ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
24.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1607

“დღეს რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეს არის დანაშაული” – ხათუნა ლაგაზიძე

ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ტურიზმის სფეროსთან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ ჩავარდნაზე საუბრობს პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

ხელისუფლება, გაასაჯაროვე ვაქცინის შესყიდვის მიზნით წარმოებული მიმოწერა! უფლება გვაქვს ვიცოდეთ! გონიერი ხელისუფლება ამას გააკეთებდა და ეს იყო საუკეთესო გამოსავალი: ის მილიარდები რომ ისესხა, პირველ რიგში ვაქცინას შეუკვეთავდა და მერე დაიწყებდა სხვა მიმართულებებით ფიქრს. მით უმეტეს, როცა შენი ეკონომიკა ტურიზმზე კიდია, ვაქცინაცია ერთ-ერთ ყველაზე პირველებს უნდა დაგვეწყო და დაგვესრულებინა, რათა ტურიზმი გახსნილიყო.

წესით ახლა რეკლამები უნდა მიდიოდეს, რომ მაისის ბოლოს დამთავრდება ვაქცინაცია და ტურიზმისთვის ქვეყანა იხსნება. დღეს რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეს არის დანაშაული. ჩვენ კი იმის ნაცვლად პასუხი მოვთხოვოთ, ფეისბუკიდან ცხვირს არ ვყოფთ და თავზე ნაცარს ვიყრით,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

“სულ დანაგვიანდა ქართული პოლიტიკა, მათ შორის ფსევდო-მორალიზმითაც, რომელსაც ნაგვის დაყრა აწუხებს, მაგრამ სუნი არა…” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრას და მომხდარი ფაქტის მიუღებლობის მიუხედავად პროტესტის შინაარსი მისთვის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია:

ჩემის აზრით, ფორმა არის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ პროტესტის შინაარსი აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია.

როდესაც ადამიანმა მანდატი მოიპოვა იმ ხალხის ხმებით, რომელთათვისაც მისი საქციელი კატეგორიულად მიუღებულია, ის მათი მხრიდან დაგმობას იმსახურებს.

ამ ადამიანს მინიმალური ღირსება რომ ჰქონოდა, თუ განსხვავებული აზრი ჩამოუყალიბდა, უბრალოდ უნდა დაეტოვებინა მანდატი, რომელიც ახლა მოპარული აქვს.

ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც პროტესტის მიუღებელი ფორმის გამო შინაარსშიც იწყებს ამ სუბიექტის გამართლებას. ამ ლოგიკით შენდება მანკიერი სისტემა. ამ ლოგიკით გვყვანან დღეს მურუსიძე და მისი ძმები სამუდამო მართლმსაჯულების მედროშეებად.

რაც არ უნდა ნაძირალა იყო, თუ მიშას შეაგინებ, უკვე ჩვენიანი ხარ…
რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის ნაც. მოძრაობის დღევანდელი წარმომადგენელი, უფრო მეტად აუტანელია ადამიანი, რომელიც მათ ხარჯზე ხელისუფლებაში მოიკალათებს.
ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან, რომლითაც გაივსო ხელისუფლება.

სულ დანაგვიანდა ქართული პოლიტიკა, მათ შორის ფსევდო-მორალიზმითაც, რომელსაც ნაგვის დაყრა აწუხებს, მაგრამ სუნი არა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

“ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს” – ნიკა მელია

ბათუმში, აჭარია ა/რ-ის უზენაეს საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლის გამო პროტესტის ფორმად მისთვის თავზე ნაგვის ურნიდან ნაგავის დაყრის ფაქტს ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით:

არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა,
მაგრამ
“ხელისუფლებამ: საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა – ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ “ხელისუფლებას” გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ.

ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს ახალმა შემადგენლობამ პარტიის სამდივნო აირჩია

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

პოლიტიკური საბჭოს ახალმა შემადგენლობამ პარტიის სამდივნო აირჩია:

გენერალური მდივანი – კახა კალაძე;
აღმასრულებელი მდივანი – მამუკა მდინარაძე;
პოლიტიკური მდივანი – ირაკლი ღარიბაშვილი;
საერთაშორისო მდივანი – კახაბერ კუჭავა;
რეგიონული მდივანი – დიმიტრი სამხარაძე.

პოლიტიკური საბჭოს წევრებმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და პარტიის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

“როდესაც ვსაუბრობთ ახალ ოპოზიციაზე, ეს უნდა იყოს ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვდებარება” – არჩილ თალაკვაძე

ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წელს არჩევნები რომ სრულად პროპორციული არჩევნები 5 %-იანი ბარიერით ჩატარებულიყო, პარლამენტში მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდოდა, უმრავლესობაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ კი ოთხით მეტი მანდატი ექნებოდა, ვიდრე დღეს აქვს:

დღეს მაინც უნდა ეყოთ გამბედაობა იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მძიმედ გვაკრიტიკებდნენ და აღიარონ, რომ ჩვენ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესი სწორად გვქონდა დაგეგმილი და სწორი იყო ჩვენი არგუმენტები.

თუ რატომ სჯობდა 2024 წელი და რატომ სჯობდა 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, მეტი პროპორციულობით, ეს უკვე დაამტკიცა დრომ და პოლიტიკურმა პროცესმა, თუმცა ჩვენ ამას არავის ვამადლით.

როდესაც ვსაუბრობთ ახალ ოპოზიციაზე, ეს უნდა იყოს ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვდებარება – პოლიტიკოსები, რომლებიც არ არიან გასვრილი იმ საქმეში, რასაც ჰქვია ძალადობა, კორუფცია, პოლიტიკური შანტაჟი, უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია და პასუხისმგებლობა დარღვევებზე, რაც რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოჰყვება მემკვიდრეობით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

“შსს, ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა?” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს მისთვის საზღვრის კვეთისას შექმნილი პრობლემებისა და უარის თქმის თაობაზე და სახალხო დამცველს საკითხით დაინტერესებისთვის მიმართავს:

შსს, ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა?

დღეს, სრულიად უკანონოდ, საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი – გაწითლებული ხარო. შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო.

ასე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია. Nino Lomjaria, ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

“მასწავლებლებისთვის მარტო მადლობის გადახდა არ კმარა!” – ნანა ტოხვაძე

განათლების სისტემაში, კერძოდ, მასწავლებლებთან მიმართებაში განათლების სამინისტროს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე:

Covid-19-ის პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ ცხადი გახდა განათლების სექტორში დაგროვილი გამოწვევები და ბოლო ათწლეულში გადაუჭრელი პრობლემები. სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მოუწესრიგებლობამ, სისტემის გაუმართაობამ და რაც მთავარია, ხელისუფლების ზედაპირულმა დამოკიდებულებამ განათლების სფეროს მიმართ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა.

არცერთ ევროპულ სახელმწიფოში არ ჩაკეტილა სკოლები თუ საბავშვო ბაღები ასე ხანგრძლივი ვადით (მთელი სამი სემესტრით). აღარაფერს ვამბობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაზე, რაც დიდ პრობლემას ქმნის მთელი ქვეყნის მაშტაბით.

საკორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 18 იანვრიდან საქართველოს რეგიონების სკოლები დასწრებულ სწავლის რეჟიმს დაუბრუნდა. თუმცა, სოფლის სკოლამდე მისაღწევად მასწავლებლებს 15-20 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. სამწუხაროდ, არც სამინისტრომ გამოიჩინა სათანადო ყურადღება ამ საკითხის მიმართ და დირექციებსა და რესურსცენტრებს “შეაწმინდა ხელი”. თითქოს სკოლების ფინანსების დეფიციტის შესახებ არც აქვთ წარმოდგენა და ასე, სირაქლემას პოზიციიდან აგრძელებენ “ზრუნვას” რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებზე. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მძიმე ვითარებაში ვერანაირ ხელშეწყობას ვერ იღებენ და ტრანსპორტირების საკითხი მათთვის ყოველდღიური გამოწვევაა.

მოვუწოდებ ბ-ნ მინისტრს, დაინტერესდეს ამ პრობლემით და თვალი გაუსწოროს მასწავლებელთა მძიმე სოციალურ მდგომარეობასაც. პედაგოგებს ნამდვილად არ აქვთ ტაქსების მომსახურების გამოყენებისთვის საკმარისი ფინანსები და ანაზღაურება. გარწმუნებთ, მათი უმრავლესობის ანაზღაურება ჩხენკელის ხელფასის მხოლოდ 10%-ს შეადგენს. მასწავლებლებისთვის მარტო მადლობის გადახდა არ კმარა!” – აღნიშნავს ნანა ტოხვაძე.

“ყველა ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ამ დრომდე არ იხილება საკონსტიტუციო სარჩელი” – ეკა ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია უგუნურობად მიიჩნევს ხელისუფლების გადაწყვეტილებას შედზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, ხოლო მთლიანობაში შეზღუდვებს – ანტიკონსტიტუციურად:

შეზღუდვების დაწესება ხდება არაციონალურად და გაუაზრებლად. სკოლების დახურვა დანაშაულის ტოლფასია!

საზ ტრანსპორტის და 21 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ასევე უგუნური გადაწყვეტილება.

მთლიანობაში ყველა ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ამ დრომდე არ იხილება საკონსტიტუციო სარჩელი😒

საპარლამენტო კონტროლი კი – ნოლი“, წერს ეკა ბესელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

მამუკა მდინარაძე: “გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები, ხოლო საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას”

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას ამტკიცებს, რომ მომხდარი ფაქტი პიარულად გამოიყენა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და წინა ხელისუფლებას ბევრი რამ არ გაუკეთებია ამ პროცესთან მიმართებაში:

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები ხოლო საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, ეს იყო უდიდესი შრომის შედეგი.

ჩვენ არც ვაპირებდით იმაზე საუბარს, თუ ვისი დამსახურება იყო ეს და მთელ საქართველოს, ყველა მოქალაქეს განურჩევლად ყველაფრისა, ვულოცავდით ამ გამარჯვებას თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიზრახა ე.წ. პიარული ტრუკების კეთება. გუშინ, ამისი დრო ნამდვილად არ იყო თუმცა, იკადრეს. მათი მთავარი მიღწევა არის ის რეზოლუცია, რომლითაც ომიდან 2 თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს.

ჩვენი და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხან დაკავშირებით იყო გუშინდელი დღე, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკვე სამართლებრივად და არა პოლიტიკური შეფასებების და რეზოლუციის დონეზე დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში და ბევრ ნაწილში“, – ამის შესახებ ფრქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან გნაცხადა.

მისი თქმით ხელისუფლებას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხვალვე დაიწყება, რადგანაც ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული.

„თუმცა, დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშნელოვანესი და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც, როდესაც აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ, გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება, როგორც მინიმუმ და სამართლებრივი საფუძველი გვექნება, რაც აქამდე ასე მყარად რა თქმა უნდა არ გვქონდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი „მიღწევა“ იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ომის დაწყება ბრალდებოდა. „მათი ერთადერთი დამსახურება, რაზეც აგებენ ამ პიარულ ნარატივს, იყო ის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევიდა სარჩელი. სარჩელის შეტანასაც თუ გვამადლიან მგონი ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გავახსენო, რომ მათ თითი-თითზე არ ჰქონდათ დადებული იმისთვის, რომ მოეძიებინათ ისკანდერის ნაწილები, რაც იყო მთავარი მტკიცებულება. ამაზე ზრუნვა და ასობით მტკიცებულების წარდგენა 2013 წლის შემდეგ მოხდა“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

“ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებისთვის” – ნათია თურნავა

საქართველოში პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება. ყველა ავიაკომპანია, რომელიც უკვე საქმიანობდა ან საქმიანობს საქართველოში, ან სამომავლოდ გეგმავს ქვეყნის ავიაბაზარზე შემოსვლას, რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას შეძლებენ,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ავიაკომპანიები ფრენების განხორციელებას მხოლოდ ყველა არსებული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლებენ:

მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს. ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ დამატებითი საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ მომავალ კვირას ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებისთვის, რადგან ეს ორი გარემოება ურთიერთკავშირშია”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორისაა ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ტურისტულად განსაკუთრებით მიმზიდველია, მაგალითად: ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და რა თქმა უნდა, ევროკავშირის სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე, არის მოლოდინი რომ უახლოეს პერიოდში გაზაფხულის სეზონზე საქართველო შეძლებს, ყველა წესის დაცვით, უსაფრთხოდ უმასპინძლოს ტურისტებს უფრო დიდი რაოდენობით.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მომავალ კვირას დაგეგმილია შეხვედრა ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებთან, რათა ერთობლივი ძალებით იქნას განხილული, თუ როგორ უნდა იქნას ეს ახალი გარემოება ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებული.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება / United Airports of Georgia
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA