ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
33.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1615

როგორ არ ეცადეთ და ფეხები ვერ მოჭამეთ ვერც ივანიშვილს, ვერც ღარიბაშვილს, ვერც კალაძეს და ვერცერთ ძლიერ პერსონას ივანიშვილის გუნდიდან – ნუკა არველაძე

სოციალურ ქსელში მძაფრი, მწვავე გამონათქვამებით მიმართავს ოპოზიციას ჟურნალისტი, თბილისის მერიის თანამშრომელი ნუკა არველაძე. მისი აზრით ოცნებას შეკედლებული ზოგიერთი პირი ოპოზიციაში გადავიდა, იქ ცდილობს დამკვიდრებას და ახლა ებრძვის ბიძინა ივანიშვილს:

აი რომ არ დავწერო არ შემიძლია და განსაკუთრებით ახლა, სააკაშვილის ნაცებს შეკედლებული ვაი ოცნებისტებს და ვაიგაერთოპოზიციას ეხება – ასევე მათ ვისაც ჰგონია რომ ივანიშვილის გარეშე ან რეიტინგი ან რაიმე ეღირსებოდა საერთოდ

მთელი ეს წლები თავს ამადლიდით სრულიად საქართველოს ნაცებს ვებრძოდითო
და დღეს ნაცების ნასუფრალზე იხვეწებით, უკრაინა – საქართველოს ავიარეისი აითვისეთ და ვაზელინიც არ დაგჭირდათ ისე შეეტენეთ ვითომ ვისაც ებრძოდით იმას!!!

ისე ჩამოყალიბდით – ნაცებს ებრძოდით თუ ბიძინა ივანიშვილი და ხალხის გამოყენება გინდოდათ, ნაწილობრივ გამოგივიდათ, ხელისუფლებისთვის? არ გაგივიდათ უბრალოდ!

2012 წლის მერე ხელისუფლებაში მოსულები – პირველი რაც გააკეთეთ გაიტანეთ კოჰაბიტაცია და დაიწყეთ ივანიშვილის წინააღმდეგ ზოგმა პირდაპირი, ზოგმა ირიბი ბრძოლა, რომ გაგიᲒოთ და აღარ გაგივიდათ და გამოგყარათ მიადექით დორბლიანს!!!

მოკლედ ყველაზე ნაძირალა სბროდი ხართ და ვაი რომ ჯერ კიდევ ხართ ზოგიერთი ოცნების რიგებში :(( მაშინაც 2012 წლამდე ოცნებაში ნაცებთან შეთანხმებით შეპარული და კარგად მომჯდარი ბოზანდარები დღემდე იქ ხართ – ბევრი არაფერი შეგიძლიათ მაგრამ უსაქმურობით და უპასუხისმგებლობით ირიბი საბოტაჟები გამოგდით – თან აქ ოცნების ლიდერებთან გადაღებული სურათების შეარებით იწონებთ თავს!!!

პიარი – ოცნების აქილევსის ქუსლია და რომ არა სოციალური მედია ვინ იცის რამდენი საზიზღრობა გაგივიდოდათ!!! არადა რაღაცეები გაგივიდათ :(( თუმცა იმდენად ბანძები ხართ ყველა რასკლადი გაგეშიფრათ – თუნდაც ის რომ ნაცებთან და მათთან აფილირებულ მომხრეებთან ერთ ხმაში გაქვთ მესიჯბოქსები!!!!

გიყურებთ, ვკითხულობ და რამდენად უსუსურები ხართ რომ იცოდეთ – ამოიწურა 2016 წელს გაკეთებული სვოტის მონაცემები 🤣 თან უკვე არც ისე გულუბრყვილო ვარ 😉

ის რაც შეძლო ივანიშვილმა და რაც ვერც გააკეთეთ თქვენ არის ხალხთან გულწრფელი ურთიერთობა – როგორ არ ეცადეთ და ფეხები ვერ მოჭამეთ ვერც ივანიშვილს, ვერც ღარიბაშვილს და ვერც კალაძეს!! ვერც ერთ ძლიერ პერსონას ივანიშვილის გუნდიდან, აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი თქვენი სამიზნე რომ არ გახდეს – არადა ხო მართალია, ამათზეა დამოკიდებული 😉

პოპკორნის ჭამას არ აცლით ადამიანს 🤣🤣🤣 მედია მძორები და ძუნძგლები კი გყავთ და აჰა მიდით ახლა ვითომ კომპრომატებით დააბულონგეთ ხალხი ვინც მანდატზე არ თქვა უარი!!!

თქვენნაირ ნაძირალებს და ფარისევლებს დასტოინი მტერი მირჩევნია რაა!!

აი ახლა იფიქრეთ ახალ მესიჯბოქსზე და ხო აქამდეც და აწიც სიამოვნებით აგიყირავებთ ვითომ დალაგებულს!!!

კარგად ვიცი ჩემი საქმე

ვინც საკუთარ თავს დაინახავთ კომენტარსაც მოერიდეთ – 😉 რატომ არ მკითხოთ!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.

“თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო” – არჩილ თალაკვაძე დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს პატრიარქს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაბადების დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს ერთიანობის სიმბოლოდ მოიხსენიებს და მადლობას უხდის მას ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის:

თქვენო უწმინდესობავ,
საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ დაბადების დღეს! შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად სწევთ. თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო.

მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს თქვენგან.

გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას ჩვენი ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ,” – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე

მომდევნო კვირის განმავლობაში ინფიცირების მატება გვექნება იმის ხარჯზე, რომ მეტი შემთხვევის გამოვლინება გვექნება – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ინფიცირების შემცირებული რაოდენობა ტესტირების შემცირების გამოა და იგი შეიძლება გაიზარდოს ტესტირებების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში:

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ჩვენ შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს არა ჭეშმარიტი კლების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ საახალწლო პერიოდში რეალურად ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა ტესტირებისთვის.

ვფიქრობ, რომ ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში მატება გვექნება არა იმის ხარჯზე, რომ რეალური მატებაა, არამედ იმის ხარჯზე, რომ მეტი შემთხვევის გამოვლინება გვექნება.

დადებითობის მაჩვენებელი ტესტირების შედეგად კვლავაც რჩება 11%-ის ფარგლებში. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდეს და უფრო ქვემოთ ჩამოვიდეს, მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საფუძველი, რომ რეალურად ინფექციის საზოგადოებაში გავრცელება იკლებს და იმის შანსი, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ისევ თავიდან მივიღებთ ახალ პიკს, რა თქმა უნდა იქნება ნაკლები,” – აცხადებს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 469 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 31 ადამიანი.

ვის არ ეხება საქართველოში 3 იანვრიდან 15 იანვრამდე გამოცხადებული უქმე დღეები? – სამი უწყების ერთობლივი ბრძანება

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 26 ნოემბერს გამოსცა შემდეგი დადგენილება: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები  განისაზღვროს უქმე დღეებად.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამმა უწყებამ ასევე გამოსცეს ერთობლივი ბრძანება, თუ ვისზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული დადგენილება:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №01-136/ნ – №1-1/586 – 2-1274

2020 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი

იმ მეწარმე სუბიექტების ან/და საქმიანობების განსაზღვრის შესახებ, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მეწარმე სუბიექტები ან/და საქმიანობები, რომლებზეც არ გავრცელდება უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნომებრის №698 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის (თანდართული დანართის შესაბამისად).

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი

 

მეწარმე სუბიექტები ან/და საქმიანობები, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის
1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

3. ფარმაცევტული საქმიანობა.

4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.

5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება.

6. ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.

9. სამაშველო საქმიანობა.

10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).

12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები“, – ჩამოთვლილია ერთობლივ ბრძანებაში.

მთავარი მოთხოვნა არის სამართლიანი არჩევნები – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ თავის მოსაზრებებს აფიქსირებს:

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის,  დიდი ალბათობით, გაიმართება იანვარში და ამაზე არაერთი მინიშნება გააკეთა ხელისუფლებამ და ჩვენ უკვე მოლოდინის რეჟიმში ვართ, მთელი ოპოზიციური სპექტრი და ფასილიტატორი ელჩები.

მოლოდინი რეალურად გვაქვს, რომ მოლაპარაკებებზე შედგება შეთანხმება, ორმხრივი კონსესუსის გზით მივაღწევთ შეთანხმებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

პირველ რიგში ხელისუფლება უნდა მოვიდეს თავისი წინადადებებით და ამის შემდეგ უფრო იოლი იქნება საუბარი იმაზე, არის შეთანხმების რესურსი თუ არა. მთავარი მოთხოვნა კი, რა თქმა უნდა, არის სამართლიანი არჩევნები.

მოლაპარაკებები თუ გაიმართა და მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება თებერვლამდე მოხდა, მაშინ შევალთ პარლამენტში,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ახალი წლის აღნიშვნის საინტერესო, სახალისო თუ უცნაური ისტორიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

საინტერესო საახალწლო ტრადიდიებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დაუჯერებელი და სახალისოც. სჯერათ ამ ტრადიციების და თაობიდან თაობას გადაეცემა.

 

იაპონია

ამომავალი მზის ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ადამიანს 6 ძირითადი ნაკლი აქვს – გაუმაძღრობა, სიხარბე, სისულელე, ქარაფშუტობა, სიავე, გაუბედაობა, რომლებიც, გადმოცემის თანახმად, 18 ელფერისაა, შესაბამისად ჯამში სხვადასხვა ტიპის 108 ნაკლი გამოდის და ბუდისტურ ტაძრებში, ახალი წლის ამეს, ზუსტად ამდენჯერ ჩამოჰკრავენ ზარები, რომ ადამიანი განიწმინდოს ყველა ამ ნაკლისგან.

 

დანია

სკანდინავიის ეს ქვეყანაც გამოირჩევა უცნაური საახალწლო ტრადიციით. აქ ახალ წელს ჭურჭლის მტვრევით ეგებებიან, მეზობლის თუ ახლობლის სახლის კარს ესვრიან და ამსხრევენ. ტრადიციის თანახმად, ახალი წელი ბედნიერი იმ ოჯახისთვის იქნება, რომლის სახლის კართან ყველაზე მეტი დამტვრეული ჭურჭელი მოგროვდება. საინტერესოა ტრადიცია გასათხოვარი გოგონებისთვის. ოჯახში გამზადებულ საახალწლო კერძებში თხილის გულს ჩააგდებენ და ვისაც შეხვდება აუცილებლად გათხოვდება წლის განმავლობაში.

 

იტალია

ალბათ ყველასთვის ცნობილია იტალიელების ტრადიცია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ახალ წელს ძველი ნივთები უნდა მოიცილონ და ახალი წლის დადგომამდე მათ ფანჯრიდან ყრიან, ხოლო სანაცვლოდ ახალს ყიდულობენ.

 

რუმინეთი

ამ ქვეყანაში გასათხოვარ ქალებს სჯერათ, რომ ახალი წლის ღამეს ჭასთან თუ მივლენ და დანთებული სანთლით ჭაში ჩაიხებავენ, წყალში მომავალი მეუღლის სახეს დაინახავენ.

 

 

შოტლანდია

ამ ქვეყანაში, ახალი წლის ღამით, ცეცხლს უკიდებენ კუპრიან კასრებს და მათ ქუჩებში აგორავებენ. ტრადიციის თანახმათ, მათ მიაჩნიათ, რომ ისინი ცეცხლს უკიდებენ ძველ წელს და ახალს ეპატიჟებიან.

 

საბერძნეთი

ამ უძველესი ქვეყნის ტრადიციის თანახმად, ზუსტად ახალი წლის დადგომისთანავე, 12 საათზე, ოჯახის უფროსი წევრი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. ბერძნებს სჯერათ, რომ ბროწეულის მარცვლები თუ მთელს ეზოში მიმოიფანტება, მაშინ მთელი წლის განმავლობაში ოჯახში ბედნიერება დაისადგურებს.

 

არგენტინა

სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნის საახალწლო ტრადიცია ერთნაირად ახარებთ, როგორც ოფისების თანამშრომლებს, ასევე მაკულატურის შეგროვების მოყვარულთ, არის ახალი წლის აღნიშვნა არგენტინაში. ტრადიციის თანახმად, არასაჭირო ჟურნალები, გაზეთები და სხვა ქაღალდები ფანჯრებიდან უნდა გადაყარონ. ტრაგიციასტან ერთად, ეს შესანიშნავი გზაა სტრესისგან და უკვე შუა დღისით არგენტინის ქალაქების ცენტრები დაფარულია მოცილებული ქაღალდისგან.

 

ავსტრალია

სამხრეთ ნახევარსფეროს გეოგრაფიული სარტყლის გათვალისწინებით ავსტრალიაში საახალწლო ტრადიციები უჩვეულოდ (ჩრდილო ნახევარსფეროსგან განსხვავებით) ეგზოტიკურია, რადგან ახალი წლის დადგომა, აქაური ზაფხულის სეზონს ემთხვევა, ამინდი უჩვეულოდ ცხელია, ამიტომ თოვლის ბაბუა აქ მოდის საცურაო კოსტიუმით… კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ეს ვერ მოხერხდება, თუმცა წლების განმავლობაში ახალი წლის დადგომისას, დღისით ქვეყანაში ეწყობა უამრავი პიკნიკი, პლაჟის წვეულებები, სერფინგის შეჯიბრებები და ავსტრალიელები ახალ წელს ძალიან ხმაურიანად აღნიშნავენ – იწყებენ ყვირილს, ხმაურს, უსტვენენ საყვირებით.

 

საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” გილოცავთ ახალ წელს!

“ისე მიხარია ყოველი ახალი წელი, თითქოს ცხოვრება კი არ გარბოდეს, კარგ წიგნს ვკითხულობდე” – ნათია ფანჯიკიძე

საკუთარი საახალწლო განწყობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, საინტერესო, რომანტიკული სურვილებით აღსავსეს:

ისე მიხარია ყოველი ახალი წელი, თითქოს ცხოვრება კი არ გარბოდეს, კარგ წიგნს ვკითხულობდე, რომლის ერთერთ პერსონაჟთან თავსაც ვაიგივებ და მეჩქარება, გავიგო მერე რა მოხდება.

ძალიან ბედნიერ წელს გისურვებთ ყველას. ბედნიერებაა ყველაფერი, რაც არაა ტრაგედია, პრობლემებიც მათ შორის, თავსატეხების გარეშე თამაშიც კი არააზარტულია და ბედნიერებაა საინტერესო ამბებში ხლართვა.

ხოდა მოსაგონებლად ისეთი გრძელი წელიწადი გვქონოდეს, ყოველი დღე ცალკე ამბად რომ ღირს და საკუთარი ცხოვრებისგან მოწყვეტა წუთითაც დაგვენანება.

პინოქიოები ვიყოთ მოკლედ, ადამიანად ქცეული თოჯინები და არა პირიქით,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

უმძიმესი დანაშაული ბორჯომში: დედამ შვილი მოკლა…

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული თ.პ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა შვილს – 1979 წელს დაბადებულ ი.პ.-ს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

“2020 წელი იყო ჩვენი გამარჯვების წელიწადი, 2021 წელი ამ გამარჯვების გაფორმების წელიწადია!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს და ახალ წელს ულოცავს. მიხეილ სააკაშვილი მიმართავს მათ, ვინც პროტესტს გამოხატავს კარვებში და პროტესტის გამარჯვებით დასრულებას უსურვებს. იგი ასევე აცხადებს, რომ ეს წელი სამშობლოში დაბრუნების წელი იქნება და პოლიტპატიმრებიც გათავისუფლდებიან:

ვულოცავ ყველა ქართველს, მთელს მსოფლიოში დამდეგ ახალ წელს! ვულოცავ ყველა ჩემს თანამებრძოლს, რომელმაც არამხოლოდ ხელები არ ჩამოუშვა, არამედ როგორც არასდროს, ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა, ქართველ ხალხს დაუბრუნოს 2020 წელს მოპოვებული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. იმისათვის, რომ 2021 წელს უზურპატორმა ვერ შეძლოს ფეხის მოკიდება და საქართველოს ბოლომდე ჯიბეში ჩადება. ასეთი მუხტი და ერთიანობა რომელიც ახლა არის საქართველოში, მე არ მახსოვს ვარდების რევოლუციის და ეროვნული მოძრაობის შემდეგ.

მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ახლა საპროტესტო კარვებში ათენებს ღამეს, ვინც თავისუფლების ზონაშია ბათუმში, ვინც სახლშია და სვამს საქართველოს განთავისუფლების და მომავლის სადღეგრძელოს და ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ვუსურვო ამ ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინება 2021 წელს, რაც შეიძლება მალე.

განსაკუთრებით, ცალკე მინდა მივულოცო ახალი წელი პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილებს, დარწმუნებული ვარ ეს წელი მათი განთავისუფლების და ჩვენი სამშობლოში დაბრუნების წელი იქნება.

იყო რამდენიმე წელიწადი, როდესაც ყოველი ახალ წელს შეგვეძლო მოგვეყოლა – რამდენად წინ წავიდა საქართველო გასულ წელს, რამდენად დიდი გეგმები გვქონდა განსახორციელებელი და ამ გეგმებს ვახორციელებდით.

როდესღაც საქართველოს, თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, ამერიკის პრეზიდენტმა, უწოდა დემოკრატიის შუქურა მთელი მსოფლიოსთვის.

დღეს კი ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ არ ვიყოთ ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა რეგიონში დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხით ისევე, როგორც ეკონომიკური განვითრებით. მაგრამ, ეს ბრწყინვალება აუცილებლად აღდგება, ვინაიდან ჩვენმა თაობამ უკვე შეძლო მისი შექმნა და მსოფლიოსთვის გაცნობა.

საქართველო ყოველ წელიწადს მშვენდებოდა და ვითარდებოდა. ეს დრო ისევ დაბრუნდება!
ქართველები ვართ ძალიან ნიჭიერი ერი და ბევრად უკეთეს ცხოვრებას ვიმსახურებთ.
ყველაფერი კარგად იქნება!

2020 წელი იყო ჩვენი გამარჯვების წელიწადი, 2021 წელი ამ გამარჯვების გაფორმების წელიწადია!” – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, კი არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი” – ილია მეორე

ქვეყნის მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ერს ერთმანეთისთვის მხარში დგომისკენ მოუწოდებს:

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.

ყველას მოგესალმებით, სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და ყოველ ადამიანს.

ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს – „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე. ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, იღებდეთ და განგეღოს თქვენ“.

ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს. ეს ცხოვრება ცვალებადია, ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი, ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი.

ჰე უფალო მომანიჭე მე განსჯაი ძმისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, კი არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი.

გილოცავთ ახალ წელს და ქრისტესშობის დღესასწაულს. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენთან არს ღმერთი, დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა,“ – მიმართავს ერს ილია მეორე.