ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
24.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1631

“ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლოდან შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც დეკემბერში მასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების განახლება იწყება. მისი თქმით ოცნებასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, სუფთა პრაგმატულად. იდეალისტურად კი, ელჩებით თუ უელჩოდ, “ქართული ოცნება” არის ტერორისტი, ტყვეებით მოვაჭრე და ტერორისტებთან მოლაპრაკება არ შეიძლება:

მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო ეტყობა ძაან საშურია კორონა პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ ჩემი დაჭერა და ნეიტრალიზაცია. ან სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირვების პირობებში.

ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი.

რვა მარტის შეთანხმება ხომ გახსოვთ, აი, ნაწილობრივ პროპორციულთან ერთად ჩემი და სხვა პოლიტმოტივირებული საქმეები რომ გაჩერდა იმავე ელჩების მონაწილეობით, დღესაც რომ მედიატორობენ. ხოდა, როგორ სრულდება, კი ხედავთ.

ამიტომ, ელჩების გამკვირვებია, ტყვეთა ბაზარში რატომ იღებენ მონაწილეობას, რატომ არიან ჩართული პროცესში, სადაც ქართული ოცნება შანტაჟის მიზნით ტყუილად დაკავებული ან დასაკავებელი ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს? თუ არც ისაა ცხადი, რომ ადამიანები ტყუილად არიან დაჭერილები თუ დასაჭერად გამზადებულუები? აქაც ოქმები და დასაბუთებაა საჭირო ფატალურობის დასადგენად? ან, რომელი შეთანხმება იქნა დაცული, სადაც გარანტორებად იგივე ელჩები იდგნენ? რომელი ერთი არ დაარღვია ოცნებამ? თუ ოცნებისგან ქრონიკული გადაგდება მოსულა?

უხერხული აღარ, უკვე სირცხვილია”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“რის მიხედვით ვირჩევთ ადამიანებს, რომლებიც უნდა გადარჩნენ? ესაა ქვეყანა სადაც სიცოცხლე ჩაწყობითაა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

მედიასა და სოციალურ ქსელებში ტრაგიკული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. კორონავირუსის დი­აგ­ნო­ზით გარდაიცვალა 19 წლის თეკლა თორდია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკებში ადგილების პრობლემის გამო, თავდაპირველად გოგონა კოვიდსასტუმროში მოათავსეს და სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა, არ გადაიყვანეს კლინიკაში. მამის განცხადებით ვერ მოხერხდა შეთანხმება, ექიმებსა და ოჯახს შორის, ასევე, სამკურნალო პრეპარატის შერჩევათან დაკავშირებითაც. აღნიშნულმა ტრაგედიამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ტრაგიკულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:

ოჯახი ითხოვდა მკურნალობაში რემდისევირი ჩაერთოთ და უარი მიიღეს, თუმცა ზუსტად მაშინ ამავე პრეპარატით მკურნალობდნენ ცნობილ ექიმს. რის მიხედვით ვირჩევთ ადამიანებს, რომლებიც უნდა გადარჩნენ? ესაა ქვეყანა სადაც სიცოცხლე ჩაწყობითაა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

საქართველოსა და ნატო–ს პარტნიორობა ყველას უფრო დაცულს გვხდის – იენს სტოლტელბერგი

ნატოს ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

გენერალური მდივნის განცხადებით საქართველოს მიმართ ალიანსის მხარდაჭერა გაიზარდა და რიგი პროცესები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის:

საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროში, მათ შორის, ვწვრთნით სანაპირო დაცვის სამსახურს, ვუზიარებთ ერთმანეთს საჰაერო სივრცეში გადაადგილების მონაცემებს და ჰიბრიდულ გამოწვევებსაც ერთად ვპასუხობთ.

საქართველოსა და ნატო პარტნიორობა ყველას უფრო დაცულს გვხდის. ამიტომ, მტკიცედ მჯერა, რომ ეს პარტნიორობა კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ NATOსთვისაც“ – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა საქართველოს ნატოს წევრობის საკითხზეც. როგორც ის აღნიშნავს არ უნდა კონკრეტული თარიღით სპეკულაცია, თუმცა აცხადებს, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კლავაც ძალაში რჩება.

არ დავიწყებ სპეკულაციებს, როდესაც საქმე ეხება NATOში გაწევრიანების თარიღს, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია.

მე მჯერა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან დასაახლოებლად საუკეთესო გზად რჩება რეფორმების იმპლემენტაცია, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია და ნატო მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 2030 წლის ნატო-ს სტრატეგია სწორედ ალიანსის გაძლიერებას ეხება, მათ შორის, საქართველოსთან რიგი  საფეხურების გავლას, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებისკენ არის  მიმართული.

ავტორი
ნინო ცინცაძე

“პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი” – ანა მიქელაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანა მიქელაძე, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი.

ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან.  ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში.

მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას, პარტნიორს, ჟურნალისტს, ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ანა მიქელაძე.

ავტორი
ნინი შავლაძე

“ხალხი უწამლობით და უყურადღებობით იხოცება, ხვალ ნებისმიერს დაუდგება ეს პრობლემა” – ელისო კილაძე

ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, გაზრდილი კოვიდინფიცირების ფონზე პაციენტების ეფექტური მკურნალობასა და საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ჟურნალისტი, “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე:

ქოცობა დიაგნოზია:
მეორე დღეა გვწყევლიან მე და გვარამიას, როგორ გაბედეთ თენგიზ ცერცვაძის ხსენებაო!

ბიჭოო, ხალხი უწამლობით და უყურადღებობით იხოცება, ხვალ ნებისმიერს დაუდგება ეს პრობლემა, მათ შორის თქვენც, ვინც ამას აპრავებთ – არავინ არ მოგხედავთ!!!

რემდესივერი თუ კოვიდს კურნავს, ყველა პაციენტისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი!!!

თქვენთვის გამოვიბით ძაღლის ყბა, თქვენთვის!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

“ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა” – შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების თანახმად, ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ვ.ე. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი
ნინი შავლაძე

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში რჩებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. უფლებადამცველების თქმით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარეს ჰქონდა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის სახით. პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს ბრალდებულების ადვოკატებმა, გიორგი მახარაძემ და ედუარდ მარიკაშვილმა:

აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვალა და პატიმრობა დარჩა ძალაში. ჩვენ გვაქვს 48 საათი იმისთვის, რომ გავასაჩივროდ აღნიშნული გადაწყვეტილება. სასამართლომ ძალიან მოკლე განმარტება გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, რომ დაცვის მხარეს ახალი არაფერი წარმოგვიდგენია, რაც ახალ გარემოებად შეიძლება ჩათვლილიყო, ეს კი არის ტყუილი და სიცრუე. ამ შემთხვევაში, მოსამართლე ან ჩვენ არ გვისმენდა ან თვითონ ტყუის შეგნებულად სასამართლო. მეორე არგუმენტი ის იყო, რომ თურმე, ადრე, ბრალდებულებს, გადაუმალავთ ან გაუნადგურებიათ რაიმე მტკიცებულება, რაც ასევე არის წარმოუდგნელი სიცრუე“, – განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

ამ საქმის სპეციფიკიდან და მისი კონტექსტიდან გამომდინარე, განსხვავებულ გადაწყვეტილებას, რაც დღეს მიიღო სასამართლომ და დატოვა ადამიანები პატიმრობაში, სჭირდებოდა ძალიან დიდი გამბედაობა. როგორც ჩანს, მოსამართლეს ეს გამბედაობა არ აღმოაჩნდა და ეს მართლმსაჯულების სისტემისთვის არის ძალიან უცხო და ძალიან მცირე, იმიტომ რომ ისინი ვერ ბედავენ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე დაცვის მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას,” – კომენტარი გააკეთა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით, დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ავტორი
ნინი შავლაძე

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა – შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე, ოფიციალურ საიტზე ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“,ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი
ნინი შავლაძე

ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია – ნათია თურნავას

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში საავადმყოებისათვის ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ერთვება საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების დანერგვისა და მარაგების შექმნის ხელშეწყობაში. ასევე, მოსახლეობასა და ჯანდაცვის სექტორს არწმუნებს, რომ ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება და ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია:

„დავინახეთ რა ამის საჭიროება, მთავრობასთან შეთანხმებით, ოპერატიულად შევიძინეთ თურქეთის ერთ-ერთ ქარხანაში ჟანგბადის დიდი სიმძლავრის 10 გენერატორი თავისი კომპრესორით. თითოეული დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს. აქედან ორი დანადგარი უკვე ჩამოვიდა საქართველოში და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. 17 დეკემბერს ველოდებით, რომ კიდევ 6 დანადგარი შემოვა თურქეთიდან და უკვე წინასწარ ვიცით, რომ აქედან 3 დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და კიდევ სამი, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დამონტაჟდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ეს პრობლემა იქნება ასევე გადაჭრილი. დარჩენილი დანადგარები, როდესაც ჩამოვა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჩვენ ხელი შევუწყვეთ კერძო კლინიკებს, თავადაც შემოეტანათ ასეთი დანადგარები და გაეზარდათ სამედიცინო ჟანგბადის სიმძლავრეები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება, კერძოდ – პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამინისტრო დაეხმარა ჟანგბადის რამდენიმე წარმოებას, რათა თავის პოტენციურ სიმძლავრეზე გასულიყო, ახალი დანადგარები დაემონტაჟებინა, ან მწყობრიდან გამოსული შეეკეთებინა, შედეგად კი სამედიცინო ჟანგბადის ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ავტორი
ნინი შავლაძე

“დღევანდელმა გამოჯანმრთელებულების რიცხვმა, გადააჭარბა ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას” – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც ისაუბრა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ:

გლობალურად დღეს 63 მლნ-ზე მეტია უკვე ინფიცირებული, 502 000 იყო დღეს ახალი შემთხვევა მთლიანად მსოფლიოში, სამწუხაროდ მილიონ 465 ათასი არის გარდაცვლილი, განსაკუთრებით რთულია სიტუაცია ევროპის რეგიონში, სადაც ფიქსირდება ახალ შემთხვევათა თითქმის ნახევარი, აქედან გამომდინარე რამდენიმეჯერ მოგახსენეთ, რომ ძალიან საყურადღებოა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც ევროპაში გაიზარდა და ის გავიდა მეორე ადგილზე, გულის იშემიური დაავადების შემდეგ, ზოგადად სიკვდილიანობის სტატისტიკაში პირველ ადგილას ყოველთვის არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

დღეს დილისთვის ჩვენ გვაქვს 3216 ახალი შემთხვევა:

თბილისი – 1622

იმერეთი – 517

აჭარა – 313

ქვემო ქართლი – 187

კახეთი – 161

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 160

შიდა ქართლი – 82

მცხეთა-მთიანეთი – 77

სამცხე ჯავახეთი – 74

გურია – 19

რაჭა-ლეჩხუმი – 4

საყურადღებოა, რომ ყველაზე მეტი ინფიცირებულ ადამიანებში გახლავთ სიმპტომიანი პაციენტი-63%, კონტაქტები – 251, სამედიცინო პერსონალი – 155,  აქტიური შემთხვევა ქვეყანაში არის 20 305, აქედან გამოჯანმრთელების პროცენტი 84% გვაქვს.

დღევანდელმა გამოჯანმრთელებულების რიცხვმა, გადააჭარბა ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას. გარდაცვლილია 1267, რაც 0.93%-ია საერთო ინფიცირებაში სიკვდილიანობის, დღეს გარდაცვლილთა რაოდენობა არის  37. PCR ტესტი მთლიანად ჩატარებულია ქვეყანაში მილიონ 200 ათასამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი