პარასკევი, მაისი 16, 2025
9.3 C
Tbilisi
Home Blog Page 1024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 სექტემბრის პერიოდისთვის

2 სექტემბრის აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3-5 სექტემბრის პერიოდისთვის. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ლარმა გაუფასურების რამდენიმე ტალღა გაიარა და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. ასევე გაუფასურდა და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა ლარი მაგ. დოლართან მიმართებაში. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შემდეგ:

30 აგვისტო – 2.8607;
31 აგვისტო – 2.9045;
1 სექტემბერი – 2.9002;
2 სექტემბერი – 2.9036.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა, 0.0080 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.8956 ლარი.

ევროსთან მიმართებაში არასტაბილურია ლარის კურსი და მოხდა როგორც გამყარება ისე გაუფასურება. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

30 აგვისტო – 2.8584;
31 აგვისტო – 2.9126;
1 სექტემბერი – 2.8935;
2 სექტემბერი – 2.9074.

ბოლო ვაჭრობაზე 0.0124 ლარით ისევ გამყარდა ეროვნული ვალუტა და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8950 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3482 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1589 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7841 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.7082 ლარი
1000 სომხური დრამი – 7.1673 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9478 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.1922 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.5205 ლარი
100 იაპონური იენი – 2.0639 ლარი

არასტაბილურია ლარის კურსი რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. კერძოდ, 100 რუსული რუბლი ღირდა:

30 აგვისტო – 4.6860;
31 აგვისტო – 4.7812;
1 სექტემბერი – 4.7912;
2 სექტემბერი – 4.7976.

2 სექტემბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა 0.0322 ლარით გამყარდა და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.7654 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

“დღევანდელი სასკოლო სისტემა “სახელმწიფოს მავნებლური მართვის” ანარეკლია” – ნანა ტოხვაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე, მორიგი სასკოლო სეზონის წინ, განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და სიტუაციის გამოსწორების მიზნით კონკრეტულ შეთავაზებებს აკეთებს ხელისუფლებისადმი, განათლების სამინისტროსადმი:

განათლების სისტემის ჩამოშლაზე და სწავლის ხარისხის გაუარესებაზე წუხილი ახალი არ არის. მოსახლეობის 51% აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულში განათლების ხარისხი სახელმწიფოსთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. თუმცა, რატომ გვაქვს საქმე ასე შავად და რითია გამოწვეული ეს ჩავარდნა სასკოლო განათლებაში, სიღრმისეული გაანალიზება არ ხდება. საზოგადოების ამ ნაწილისთვის ერთი კი ცხადია, რომ რომ როგორც მთელ ქვეყანას, ისე განათლებას არც პატრონი და არც მომკითხავი არ ჰყავს.

თევზი თავიდან ყროლდებაო” ხომ გაგვიგია?! განათლების სისტემის მთელი უბედურების სათავეც მმართველობის ნაკლოვანებაშია საძიებელი. დღევანდელი სასკოლო სისტემა „სახელმწიფოს მავნებლური მართვის“ ანარეკლია. სკოლა ერთგვარი მინი-მოდელი და ზუსტი ანალოგია იმ „ფიქტიური დემოკრატიული მმართველობის“, რომელიც გავრცელებულია სახელმწიფოს მართვის მთელ სისტემაზე.

დღეს, 2086 საჯარო სკოლიდან უმრავლესობას მართავს არა საყოველთაო ნდობით არჩეული საგანმანათლებლო ლიდერი, არამედ „ზევიდან“ ხელდასხმული დროებით მოვალეობის შემსრულებელი პირი, რომლის არც კომპეტენცია, არც კეთილსინდისიერება და არც ანგარიშვალდებულება სასკოლო საზოგადოების წინაშე არავისთვისაა ცნობილი და არც არავის შეუმოწმებია. ამგვარი სუბიექტების მთავარი „დაკვეთა“ სახელისუფლებო ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა მოსწავლისა თუ მასწავლებლის განვითარების ხარისხი. მოდელი ანალოგიურია სახელმწიფო მმართველობის შემთხვევაში, რადგან მთავრობის „მეთაურისა“ თუ მინისტრთა კაბინეტის ანგარიშვალდებულება კვლავ „ზემოდან დამკვეთის“ კმაყოფილებით განისაზღვრება და არა ხალხის ინტერესითა და კეთილდღეობის ზრდით.

სკოლის მართვის მავნებლური პრაქტიკა გავრცელდა მომდევნო რგოლზეც. „გათიშე და იბატონე“ პრინციპით სახელმწიფომ მასწავლებელთა სქემის წარუმატებლობა საკუთარ იარაღად აქცია. მასწავლებელთა „წინსვლისა და განვითარების“ ნაცვლად სტატუსების, საათებისა თუ სახელფასო გადანაწილების არასამართლიანმა პრინციპმა სკოლა პედაგოგიური საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების პოლიგონად აქცია. კრედიტომანიითა და მუდმივი საგამოცდო ექსპერიმენტებით დაქანცულ მასწავლებლებს ყურადღების მიღმა დარჩათ მთავარი – მოსწავლე და მისი აკადემიური მიღწევევბი, რადგან საკუთარი თავის „გადარჩენის“ ამოცანა დაუყენა სახელმწიფომ.

რაშია გამოსავალი? პასუხი ცალსახაა: განათლების სისტემის ძირეულ რეფორმაში, სადაც სკოლა თავისუფალ, განმავითარებელ და შედეგიან საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს მოსწავლესა და მასწავლებელს და არა პოლიტიკური თუ საარჩევნო გარანტიების პლაცდარმს ხელისუფლებებისთვის“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

“სოსო გოგაშვილი ძალიან დაგვავალებს, თუ იმ არასამთავრობოების და ექსპერტების სიასაც გამოაქვეყნებს, ვისაც ყველაზე ბინძური ხერხებით ებრძოდა” – ლელა ჯეჯელავა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომ იგი დაასახელებს ხელისუფლებასთან დაახლოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სათანადოდაც ფინანსდებოდნენ, ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:

სოსო გოგაშვილი ძალიან დაგვავალებს, თუ იმ არასამთავრობოების და ექსპერტების სიასაც გამოაქვეყნებს, ვისაც ყველაზე ბინძური ხერხებით ებრძოდა, ფინანსურ წყაროებსაც უკეტავდა და ცხოვრებას უჯოჯოხეთებდა. მიზეზებსაც თუ მოაყოლებს თან, ხომ კიდევ უკეთესი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

“მე ვარ საქართველოს აგენტი – შეერთებულ შტატებშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, ბრიუსელშიც და ა.შ.” – დავით უსუფაშვილი

ქართულ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციაზე, კერძოდ აშშ-ს აგენტების ე.წ. სიაზე მსჯელობამ პარლამენტშიც შეაღწია. თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, ე,წ, “აგენტების სიაში” ერთ-ერთ სტაჟიან აგენტად ხსენებული, პარლამენტი ყოფილი სპიკერი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:

მე ვარ საქართველოს აგენტი – შეერთებულ შტატებშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, ბრიუსელშიც და ა.შ.

ვისი წარმომადგენელი ვარ? – საქართველოს წარმომადგენელი ვარ!

ვინ მგონია, რომ საქართველოსთვის არის ყველაზე სასურველი, ძლიერი და სასურველი პარტნიორი? – ეს არის შეერთებული შტატები და ევროპა.

აი, ამის აგენტი ვარ მე, ამ ქვეყნის აგენტი ვარ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის აგენტებიც კი ვერ არიან და იმათი აგენტები არიან ვინც იმ წუთში ან ფულს უხდის ან სამსახურში მოაწყოს, სხვა ადამიანების აგენტები არიან, მერე ისინი სტატიებსაც წერენ და სხვა უბედურებებსაც აკეთებენ“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

“სალომე ზურაბიშვილს არ დაავიწყდეს, ვის მიერ არის ის არჩეული” – გურამ მაჭარაშვილი

,,ქართულ ოცნებას“ გამოყოფილი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მწვავე და კრიტიკულ შეფასებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მაჭარაშვილის აზრით, ქვეყნის პირველმა პირმა ვერ შეითავსა ზეპარტიული თანამდებობა:

,,პრეზიდენტის გამოსვლა, რბილად რომ შევაფასოთ, სამართლებრივადაც და ადამიანურადაც იყო აბსოლუტურად მიუღებელი. სამართლებრივად იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დღემდე ვერ ისწავლა მან კონსტიტუციაში მისი კონკრეტული ფუნქციები.

რაღაც როლის აღება უნდა ხოლმე. ზოგადად ეს კარგია, თუმცა ვერ ახერხებს, რომ რაღაც საყოველთაო შერიგების სათავეში იდგეს. ესეც არ გამოსდის.

პრეზიდენტი ამბობს, არავის არ უთქვამს, რომ საქართველოში ომი უნდათ – ეს არის შეურაცხყოფა სწორედ საზოგადოების.

მას არ დაავიწყდეს ვის მიერ არის ის არჩეული. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავის დროზე გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი. ჩვენს აქტივს ვუთხარით, რომ ეს არის ზეპარტიული თანამდებობა. სამწუხაროდ, ეს ფუნქციაც რაღაცნაირად ვერ შეითავსა პრეზიდენტმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

აჭარის მთავრობის დაფინანსებით 50 სტუდენტი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად პროგრამის – ,,სწავლა საზღვარგარეთ“ გამარჯვებულებს შეხვდა და წარმატებები უსურვა.

პროგრამა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ფინანსდება და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ განათლება მარკეტინგის, სამართალმცოდნეობის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და საერთაშორისო გამოცდილების შეძენა.

ასევე, მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, 2022 წლიდან პირველად, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამაში საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ჩაერთვებიან. წელს საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად საზღაო აკადემიის საბაკალავრო საფეხურის 13 სტუდენტი გაემგზავრება.

პროგრამის ბიუჯეტი მუდმივად მზარდია და 2022 წელს 800 ათასი ლარი შეადგინა.

ინფორმაციას აჭარია ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კახა კალაძე: საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური გზიდან არასდროს გადაუხვევია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხვევია იმ გზიდან, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, ბოლო პერიოდში ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლეთთან მიმართებაში რიტორიკა შეცვალა თუ არა, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამ გზიდან გადახვევა არ ყოფილა.

საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია იმ გზისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული – ეს არის გზა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, მივყვებით ყველა იმ განსახორციელებელ რეფორმას და გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია ამ მნიშვნელოვან და რთულ გზაზე.

ჩვენ არანაირი გადახვევა არ გაგვიკეთებია. თუმცა, როდესაც ხდება არასწორი განცხადებების გაკეთება, შეურაცხმყოფელი რეზოლუციების მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის ექნება რეაგირება.

საქართველო, ჩვენი ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის უფრო გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

“პრეზიდენტსაც კი აქვს განცდა, რომ უსმენენ, ისიც კი ერიდება ტელეფონთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს” – პაატა მანჯაგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს უკანონო მოსმენა-მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც მწვავე განცხადებით გამოეხმაურა გუშინდელ მიმართვაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს:

,,ეს ტოტალური მოსმენებია დამკვიდრებული ქვეყანაში. ამის დადასტურება იყო, რომ პრეზიდენტსაც კი აქვს განცდა, რომ მასაც უსმენენ. ისიც კი ერიდება ტელეფონთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს.

აი, ამის დემონსტრირება იყო – ჩვენ ვნახეთ, გავრცელდა ფაილები, რომ უსმენდნენ ელჩებს, რაც არის კონვენციით დაცული; უსმენდნენ სასულიერო პირებს, პარლამენტის წევრებს, რაც არის კანონით დაცული და უვარდებოდნენ ადამიანებს საწოლში, სამზარეულოში, საძინებელში – რაც ასევე კონსტიტუციით უნდა ყოფილიყო დაცული.

ამის შემდეგ ნორმალურ ქვეყანაში აუცილებლად დადგებოდა პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

მაშველებმა 4 წლის დაკარგული ბავშვი უვნებელი დაუბრუნეს ოჯახს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ.

მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს.

პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

*(ფოტო ქვეყნდება მშობლის ნებართვით)

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

“არც არავის ვთხოვ გმირობას – უბრალოდ, უხერხულია!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე “მთავარი არხის” სხვადასახვა პროექტის პროდუსერის თუ წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის სხვა ტელეკომპანიაში გადასვლასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ არაერთგვაროვან პოზიციას და გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:

აუ მორჩით რა, მორჩით!

ნოდარ მელაძე რომ წავიდა “მთავარი არხიდან”, მაშინაც ჭორაობდით ფული ქოცებმა გადაუხადესო!

დრომ დაარქვა სახელი ყველაფერს და კარგად გამოჩნდა ვინ გაიყიდა ფულზე და ვინ არა – “ნოდარ მელაძის შაბათი” ქოცების მუდმივ თავისტკივილად იქცა!!!

იარლიყების მიკვრა მაგარი იცით – ვანოსაც ბევრჯერ შეეძლო წასვლა (სთავაზობდნენ კიდეც), მაგრამ არ წავიდა!

ჰო, “კოლეგებს” გიყურებთ – როგორ ვერ ბედავთ იმ გუნდის დაცვას, რომლის გვერდით წლები გაატარეთ!

არც არავის ვთხოვ გმირობას – უბრალოდ, უხერხულია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.