სამშაბათი, ივლისი 1, 2025
16.8 C
Tbilisi
Home Blog Page 13

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ სტატუსს აქვეყნებს თავისებური “გადატანითი მინიშნებებით”, თუ ვინ ვის მსგავსად დარჩება ისტორიაში:

,,კი, შენ [თეა წულუკიანი] დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით და წილოსანი – კრავაი ჯაყელივით და კიდევ ის ზემოდან – მონა ტყლაში🤣🤢”, – წერს გიგი უგულავა

ინფორმაციისთვის: თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ,,დაიბადა და იქმნება ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს”.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს პატიმრობაში მყოფ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით და ცალკე გამოყოფს მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის საქმეს, კონკრეტული შეკითხვითა და მოსაზრებით:

,,თქვენი აზრით, რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?

იმიტომ, რომ მზია ამაღლობელის საქმეც იმავე ბედს გაიზიარებს, რაც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ა.შ. სხვა საქმეებმა

დღეს ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელი ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილის რიგებს შეუერთა — ერთი რეზოლუციით მიხეილ სააკაშვილის საჩქაროდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ახალი რეზოლუციით კი ამ მოთხოვნას მზია ამაღლობელის გათავისუფლებაც დაუმატეს

ცნობისათვის, ასეთი სიგიჟეებით არის გაჯერებული ევროპარლამენტის რეზოლუცია: ,,მზია ამაღლობელი ისჯება კორუფციის გამოაშკარავებისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – წერს ნინო წილოსანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“როგორ ქმნიან ოპოზიციურ ერთობას ჩვენი პარტიები… ჩემი ფანტაზიორა აფერისტები 😀😀 ❤️❤️” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია პროდასავლურ პოლიტიკურ ველზე შექმნილ რეალობაზე მძიმე შეფასებებით საუბრობს:

როგორ ქმნიან ოპოზიციურ ერთობას ჩვენი პარტიები:

“ნაცები” “ახლებს” ეძახიან მოღალატეებს, “ახლები” “ნაცებს” დრომოჭმულებს, ორივე ერთად გახარიას, “ლელოს” და “გირჩი 36”-ს ეძახიან ქოცებს, შესაბამისად რუსებს, “გირჩი 36” საერთოდ ყველას დასცინის, ოთხი პარტია განსაკუთრებით არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მაგრამ ამ შედეგების ბარიერგადალახულობას პრესტიჟად მიიჩნევენ, რის გამოც “გირჩი 36”-ს ზემოდან უყურებენ, რომელიც ასევე ზემოდან უყურებს სხვებს.

“ლელოს” დანარჩენი სამი “ბარიერგადალახული” ეძახის ასევე ოლიგარქიულს, ხოლო გახარიას ეძახიან ქოცებზე გაყიდულს, თავის მხრივ გახარია ნაცებს და ნეონაცებს (“ახალს”) განიხილავს “ოცნებასავით” მიუღებლად და “ნაც-ნიუნაცების” პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა. “ლელო” თავის მხრივ ბოლშევიკებს ეძახის დანარჩენს, ვერ იტანს გახარიას, ისევე როგორც პირიქით.

“დაჭერილების” თანაპარტიელები დასაჭერებს აგინებენ, “დასაჭერები” დაჭერილებს, ოღონდ ცოტა მორიდებულად.

რაც მთავარია, ყველა ამბობს რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს და თითოეული მათგანი ყველა სხვას სთავაზობს ერთობას.

ჩემი ფანტაზიორა აფერისტები 😀😀 ❤️❤️“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“იქმნება ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიაზე, თეა წულუკიანის წინა ხელისუფლების შეფასებისას აცხადებს, რომ თაობა იბრძოლებს, რათა მიხეილ სააკაშვილის სახელი ისტორიის წიგნებიდან ამოიშალოს და მისი როლი მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში დარჩეს:

დღეს ჩვენი შვილები უკვე არიან პოლიტიკოსები, მათ იციან რა არის შავი და რა არის თეთრი. ეს მათ ტკივილის შედეგად ისწავლეს და სწავლობენ, მაგრამ რეალურად ის თაობა, რომელიც მათ [წინა ხელისუფლებამ] მოასწრეს, შეცვალეს და დღეს გარეთ დგანან – ყვირიან, “ნაცების” მობრუნების მცდელობას უწყობენ ხელს.

ამის ფონზე, დაიბადა და იქმნება ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს, როგორც მას სურდა და თავისი თავი ჩაწერა სახელმძღვანელოებში, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი.

ჩვენი კომისია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეალობა, ობიექტურება აღდგეს, ჩვენ ვინც ვართ ამ კომისიაში და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში გააკეთებს, რომ სააკაშვილის კვალი ქართულ ისტორიაში იყოს მხოლოდ ნეგატიური, რადგან ეს არის სიმართლე. ეს არ არის ვიღაცაზე გადაკიდება, ეს არის სიმართლე“, – განაცხადა წულუკიანმა.

“ვისაც ჰგონია, რომ ეს ირონიაა და ასე არ მოხდება, უკვე მწარედ სცდება…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს პოლიტიკური სახეცვლილების ანატომიაზე, კონკრეტული მოლოდინებით:

,,რაჟდენ კუპრაშვილი 2012 წლის სექტემბრის ბოლოს მიშისტია და უკვე ოქტომბრის დასაწყისში – ქოცი.

თუკი ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს გარუსების საქმეს, რაჟდენ კუპრაშვილი პუტინის ფოტოებს გადმოდებს და პოსტებად გააზიარებს რომელიმე პუშკოვის ციტატებს და ვისაც ჰგონია, რომ ეს ირონიაა და ასე არ მოხდება, უკვე მწარედ სცდება.

ასეთების ხელით და მეშვეობით დაკარგავს საქართველო ევროპულ პერსპექტივას და თავისუფლებას. თუკი არ შევაჩერებთ”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ინფორმაციისთვის: სოციალურ ქსელში გავრცელდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის ფეისბუქ პოსტების ე.წ. “სქრინები”, სადაც იგი აზიარებს მიხეილ სააკაშვილზე პოსტებს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

21-22 ივნისს ბათუმი “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლებს

21-22 ივნისს, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ჩატარების ადგილის მსგავსად უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. შემდეგ კი სცენა დაეთმობა ადგილობრივ და მოწვეულ ბენდებებს „ურსა“, „თიკა ბალანჩინი & NEW ONE“, „რეგიონი“, „კახაბერი და ხანუმები“, „მიქსტურა“, „La Fiesta“, „Moonlight“, „The Emotion“ და „Four Up“. GJ ჩიკისთან ერთად საინტერესო მუსიკალურ ნომერს წარმოადგენს ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდიც. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცეში 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ. იქვე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 150-მდე მეწარმე წარმოადგენს თავიანთ პროდუქციას. ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ, რომლის ნახვაც ზღვის სანაპიროზე დღის 12 საათიდან იქნება შესაძლებელი. ფესტივალს დიჯეები DJ Guri de Sal და DJ ბენე დაასრულებენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

“ჩვენი პოლიტიკური ძალა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობდა დასავლური ინტეგრაციის პროცესში” – ირაკლი ფავლენიშვილი

ისტორიული რეალობა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა არის დაჯგუფება, რომელმაც ჩამოაცილა საქართველო დასავლეთს, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ძალა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობდა დასავლური ინტეგრაციის პროცესში. ეს ყველაფერი უკვე ცხადია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით:

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ვიხილეთ მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა პოლიტპატიმარზე იყო საუბარი, მათ შორის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე.

რიგმა პოლიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ისტორიული რეალობა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა არის დაჯგუფება, რომელმაც ჩამოაცილა საქართველო დასავლეთს, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ძალა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობდა დასავლური ინტეგრაციის პროცესში.

ეს არის ყველაზე მეტად ხილული ივანიშვილის დიქტატურის დამყარების შემდგომ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წერეთლის გამზირზე სპეცტექნიკით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა ურნები, გაჩერებები და საგზაო მონიშვნები.

ადგილზე იმყოფებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.

მთელი ზაფხულის განმავლობაში, „თბილსერვისი ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცმანქანებით გააგრძელებენ ქუჩების მორეცხვას. ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით ირეცხება ნაგავშემკრები კონტეინერები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

ცესკო: “პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი მორიგი თავდასხმა საარჩევნო ადმინისტრაციაზე”

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებებს აკეთებს  2024 წელს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციას ახდენენ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს.

2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 8 თვეა გასული და ამ დრომდე არავის წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ბრალდებებს არჩევნების თითქოსდა გაყალბების შესახებ. არავის წარმოუდგენია მინიმალურად დამაჯერებელი ფაქტიც კი. თუმცა ახლა, როცა დღის წესრიგში დადგა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობის საკითხი, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან გააქტიურდა კამპანია, თითქოს არჩევნები დარღვევებით ჩატარდება და ამიტომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება ის საკითხი თუ ვინ მიიღებს, ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. უწყება ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მოახლოებული მუნიციპალიტეტის არჩევნები, ისევე როგორც გასული სხვა არჩევნები, ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სტანდარტების სრული დაცვით. ეს არის ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება და არავის მივცემთ უფლებას, დააზიანოს ეს პროცესი პოლიტიკური სპეკულაციებით.

ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, აქვთ უფლება იბრძოლონ პოლიტიკური მიზნებისთვის და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში, თუმცა, მტკიცებით ფორმაში განცხადებები, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, „რასაც უნდა დაიწერენ“ და ა.შ. სცილდება ყველა დასაშვებ ზღვარს.

ზოგიერთი პოლიტიკოსი ჯიუტად ცდილობს საზოგადოებას დაავიწყოს ის ფაქტი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს სხვებთან ერთად მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც უწევდნენ ადმინისტრირებას და შედეგებთან მიმართებაში შემაჯამებელ ოქმს განსხვავებული აზრი ათასობით წევრიდან მხოლოდ ცხრამ დაურთო, რაც უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ თავად ამ პარტიების დანიშნულ კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებს არავითარი კითხვის ნიშანი შედეგებთან მიმართებაში არ ჰქონიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებულ პოზიციასთან, არამედ სრულიად უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებთან, რომელთა მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალე და პოზიტიური დღის წესრიგის გადაფარვა, საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანება და დისკრედიტაცია, შედეგებთან მიმართებაში უნდობლობისა და კითხვის ნიშნების გაჩენა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს რათა დააზღვიოს ყველა ის სივრცე, რომელსაც სხვადასხვა სუბიექტი მიზანმიმართულად იყენებს სპეკულაციებისთვის და უზრუნველყოს საზოგადოების ზუსტი, ფაქტებზე დამყარებული და დროული ინფორმირება, რათა არ დავტოვოთ არცერთი კითხვა უპასუხოდ, რადგან დეზინფორმაცია და მანიპულაცია აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს.

სულ ახლახან, საარჩევნო ადმინისტრაციამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა რომ დეზინფორმაცია, სიცრუის სისტემური ტირაჟირება და ცილისმწამებლური კამპანიები ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება დემოკრატიული პროცესების, მათ შორის არჩევნებისთვის. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემა – ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც საჭიროებს მტკიცე, პრინციპულ და სწრაფ რეაგირებას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციებს, მათ შორის ჩვენ, გვმართებს განსაკუთრებული მონდომება და ძალისხმევა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე, დავიცვათ საარჩევნო გარემოს რეპუტაცია და არ დავუშვათ მისი დაბინძურება პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ინფორმაციით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო, მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებებისგან. ნუ გამოიყენებენ სიცრუეს, როგორც პოლიტიკურ იარაღს.

ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას პროფესიონალიზმით, სიფრთხილითა და შეურიგებელი ერთგულებით იმ ღირებულებებისადმი, რაც თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უდევს საფუძვლად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

“ამ 13 წელიწადში ცხოვრების დონე 10 ჯერ ნამდვილად არ გაუმჯობესებულა… ჯარიმები გაძვირდა 10 ჯერ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ჯარიმების ოდენობის გაზრდას ქვეყანაში სხვა მონაცემების გაზრდას ვერ უკავშირებს:

ამ 13 წელიწადში ცხოვრების დონე 10-ჯერ ნამდვილად არ გაუმჯობესებულა, არც სასურსათო კალათა, არც რამე სხვა მაჩვენებელი და მარტო ჯარიმები რომ გაძვირდა 10-ჯერ, ცოტა “ჯაან” ხომ არ გესასტიკებათ ქოცებო?🤔” – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.