ორშაბათი, ივლისი 28, 2025
23.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1621

კახა კალაძე: თუ ადამიანს თავშესაფარი არ აქვს, ეს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტს ვერ გაამართლებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაუშვებელია, სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება ადამიანების გაჭირვებით გამართლდეს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ იმ მოქალაქეების დასახმარებლადაა მიმართული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

18 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში ჩაატარა ბრიფინგი და ისაუბრა, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგეობების განთავსება მიმდინარეობდა. ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონება მიტაცებისგან და შემდეგ, მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან დავიცვათ. დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა ადამიანების გაჭირვებით გავამართლოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამას ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია. კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, მესმის იმ ოჯახების, ადამიანების, ვისაც მართლა უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია, თუმცა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლადაა გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალ წელს ამ მიმართულებით, 350 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როდესაც მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტზე, პირველ რიგში, განისაზღვრება ის პროგრამები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლითაც გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებით, მაგრამ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება, კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ. თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ და დარჩნენ სახლის გარეშე, დედაქალაქს აქვს სპეციალური პროგრამა. ყოველწლიურად, დაახლოებით, შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, რომ მსგავს ოჯახებს დავეხმაროთ, ქირით გავიყვანოთ და ქუჩაში არ დარჩნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, უკანონოდ მიტაცემული მიწების მოკვლევის შედეგებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბევრ მათგანს სხვადასხვა ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში, არაერთი საცხოვრებელი სახლი გააჩნია.

ჩვენს მიერ დაფიქსირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე იტაცებდა სახელმწიფო მიწებს და უკანონოდ ათავსებდა შენობა-ნაგებობებს:

მოქალაქე ლ.ფ. არის დევნილის სტატუსის მქონე. 2016 წელს მას ოჯახთან ერთად, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ შეუსყიდა სახლი ქალაქ ჯვარში. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის აპრილში დაკმაყოფილდა მისი განცხადება, თბილისში ვლადიმერ დავითაშვილის ქუჩაზე, სარგებლობაში არსებულ 696 კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამის შემდეგ ლ.ფ-მ მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ლ.ჭ-ს, რომელიც, სავარაუდოდ, მისი მეუღლის დისშვილია;

მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში. ასევე, ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე;

მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი სახელმწიფოსგან 2019 წელს „სოფლად სახლის“ პროგრამით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე, მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა;

მოქალაქე გ.გ. ასევე, სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი თბილისში, შუამთის ქუჩაზე;

მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, 1 148 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852 კვ.მ და 684 კვ.მ მიწის ნაკვეთები ამავე სოფელში;

მოქალაქე ზ.ტ. რეგისტრირებულია თბილისში, სოფელ შინდისში. მას უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე, მამას აქვს დაფიქსირებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს. უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტიც, რომ ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. კიდევ ერთელ ვიმეორებ, ჩვენ არავისთან მიმართებაში უკან დახევას არ ვაპირებთ და ყველა უკანონობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

რადგანაც კონკრეტული მედიასაშუალებები ინფორმაციას არასწორად აშუქებენ და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ერთ რამეს – რა თქმა უნდა, არიან ოჯახები, ვისაც მართლა უჭირს, სოციალურად დაუცველები არიან. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, გამგეობები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა მოვახდინოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“ღარიბაშვილი და მისი კარტელი სამუდამოდ უნდა დასამარდნენ!!!” – ელისო კილაძე

,,ქრონიკა+“–ის დამფუძნებელი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება დაზვერვის ოფიცრის კობა თოდუას საქმეს და აცხადებს, რომ პროკურატურასაც მოუწევს განაახლოს ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება:

,,საათზე მეტი ვუსმენდი ციხიდან გათავისუფლებულ დაზვერვის ოფიცერს კობა თოდუას!

შოკისმომგვრელი ფაქტები მოვისმინე: იცით თუ არა რომ კასრების საქმის არც ერთი ფიგურანტი და რეალური დამნაშავე დაკავებული არ არის?!

კობა თოდუას დაკავება ჟენევის მოლაპარაკებისას, რუსულმა მხარემ მოითხოვა, ღარიბაშვილის კლანმა კი ეს დავით ნარმანიას წინააღმდეგ გამოიყენა (თოდუა ნარმანიას ბიძაშვილია), რადგან ნარმანიას ბიძინა ივანიშვილი პრემიერობის ერთ–ერთ კანდიდატად განიხილავდა!

კასრებიც ისევე ჩამოგემხობათ თავზე, როგორც ცოცხები და პროკურატურასაც მოუწევს დაწყებული გამოძიების განახლება ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ!

თოდუამ საპროცესო გარიგებაზე უარი თქვა, ბოლომდე მოიხადა სასჯელი!

დანარჩენს მოგიყვებით გზადაგზა!

ღარიბაშვილი და მისი კარტელი სამუდამოდ უნდა დასამარდნენ!!!

მორიგი რაუნდი იწყება!“, – სოციალურ ქსელში წერს ელისო კილაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

ბოლო დროს ვხედავთ პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში, რაც იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას – კახა კახიშვილი

ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში, რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას. საუბარია იმ პოლიციელებზე, რომლებიც საქმიანობას ასრულებენ კანონით დადგენილი წესით და უფლებების დაცვით. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, კანონს არღვევენ, ასევე – კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც გარეთ, ქარში, წვიმაში, დგანან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა მინისტრობის კანდიდატებს, მიმართულებების მიხედვით, კითხვები დაუსვა და მათი ხედვებით დაინტერესდა:

პირველი კითხვა მექნება თავდაცვის მინისტრობის კანდიდატთან – როგორ იმოქმედა პანდემიამ სამხედრო წვრთნებზე და მოცემულობიდან გამომდინარე, ხომ არ გაქვთ რამე გეგმები მომავალ წელს, ვინაიდან, როგორც ჩანს, ასეთი ვითარება გაგრძელდება. რა სიახლეებია დაგეგმილი სამხედრო პროფესიულ სწავლებასთან დაკავშირებით? ასევე, თქვენ ახსენეთ ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და თუ შეიძლება ამ საკითხების გაშლა, თუ კონკრეტულად რა ინიციატივებს გულისხმობს თქვენი ათწლიანი სამოქმედო გეგმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს – ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან და ვიცი, რომ თქვენც ბევრს ფიქრობთ ამაზე, ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში. რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას. საუბარია იმ პოლიციელებზე, რომლებიც საქმიანობას ასრულებენ კანონით დადგენილი წესით და უფლებების დაცვით. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, კანონს არღვევენ, მაგრამ კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც გარეთ, ქარში, წვიმაში, დგანან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ. მათ ზურგზე გადადის თუნდაც ის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ გვძინავს და გადავადგილდებით ქუჩებში. ხშირად, როდესაც მანქანით მიწევს სიარული, განსაკუთრებით, ცუდ ამინდებში, ვხედავ, რომ ადამიანები დგანან და ქუჩაში ცდილობენ წესრიგი დაამყარონ და ბუნებრივია, იმ ადამიანებს კიდევ, კრიმინალურ პოლიციას ვგულისხმობ, რეალურად, ღამეები არ ძინავთ იმისთვის, რომ აგვაცილონ კრიმინალური შემთხვევები ქალაქში და ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოსამზადებელია რაღაც ტიპის გეგმა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კანონით დადგენილ ამოცანებს და იცავენ ქვეყანაში სიმშვიდეს, იყვნენ დაცულნი კონკრეტულად პოლიტიკური დარტყმებისგან და პროვოკაციული მოქმედებებისგან. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, იმ საქმიანობისთვის, რომელსაც კანონით დადგენილ ფარგლებში ასრულებენ და გვიცავენ ჩვენ და ჩვენს ქვეყანას.

მომდევნო კითხვა ეხება გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, რვა წელია, შეიცვალა თავად სისტემა, მოსამართლეები გახდნენ ბევრად დამოუკიდებელნი და ბუნებრივია, სასამართლო პროცესების ხარისხმაც მოიმატა და გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭიროა უფრო მეტად დადგენილი და დასაბუთებული მტკიცებულებები, შესაბამისად, აქ საჭიროა, რომ პარალელურად, სასამართლოსთან ერთად, გამოძიების ხარისხიც იქნეს ამაღლებული და რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

მესამე კითხვა არის კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია კიბერ-უსაფრთხოება არის 20-ე და 21-ე საუკუნეების გამოწვევა. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაგრძელდება და რაც უფრო მეტად დაინერგება ინტერნეტ-სივრცე და ინტერნეტ-ტექნოლოგიები უფრო მეტი ტიპის კიბერდანაშაულთან გვექნება ჩვენ მომავალში საქმე. ადრე თუ ქონებას ინახავდნენ ბინებში, ახლა ქონება და ფული ინახება ბარათებზე და შესაბამისად, ამ ბარათების და ფულის მიიმთვისებელნი უკვე სხვა ტიპის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. შესაბამისად, მე მომეწონა თქვენი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ კიბერ-უსაფრთხოების სამსახურები შეიქმნება რეგიონებში. ვფიქრობ, რომ აუცილებელია მათი სერიოზული დაფინანსება, სწავლება პირველ რიგში, რომ მზად ვიყოთ ასეთი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, კამპანიის დროს ბევრს დავდიოდი და მოსახლეობის თხოვნები ეხებოდა შიდა გზების რეგულაციებს. შიდა ქუჩებში ქაოტური მოძრაობაა, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვებს, რომლებიც ეზოებში თამაშობენ. გთხოვთ, რომ მიაქციოთ ყურადღება შიდა გზებზე სიჩქარის დეტექტორებს და ამავდროულად, უსაფრთხო ბილიკებს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ზოგ შემთხვევაში და უფრო ხშირად, გადაჭარბებული სიჩქარე უფრო მეტად ხდება შიდა გზებზე, სადაც ბავშვები თამაშობენ და მოსახლეობა ისვენებს.

ხომ არ გაქვთ შემუშავებული გეგმა სპეცოპერაციების დაცვის კუთხით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს სპეცოპერაციებს, ისეთი ტიპის ინფორმაციები ვრცელდება სოციალურ ქსელში ან მედიაში, რომელიც ბუნებრივია, ხელს არ უწყობს ამ შემთხვევაში, პოლიციელების მუშაობას და მეტიც, თვითონ დამნაშავეს აძლევს უფრო მეტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავს პოლიცია და ამ კუთხით ხომ არ გაქვთ რამე გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერაციები ჩატარდეს ისე, რომ პოლიციელების და დაზარალებულების სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი იმით, რომ უბრალოდ, პრევენციულად, ვიღაც ისეთ ინფორმაციას არ გაუშვებს, რაც თავისთავად, საფრთხეს შეუქმნის ოპერაციის მონაწილე პირებს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კოვიდრეგულაციები 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდება სრული მოცულობით – ამის შესახებ მთავრობის ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა:

1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში;

2. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;

4. 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები

5. მეტიც, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:
● მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე
● მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
● მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი;
● მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
● ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
● ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;
● ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ;
● სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით;
● ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;
● აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას;
● ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

6. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მტელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა;

7. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას;

8. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი;

9. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე;

10. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

11. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

12. აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კოვიდინფექციის გავრცელების კონტროლის მიზნით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში შემოღებული იქნა გამკაცრებული შეზღუდვები, რომელიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. ამასთან ასევე განხილული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი, რაც 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

შევჩენკო პუტინის რეჟიმის მიმართ ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი და პირიქით, საქართველოს მიმართ უკვე კეთილგანწყობილია – ბექა დავითულიანი

ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა. ამის შესახებ შევჩენკო თავად საუბრობს და ამბობს რომ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში მას ქართველი მეგობრები დაეხმარნენ, რაზეც ის მადლობას იხდის და იმედოვნებს, რომ კიდევ ერთხელ ეწვევა საქართველოს. აღნიშნული პიროვნება 2009 წელს საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.

როგორ შეძლო რუსმა ჟურნალისტმა პანდემიის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ჰქონდა თუ არა მას უფლება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი საუბრობს:

მაქსიმ შევჩენკოს ჰქონდა 2009 წელს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, 6 წელიწადში ამ კანონდარღვევას გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად მას არ აქვს, დღეის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემა. ის ადგილზე მოიწვია მსხვილმა ბიზნეს ჯგუფმა ბიზნეს მოწვევით, ბიზნეს აპლიკაცია შეავსო, შესაბამისად გამარტივებული წესით შემოვიდა, ამიტომ ეს შეთქმულების თეორიები ცოტა სასაცილოა.

რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ნახეთ ელჩების წინააღმდეგ, საქართველოში დასავლეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში, შევჩენკო პუტინის რეჟიმის მიმართ ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი და პირიქით, საქართველოს მიმართ უკვე კეთილგანწყობილია, ახლა ის ხდება თავდასხმის ობიექტი“, – განმარტავს ბექა დავითულიანი.

ავტორი
ნინი შავლაძე

“ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში” – ელისო ბოლქვაძე

პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე სკოლებში მუსიკალური აღზრდის შემოტანის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული წინადადება დეპუტატმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის მიმდინარეობისას გაახმოვანა:

მივესალმები იმ სამუშაოს, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით სამინისტრომ პანდემიის ამ ურთულეს პერიოდში გაწია. სატელევიზიო ფორმატები, რომელიც სამინისტრომ დანერგა, მისასალმებელია და ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის.

რაც შეეხება შეკითხვას – მაინტერესებს თუ არის რაიმე ბერკეტი გათვალისწინებული ან ნაფიქრი იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობაა, განსაკუთრებით მუსიკის მიმართულებით და მე ჩემი დარგიდან გამომდინარე მინდა ავღნიშნო, რომ საფორტეპიანო დარგში ბევრი რესურსი და დიდი ინტერესია.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან აქ მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური ასევე პროფესიული, ეს კი ბავშვების კრეატივს და მათი ნიჭის გამომჟღავნებას აზიანებს.

საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა და ვფიქრობ, რომ ყველა სკოლაში პროფესიულად ვერ მოხერხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური აღზრდა შემოვიდეს სკოლებში. ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

საზოგადოება ხელისუფლებას მოსთხოვს პასუხს იმ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს არის – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას ხედავს მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის და მზდყოფნას გამოხატავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე:

რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკებებში და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას ჩაშალოს მოლაპარაკების პროცესი იმ ნაბიჯებით, რასაც პარლამენტში აკეთებს. კიდევ ერთხელ უნდა გაიაზრონ, რომ მათზე გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, როგორც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ ძალაზე და ყველაზე მეტად საზოგადოება მათ მოსთხოვს პასუხს იმ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“უტყვი დუმილით თუ მდუმარე წაქეზებით, ნუ მოუსპობთ ამ ქვეყანას განვითარების შანსს!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, სოციალური ქსელის მეშვეობით, საზოგადოებას მიმართავს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს:

უტყვი დუმილით თუ მდუმარე წაქეზებით, ნუ მოუსპობთ ამ ქვეყანას განვითარების შანსს!
განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილის საყურადღებოდ ვამბობ, რომელიც საკუთარი გულგრილობით თუ პოლიტიკისგან განზე დგომით, ხელისუფლებას დაუსჯელობის სინდრომს უღვივებს; მათიც, ვინც „ოცნებას“ ხმას „ნაციონალების“ რევანშის შიშით აძლევს – თქვენ ეს ერთხელ უკვე გამოსცადეთ, ნუ შექმნით თქვენივე დათრგუნვის და თქვენზე ძალადობის იარაღს. და აი რატომ: თქვენს მიერ ხმამიცემული ძალის ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე წლის წინ ამბობდა – კრიმინალთან ბრძოლის დროს თუ ბეწვის ხიდზე არ გაიარე, თავად შენ, ხელისუფალი, გახდები მონსტრიო.

თუ ერთხელ დაუშვი ძალის გადამეტება, მერე თვითკონტროლის სადავეები ხელიდან გეცლება და აღმოაჩენ რომ შენს მსხვერპლთა შორის უდანაშაულო ადამიანებიც არიან და თვალსა და ხელს შუა წაგშლია ზღვარი დამნაშავესა და უდანაშაულოს შორისო.

ჰოდა, მინდა გთხოვოთ, განსაკუთრებით თქვენ იყავით ფხიზლად, რადგან„ოცნება“ახლა სწორედ ამ ზღვარს ლახავს და თუ თქვენც არ აღუდექით წინ ამას და იმით დაიმშვიდეთ თავი, რომ დღეს ის თქვენთვის არასასურველ ოპოზიციას აკრძალავს, შეუწყვეტს დაფინანსებას, ხვალ ოპოზიციურ მედიას შეზღუდავს, რომელიც თქვენ შეიძლება დღეს ძალიან გაღიზიანებდეთ, მაგრამ ხვალ თქვენივე დამცავი ერთადერთი ფარი შეიძლება აღმოჩნდეს, მალე მის მსხვერპლთა რიგებს თქვენც შეუერთდებით.

მინდა დაინახოთ, რომ დღეს თქვენს თავისუფლებას ჩვენივე საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი იცავს. როგორც კი მათ გატეხავენ, თქვენთვის მოიცლიან. ამიტომ, განსაკუთრებით მინდა თქვენ გთხოვოთ: ვისაც რევანშის და ტერორის დაბრუნების ეშინია, ვინც ეს თავის თავზე გამოსცადა. შეიძლება არ მოგწონდეთ არსებული ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ ნუ დაკეტავთ სივრცეს თავისუფლებისთვის, ნუ წაართმევთ ცვლილებების შანსს ახალ ძალებს, ახალ თაობებს, ნუ შეუწყობთ ხელს საქართველოში შიშის ტერორის დამკვიდრებას.

ისეთ გლობალურ ცვლილებებში შევდივართ, როცა ქვეყანას მართლაც სჭირდება მრავალპარტიული მთავრობა და პარლამენტი იმისათვის, რომ ჯერ გადავრჩეთ და მერე გავძლიერდეთ. მეც თქვენთან ერთად მივეცი ხმა 2012-ში შიშის დასრულებას და ახლაც იმავეს მოგიწოდებთ: ჩვენი, საზოგადოების დაყოფის და ერთმანეთზე წაკიდების და გათითოკაცების ხარჯზე, ამჯერად უკვე „ოცნება“ მიექანება შიშის დიქტატურისკენ.

არ მოგწონთ არსებული ოპოზიცია, პოლიტიკური სპექტრი?! შევქმნათ ახალი, ოღონდ ამ ქვეყანას სიძულვილის, გაუტანლობის, დაუნდობლობისთვის ნუ გავწირავთ, ჩვენს განსხვავებულად მოფიქრალ მეზობელში, თანამშრომელსა თუ უბრალოდ, თანამოქალაქეში მტერს კი ნუ დავინახავთ, არამედ ადამიანს, რომელიც ჩვენს გვერდით გაიზარდა, ჩვენს გვერდით შრომობს და ჩვენთან ერთად ცდილობს გადარჩეს.

როგორადაც არ უნდა გვიჭირდეს ამის დანახვა, ჩვენი ერთი ბედით ვართ დაკავშირებულნი, ამიტომაც არსებული სირთულეებიდან თავის დაღწევა არა – ერთმანეთის ხარჯზე, არამედ მხოლოდ ერთად შეგვიძლია! ვირუსი, შიმშილი და გაჭირვება არ არჩევს „მეოცნებეს“, „ნაციონალს“, „ლელოელს“ თუ „გირჩელს“, მხოლოდ ერთად შევძლებთ – არა გაჭირვებამ, არამედ გამარჯვებამ გაგვაერთიანოს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

“მე როდესაც ვაჩვენებ პროგრესს, ხელშესახებ შედეგს, მინდა შემხვედრი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან” – დავით ზალკალიანი

საქართველოს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ასპირაციის მიმართულებით საჭიროა აისახოს კონკრეტული შედეგები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა დიფერენცირებული მიდგომის მნიშვნელობაზე, ვინაიდან აშკარაა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნები ამას თავად აღიარებენ, რომ მიზნები განსხვავებულია და არიან ქვეყნები, რომლებმაც მნიშვნელოვან ხელშესახებ პროგრესს მიაღწიეს და არიან ქვეყნები, რომლებსაც სხვა მიზანი აქვთ:

მე როდესაც ვაჩვენებ პროგრესს, ხელშესახებ შედეგს, მინდა შემხვედრი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მუდმივად ამაზე ვსაუბრობ და ეს კვლავ გაგრძელდება. რადგანაც თუკი შემხვედრი ნაბიჯები არ იქნა, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ გვინდა კონკრეტული შედეგები, რომელიც უნდა აისახოს საქართველოს ევროპული ასპირაციის მიმართულებით.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობა ძალიან დიდი მიღწევაა, როდესაც უკვე ორი წელია საქართველოს და უკრაინას ნატო-ს მინისტერიალი ცალკე ფორმატში იწვევს. ამისთვის ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიბრძოდით, ვიბრძოდით იმისთვის, რომ აღნიშნული განზომილება ნატო-ს მიმართულებით გაჩენილიყო.

აპრილის მინისტერიალი არ იყო გათვალისწინებული პარტნიორი ქვეყნებისთვის, თუმცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა, პირადად დამიკავშირდა და სატელეფონო საუბრისას მთხოვა გადამეცა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რისი დანახვაც გვსურდა ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილებებში.

საქართველოს აქვს ყველა ელემენტი ნატო-ს წევრობისთვის და უკვე მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კონკრეტული ჯგუფები მოწყობილობებს აქირავებენ, რათა ავტოტრანსპორტის საშუალებამ გაიაროს ტექდათვალიერება, შემდეგ კი უკან უბრუნებენ პატრონს – ირაკლი ზარქუა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკური მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პროგრამის მიმართულებით მეტი ყურადღების გამახვილების წინადადებით მიმართა:

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პროგრამა უკეთესი შედეგის სურვილს ტოვებს. ახლაც შეიძლება ვნახოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ავტომობილს ტექათვალიერებას აძლევენ, მაგრამ მანქანა გამოდის გაუმართავი, რომელიც აბინძურებს გარემოს.

პარლამენტში შემოსულია კანონი, სადაც წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვება, რომ ვიზუალური აღთქმის შემთხვევაში გააჩეროს და დააჯარიმოს ავტომობილის მფლობელი, მაგრამ მანამდე უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ხარვეზი გვაქვს.

კონკრეტული ჯგუფები არიან, რომლებიც ამა თუ იმ მოწყობილობებს აქირავებენ, რათა ავტოტრანსპორტის საშუალებამ გაიაროს ტექდათვალიერება ზუსტად იმ ერთი საათით და შემდეგ უკან უბრუნებენ პატრონს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ – სამინისტრო და პარლამენტი ყველაფერს ვაკეთებთ რომ ეს პრობლემა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, სამწუხაროდ, ეს გამოწვევა რჩება და გთხოვდით, რომ ამ მიმართულებას მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.