ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
28.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1635

ამ უნებური შეცდომისთვის თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც საქართველო-მაკედონიის საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობას მოედნიდან ადევნებდა თვალს, განმარტებებს სოციალურ ქსელში აკეთებს და ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც, კონკრეტულ მიზეზთა გამო, გულისწყვეტა გამოხატეს მისი მისამართით. დედაქალაქის მერი დაჯარიმებული მოქალაქეების თემასაც შეეხო და პირობა დადო, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნებათ და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით მოხერხდება მათი პრობლემის გადაჭრა:

‘‘გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა.

გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა.
გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ, ერთერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს.

ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

რაც შეეხება ჩემს სტადიონზე ყოფნას, მინდა გავმარტო, რომ მე იქ ვიყავი უეფას’’ დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი.

ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, ჩაწყობა, ჩინოვნიკობა, ან რამე უკანონო ქმედება.
უეფასგან’’ და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდისხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.

უცნაური ის იქნებოდა მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში, რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე. ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია.

ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!’’ – წერრს კახა კალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

დიღომი 7, დიღომი 8 და დიღომი 9 აფეთქებას გადაურჩა – კომპანია “თბილისი ენერჯის” განცხადება

„თბილისი ენერჯის“ განცხადებას ავრცელებს და კონკრეტული დარღვევის თაობაზე საუბრობს. კერძოდ, კომპანიის განცხადებით მათი კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა კომპანია „დიღომი ვილა გაზმა“, რაც განახორციელა უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით და ეს უკანონო სამუშაოები კომპანიამ აბონენტების თავის ქსელზე გადართვის მიზნით ჩაატარა.

კომპანია “თბილისი ენერჯი” დეტალურ განმარტებებს აკეთებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით:

კომპანია „დიღომი ვილა გაზმა“ უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა. უკანონო სამუშაოები კომპანიამ აბონენტების თავის ქსელზე გადართვის მიზნით ჩაატარა, რის შედეგადაც “თბილისი ენერჯის” გაზმომარაგების ქსელში ჰაერი შეიპარა, ამის გამო ქსელის დაზიანების გარდა, აფეთქების საშიშროება შეიქმნა და მოსახლეობის სიცოცხლე რისკის ქვეშ აღმოჩნდა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გაზის მიწოდება აღნიშნულ უბნებში სასწრაფო წესით 2000-მდე აბონენტს შეუწყდა.

გაზმომარაგების აღსადგენად საჭირო ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა გაზის მიწოდება აღდგეს მოსახლეობის უსაფრთხოების სრული დაცვით. ადგილზე მობილიზებულები არიან “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზმომარაგების აღსადგენად. ასევე გაცნობებთ, რომ კომპანია “თბილისი ენერჯიმ” დიღომი 7,8,9 ის მოსახლეობა სექტემბრის თვეში გააფრთხილა, რომ 1 მ3 გაზის ღირებულება 0.461374 თეთრს შეადგენს და კომპანიისთვის უცნობი პირები აბონენტებს სთავაზობდნენ გაზის მიწოდებას. ამისთვის კი ითხოვდნენ პირად მონაცემებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები სრულად საქმის კურსშია და მიმდინარეობს მომხდარის მოკვლევა.

კომპანია “თბილისი ენერჯი” ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის. გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, პასუხისმგებლობა და დაგვეხმაროთ საფრთხის განეიტრალებაში. კერძოდ, გადაკეტოთ ყველა გაზის ონკანი და დაელოდოთ “თბილისი ენერჯის” შეტყობინებას გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით. კომპანია “თბილისი ენერჯი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებას. კომპანიის სპეციალისტები სამუშაოებს უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ახორციელებენ. გაზმომარაგების აღდგენა 13 ნოემბერს 12:00 საათიდან დაიწყება და სრულად აღდგება 20:00 მდე,” – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს…” – მიშა გომიაშვილი

კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი, რომელმაც საზოგადოებას თავი განსაკუთრებით დაამახსოვრა სერიალიდან ‘‘ყავა და ლუდი’’, საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ პოსტს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

‘‘ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა

მოგახსენებთ: კორონავირუსი ღმერთის წყალობით არ მაქვს! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის ლებაც კი არ მომცეს

ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს!

ვიწექი დიაგნოზით: მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფიაანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტად’’, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მიშა გომიაშვილი.

ავტორი
ანა რობაქიძე

ხანძარი თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, ბინაში კი 1 მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

თუ ოპოზიციას სურს, რომ საქართველოში იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო და მრავალპარტიული პარლამენტი, მაშინ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის არჩევანს – ნიკოლოზ სამხარაძე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა პასუხი. მან აღნიშნა, რომ ცესკომ უკვე გადაითვალა არჩევნების შედეგები და დაჯამების შემდეგ დიდი ცდომილებები არ დაფიქსირდა. ხოლო ქვეყნისთვის მრავალპარტიული პარლამენტი სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შექმნის მაშინ, როცა პარტიები პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს:

,,წინა საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა ემსახურებოდა, რომ არჩვენების დისკრედიტაცია და დელეგიტიმაცია მომხდარიყო.

გრიგოლ ვაშაძემ გუშინაც არ განმარტა, ბოლომდე რას გულისხმოდა თავის განცხადებაში. ჩვენი ელჩები და წარმომადგენლები არიან იმის მომხრე, რომ საქართველოში იყოს მრავალპარტიული პარლამენტი.

პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, რასაც ემსახურება დიპლომატიური კორპუსი. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტიები დიპლომატიური კორპუსების ჩარევის გარეშე არ მოდიან დიალოგზე.

ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას: თუ ოპოზიციას სურს, რომ საქართველოში იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო და მრავალპარტიული პარლამენტი, მაშინ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის არჩევანს.

თუ რაიმე დართვევები იყო არჩევნების დღეს, მზად ვართ ეს დარღვევები განვიხილოთ მათთან ერთად. გავჩვენონ რომელ უბანზე რა პრობლემა არის. ცესკომ უკვე გადაითვალა და ჯამურ შედეგებში დიდი ცდომილებები არ ყოფილა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ხალხის ნაწილს რომ სცემენ, მეორე ნაწილს რატომ უხარია?!” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი, ავტორი წიგნისა ‘‘შიშო გამოდი გარეთ’’, სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ემოციური პოსტით ეხმიანება:

‘‘ერთი რამე არ მესმის და არც მინდა გავიგო, იმიტომ რომ კარგს ვერაფერს დავასკვნიხალხის ნაწილს რომ სცემენ, მეორე ნაწილს რატომ უხარია?! რა გიხარიათ? პასუხი დაახლოებით ასეთიაჩვენ რომ გვცემდნენ კარგი იყოო? ცუდი იყო. სხვას რომ სცემენ და თვალებს თხრიან, უკეთ ხართ?

მაქსიმუმ 30 ნაციონალზე ხართ გაბრაზებული, ამ აქციებზე კი არის უამრავი ადამიანი თავიანთი გასაჭირით, წუხილით, პრობლემით, სულ უცნობიც რომ იყოს და მითუმეტეს, სავარაუდოდ უამრავი თქვენი ახლობლის თუ არა, ნაცნობის შვილი, და, ძმა...

ხოდა რა გიხარიათ? და ან როდემდე უნდა გიხაროდეთ ერთმანეთის განადგურება?’’, – წერს ნათია ფანჯიკიძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს. სამწუხაროდ, ნაკრების 2 ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ვირუსი დაუდასტურდათ და იზოლაციაში იქნებიან. ნაკრებში კი აქტიური მზადყოფნაა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფ-ის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის:

,,საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო. 

საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.

10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.  

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ ფეიბუქ გვერდზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

საგანგაშო სტატისტიკა: კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდული მაჩვენებელი

სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით დღეს ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით რეკორდულად ბევრი  45 ადამიანი გარდაიცვალა:

11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 566 გახდა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 66 561

გამოჯანმრთელებულია – 49 811

გარდაცვლილია – 566

კარანტინის რეჟიმში რჩება – 2656

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3181

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 709

მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

ბოლო 24 საათში 45 გარდაცვლილიდან რიცხობრივი მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში – 18

აჭარაში – 14

იმერეთში – 7

ქვემო ქართლში – 3

კახეთში – 3

სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი

4878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის თბილისში 306; აჭარაში 111; აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი.

3181 არის კოვიდ სასტუმროში, მათ შორის 1569 აჭარაში ხოლო 1088 თბილისში, 8099 პირი მკურნალობს ბინაზე, საკარანტინე სივრცეში გვყავს 2656 ადამიანი მათ შორის თბილისში 508 აჭრაში 1328, სულ 6 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის პერიოდში საზღვრიდან გადაყვანილია 1498 პირი, დღეის მდგომარეობით თითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი საიდანაც თბილისში არის 6568 პირი, აჭარაში 16826, იმერეთში 4385“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“დაუკარგია ვატყობ ნამუსი, ხმის გამყალბებელ ქართულ ოცნებას…” – კოტე ყუბანეიშვილი

ქართველი პოეტი, კოტე ყუბანეიშვილი, რომელიც საზოგადოებას თავისი განცხადებებით ყოველთვის თავს ამახსოვრებს, ამჯერად ჩატარებულ არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ერთგვარი საპროტესტო განწყობის ლექსი მიუძღვნა:

‘‘ქვეყანაშია სრული ქაოსი

იწვევს მნახველში რაც გაოცებას

დაუკარგია ვატყობ ნამუსი

ხმის გამყალბებელ ქართულ ოცნებას

ახალგაზრდობა გამოფენილა

ქუჩაში კარვის დასამაგრებლად

ვიღაცა ქურდიც ჩამოფრენილა

სიტუაციის დასალაგებლად

კრიმინალია გაქანებული

ჯგუფით ყოფილი ნაკაგებევით

პოლიციაა დაკავებული

აქტივისტების დაკავებებით

რითი უმაგრებს წელს კორუფციას

ხალხიც მოითხოვს რევოლუციას

აწმყო, წარსულის გასაღებია

რითიც მომავლის კარი იღება

რასაც გაძლევენ ასაღებია

თუ კი შესძელი ამის მიღება

გარღვეულია რკინის კედელი

ამდენ რტყმისაგან თავითშუბლების

შენ უნდა გახდე თავად მჭედელი

საკუთარივე თავისუფლების’’, – კოტე ყუბანეიშვილი.

ავტორი
ანა რობაქიძე

“დაგვექცა ქვეყანა თავზე, სამშობლო აღარ გვექნება და პირად კომფორტს რა თავში ვიხლით?!” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებში მოსახლეობის აქტივობებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელმა, მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ და საზოგადოებას შაბათს დაგეგმილ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა:

ვიღაცას თურმე შეცივდა, ვიღაცას ასაკი წამოეწია, ვიღაცა დაიღალა რუსთაველზე დგომით, ვიღაცას თურმე კარგი ცხოვრება უყვარს…

მე მაპატიეთ, მაგრამ კომფორტი და კარგი ცხოვრება მე რომ მიყვარს ისე უნდა, არც გაჭირვება მადგას და არც პურის ფული მაქვს საძებარი, მაგრამ დაგვექცა ქვეყანა თავზე, სამშობლო აღარ გვექნება და პირად კომფორტს რა თავში ვიხლით?!

ჰოდა, ვინც არ დავიღალეთ ქვეყნის სამსახურში, შაბათს ისევ რუსთაველზე!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.