სამშაბათი, ივლისი 1, 2025
27.8 C
Tbilisi
Home Blog Page 11

“ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი” – ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შთამბეჭდავ გამარჯვებას ემოციური მილოცვით ეხმიანება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი:

გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!

ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა ააფრიალეს.

ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის მილოცვას პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს

“ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს – იგორ ნარმანია

ვინც არ უნდა შევიდეს ამ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში, “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს ამ ფარსში მონაწილეობას და სხვებსაც ვურჩევთ იმავეს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში,” – ასე ეხმაურება შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგორ ნარმანია.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები ფარსია და იმედი აქვს, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებენ ოპოზიციური კოლეგები:

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა ოპოზიციური კოლეგებიც არ მიიღებენ მონაწილეობას ამ ფარსში, ჯერ მაინც არის დრო ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა”, ვინც არ უნდა შევიდეს ამ ფარსში ოპოზიციიდან, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ბოიკოტს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

“ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, ამიტომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს “ლელო”, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ ამ ფარსში, არ მოიტყუონ თავი, კიდევ ერთხელ არ ჩააგდონ საზოგადოება ნიჰილიზმში.

ამ პირობებში, როდესაც არ არის საარჩევნო კოდექსში არანაირი ცვლილება, როდესაც არ არის დაგეგმილი ახალი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც არ არის 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე თავისუფალი და ვხედავთ, რომ ივანიშვილი რეპრესიების შემცირებას კი არ აპირებს, არამედ ყოველდღიურად ზრდის და ახლა ქალების რეპრესიებზე გადავიდა, რადგან ხედავს, რომ ამ პროტესტში ქალების ხმა არის ძალიან მაღალი, ამიტომ ახლა ჩვენი მხრიდან დათმობებზე წასვლა და ივანიშვილთან საუბარი მარცხის ტოლფასი.

ჩვენ არ შევდივართ ამ ფარსში და სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლაც იქნება ძალიან დიდი შეცდომა”, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“ჩანთის ამბავმა უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა – დარტყმის ქვეშ ჩააგდო სხვა ქოცი მაღალჩინოსანი ქალები” – რომან გოცირიძე

ძვირადღირებული ჩანთების თემის ერთგვარ “პოლიტეკონომიურ” გარჩევას ახდენს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

ქოცმა მინისტრმა-ქალბატონმა ორი ჩანთა შეიტანა ქონებრივ დეკლარაციაში. ერთი 8100 ევრო ღირს ( ანუ მანქანის ფასი), მეორე კი 5995 ევრო.

რა რჯიდა, რომ დაადეკლარირა და სალაპარაკო თემა მისცა საზოგადოებას. ასეთ რამეებს ხომ არავინ აკეთებს? კანონმორჩილი, პატიოსანი მოხელეა? სულაც არა, საქმე სხვა რამეშია.

ჩანთა ისეთი რამაა, ყველა შეამჩნევს, ჟურნალისტებიც. ადვილია მის ბრენდის და ღირებულების დადგენა. ხომ შეიძლება ეთქვა, რომ ჩანთა არაორიგინალურია და 50 დოლარად აქვს ნაყიდი სტამბოლის ან პარიზის ქუჩებში? მაგრამ ამას თუ იტყოდა, თავის ქოცურ წრეში სახელი გაუტყდებოდა ფეიკ-ჩანთის ტარების გამო.

ჩანთის ამბავმა უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა – დარტყმის ქვეშ ჩააგდო სხვა ქოცი მაღალჩინოსანი ქალები. მათი ჩანთები ან ყალბებია, ბრენდის ასლებია, ან კანონს არღვევენ, რადგან არ დაუდეკლარირებიათ. ეს უკვე ათასლარიანი ჯარიმით ისჯება.

წილოსანი ჭკვიანი ქალია, ასე ამბობს თურმე პარლამენტში, ფეიკ ლუის ვიტონია ჩემი ჩანთა, ანტალიის ბაზრობაზე ვიყიდე 40 დოლარადო. ჯარიმის გადახდას და აჟიოტაჟის ატეხვას ისევ ეს ვერსია სჯობია😀“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით” – ხატია დეკანოიძე

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე:

ქოცებს მორიგი დრაკონული კანონის ნორმები შემოაქვთ:

პირი, ვინც ფინანსურის (აზუსტებენ კიდევ სხვებს) გამო გასამართლდება – მისი ფინანსური ზარალის ამოღება გამარტივებულად ნათესავებისგან იქნება შესაძლებელი.

მაგალითად, თქვენ თუ გაგასამართლეს – თქვენს შვილს ან ძმას შეიძლება მანქანა ან სახლი წაართვან.

ასევე, ვინც ფინანსურ დანაშაულზე სასჯელს მოიხდის – საქართველოს ვეღარ დატოვებს. ანუ ციხის შემდეგ ისევ ციხე. ყველა უფლებას გვართმევენ.

ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით“, – წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა” – კახა კალაძე

ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ებრძვიან არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა.

რეალურად რა ხდება – საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არის ხელის შემშლელი მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილსა და შანტაჟზეა დაფუძნებული.

თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა კამპანია, მიეღო მონაწილეობა; ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება, ხელი ასწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს – სტატუსი დანაშაულს ვერ აღუდგება ფარად. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ ბიზნესმენი, კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას  ერთგვარი “ხმამაღალი პროტესტის” გამოხატვისკენ მოუწოდებს:

თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით.

რეჟიმი იბრძვის ყოველი დღის მოგებისთვის, მაგრამ ყოველი მათი ახალი დღე არის ახალი ზიანი საქართველოსთვის.

როცა დუმილი თანხმობას ნიშნავს, თავისუფლება ტოვებს ხალხს. ეს მე არ მეხება“ არის ბიძინას მთავარი მოკავშირე რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს.

თავისუფლებას გმირები არ სჭირდება, მას ვჭირდებით ჩვენ, ვინც არ დუმს, არ ნებდება და არ ეშინია.

„ავტორიტარიზმი იბადება მაშინ, როცა ხალხი ჩერდება და ფიქრს წყვეტს“.

იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, “არაფერი შეიცვლება“ ეს არის ის, რაც მათ უნდათ რომ დაგვაჯერონ.

არ არის საჭირო თავდადება, საკმარისია თითოეული ჩვენგანის „არა“ და რეჟიმი იშლება!

დაიჯერე, ჩვენ ეს შეგვიძლია!
თავისუფლება ღირს იმად რომ არ გავჩუმდეთ და გავიმარჯვოთ!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

საქართველოს ძიუდოს ნაკრები 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შერეული გუნდური ასპარეზობის გამარჯვებულია

საქართველოს ძიუდოს ნაკრები, უნგრეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში, შერეული გუნდური ასპარეზობის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრებმა, ამ ტრიუმფალურ გამარჯვებამდე შემდეგი გზა გაიარა:

პირველ დაპირისპირებაში ჩვენმა ნაკრებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაკრები დაამარცა 4-1;

მეორეში – იტალიის ნაკრები 4-0;

ნახევარფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, იაპონიის გუნდი დაამარცხა 4 – 2;

ხოლო ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები დაამარცხა 4 – 1.

საქართველოს მონაგარი ინდივიდუალურ ბრძოლებში 4 მედალიცაა:

ეთერ ლიპარტელიანი – ოქროს მედალი
ტატო გრიგალაშვილი – ვერცხლის მედალი
გურამ თუშიშვილი – ვერცხლის მედალი
ლუკა მაისურაძე – ბრინჯაოს მედალი

სააგენტო “პარალელი” მთელი გულით ულოცავს საქართველოს ძიუდოს ნაკრებს და სრულიად საქართველოს ამ საამაყო წარმატებას!

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 21-23 ივნისის პერიოდისთვის

20 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 21 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის თვე, ისევე როგორც წინა თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.

აშშ დოლართან მიმართებაში მთელი მაისის განმავლობაში და ივნისშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

17 ივნისი – 2.7288;
18 ივნისი – 2.7283;
19 ივნისი – 2.7276;
20 ივნისი – 2.7270.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0002 ლარით  და 1 აშშ დოლარი 21 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7268 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებაში ივნისის დასაწყისში ლარის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა, რაც თვის შუა პერიოდიდან შეიცვალა და სახეზე იყო გაუფასურებაც, სერიოზული რყევების ფონზე. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

17 ივნისი – 3.1602;
18 ივნისი – 3.1553;
19 ივნისი – 3.1373;
20 ივნისი – 3.1287
.

წინა ვაჭრობებზე გამყარების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე შესამჩნევად გაუფასურდა, 0.0148 ლარით და 21 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1435 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სახეზე იყო ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე კი, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 21 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6795 ლარი (გაუფასურდა 0.0163 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0687 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6512 (გამყარდა 0.0032 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6034 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1010 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3400 ლარი (გაუფასურდა 0.0059 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7975 ლარი (გაუფასურდა 0.0033 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1490 ლარი (გაუფასურდა 0.0049 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.8370 ლარი (გაუფასურდა 0.0127 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8755 ლარი (გაუფასურდა 0.0031 ლარით).

ივნისის თვე, რუსულ რუბლთან მიმართებაში, განსაკუთრებით თვის შუა პერიოდში, სერიოზული რყევებით გამოირჩევოდა, თუმცა ბოლო კვირაში გამოიკვეთა სტაბილიზაციის ნიშნები და გმცირე გაუფასურების ნიშნებით. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

17 ივნისი – 3.4651;
18 ივნისი – 3.4711;
19 ივნისი – 3.4814;
20 ივნისი – 3.4745
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0076 ლარით და 21 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4821 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

“ეს ჩანს აქედან/ჩემგან” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებები საპატიმროდან

საპატიმროდან მორიგ წერილს აგზავნის “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:

გელამ მომწერა, მაქედან როგორ ჩანს გარეთ სიტუაციაო და ბარემ საჯაროდ იდოს.
რამდენიმე დაშვებით ვწერ:

ა) სოც.ქსელებში რა ხდება, არ ვიცი 1 თვეა;
ბ) ახალ ამბებს მხოლოდ “ტვ პირველით” ვიგებ;
გ) აქ მოხვედრამდე ტელევიზორისთვის არ შემიხედავს ძალიან დიდი ხანია;
დ) იმედის ყურება დავიწყე აქ, “რაძი ინწერესა”;
ე) ცხადია, სუბიექტური ვარ.

აქედან ჩანს რომ:

1. მიუხედავად იმ მუქარის ზარებისა, ჩასაფრებებისა, ასობით ნაწამები ადამიანისა, შიში ვერ დანერგეს. ხალხი დასცინის. უბადრუკი ავტოკრატიაა, ქვეშაჯვია კომკავშირელებით წინ, რომლებსაც დაცვად დაუყენეს კუნთმაგარი, მენტალურად პროვინციელები;

2. მიუხედავად ათობით დაკავებულისა, რომლებსაც წლობით ციხე ემუქრებათ, არ გატყდა არცერთი. არცერთი. ამ ფაქტის მნიშვნელობა, მგონი კიდევ არ გვესმის კარგად;

3. მიუხედავად რისკისა, რომ მათი ოჯახის წევრი, შვილი, ძმა, მამა, ქმარი შეიძლება აღმოჩნდეს წლობით ციხეში, რაც ზოგი მათგანისთვის ცხოვრების განადგურებას შეიძლება ნიშნავდეს, არ გატყდა არცერთი ოჯახის წევრი;

4. მიუხედავად ჯარიმებისა, სახლებში მივარდნებისა, ათასნაირი აკრძალვებისა, ფონდების დახურვისა და ა.შ რუსთაველზე აქცია გრძელდება 200-ზე მეტი დღეა;

5. მიუხედავად ათასნაირი რეპრესიული რეგულაციებისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისა, კრიტიკული მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები მაინც იბრძვიან ყველა ფრონტზე;

6. მიუხედავად დაჭერის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა თუ სხვა ტიპის რისკებისა, არცერთი პოლიტიკოსი არ გაქცეულა არსად;

7. მიუხედავად წარმოუდგენელი პროპაგანდისა, ტროლ-ბოტების არმიებისა, პიარში დახარჯული ასობით მილიონისა, ნახევარი ქვეყნის ბიუჯეტზე შესმისა, დაშინებისა, შანტაჟისა და მუქარისა, ქოცების რეიტინგი იმაზე დაბალია, ვიდრე 26 ოქტომბრის არჩევნებამდე იყო. არ შტერდება ეს ხალხი, ზუსტად იცის, რომ ციურიხი სჯობს გროზნოს;

8. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ტრაკისკენ მიაქანებენ, მაინც არ გარბის იმდენი ადამიანი, რამდენის იმედიც რუსებს ჰქონდათ. შეიძლება ყოველდღე აქტიურად არ იბრძვიან ქოცების გა*მეინებისთვის, მაგრამ მაინც ყველა ამათ გა*მეინებას ელოდება და ძალიან ცოტას სჯერა, რომ ეს რუსები კიდევ დიდხანს დარჩებიან ხელისუფლებაში;

9. მიუხედავად იმისა, რომ აქეთ არც ერთიანობაა, არც ერთიანი ლიდერშიფი, ჩანს დაქსაქსულობა და შეუთანხმებლობა, მაინც ისინი არიან &ლეები. ანუ აქეთ ქართული მრავალხმიანობაა, უბრალოდ ვერ დავლაგდით, ვერ შევთანხმით და იქით გაზმანოვია. ამიტომ დაამთავრებენ როგორც &ლეები.

ეს ჩანს აქედან/ჩემგან.

და თუ გავიაზრებთ, რომ ამას იქედან რუსები უყურებენ, არ მგონია მაინცდამაინც კმაყოფილები იყვნენ”, – წერს საპატიმროდან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

20 ივნისი 2025 წელი.

“ყველაფერზე წამსვლელი სოციოპატი პაიკის პოვნა ადვილი არ არის. კობახიძე პრაქტიკულად უნიკალურია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი 6 წლის წინანდელი ფაქტის გახსენებასთან ერთად მძიმე, მწვავე შეფასებებს აკეთებს მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით:

კობახიძეს 2019 წლის 20 ივნისიდან უკიდურესად ვძულვართ ქართველები. 20 ივნისის ანტირუსული პროტესტის გამო მოუწია მაშინ თანამდებობიდან გადადგომა. მას შემდეგ რუსულ რევანშს გვიტარებს და ანადგურებს ამ ქვეყანაში ყველაფერს დასავლურს და ყველა პროდასავლელს. სადისტურ სიამოვნებას იღებს აშკარად ამ პროცესისგან.

რა თქმა უნდა, ის მხოლოდ პაიკია ივანიშვილის და პუტინის ხელში, მაგრამ დამიჯერეთ, სიძულვილით ასე მოტივირებული და ყველაფერზე წამსვლელი სოციოპატი პაიკის პოვნა ადვილი არ არის. კობახიძე პრაქტიკულად უნიკალურია. იმიტომაც შემორჩა ბიძინას ერთადერთად“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.