ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
12 C
Tbilisi
Home Blog Page 1022

“ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ყაიდის ბოლო ოლიგარქი” – ხატია დეკანოიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიის ბანკ ,,credit suisse”-თან დავის გამო სინგაპურის სასამართლოში გამოკითხავენ. აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გააკეთა ფრაქცია ,,ერთიანია ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ:

,,ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და პრაქტიკულად რუსული ყაიდის ბოლო ოლიგარქი, რომელიც აკონტროლებს ქვეყანას.

ნაწილობრივი დასანქცირება არ კმარა! უნდა დასანქცირდნენ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ის ადამიანები, საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. 8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

ქ. თბილისში 8 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ელექით და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 სექტემბერს დღისით +25, +27, ხოლო 7-8 სექტემბერს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი. 9 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს.

“ჩვენი სტრატეგია გულისხმობს ნაკლებ ლაპარაკს, მეტ ქმედებას!” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე კომენტარს და განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მისაღებად:

,,დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ დადებულიყო კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტები. რა არის გასაკეთებელი, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? – კომპლექსური ცვლილებები, რომლებიც გასაკეთებელი არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად დადებულია მაგიდაზე ოპოზიციის მხრიდან, რომელშიც ჩართული იყო სამოქალაქო სექტორი. ჩვენ ამ ყველაფერს, აბსოლუტურად შევეცდებით, რომ დავიწყოთ სერიოზული წნეხი ამის განვითარებაზე.

ჩვენი სტრატეგია გულისხმობს ნაკლებ ლაპარაკს, მეტ ქმედებას! ეს არის ჩვენი სტრატეგია. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმოქმედებთ.

ყველაფრის რესურსი აქვს ქართველ ხალხს. ხალხმა ერთიანობით ხმა უნდა აღიმაღლოს რუსეთისკენ მობრუნებული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებს ოლიგარქიული რეჟიმი დღეს საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

თელასის გაფრთხილება: 6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ რაიონსა და უბანში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:

6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას, მექანიზაციის, რაფიელ ერისთავის, თორნიკე ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზესტაფონის, ღრმაღელის, მექანიზაციის, მოლითის (ნაწილობრივ), ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, კნოლევის, ცოტნე დადიანის, ოქტომბრის, თამაზ ტოროშელიძის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და მოლითის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, ინგოროყვას, ასათიანის, მთაწმინდის, ჭონქაძის, ვახტანგ მოსიძის და კირილე უკლებას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღომბარის, მნათობის, პეტრე ბაგრატიონის, ნინო და კალისტრატე სალიების, ჯაბაურის, თამარაშენის, დავით ბერიაშვილის, დავითაშვილის, ფშავის და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოჭინის დასახლების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქსოფმანქანის დასახლების, მეფრინველეობის დასახლების, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის, ფრანგულიანის, გია ბაქარაშვილის, ელენე გოკიელის, მეფრინველეთა, ორახელაშვილის, ნახუცრიშვილის, იუმაშევის, თენგიზ სტურუას და ზურაბ ნამორაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ავალიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ალეკო გობრონიძის, რამაზ შენგელიას და ონის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება ყოველთვის” – კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა ბიძინა ივანიშვილის წვლილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და აღნიშნა, რომ თავის დროზე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება ივანიშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად მიიღო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ტალახი ესროლოს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა არაფერი გამოუვათ.

ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი, ადამიანი, რომელმაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის სიცოცხლის ფასად გაგისტუმრათ თქვენ „ნაციონალური მოძრაობა“, კრიმინალები, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ადამიანების წამებით, ადამიანების გაუპატიურებით საპყრობილეში, იმ უმძიმესი მოპყრობით.

სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს იმ რეალობის, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში იმ წლების განმავლობაში. ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, შემოსულიყო პოლიტიკაში და მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და არჩევნების, ცივილური გზით, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში ხდება, გაგისტუმრათ იქ, სადაც საჭირო იყო.

თქვენ ყველანაირად ცდილობთ, ცილი დასწამოთ და ტალახი ესროლოთ მას, მაგრამ არაფერი გამოგივათ. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება ყოველთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

“ხელისუფლება დაუპირისპირდა ხალხს და ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მალე” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ, პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, შეფასება მისცა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და ოპოზიციის მოქმედების სტრატეგიის კონკრეტული პუნქტები ჩამოთვალა:

ოლიგარქის “რუსული ოცნება” ყველაფერს აკეთებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების, ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოდ. ხელისუფლება დაუპირისპირდა ხალხს და ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მალე.

დასაკარგი დრო არ გვაქვს, დღეს არსებული უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს და ამაზე პასუხს ვაგებთ ყველა.

სწორედ ამიტომ, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ყველა ჩვენი ძალისხმევა, მოქმედება და აქტივობა მიმართული იქნება ამ მიზნის მისაღწევად.

რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა?

პირველი – მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად;

მეორე – უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან – ვესაუბრებით ყველგან ქალაქებსა და სოფლებში, ყველგან – სკვერებსა და ქუჩებში – ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის თაობაზე.

მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ – მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლების კონსოლიდაცია ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში.

თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ მეტი და მეტი საქართველოს მოქალაქე;

მესამე – უცხოელ პარტნირეობთან ინტენსიური კომუნიკაცია – აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია.

ვაღიაროთ, ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში.

ამ მოძრაობის შედეგად, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობითა და მუხტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

განსხვავებით წინა წლებისგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს.

ჩვენ მხარესაა მორალური უპირატესობა და აქამდე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა! მთავარია არ დავიღალოთ, ჩვენი თანმიმდევრულობით და ორგანიზებულობით, იდეის ერთგულებით, ჩვენი ერთობით, პრინციპულობითა და თავდადებით ჩამოვშალოთ რუსული ოცნება.

ჩვენ უნდა გავხდეთ ამბიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბრუნდებიან და საიდანაც არ მირბიან. სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები!

ვადამდელი არჩევნებით ყველა თავისი გემოვნებით აირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად და ცალ-ცალკე მოგვეცემა საშუალება ავირჩიოთ ევროპა!” – აცხადებს ნიკა მელია.

“ერთადერთი მიზეზის გამოა ტყვე, რომ პუტინთან-ოკუპანტთან დაპირისპირებულია!!!” – თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, სოციალურ ქსელში მორიგი პოსტით, ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი და აღნიშნულ ფაქტს სირცხვილს უწოდებს:

რა სირცხვილია, რუსეთთან-პუტინთან დაპირისპირებული მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში რომ პატიმარია-ტყვეა.

დიდი ისტორიული სირცხვილია!!!✌️ პარადოქსია – ეს ერთი მიზეზი საკმარისი უნდა ყოფილიყო (ოკუპანტთან დაპირისპირება) იმისთვის რომ ის პატიმარი არ ყოფილიყო, თუმცა სწორედ ამ ერთადერთი მიზეზის გამოა ტყვე, სწორედ იმიტომ, რომ პუტინთან-ოკუპანტთან დაპირისპირებულია!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

“ხალხო, რა გჭირთ?! 🤔 ასეთი გონებაჩლუნგები როგორ ხართ?!” – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სცვეტიცხოველში რუსულ ენაზე ჩატარებულ საეკლესიო მსახურების გამო საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას ეხმაურება:

ხალხო, რა გჭირთ?! 🤔

ასეთი გონებაჩლუნგები როგორ ხართ?!

არ იცით, არ იცით, მანდ არ გყავთ პეტრე ცაავა?! მაგას მაინც ჰკითხეთ!

გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ:
საეკლესიო მსახურებას ძველ სლავურ ენაზე აღავლენენ რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბულგარეთის ეკლესიებში!

ბულგარელი ღვთისმსახური ჩამოვიდა და რა ენაზე იმსახუროს?!

ანდა არასდროს გსმენიათ, რომ ქართველმა სასულიერო პირებმა სხვა ქვეყნებში საეკლესიო მსახურება ქართულ ენაზე აღავლინეს?!

რა გახდით, ვინ ხართ ასეთი იდიოტები?!🤔” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

თელასის გაფრთხილება: 5 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ რაიონსა და უბანში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:

5 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზრვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახების Xა კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ) და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ვახტანგ მახალდიანის, ჩაქვის, გიორგი სააკაძის, ცოტნე დადიანის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჩიტაძის, ასათიანის, ბესიკის, გრიბოედოვის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოჭორმის, არბოშიკის, გლახო ზახაროვის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის, ზურაბ ქვლივიძის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სოხუმის, ზუგდიდის, ვახუშტი ბაგრატიონის, ევდოშვილის, ცაბაძის, სანაპიროს, აგლაძის, ქუთაისის, ყიფიანის და ფოთის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანოისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კახაბერ კაციტაძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მომავალში არ მოხდეს სხვა ოლიგარქის მოსვლა ხელისუფლებაში” – ლევან ბეჟაშვილი

პარლამენტის ფარქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციასა და არასამათვრობო სექტორს შორის, კომენტარს აკეთებს საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების მნიშვნელობასთან დაკავშირებით:

,,12-პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხთან დაკავშირებით, ყველა მიმართულებით ჩვენ გვექნება ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა დარეგისტრირება მოხდება საპარლამენტო დონეზე.

ქართული პოლიტიკური რეალობა აბსოლუტურად განსხვავდება უკრაინული მოდელისგან. შესაბამისად, დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი აბსოლუტურად არაშესატყვისი იქნება საქართველოსთან მიმართებაში.

ამიტომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი გამოწვევების შესაბამისი რეგულაციების შეთავაზება.

ეს არ უნდა იყოს კონკრეტულ ინდივიდებზე გათვლილი, ჩვენ უნდა მოვახერხოთ არსებული ვითარების მოწესრიგება, დარეგულირებაც და ის, რომ მომავალში არ მოხდეს სხვა ნებისმიერი ოლიგარქის მოსვლა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე