ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
26.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1605

კახა კალაძე: გადაცდომის და კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია:

რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კუთხით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

მამუკა მდინარაძე: ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ოპოზიციას შეუწყდება უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე

პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მმართველი პარტიის პოზიციის თაობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ოპოზიციურ პარტიებს და მათ მედიასაშუალებებს, რეალურად, აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი:

დღეს რამდენი დეპუტატიც შემოვიდა დარბაზში, ყველამ მითხრა, რომ ყველა ოპოზიციური მედიასაშუალების წარმომადგენელი სათითაოდ ეკითხება პირადი აზრის დონეზე, რა განწყობა აქვთ მათ, შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციონერებს უფლებამოსილება. როგორც ჩანს, ოპოზიციის იმ ძალიან შემართებით განწყობისგან განსხვავებით, რეალურად, მათ და მათ მედიასაშუალებებს ძალიან აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი. თუ ასე ნერვიულობენ ისინი, მაშინ ასეთი შემართებით საზოგადოების წინაშე ნუ პოზიციონირებენ, სიმართლე უთხრან, რომ არ უნდათ შეუწყდეთ უფლებამოსილება. თუ ასე პოზიციონირებენ, მაშინ ამ ჩაკითხვებს და იმედის ნაპერწკალის ძებნას რომელიღაცა დეპუტატის პირად მოსაზრებაში, მგონია, რომ უნდა დაანებონ თავი.

ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ერთ სხდომა ამ გადაწყვეტილების წინ იქნება აუცილებლად ჩატარებული, მაგრამ ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ ვერცერთ წარმომადგენელს ოპოზიციიდან, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ამიტომ, თუ რეალურად, სხვანაირად ფიქრობენ, საზოგადოებასაც უთხრან ის, რასაც ფიქრობენ და არა რაღაც შეთქმულების თეორიების ძებნა.

პირადი მოსაზრება შეიძლება მეც ცოტა სხვანაირი მქონდეს, მაგრამ მათ აქვთ გამოხატული პოზიცია და მათი გამოხატული პოზიციის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე გავახმოვანეთ“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კახა კალაძე: “ტექნიკური ინსპექტირების არგავლა ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს”

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მათ საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშულებებს სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. ანუ ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ სერვისს. მინდა, ვაცნობო იმ პირებს, რომლებიც ამ მომსახურებას სწევენ, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა ანუ ტექნიკური ინსპექტირების არგავლა ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებს პანდემიის პირობებში მიეცათ შეღავათი ტექნიკური ინსპექტირების გარკვეული დროით გადავადების სახით, თუმცა ეს ვადა უკვე ამოწურულია:

ჩვენ ამ პანდემიის პირობებში მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავადებულიყო, თუმცა, დღეს უკვე არის დრო, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა აუცილებლად გაიარონ ტექდათვალიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება თბილისის მერმა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა:

მინდა, ვიცე-მერს დავავალო კომუნიკაცია ტაქსის მძღოლებთან და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით, რათა შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ არ იცოდა ან ვერ მოასწრო.

ირაკლი ხმალაძეს მინდა ვთხოვო, რომ მიაწოდეთ იმ პირებს ინფორმაცია, რომლებიც ტაქსის მომსახურებას სწევენ, რათა მათ გაატარონ თავიან სატრანსპორტო საშუალებებს ტექნიკური ინსპექტირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბერდია სიჭინავა – დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 007 ტესტი, რომლის შედეგად 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 081 პირი;

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 27 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა:

გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 27 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 627 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 380 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 255 564-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 245 527-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 108 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 89, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 49, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 75, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც:
2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 395, აჭარაში – 214, იმერეთში – 564.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 310, აჭარაში – 48, იმერეთში – 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში- 1, იმერეთში – 20.
347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 – თბილისში, 121 – აჭარაში, 15 – იმერეთში.
3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 90, ხოლო იმერეთში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 22 000 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 231 პირი, აჭარაში – 887, იმერეთში – 1 689“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

“COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი COVID-19-ით ინფიცირების თაობაზე ფეისბუკის პირადი გვერდის მეშვეობით ინფორმაციას ავრცელებს:

მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა.

ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები.

ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები,” – აცხადებს დავით ზალკალიანი.

“როგორც კი ჩვენ ყველგან, ყველაფერს ერთდროულად გავხსნით, ერთ თვეში მივიღებთ იგივე ვითარებას, საიდანაც წამოვედით” – მაია ცქიტიშვილი

მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლება უცხოელ ტურისტებს დაახვედრებს ეტაპობრივად გახსნილ ქვეყანას, ეტაპობრივად უკვე მომზადებულ ტურისტულ სექტორს:

როგორც კი ჩვენ ყველგან, ყველაფერს ერთდროულად გავხსნით, ერთ თვეში მივიღებთ იგივე ვითარებას, საიდანაც წამოვედით.

რას ვახვედრებთ ტურისტებს? ეტაპობრივად გახსნილ ქვეყანას, ეტაპობრივად უკვე მომზადებულ ტურისტულ სექტორს, რომელიც დღეს რეგულაციების თავისივე ბიზნესპროცესში ინტეგრაციის გათვალისწინებით უფრო მზად არის შეხვდეს უცხოეთიდან ტურისტს, ვახვედრებთ ჯერ პირველ ეტაპზე გარე სივრცეში მოქმედ სავაჭრო ქსელს და ასევე შეგახსენებთ, რომ სასტუმროები ჩვენ დაკეტილები არ გვქონდა არსად, გარდა სათხილამურო კურორტებისა.

დღესაც შეუძლიათ ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს, იმ რეისებით, რა რეისებითაც ჩვენს ქვეყანასთან არიან დაკავშირებულები, ჩემოვიდნენ, დაისვენონ, თუნდაც აჭარაში, სადაც ზამთრის არის ზამთრის ტურიზმიც,” – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ” – გიორგი გახარია

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო ფრენების აღდგენის თაობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს:

ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს საერთაშორისო ფრენების დაწყების შესაძლებლობას. ამასთანავე, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ.

ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი უკიდურესად სამწუხაროა. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძიზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის გაგვეხსნება. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს პატარა, მაგრამ უკიდურესად ღია ეკონომიკა, რომელიც გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ცალკე აღებული ქვეყანა, ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება:

ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გაგვეხსნება, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი მართვით და ეპიდემიის გავრცელების ტემპების შემცირებით, ასევე ვაქცინაციის შესაძლებლობით, უკიდურესად სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.

ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და სხვა კოლეგები, ამ კვირაში, დაიწყებენ უკვე ტურისტულ სექტორთან შეხვედრებს, იმისთვის, რომ შევათანხმოთ, როგორც პროტოკოლები, როგორ უნდა იმუშაოს ამ სექტორმა, ასევე გახსნის ის ეტაპები და ის მიზეზშედეგობრივი კავშირები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თუ 1 მარტამდე ინფიცირების 7 დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და უფრო ადრე გახსნასაც

მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ 1 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო პროცესისთვის, ბუნებრივი გარემო სწორედ საკლასო ოთახია. რაც შეეხება დიდი ქალაქების – თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მინისტრის თქმით, გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში 1 მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა მათი გახსნა, პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან:

ჩვენ გვაქვს მკაფიო კრიტერიუმი. კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი, ანუ, თუ 1 მარტამდე ინფიცირების 7 დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან.

ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, რომ 4%-ზე თუ ჩამოვა 7 დღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება რომ თბილისში, რუსთავში და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გავაგრძელოთ.

აქვე მინდა, აღვნიშნო მნიშვნელოვანი გარემოება – ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ მასწავლებლები გაივლიან რეგულარულად ტესტირებას. ასე რომ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი – გიორგი გახარია

მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შემდგომ, ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ქვემოთ მოდის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და დღეში 7000 ინფიცირებულს – ჰოსპიტალურ სისტემაში:

ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 5-6 ათასი შემთხვევაა, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში.

როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის და დარგის გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში – ტრანსპორტის გახსნას. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება.

ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს.

ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა:

კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით – მათ შორის, ვაჭრობა, განათლება და მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ. რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი – როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, გახსნის უკვე წარმოდგენილი გეგმა დავაჩქაროთ.

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის უფრო სწრაფად გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზშედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“რატომ ვთვლი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ მიშა სააკაშვილის ერთპარტიულ მმართველობას…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც უზენაესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, თავზე ნაგავი დააყარეს, ეხმიანება ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და ამ ფაქტის შეფასებისას თავის პოზიციას “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში აფიქსირებს:

ურნის დამხობის ინციდენტმა მგონი უფრო ნათელი გახადა, რატომ ვთვლი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ მიშა სააკაშვილის ერთპარტიულ მმართველობას და რატომ მიმაჩნია, რომ სხვა პარტიებმა ნაცების გაწონასწორების და კონტროლის უნარი უნდა დააამტკიცონ.

ეს ხალხი თუ არ შებოჭე, არ არსებობს ადამიანის ღირსების პატივისცემა შეძლონ.
იგნორირებით არ იბოჭება არაფერი – მკაფიო შეფასება სჭირდება,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.