ორშაბათი, ივნისი 30, 2025
21.8 C
Tbilisi
Home Blog Page 15

სს “თელასი”: 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, დაბა შინდისის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, სადგურის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირირს (ნაწილობრივ), გულუას მოედნის, დიდი ხეივნის, II ხეივნის, ნადიკვარის, ორთაჭალის, კრწანისის, წინანაურის, კალანდაძის, მარტვილის, ნიშნიანიძის, გორგასალის, გრიშაშვილის, მელქაძის, მეფე სოლომონ II, არტურ ლაისტის, უსახელოურის, ხეივნის, ჟორდანიას, გურამიშვილის, რეხის, სოღანლუღის, ხარფუხის, ფაბრიკის, შუშინის, ხონელის, ფირდოუსის, ალგეთის და ტაბახმელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, იმედაშვილის, ზემო ვეძისის, არდაზიანის, ვაზისუბნის, ბრეგვაძის, ისაკაძის, გაგარინის, კოსტავას, ტყვარჩელის, ფიზკულტურის, აფაქიძის, ალექსიძს, კვერნაძის, ბოჭორიშვილის, ალმასიანის და ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან!” – მამუკა ხაზარაძე

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თავის შეხედულებსა და შეთავაზებებს აქვეყნებს სოციალური ქსელის მეშვეობით:

ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან!

ეს უნდა იყოს ზეპარტიული, თავდადებული ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად!

თბილისი ყოველთვის იყო ქვეყანაში ყველა ცვლილებისა და განვითარების ავანგარდში, ასე იყო ისტორიულად – ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც!

დიახ, რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს! ამისათვის საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი, იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესო ხმა, ვისაც აღარ უნდა რუსულ რეჟიმში ცხოვრება, რომელიც უკვე 200 დღეა ქუჩაში დგას და იბრძვის!

თბილისი უნდა გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მთავარი პლაცდარმი, მაგალითი ისტორიული ბრძოლისა, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე აჩვენებს, რომ სწორედ იმ ბრძოლას მოვიგებთ, სადაც ვიცით, რომ ბიძინა გაყალბებას გეგმავს – შეგვიძლია მოვიგოთ იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ უფრო ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ ყველა უბანზე, თითოეული ხმისთვის.

მითუმეტეს, ყველას გვახსოვს, რომ თბილისში მასიური გაყალბების პირობებში, 2024 წელს ოპოზიციურმა ხმამ გაიმარჯვა და დედაქალაქში არჩევნები მოგებული გვაქვს.

არ შეიძლება ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა – ეს იქნება დიდი უპატიებელი შეცდომა!

დღეს, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვინდა, ამ ბრძოლაშიც უნდა ჩავერთოთ, ქუჩის პროტესტის პარალელურად. ოკუპაციასთან ბრძოლა ყველგან უნდა გავმართოთ!

თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს ვის ჩააბარებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, “პროტესტი” და ქალაქი მოძებნის 50 დამოუკიდებელ მებრძოლს, პროფესიონალს, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს თბილისის ყველა სხვა გამოწვევისთვისაც.

ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული! ამ კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით, თავისი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი!

მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ, თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ.

მე და ჩემი თანაპარტიელები არ ვაპირებთ ვიბრძოლოთ მანდატებისთვის. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დეოკუპაციისთვის, რასაც რუსული რეჟიმისგან დედაქალაქის გათავისუფლებით დავიწყებთ და ეს ტალღა მთელ საქართველოს მოიცავს!

ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის – ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის! ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის!

ვიცი, ბევრნი ვართ ვინც რუსულ რეჟიმს არ ეგუება! – ამიტომ, ბევრნი გამოვიდეთ და ყველა შესაძლო უსამართლობასა თუ გაყალბებას ადგილზე გავცეთ პასუხი და ჩავშალოთ გაყალბების ყველა მცდელობა, თუ საჭიროა არჩევნებიც!

ტოტალური გაყალბების მიუხედავად, ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ივანიშვილის რეალური სახე, მივაღწიეთ მისი მთავრობის საერთაშორისო არაღიარებას, ვაქციეთ არალეგიტიმურად და ქმედუუნაროდ, დავტოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე.

იგივე ბრძოლა უნდა გავიაროთ და არაღიარებული და ქმედუუნარო დავტოვოთ ახლა უკვე ქალაქების, სოფლების და მუნიციპალიტეტების დონეზე! ამისთვის ბრძოლა ღირს!

ამავე დროს, მთავარი მოთხოვნა – ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება! ბრძოლა ბოლომდე – ყველა ფრონტზე!” – წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული მაგალითები მოჰყავს ისტორიიდან ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს:

პოლიტიკური კალენდრის რამდენი ფურცელი გადავაბრუნეთ უკვე ეს ბოლო წლებია და რატომღაც ჩვენს პოლიტიკურ კლასსა და საზოგადოებაში ვერ მოხდა პოლიტიკაში პიროვნული ფაქტორის მნიშვნელობის გასიგრძეგანება. პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება კი მკაფიო მაგალითების საფუძველზე გვეუბნება, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია თუ რა ღირსებების მქონე პიროვნება (ან პიროვნებები) უდგას სათავეში იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ხელისუფლების ცვლილება სურს. 1990, 2003, 2012 წლები ჩვენს უახლეს ისტორიაში იყო ამის მკაფიო დემონსტრირება.

ამჟამინდელმა ოპოზიციამ ეს ვერა და ვერ შეიგნო, ან ჯიუტად არ სურს შეგნება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“ამ პარანოიკებს ჰგონიათ, როგორც კი ენჯეოს დავარეგისტრირებ, დიფ სთეითის ფულები ჩამერიცხება ჩხრიალით თუ რა სჭირთ?😅” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირების პროცესში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს:

ერთი თვეა ვცდილობ ენჯეოს დარეგისტრირებას. 15 მაისს შევიტანე განაცხადი და მეორე დღეს მზად უნდა ყოფილიყო ან ხარვეზი დაედგინათ. არც ერთი მოხდა და არც მეორე.

21 დღე ვრეკე ყოველდღე და ოცდამეერთე დღეს დამიდგინეს ხარვეზი. შევიტანე შესწორებული დოკუმენტი, მეორე დღეს ისიც დამიხარვეზეს.

დღეს შევიტანე კიდევ ერთხელ ჩასწორებული და წესით ხვალ უნდა იყოს. ალბათ ისევ ხარვეზი იქნება😅 ამ პარანოიკებს ჰგონიათ, როგორც კი ენჯეოს დავარეგისტრირებ, დიფ სთეითის ფულები ჩამერიცხება ჩხრიალით თუ რა სჭირთ?😅” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ერთი დრო არავის შერჩენია, აუცილებლად დავასრულებთ ამ რეჟიმს…!” – ბესო გაზდელიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, ბესო გაზდელიანმა, რამდენჯერმე დაჯარიმების თანხის გადანაწილებაზე სახელმწიფო უწყებებს მიმართა, რაზეც უარი მიიყო კონკრეტული მიზეზების გამო, რასაც სასაცილო მიზეზებად მიიჩნევს:

სააღმსრულებლომაც უარი მითხრა ჯარიმის თანხის გადანაწილებაზე..! 😊

უარის მიზეზი გახდა ჩემს საკუთრებაში აღმოჩენილი ქონება: )))))

1) იარაღი (მაკაროვი), რომელიც 2023 წლის 9 მარტს, დილის ექვს საათზე, შავნაბადას ანტიტერორისტული სპეც დანიშნულების რაზმი გავეშებით რომ შემომივარდა სახლში ჩხრეკაზე, მაშინ წაიღეს და აღარ დაუბრუნებიათ, სხვა ნივთებთან ერთად [აქციიდან ახალი მოსული ვიყავი – რას ეძებდნენ დღემდე გაუგებარია];

2) ავტო მანქანა შევროლეტი – მაღალი გამავლობის მიკრო ავტობუსი, რომელიც 2022 წლის აპრილში, ერთი კარგი ქალბატონის თხოვნით, საჩუქრად ჩავუყვანე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს (ჯერ ჩემზე გაფორმდა და მერე გადავუფორმე);

3) ჩემი 2002 წლის ავტომობილი )))

——————

აი ეს გახდა თურმე “სამართლიანი” მიზეზი განწილვადებაზე უარის თქმისა…

როგორც ჩანს სრულიად უპოვარი უნდა იყო, რომ სახელმწიფომ შემხვედრი ნაბიჯი გადმოდგას )))

ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი პოლიტიზირებული და გაფარჩაკებულია ივანიშვილის რეჟიმის მიერ..!!!

ერთი დრო არავის შერჩენია, აუცილებლად დავასრულებთ ამ რეჟიმს…!

#ცეცხლიოლიგარქიას“, – წერს ბესო გაზდელიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად, საინტერესო ისტორიით და ფაქტებით ეხმაურება, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და გერმანისტი ლაშა ბაქრაძე:

ქართულ ემიგრაციაში იყო ერთი საინტერესო კაცი – არჩილ მეტრეველი, გამომცემელი, მესტამბე.

1933 წელს მიხაკო წერეთლის მიერ შესანიშნავად ნათარგმი სულხან-საბას “სიბრძნე სიცრუისა” გამოსცა. გეგმავდა ქართული ბიბლიოთეკის სახელით ქართული ლიტერატურის კლასიკის გერმანულ ენაზე გამოცემას.
ალბათ უფულობის გამო ვერ მოახერხა.

მაგრამ, ომის დროს მთელი რიგი წიგნებისა გამოსცა ძირითადად გერმანელების მხარეზე მებრძოლი ქართველი ლეგიონერებისთვის, ბეჭდავდა მათთვის განკუთვნილ პროპაგანდისტულ გაზეთ “საქართველოს” და ჟურნალს “ქართველი ერი”.

ომის შემდეგ ქართულს ასწავლიდა მიუნხენში. ინფორმაცია მასზე მწირია.
არც ის ვიცით როდის დაიბადა და არც როდის გარდაიცვალა.
იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?

და გერმანულის გავლითაა ბლეიზ მეტრეველის გვარში W“, – წერს ლაშა ბაქრაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

16-17 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია:

⛈️ 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

მიმდინარეობს გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო. ეს არის ფარსი.

ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან.

ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რეპრესიული ინსტრუმენტი, რომლითაც რეჟიმი ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს ყველა პოლიტიკური ლიდერი.

გიორგი ვაშაძე გუშინ სწორედ ამ პროცესისთვის დაბრუნდა საქართველოში.

ყველაფრისთვის მზად არის – მშვიდად, მტკიცედ, ღირსებით.

ის არ დაბრუნდა კომფორტისთვის, დაბრუნდა ბრძოლისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ღირსეულად აგრძელებს.

ყველამ ვიცით, ასეთი რეჟიმები დიდხანს ვერ ძლებენ რადგან ძალადობა არასდროს არის ძლიერი სახელმწიფოს საყრდენი.

ჩვენ, ქართველებმა, არაერთხელ გავუძელით და გადავრჩით.

არც ეს ბრძოლა დასრულდება სხვაგვარად, აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით.

საქართველო ევროპისკენ მიდის და ვერავინ შეაჩერებს ამ გზას.

ჩვენი მომავალი ევროპაშია, არა რუსულ ჭაობში სადაც რეჟიმი მიგვაქანებს ყველას”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ეს დიდებული ადამიანი არის ჩვენი სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ როლზე საუბრობს, საქართველოს უსაფრთხოების საქმეში:

დღეს უკვე ეჭვიც აღარ მეპარება, რომ საქართველოს აოხრებისგან უხილავად იცავს რუსეთის უსაფრთხოების ქოლგა!!!
გინდა ჯვარზე გამაკარით, გინდა საფლავში ჩამდეთ, გინდა ტყვია შუბლში დამახალეთ!!!
‼️‼️‼️‼️‼️‼️

და ეს განაპირობა ბიძინა ივანიშვილის კარგად გათვლილმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ!!!

ამიტომაც ვამბობ ყველა დროში, რომ ეს დიდებული ადამიანი არის ჩვენი სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი!!!
შეძლო ის რომ 13 წელია უმკლავდება გლობალისტებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!!!
უმკლავდება მოღალატე ვიგინდარებს!!!
და ისე გვატარებს ბეწვის ხიდზე რომ არავინ დაგვაზიანოს!!!

სწორედ ამიტომ “ქართულ ოცნებაში” ვისი პასუხისმგებლობაცაა მისი პოლიტიკის გაძლიერება მორიგ განმარტებას მივცემ!!!

დააღალატებ ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეს. ერთგულ მხარდამჭერს – ამით ასუსტებ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს და გავლენას!!!
ნაწილობრივ გამოგივიდათ და იმედი მაქვს ეს აღმოიფხვრება!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.

სს “თელასი”: 17 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

17 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, აფრიკის დასახლების, ორხევის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მშვიდობის, თვალჭრელიძის, ფრისის, ერმაკოვის, მებაღეობის, ანდრია გუგუშვილის, გუმათჰესის, ლუკა რაზიკაშვილის, ზურაბ დობორჯგინიძის, პაატა გუგუშვილის, აკაკი ფაღავას, გუმათის, ჭიჭინაძის, სანაძის, ჭილაშვილის, ცისკარიშვილის, ოზაანის, ქიზიყის, ბესო ბერიას, იოსებ და ლეონ ორბელების, ლევან რაზიკაშვილის, ნუგზარ საჯაიას, ტიმოთე გაბაშვილის და ალექსანდრე ზაალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.