ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
Home Blog Page 16

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა პრიორიტეტულად მიიჩნევს და ერთგვარი “წამზომის ჩართვით” მიანიშნებს, რომ საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღადგინოს რუსეთთან:

როგორც გინდათ ისე გაიგეთ.

ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის და არა შვეიცარიის საელჩოს გავლით…

წამზომი ჩაირთო!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და ღირსეულად წავიდა ტყვეობაში” – თინა ბოკუჩავა

ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ ასეთ დროს ვინც ვერასდროს იქნება მზად არიან ოჯახის წევრები და განსაკუთრებით, შვილები. ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს! თავისუფლება ნიკას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!”- ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტს.

ოპოზიციონერი ლიდერი ასევე ეხმაურება სხვა დაპატიმრებულების საკითხს და ცალკე ამახვილებს ყურადღებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:

ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და ღირსეულად წავიდა ტყვეობაში.

მაგრამ ასეთ დროს ვინც ვერასდროს იქნება მზად არიან ოჯახის წევრები და განსაკუთრებით, შვილები. ნიკას შვილებს უკვე გამოვლილი აქვთ მამის უკანონო ტყვეობის ტრავმა, ტკივილი და დღეს ეს ყველაფერი ისევ გაცოცხლდა, ისევ გაცხადდა.

ეს რეჟიმი, გარდა იმისა, რომ დაცლილია ევროპული ცივილიზაციური ღირებულებებისგან როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, არის უკიდურესად უღირსი, უემპათიო, უღმერთო და სასტიკი. რუსული ცინიზმი და სისასტიკე კი არასოდეს გახდება ქართული და არასოდეს გახდება საქართველო.

როგორც ნიკამ თქვა ბოლო სიტყვაში, ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს.

და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნებისმიერი თვალთმაქცობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, თუ სხვა ტიპის გარიგება რეჟიმთან არის გზა საბოლოო რუსიფიკაციისკენ. მხოლოდ სიმტკიცით, სიმართლითა და ერთიანობით დავამარცხებთ ამ რეჟიმს და მოხარული ვარ, რომ დემოკრატიული ძალების უდიდესმა ნაწილმა კვლავ ერთიანობის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა.

თავისუფლება ნიკას! სოლიდარობა მის ოჯახს, განსაკუთრებით სოფოს, მის შვილებს, მისი გუნდის თითოეულ წევრს ჩვენ თქვენთან ვართ, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, – როგორც თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ასევე მინდა გამოვეხმაურო მათე დევიძის დაკავებას, ეს არის ნამდვილად სინათლის და სიმართლის მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის. მან კიდევ ერთხელ თავისი სიმართლით, სილაღით და სინათლით აჩვენა საზოგადოებას, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!, დიდება საქართველოს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობაზე საუბრობს:

ვინმეს გაუკვირდა ეს არაადამიანური განაჩენი?
არ ელოდით?

რამე იმედი არსებობდა, რომ ცირკი, სახელწოდებით სასამართლო, სამართლიან განაჩენს გამოიტანდა?

ჩვენ ჩამოყალიბებულ დიქტატურაში ვართ უკვე.

რეპრესიები კიდევ უფრო სასტიკი და მასშტაბური გახდება.

ქოცხროვა აბსოლუტურად ყველა მეთოდს გამოიყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მკვლელობების ჩათვლით, თორემ ჩვენს სისხლს ისედაც ღვრიან და ჩვენს ჯალათებს მხოლოდ ახალისებენ.

ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა“, – წერს დავით ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“კრემლი და მისი დამქაშები საქართველოში, ერთი და იგივე სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობენ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებას ეხმაურება და კონკრეტული შედარება მოჰყავს 2008 წელს მათ მიერ გაკეთებულ შეფასებასთან:

რუსეთმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ირანის “მძინარე” ქალაქებზე, ხომ არაფერს გაგონებთ?

კრემლი და მისი დამქაშები საქართველოში, ერთი და იგივე სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო მეტს აკრძალავს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს – ანა წითლიძე

ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო მეტს აკრძალავს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს, მით უფრო მეტი ადამიანი დაუძახებს მონას და რამდენ ადამიანზეც არ უნდა შევიდეს სარჩელი სასამართლოში, საქართველოს ისტორია დაარქმევს მათ ზუსტად ამ სახელს – რუსული რეჟიმის მონებს, რომლებიც ამ ქვეყანას აკარგვინებ ევროპული განვითარების მომავალს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ “ოცნების” საჩივრებზე:

ეს იქნებოდა სასაცილო ტრაგიკული რომ არ იყოს და ნათლად უჩვენებს იმას, რომ “ოცნებას” აკომპლექსებს იმის დაძახება, რასაც იმსახურებს.

მთელი ეს სარჩელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ შეიტანეს ე.წ.-მა პარლამენტის წევრებმა, არის არაკონსტიტუციური, რადგან მთლიანად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას და “ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო მეტს აკრძალავს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს, მით უფრო მეტი ადამიანი დაუძახებს მონას და რამდენ ადამიანზეც არ უნდა შევიდეს სარჩელი სასამართლოში, საქართველოს ისტორია დაარქმევს მათ ზუსტად ამ სახელს – რუსული რეჟიმის მონებს, რომლებიც ამ ქვეყანას აკარგვინებ ევროპული განვითარების მომავალს.

პასუხი უნდა იყოს ერთი – დააჯარიმებენ ერთს, ასი ადამიანი დაუძახებს იმავეს და უნდა იცოდნენ, რომ ისინი ქუჩაში მშვიდად და წყნარად ვერ გაივლიან, ყველგან მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ, მაგრამ მათთვის ყველაზე დიდი სასჯელი მათთვის იქნება ის, რომ საქართველოს ისტორია დაარქმევს მათ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოში და რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედების შესწავლის მიზნით მოწმის სახით შს ყოფილი მინისტრის და წლების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის დაბარებასთან დაკავშირებით:

საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.

მისივე განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა კანონდარმღვევი პოლიტიკოსი იქნება თუ არა, ყველა თანაბრად აგებს პასუხს.

რასაც ვხედავთ, ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან კანონის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარი. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის” – პაატა მანჯგალაძე

დიქტატურის შეფასებას ახდენს “სტრატრეგია აღმაშენებლის” ერთერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და განმარტებებს აკეთებს, თუ როგორ მარცხდება დიქტატურა:

დიქტატურა ინგრევა, როცა ადამიანები დგანან მტკიცედ, მშვიდად და ერთად.

ჩვენი დასავლელი მეგობრები ბევრს აკეთებენ და არიან ჩვენი ღირებული პარტნიორები მაგრამ ცრუ მოლოდინია, რომ ვიღაც სხვა ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს.

განსაკუთრებული მადლობა სინდისის ყველა პატიმარს, ისინი ჩვენი წინააღმდეგობის მორალური ბირთვი და ენერგიაა.

საქართველო არ ითხოვს ბევრს. უბრალოდ ნუ ემსახურები და ნუ გააძლიერებ ბიძინა ივანიშვილის ბოროტ სისტემას.

ეს უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ჩვენ და ჩვენთვის!

როგორ მარცხდება დიქტატორი? როცა ვდგავართ ერთმანეთის გვერდით უმცროსი და უფროსი, სტუდენტი და მძღოლი, მასწავლებელი და გლეხი, სოფლის და ქალაქის მკვიდრი იქ მთავრდება მისი ძალაუფლება.

ისტორიამ უკვე გვაჩვენა:

• მარკოსი (ფილიპინები)

• მილოშევიჩი (სერბეთი)

• სარქისიანი (სომხეთი)

ყველა წავიდა, როცა ხალხმა თქვა — საკმარისია.

ახლა ჩვენი ჯერია.

დიქტატურა ვერ უძლებს მოძრაობას.

ერთი დგება, მერე მეორე, მერე ასი, მერე ათასი და როცა მთელი ხალხი დგას, დიქტატურა ქრება. ნუ ველოდებით მხსნელებს, ლიდერებს ან დაუმარცხებელ გმირებს.

არ არის საჭირო ლიდერების გაკერპება. ჩვენ თვითონ შეგვიძლია არ შევეგუოთ რეჟიმს და ერთად ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც სამართლზე დგას და არა ძალადობაზე და შიშზე.

ნუ დაემორჩილები ბოროტებას, ნუ შეასრულებ უკანონო დავალებას, ნუ იმუშავებ სისტემისთვის, რომელიც შენს ხალხზე ძალადობს.

დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ.

როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას, მიდის და როცა მიდის ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას თავისუფლად, სულ ეს არის გამარჯვების მარტივი ფორმულა“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია” – ლევან ნიკოლეიშვილი

ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული სამხედრო კონფლიქტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია და რჩევები აქვს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელ წევრს, ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილს:

რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია, ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ მშვიდობის მომხრეები, მით უმეტეს, თუ დიდ პოლიტიკურ თამაშში, რომლის შედეგადაც ესკალაცია უფრო გაიზრდება და ფართო მაშტაბებს მიიღებს.

რაც შეეხება ნებისმიერი ადამიანის, პოლიტიკური ჯგუფის, ადგილობრივი თუ უცხოელის მიერ ჩვენს, რომელიმე მხარის მახარდაჭერის მოთხოვნას ან ღია განცხადებას, კარგად გავიაზროთ, რომ ასეთი რამ უპირველესად ჩვენი სახელმწიფოს მტრობაა და სცილდება ჩვეულებრივ მავნებლობასა და იდიოტობას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ემოციური შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას საკუთარი ფეხით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებასთან დაკავშირებით:

ქოცების ციხეში წასვლის მთავარი პრობლემა უსამართლობის განცდაა.
და შემდეგ ამ განცდასთან გამკლავება.

“ქართული ოცნების” ვერცერთი წევრი ციხეში მისი ფეხით არათუ ვერ მივა, ყველა გაიქცევა და მალე დადგება ეს დღე.

ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვის ფონზე, ვინც საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას იჩალიჩებს არჩევნებით, ქოცზე უარესი იქნება და დავამიწებთ.

ისე არ დაგემართოთ, არც იქინე რომ არ მიიღეს და არც აქანე.

ნიკა გვარამიას გაუმარჯოს. კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.