეყვეს.

იმის გათვალისწინებით, რომ დაფიქსირებულმა პოზიციამ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვის, გრიგოლ ვაშაძემ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განმარტებები.

დამატებით განვმარტავ:

  1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
  2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
  3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო,” – წერს გრიგოლ ვაშაძე.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

“კანონიერად ვაპირებ ამ ჯარიმის უკანონობის დამტკიცებას” – რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე აქციაზე 2000 ლარით დააჯარიმეს. ის აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს:

‘‘როცა მანქანას არასწორად ვაპარკინგებ, ან რაიმე საგზაო წესს ვარღვევ (როგორც წესი ასეთი ჯარიმების გამოცდილება მაქვს), ამ ქვითრებს ფბ გვერდზე ფრიალის გარეშე ვიხდი

2000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც თითქოს კარანტინის პირობების დარღვევის გამო გამომიწერეს (ასე წერია ქვითარზე) არასამართლიანი იყო ჩემს მიმართაც და იმ ახალგაზრდის მიმართაც, რომელიც ჩემთან ერთად დაჯარიმდა და რომელსაც ზუსტად ისეთივე საშვი ჰქონდა, როგორც მე.

ასე რომ, თუ შეიძება თავი შეიკავეთ და დაზოგეთ თქვენი ძვირფასი დრო იმის შეხსენებით, რომ კანონის წინაშე რამდენად თანასწორები ვართ ყველანი. მე კანონის გვერდის ავლით პრივილეგიებს არ ვითხოვ. მე კანონიერად ვაპირებ ამ ჯარიმის უკანონობის დამტკიცებას’’, – წერს რუსუდან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

“დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს!” – კახა კალაძე

არჩევნების პროცესთან, ოპოზიციური პარტიების პროცესთან, სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციების დაშლასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და ოპოზიციას მოუწოდა დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის:

პირველ რიგში, მინდა მივმართო თითოეულ ადამიანს, როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს.

გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე.

აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით.

მეგობრებო, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმებზე, მაგრამ ყველამ მინდა გაითვალისწინოს ერთი რამ ,რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო.
არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის, არ არის სასიამოვნო, რომ პოლიცია იძულებული ხდება მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს.

ეს არ არის ის სურათი, რომლის ხილვაც სურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც პანდემიის პირობებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირეს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია.

ქართველმა ხალხმა, 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა „ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას „ქართული ოცნება” დააკომპლექტებს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა.

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, მოვუწოდებთ ყველას, დესტრუქციული ქმედებებით ნუ შეაფერხებენ მათივე საჩივრების საფუძველზე მიმდინარე ხმების გადათვლის პროცესს, არამედ მიყვნენ სამართლებრივ პროცედურებს, ამ გზით შეეცადონ საკუთარი პოზიციის დაცვას და მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის.

ამავეს მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც.

ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და რომ მილიონამდე ადამიანის არჩევანს ვერავინ შეცვლის საპროტესტო აქციებით; ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას, სხვაგვარად დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, სხვაგვარად თანამედროვე საზოგადოებად ვერ შევდგებით!

ნიშანდობლივია, რომ გუშინ მომხდარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ოპოზიციის მხოლოდ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია სურთ.

დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკოზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აყვებიან რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს!” – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური განცხადება გამოხატვის თავისუფლებისა და საკარანტინე ღონისძიებების მოქმედებების თაობაზე

საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულია ახალი რეგულაცია, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა, მისი დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრულია კონკრეტული სანქციები. აღნიშნულთან და ასევე გამოხატვის თავისუფლებისა და საკარანტინე ღონისძიებების მოქმედებების თაობაზე სპეციალური განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ:

2020 წლის 9 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 22:00-05:00 საათებში გადაადგილება სხვადასხვა ქალაქების ტერიტორიაზე. პარალელურად, 9 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, სადაც ადამიანები აპროტესტებენ ამ შეზღუდვას და საარჩევნო დარღვევებს.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხს და ამ კუთხით ეფექტური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების მიღების აუცილებლობას, რათა ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული.

თუმცა განვმარტავთ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან.

‼️ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას.

‼️ ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს მანიფესტანტებს, შეკრებისას დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ – თბილისის მერია

თბილისის მერია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სადეზინფექსიო სამუშაოების ჩატარებას ეხმიანება, რა დროსაც კონკრეტული ადამიანები მოსახლეობისგან თანხას მერიის სახელით იღებენ:

დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ.

გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.