კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1625

აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო – თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება

დედაქალაქის მერიის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერიის პრესსამსახური

გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან – გრიგოლ ვაშაძე

პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსი თავის პირად გვერდზე წერს და საუბრობს იმ ფაქტებზე, რამაც განაპირობა მისი გადაწყვეტილების მიღება. ვაშაძე პარტიიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ დაწყებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიას ასახელებს:

მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან.

უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები.

არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს.

ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.

შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას.

ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს!

პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ.

ჩემთვის უმცირესობაში ან საერთოდ მარტო დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს.

შეიძლება ვცდები.

მივენდოთ მომავალს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალი ძალიან მალე განგვსჯის.

უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან – არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა.

არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქ-შოუებში მონაწილეობას.

პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით, და ვუსურვებ მათ ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის!“, ვკითხულობთ გრიგოლ ვაშაძის პირად გვერდზე.

ავტორი
ნინი შავლაძე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2020 ონლაინ სივრცეში გაიმართება

15-22 დეკემბერს, დედაქალაქის მერია და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საჩუქარს უკეთებს ყველას, ვისაც უყვარს თეატრი. პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების ნახვას ნებისმიერი მსურველი სრულებით უფასოდ  შეძლებს.

15 დეკემბრიდან – 18 დეკემბრის  ჩათვლით წარმოდგენილი იქნება 11 უცხოური სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა წლებში იყო წარმოდგენილი თბილისში. საერთაშორისო პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში.

ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოდგენილი იქნება 18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების თეატრები და დამოუკიდებელი კომპანიები. ქართული სპექტაკლების პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 48 საათის განმავლობაში.

საერთაშორისო პროგრამაში წარმოდგენილია ფესტივალის გასულ წლებში ჩამოტანილი სპექტაკლები. მათ შორის გერმანულებიც, რომელთა მოწვევაც გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით განხორცილდა:
15.12. – თუნქის დოლი, ბერლინერ ანსამბლი
16.12. – მერვე სიცოცხლე ბრილკასათვის, თალია თეატრი
18.12. – თამაშის დასასრული, შაუშპილ დორტმუნდი
18.12. – “ვეფხვი და ლომი”, ბადენის სახელმწიფო თეატრისა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი პროექტი, გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის მხარდაჭერით

ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერიის პრესსამსახური და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ოფიციალური გვერდი

 

ჯეირანის პოპულაციის აღდგენა წარმატებით ხორციელდება და დღეისთვის მათი რაოდენობა 150 ინდივიდს აღწევს – დაცული ტერიტორიების სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება. დღეისთვის, მათი რაოდენობა 150 ინდივიდს აღწევს.

ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 60-იან წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, 2013 წელს, ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროექტი დაიწყო. პირველი თაობა, 10 ინდივიდი, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად, ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და დაკვირვებას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმები – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ელჩების მიმართ ყველანაირ თავდასხმას ემიჯნება და მადლობას უხდის მათ გაწეული საქმისთვის. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია:

მე ვემიჯნები ყველა თავდასხმას ელჩებთან მიმართებაში, იმიტომ რომ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. მათ რომელიმე მხარის პოზიცია კი არ უნდა დაიჭირონ, არამედ ამ შემთხვევაში, ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის წინაშე არიან მათი ოჯახის წევრები და ყოველთვის ვგულშემატკივრობ. ყველანაირად გვერდში დავუდგები ამ ადამიანებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეტევა საელჩოებზე და ელჩებზე არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ შემთხვევაში.

ჩემი აზრით, ეს არის უფრო კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, არცერთ პოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს, ცალკეულ პირებს, ჟურნალისტებს და ნებისმიერ სხვა ადამიანებს შეუძლია ჰქონდეთ საკუთარი აზრი. მე არ მეგულება, ამ ეტაპზე, არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც, დღეის მდგომარეობით, თავდასხმას ახორციელებს ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებზე. რაც შეეხება გამართლებულია თუ არა, პოლიტიკოსებს, რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მანდ უფრო თავისუფალი ვიქნებოდი შეფასებაში, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია ქონდეს. ჩემთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმები. მინდა, რომ მადლობა ვუთხრა მათ იმისთვის, რასაც აკეთებენ და მაქვს იმედი, რომ ამ მნიშვნელოვან გზას გააგრძელებენ, მათ შორის ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა მათ იმ საქმისთვის,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ნიკა გვარამია არის ამაზრზენი და სამარცხვინო რეპრესიების მსხვერპლი – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნიკა გვარამია დიდი ხანია არის სამიზნე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების. ასევე, აღნიშნავს, რომ პირადად მისთვის და მთლიანი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის რიტორიკა დიპლომატებთან მიმართებაში, რომელიც ჟღერდება არა მარტო ნიკა გვარამიასგან, არამედ სხვა მედიის წარმომადგენლებისაგანაც:

,,მე მინდა, უკვე მეორედ გამოვეხმაურო ჩვენი საზოგადოებისა და მედიის ნაწილში დაწყებულ კრიტიკას ზოგიერთ დიპლომატთან დაკავშირებით კონტექსტში – მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
კერძოდ, მინდა, გამოვეხმაურო ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც უკვე დიდი ხანია არის ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და ამაზრზენი რეპრესიების სამიზნე და განსაკუთრებული მძიმე ფორმებით ნიკა გვარამიას ოჯახისთვის. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო ფურცელი.

მიუხედავად ამისა, პირადად ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის რიტორიკა დიპლომატებთან მიმართებაში, რაც გვესმის არა მარტო ბატონი ნიკასგან, არამედ სხვებისგანაც.
მიუღებელია როგორც პრინციპულად, ისე პრაგმატულად.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლების დიპლომატები არიან საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები.

მაშინაც, როცა ისინი ცდებიან ან ძალიან ცდებიან, როცა ზოგიერთ დიპლომატს ქვეყნის კრიზისისგან სხნისთვის გამოსავლად მიაჩნია ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, ეს არანაირ საფუძველს არ გვაძლებს იმისთვის, რომ რაღაც კამპანია ვაწარმოოთ მათ წინააღმდეგ. გამოვიყენებ გაცვეთილ გამონათქვამს – ,,ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო”, როდესაც ასეთ დაპირისპირებაში ვართ ივანიშვილთან, როცა კარგად ვიცით როგორ გამოიყენებს ივანიშვილის რეჟიმი.

ვიმეორებ, ნიკა გვარამია არის ამაზრზენი და სამარცხვინო რეპრესიების მსხვერპლი, მიუხედავად ამისა, სერიოზული შეცდომაა ის რიტორიკა და კამპანია, რომელიც მისგან გვესმის“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

რადიკალური ოპოზიციის ადგილი ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტში, უმაღლეს დემოკრატიულ ორგანოში – ირაკლი კობახიძე

ახალარჩეული პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, სადაც ის ოპოზიციასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“  გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ საუბრობს. კობახიძე ოპოზიციას მსოფლიო მასშტაბით თავის მოჭრაში ადანაშაულებს და მოუწოდებს ყველას, რომ გაემიჯნონ რადიკალურ ოპოზიციასა და რადიკალური ოპოზიციური პარტიების ტელევიზიებს:

რეალურად ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ადრე ოპოზიცია თავს გვჭრიდა რაიონული მასშტაბით, ახლა კი მსოფლიო მასშტაბით. ეს არის კატასტროფა, აბსოლუტური კატასტროფა. როდესაც ქვეყანას ასეთი ოპოზიცია ჰყავს, ეს არის უმძიმესი.

როდესაც შენ გაქვს გაყიდული დავით-გარეჯი, როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ასეთს და შემდეგ ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის თავის მოჭრა და სამარცხვინო. და ამის შემდეგ, ამას რომ აბრალებ დამატებით მეგობარ ელჩებს.

ასეთი ოპოზიციის ადგილი, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტში, უმაღლეს დემოკრატიულ ორგანოში.

ეს სპექტაკლები, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღე და ის, რომ ხელოვნურად თვალცრემლიანია ნიკა გვარამია, სასაცილო და უბრალოდ ამაზრზენია. ამას რომ მოყვება ელჩების გინება, ეს კიდევ უფრო მეტად ამაზრზენია.

მე ყველას მოგიწოდებთ, რომ გაემიჯნოთ რადიკალურ ოპოზიციას და რადიკალური ოპოზიციური პარტიების ტელევიზიებს.

რაც შეეხება არჩევნებს, ყველამ აღიარა ეს არჩევნები, ყველა ქვეყნიდან მივიღეთ მილოცვის წერილი. როგორც ჩანს, ნიკა გვარამია ელოდება ლავროვის დასკვნას, თანხმობასა და მილოცვას, იმისთვის რომ შევიდეს საქართველოს პარლამენტში. დაველოდოთ ლავროვის მილოცვას და იმედია, ნიკა გვარამია მწვანე შუქს აუნთებს რადიკალურ ოპოზიციას, რომ მათ დაიკავონ ადგილები საქართველოს პარლამენტში.

გვარამიას არ სჯერა კელი დეგნანის და კარლ ჰარცელის,  არ სჯერა ევროპის და ამერიკის, არავისი არ სჯერა, გარდა ლავროვისა. დაელოდოს ლავროვის მილოცვას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე

ავტორი
ნინი შავლაძე

“რაზე უნდა ველაპარაკო ამ უვიცს?! ეტყობა, ამდენი ხანი ძალოვანი ეგონა თავი და ამით იკმაყოფილებდა თავის მანიაკალურ ეგოს” – ნიკა გვარამია

თეა წულუკიანის მხრიდან გაჟღერებულ უმძიმეს შეფასებებს ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სამ პუნქტად ჩამოყალიბებული პოზიციით პასუხობს მას. ამასთან, გვარამიას მიაჩნია, რომ მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი მუქარები ხორციელდება და მიმართავს ქართველ ერს:

1. ძალოვან სტრუქტურაში არასდროს მიმუშავია. ყოფილ გენპროკურორს და ყოფილ იუსტიციის მინისტრს რომ პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ძალოვანი სტრუქტურები გონია (სინამდვილეში სამართალდამცავია ორივე), რაზე უნდა ველაპარაკო ამ უვიცს?! ეტყობა, ამდენი ხანი ძალოვანი ეგონა თავი და ამით იკმაყოფილებდა თავის მანიაკალურ ეგოს. და ამ უვიცს ახლა განათლება ჩაბარდა. და ამ ჰიპერუკულტუროს, ახლა კულტურა ჩაბარდა;

2. ჩემი ცოლი, ჯერ ერთი, რომ ჩემთვის ნამდვილად მზეთუნახავია. მაგრამ ამისთვის რომ უკანონო თვალთვალი და პირადი ხელშეუხებლობა გარეგნული კრიტერიუმებით იზომება, აბა ეს საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის და ქუჩაში თავს როგორ არ უჭეჭყავენ? ეს ნახევრად ხუმრობით და სერიოზულად – ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვმს ჯერ;

3. რუსული აბრევიატურა БОМЖ ნიშნავს без определенного места жительства. კი, მეც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, მაგრამ არ მიკეთებია ფული, არ მაქვს დღემდე სახლი და წულუკიანივით კორუფციით დაგროვლი დიდი ქონება. ნაქირავებში ვცხოვრობ. მესმის, რომ ეს დასაცინია ქართული ოცნებისთვის, მაგრამ მე ჩემი პატიოსნება ბევრად მეტდ მიღირს.

ახლა კი სრულიად სერიოზულად: ქართველო ერო, საერთოდ აღარაფრის აღარ გრცხვენიათ? არ გრცხვენიათ ამ არარაობის და მასზე უარესებისსგან თქვენი სამშობლოს მიტაცებას და განადგურებას რომ იტანთ? აი, მე უკვე ძალიან მრცხვენია, რომ დანაშაულს ჩავდივარ ჩემი ცოლ-შვილის წინაშე და ეგზისტენციალური რისკების წინაშე ვაყენებ მათ, ღია ეთერიდან უკვე მათ მიმართ მუქარებს ვასმენინებ ჩემი სამართლიანი ბრძოლის გამო. იჯექით თქვენ თბილ სახლებში და იფხანეთ გული ჩემი ტვს ყურებით და ჩემი ტექსტების მოსმენით. ფხანა ქეცმა იცის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

“ეს რაღაცა სექტანტიზმი ჩამოყალიბდა – თუ არ იწამებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება გამოდის, რომ შენ ბიძინა ივანიშვილის მოსყიდული ხარ” – ალექსანდრე ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მიმართვას. იგი აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს ,,ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა ტრადიციულად ჭუჭყიანი არჩევნები. თუმცა, ელისაშვილი ასევე აცხადებს, რომ თუ გაერთიანებულ ოპოზიციას რაღაც საკითხში არ დაეთანხმა არ ნიშნავს, რომ ბიძინას მოსყიდულია:

ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, ოღონდ არჩევნების გზით. დანარჩენი სხვა გზა მიუღებელია. ჩვენ “ქართული ოცნების” დამარცხება სიძულვილის გამო კი არ გვინდა, ჩვენ, მათი დამარცხება და გვინდა უკეთესი საქართველო. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, საქართველოს სიყვარული გვამოძრავებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს ჩაატარა საზიზღარი არჩევნები. არჩევნები გაყალბდა და ეს იყო ტრადიციულად ჭუჭყიანი არჩევნები.

ახლა „ქართული ოცნება“ ჩვენ გვეუბნება დაგვიმტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბდა.
თუ ჩვენ ოპოზიციაში ვართ, ჩვენს პარტიას აქვს პასუხისმგებლობა და მზად ვართ, რომ დავამტკიცოთ არჩევნების გაყალბება.

რა არის ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების მთავარი პრობლემა? ეს არის აზროვნებითი კატეგორიულობა და ფუნდამენტალიზმი. ანუ რა – მე რასაც ვფიქრობ, რომ სწორიაო, ის არის სწორი და მორჩა, ხოლო შენ თუ არ მეთანხმები – ხარ მტერი…

ჩვენ, ჩვენმა პარტიამ უბრალოდ განსხვავებული აზრი გამოვთქვა, გაერთიანებულ ოპოზიციას რაღაცაში არ ვეთანხმებით, ეს ხმამაღლა ვთქვით. და – არ გვეთანხმები? მაშინ შენ ბიძინას მოსყიდული ხარო.

რა გვინდოდა 31 ოქტომბერს? მრავალპარტიული პარლამენტი მიგვეღო, რაც გულისხმობს აზრთა სხვადასხვაობას. თუ გვინდა ყველა ერთ აზრზე იყოს, მაშინ ვთქვათ, რომ გვინდა საბჭოთა კავშირი.

ეს რაღაცა სექტანტიზმი ჩამოყალიბდა – თუ არ იწამებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება გამოდის, რომ შენ ბიძინა ივანიშვილის მოსყიდული ხარ. არა, ჩვენ უბრალოდ განსახვავებული აზრი ვთქვით, რომ ჩვენთვის საარჩევნო რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას მოვაწერთ ხელს და მერე წავალთ პარლამენტში. ააა, ბიძინამ გიყიდა? ხომ ჩაიარა პირველმა სხდომამ? არც იქ ვიყავით, არც მეორე სხდომაზე ვიქნებით და არც 22-ზე, თუ შეთანხმება არ იქნება.

მოვლენების განვითარების 2 სცენარია: შეთანხმებას ვაწერთ ხელს ოპოზიცია და ხელისუფლება, ,,ქართულ ოცნებასთან” ვთანხმდებით პოლიტპატიმრების, საარჩევნო რეფორმისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხებზე. თუ რიგგარეშე არჩევნებზე ვერ შევთანხმდით მოდის მორიგი, თვითმმართველობის არჩევნები. გავდივართ ოპოზიცია, დიდ ქალაქებში ვუგებთ “ქართულ ოცნებას”, ის კარგავს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ფოთს, გორს, თელავს – ეს ხომ ანგრევს მთლიანად მმართველ პარტიას?

ასევე, არის მეორე სცენარი, რასაც არ ვეთანხმები, რაც უნდა გიგა ბოკერიას პარტიას იმიტომ, რომ ისინი პარლამენტში ვერ მოხვდნენ. მეორე სცენარი არის ის, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვეთანხმებით „ქართულ ოცნებას“, ვაყირავებთ მოლაპარაკების მაგიდას, ვდგებით ქუჩაში, ვხევთ მანდატებს და არცერთი არ შევდივარ პარლამენტში. მერე რა ხდება? აი ეს არის მთავარი კითხვა, რა არის გეგმა და შემდეგი სტრატეგია? მეორე სცენარი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე მიგვიყვანს?

ჩვენ პირველ სცენარში ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალურ ინსტრუმენტებს ვხედავთ, მეორეში ვხედავთ მარტო ქაოსს“, – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

ოჯახი ყველას გვყავს, ძნელია თურმე, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ? მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ? – თეა წულუკიანი

ტელეკომპანია “მთავარი არხის”  გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გუშინ საზოგადოებისადმი გაკეთებულ მიმართვას ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და აცხადებს, რომ გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა:

ბატონ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მე მხოლოდ ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მისი პერფორმანსები, ბოლოდროის თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა, ალბათ სხვა სიტყვა არ შეეფერება, არის ყოფილი, ასევ თქვათ, სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის “გაბომჟებული” სახე. ეს არის მძიმე სანახავი პიროვნულად, ადამიანურად, რადგან მას მთლიანად ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება. ამას ისახავდა ის და მისი თანამებრძოლები.

ძალიან ძნელია კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორის ელჩზე ამ სიტყვებით და ასეთ თავდასხმას ახორციელებს.

ოჯახი ყველას გვყავს… რას ამბობთ, ძნელია თურმე ნიკა გვარამიას ოჯახს რომ… რას შვრებიან, უთვალთვალებენ? მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული.

“ტვ პირველი” ბევრჯერ ხართ ჩენს სახლში, ბავშვების თანდასწრებით, შემოვარდნილები.

ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა. ეს არის საცოდაობა, სანახაობა კი არა.

“ტვ პირველი” და “მთავარი არხი” ძალიან ბევრჯერ, ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმისშვილებთან, არის მიკროფონით მოტყუებით, ბინებში და სახლებში შევარდნილი. ამიტომ, ნიკა გვარამიას თუ ჰყავს ოჯახი, ჩვენც გვყავს ოჯახი და დაიცავით ყველამ სტანდარტები”, – აცხადებს თეა წულუკიანი.