ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
13.3 C
Tbilisi
Home Blog Page 1021

“განსხვავებით არახამიასგან, რომელიც არის უსამშობლო კაცი, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის სამშობლოს ფასი” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწვავე კრიტიკულ განცხადებას აკეთებს უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ,,ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას მიმართ:

,,არახამია ერთის მხრივ დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ჩვენ ჩავერთოთ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი. მეორე მხრივ – ცდილობს, დაგვაჟანტაჟოს სანქციებით.

სჯობს გახსნას კარტები და გააერთიანოს ეს ორი საკითხი. ანუ დაშანტაჟების მიზანი რომ არის მეორე ფრონტი – ეს თქვას პირდაპირ კაცურად!

მოდით, ღიად დაისვას საკითხი, ამას ვურჩევდი მე არახამიას – ნაცვლად ამ გვერდითი შანტაჟისა პირდაპირ თქვას, რომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს მეორე ფრონტის გახსნით.

არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში იმისათვის, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, გვთხოვოს ომის დაწყება? რა თქმა უნდა, ამას გამოვრიცხავ იმიტომ, რომ კაცს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არასდროს ქვეყნის წინააღმდეგ და არც ამ შემთხვევაში გადადგამს.

ამაში ყველა ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული განსხვავებით არახამიასგან, რომელიც არის უსამშობლო კაცი, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის სამშობლოს ფასი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში – ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება” – რომან გოცირიძე

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია.

გამოდის პრემიერ-მინისტრი და იძახის, რომ ეკონომიკა იზრდება და ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში – ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება. რომელ ზრდაზეა საუბარი, როდესაც ოფიციალურად ინფლაცია 20-30% და უფრო მეტია.

სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური მანიპულირებს და ფასების ზრდას რეალურად არ აჩვენებს.

შედით მაღაზიაში და ნახეთ, რას ყიდულობდით 100 ლარით თუნდაც გასულ წელს და რის ყიდვა შეგიძლიათ დღეს. ეკონომიკური ზრდა კორექტირდება ინფლაციის რეალური ზრდით. თუ ინფლაცია არის გაყალბებული, მაშინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაყალბებულია. რატომ ვერ ვგრძნობთ ეკონომიკური ზრდის შედეგებს? ყოველწლიურად რატომ გადის ჩვენი ქვეყნიდან ათობით ათასობით ადამიანი?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის დიდი ნაწილის დესტრუქციული განწყობები, ხელს ვერ შეუშლის საქართველოს, რომ მიაღწიოს წარმატებას 12-ივე პუნქტთან დაკავშირებით

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმა ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და ჩვენი გუნდის პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტია. მთელი ზაფხულის განმავლობაში ხელისუფლება მუშაობდა, ბატონ ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებული გეგმის მიხედვით 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას. მისი ინფორმაციით, ათეულობით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, დაწყებულია საკომიტეტო განხილვები.

წინსვლის შესახებ საზოგადოება სრულად ინფორმირებულია. თუმცა არ შემიძლია ნეგატიურად არ შევაფასო ოპოზიციის დიდი ნაწილის აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი და გადაწყვეტილება, როდესაც მათ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვას ზურგი აქციეს, ვფიქრობ, ამით შეეცადნენ რამენაირად დაეზიანებინათ პროცესი, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულად გამიზნულია იმისთვის, რომ 12 პუნქტიდან ყველა შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს შემდგომი პროგრესი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი მოსაზრებით, ოპოზიციის ამ ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, საკუთარი რეპუტაციის გაფლანგვის ფასადაც, გადადგას ნაბიჯი, რამენაირად ხელი შეუშალოს ამ პროცესში წარმატების მიღწევის პერსპექტივებს.

მათ სასტიკად ეშინიათ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ არ აღიქვას ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების წარმატებად. ეს არის მათი გადაწყვეტილება, გავბედავ და დავარქმევ პოლიტიკურ საბოტაჟს, რაც არაერთგან გამოვლენილა.

ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა მათი ეს გადაწყვეტილება, ზურგი ექციათ ამ პროცესისთვის, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესში, თუნდაც კრიტიკული მოსაზრებებისგან თავშეკავება, ეს არის უფრო მეტი დანაშაული. ეს არის უპატიებელი შეცდომა მათი მხრიდან.

ოპოზიციის ამ ნაწილს მივმართავ – არასდროს გაგიკვირდეთ, რომ ყოველ მომდევნო არჩევნებზე იქნება კლებადი და კლებადი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოებისა, რადგან ისინი ყოველთვის გრძნობენ, კარგად აფასებენ, ვინ არის ამ ქვეყნის წინსვლის მომხრე და ვინ არის შეფერხების მომხრე, მარტო იმიტომ, რომ ამით ვიწრო პარტიული დივიდენდი დაიწერონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ისინი ხელს ვერ შეუშლიან საქართველოს პროგრესს.

მიუხედავად ასეთი დესტრუქციული განწყობებისა, რეალურად ეს იოტისოდენადაც ხელს ვერ შეუშლის საქართველოს, რომ მიაღწიოს წარმატებას 12-ივე პუნქტთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

თელასის გაფრთხილება: 7 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ რაიონსა და უბანში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:

7 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ხელოვანთა და ზურაბ პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალი არსენალის I, II ქუჩების, ეკატერინე ჭავჭავაძის, პაატა სააკაძის, დავით ბერიაშვილის, ხრამჰესის, ასპინძის, დოდო ჭიჭინაძის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ქინქლაძის, ყირიმის და ფიროსმანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, X კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV, IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), სვერის, სამსონ ფირცხალავას, სანერგის, კურსების, მაჩხაანის, წერონისის, დომენტი ჟღენტის, ახტალის, მირზაანის, ლაითურის, გეგუთის, სამღერეთის, შატილის, საჩხერის, ურეკის, ცოდნისკარის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის, ანაპის 414-ე დივიზიის, ბუგეულის, დარკვეთის, კიშინიოვის, ლისაშვილის, ლუბოვსკის, სანავარდოს, ცოტნე დადიანის, თოდრიას, II ავიაქიმიის, ასურეთის და ზეკარის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირიან მეფის, ცხაკაიას, გერტმანის და თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას, ბესიკის, ვეძინის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, მესხის, ყიფიანის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლოჭინის დასახლების, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), მეფრინველეობის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ჭირნახულის და ტყემალაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ) და თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, მიქელაძის, ახმეტელის, აკაკი ბელიაშვილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, V, VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანულას დასახლების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გიორგიწმინდას, ომარ ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ბადრი კობახიძის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, ხოჭის ტბის, ნუგზარ კალანდაძის, ხუდია ბორჩალოელის, რამაზ გოგიაშვილის, გიორგი ბაბილოძის, თეთრი ტბის, ხევისპირის, დრანდის, ბერთუბნის, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას, კლარა კვეესის, ზურა მირაქიშვილის და კარლო მებაღიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“კინწისკვრით უნდა გააგდო მაღალი თანამდებობის ყველა წარმომადგენელი, რომელიც თავის შვილს კერძოს სკოლაში ასწავლის, სხვისას კი – საჯაროში” – ვახო სანაია

“საჯარო სკოლებში სწავლა კატასტროფულ დონეზეა” – აცხადებს ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემების წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ უმწვავესი კრიტიკით გაჯერებულ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

საჯარო სკოლებში სწავლა კატასტროფულ დონეზეა, ხელისუფლების პირველ პირებს კი შვილები კერძო, ფასიან სკოლებში დაჰყავთ.

მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია განათლების სისტემაზე, თავის შვილებს ახლოსაც არ აკარებს საჯარო სკოლებს. სამაგიეროდ, გაჭირვებულ, უფულო, გასაცოდავებულ და დაბეჩავებულ ხალხს არწმუნებს, რომ ეკონომიკა აყვავდა, ცხოვრება წინ მიდის და საერთოდაც, ყველაფერი კარგადაა, მათ შორის განათლების სფეროშიც დიდი წინსვლაა ბატონი ბიძინას წყალობით. ამ სფეროს ხომ ის გულისრევამდე მლიქვნელი კაცი ხელმძღვანელობს, განათლების მინისტრი, ,,ექვთიმეს” რომ უწოდებს ოლიგარქს.

მაშინ რატომ დადიან მათი შვილები კერძო სკოლაში და არა საჯაროში, როგორც იმ ხალხის, რომელსაც არწმუნებენ, რომ ყველაფერი კარგადაა.

არსებულ ვითარებაში კინწისკვრით უნდა გააგდო მაღალი თანამდებობის ყველა წარმომადგენელი, რომელიც თავის შვილს კერძოს სკოლაში ასწავლის, სხვისას კი – საჯაროში.

რაც აღვწერე, ეს ხომ ერთი ტრაგედიაა, მაგრამ უარესიც არსებობს.

პრემიერ-მინისტრს, რომლის ოთხი შვილიდან ოთხივე კერძო სკოლაში სწავლობს (ღმერთმა სიკეთე მისცეს ოთხივეს);

პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ოჯახის წევრს სულ ახლახან სახელმწიფოს კუთვნილი ტყე აჩუქა;

პრემიერ-მინისტრს, რომლის კორუფციულ საქმიანობაზე ლეგენდები დადის;

პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბატონის დავალებით ამ ქვეყანას რუსეთში ექაჩება;

პრემიერ-მინისტრს, რომელიც საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს აბოლებს, რომ ქვეყანა აყვავდა, არადა ეს მშობლები გადახვეწილი არიან ქვეყნიდან პურის ფულის საშოვნელად, რომ აქ შვილებს გამოუგზავნონ…

აი, ამ პრემიერ-მინისტრს ეს მშიერი ხალხი იმ ფოტოზე, რომელიც კერძო სკოლაში შვილის შეყვანას ასახავს, მილოცვის კომენტარებს უწერს, ლაიქებით ავსებს და არის ერთი ამბავი.

არანაირი შეკითხვა იმაზე, რატომ დადიან მათი შვილები საჯარო სკოლაში, რატომ ვერ იღებენ რეალურად ვერანაირ განათლებას და რატომ დაჰყვას მთავრობას თავისი შვილები კერძო სკოლებში.

ტროლ-ბოტების გარდა ნამდვილი ხალხის, მათ შორის ნაცნობების ლაიქებიც ვნახე. ჩემს იმ გვერდზე დაბლოკილი ვყავარ ღარიბაშვილის ფეისბუქს, მაგრამ ახლა ეს მეორე, ახალი გვერდიც რომ შევქმენი და ამომიგდო სტატუსი, გაკვირვება ვერ დავმალე ფოტოზე რეაქციებით.

ტრაგედიაა ეს – ის კომენტარები და ლაიქებია ტრაგედია. ალბათ ესეც ჩვენი სასკოლო განათლების შედეგია.

თითოეული თეთრი, რომელსაც მთავრობა იპარავს, აკლდება იმ საჯარო სკოლებს, სადაც მშიერ ხალხს შვილები დაჰყავს და სადაც ვერანაირ განათლებას ვერ იღებენ. მთავრობა ფიქრობს, რომ ამ დაქცეული სკოლების გამოშვებულ ბავშვებსაც მოჯამაგირეებად დაიყენებს მომავალში და ისევ მას მოემსახურება კაპიკებად, ისევ მას დაულაიქებს ისევ ხალხისთვის მოპარული ფულით დასპონსორებულ სტატუსებზე. მასწავლებლებსა და მშობლებს კი არჩევნების წინ კოორდინატორის ფუნქციას შესთავაზებს. ზოგი ისევ მაგიდის ქვეშ შეძვრება საარჩევნო სიებით, ზოგიც საარჩევნო უბანთან დადგება შეურაცხყოფილი ან სულაც ბედის მადლობელი, ეს ,,სამსახური” მაინც რომ უწყალობა მთავრობამ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

“ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებმაც შეადგინა 10,3% ბოლო 7 თვის განმავლობაში” – ირაკლი ღარიბაშვილი

ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებმაც ბოლო 7 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა. ეს მართლაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდაა მთელ მსოფლიოში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად, 40%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, ფულადი გზავნილები კი, 46.8 %-ით არის გაზრდილი და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა.

მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ წინა კვირას უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებმაც შეადგინა 10,3% ბოლო 7 თვის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოში. თქვენ კარგად მოგეხსნებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ეს პრობლემები გადაცემულია უკვე მთელ მსოფლიოზე და ამ ფონზე ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია.

აქვე მინდა მოკლედ ვთქვა, ამაზე წინა მთავრობის სხდომაზეც ვილაპარაკე, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად, 40%-ით არის გაზრდილი. ასევე, მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ფულადი გზავნილები არის 46.8 %-ით გაზრდილი და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება ბიზნესსექტორს, ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ბიზნესსექტორში ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაზრდილია როგორც პირველ კვარტალში, ისე მეორე კვარტალში და ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესსექტორის ბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი იანვარ-ივნისში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი მონაცემებია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

“შეიქმნას მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული სხნის კომიტეტი” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას და საზოგადოებას სთავაზობს სამ პუნქტიან გეგმას, რითაც, მისი აზრით, შესაძლებელი გახდება მმართველი პარტიის შეცვლა და ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნა:

,,როგორც საყოველთაოდ ცნობილია, “ლეიბორისტული პარტიის” თავგანწირულმა ბრძოლამ რუსი ოლიგარქ-დიქტატორი, გვარს არ დავასახელებ – ყველამ იცით, მიიყვანა სანქცირების დასაწყისამდე.

დღეს მთელი ქვეყნიერება, საქართველო და მსოფლიო ელოდება ოპოზიციის პოზიციას, რათა დავასრულოთ ეს საშინელი რეალობა, რომელიც ჩვენს თავს ტრიალებს.

გთავაზობთ 3 პუნქტიან სტრატეგიას, რამაც ჩვენს ქვეყანაში უნდა განწმინდოს მომავლის ჩახერგილი გზები.

პირველი – ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები!

მეორე – შეიქმნას მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული სხნის კომიტეტი;

მესამე – დავუძახოთ ხალხს ქუჩაში!

ყველაფერ ამას მოჰყვება საშინელი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული, ახალი დემოკრატიული არჩევნები, შესაბამისად, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი ხალხის განწყობის და ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ჯგუფები თუ ლიდერები.

ეს არის ერთადერთი სწორი სტრატეგია, ხსნა და სხვა გზა იმისათვის, რომ დავასრულოთ ჩვენ მარაზმატიკული რეჟიმი, რომელიც ისედაც დასრულდება, რომლის სანქცირების პროცესს ,,ლეიბორისტული“ პარტია აუცილებლად დააგვირგვინებს, მაგრამ ცოტა დროში გაწელვით.

თუ გვინდა შევამციროთ დრო და თავისუფლების ჟამი დავაყენოთ სწრაფად საჭიროა, ოპოზიციამ რაღაცა პირადი გაწიროს. მარტო ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, მომავლის ლამაზი დაპირებები, სამუშაო ჯგუფებში ჯდომები, პარლამენტის მბრუნავ სავარძლებში კოტრიალი, საკრებულოებში ტენდერებზე ჩალიჩი – ოპოზიციაზე ვამბობ, გაზაფხულს ვერ მოიყვანს!“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“მასწავლებლებმა ირწმუნეს საკუთარი ძალა და გაუთავებელმა უსამართლობამ ხმა ამოაღებინა!” – ნანა ტოხვაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე საგანმანათლებლო სისტემაში შექმნილი პრობლემების თაობაზე საუბრობს, რაც პედაგოგებს აწევთ მძიმე ტვირთად:

მოსაზრება ვრცელი განსჯისთვის…

გული მიგრძნობს, ცხელი შემოდგომა გველის საგანმანათლებლო სივრცეში!

საზოგადოების გამოფხიზლების ფაზა ხელშესახები ხდება, რაც ძალიან მახარებს. მასწავლებლებმა ირწმუნეს საკუთარი ძალა და გაუთავებელმა უსამართლობამ ხმა ამოაღებინა! (მარტო აღარ ვარ 🙂 ბევრნი ვართ❤).

დღევანდელი განათლების სისტემა, ფაქტია, ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებულ და განმავითარებელი გარემოს შექმნას.

სრულიად განზეა დარჩენილი მასწავლებლის ინტერესიც. ჯამში ეროვნული ინტერესების უგულებელყოფასთან გვაქვს საქმე!

რა მოგვცა პედაგოგთა კატეგორიზაციამ და გამოცდომანიამ?
რა მიიღო სახელმწიფომ მასწავლებლებთან კრიჭაში დგომით??

ადამიანებს, რომლებსაც შვილებს ვანდობთ, რატომ არ ვანდობთ ნებაყოფლობით განვითარების არჩევანს? იმიტომ ხომ არა, რომ ვერ “დათვალეს/გაიმეტეს” საბაზისო, ღირსეული ანაზღაურების ოდენობა?

რა იყო გამოცდების მიზანი? შეფასება განვითარებისთვის თუ ანაზღაურების კუს ნაბიჯებით დანაწილებისთვის?!

როცა შედეგები “მოულოდნელი” აღმოჩნდა, არაობიექტური გასწორების გარდა სხვა ხრიკი “ვერ მოესწრო”?? ანუ 7000 სააპელაციო განაცხადის დამუშავებას რა ბედი ეწევა? რა კრიტერიუმით “გადაარჩენს” სამინისტრო კადრებს?

შედეგი სავალალოა – უსამართლობისა და არაობიექტურობის, ურთიერთდაპირისპირებისა და შეურაცხყოფის განცდა პედაგოგიურ საზოგადოებაში!

გამოსავალის ძიებასაც პირი არ უჩანს, რადგან “სქემის შემოქმედთ” აღიარება უძნელდებათ, რომ შეცდომა დაუშვეს, “რეფორმამ” არ იმუშავა და ამ შეცდომაში გაჯიუტებას კიდევ მეტ ქაოსში შეჰყავს სისტემა!

გამოსავალი ცხადია არსებობს!

დადგა დრო, უმიზნო ექსპერიმენტებს ბოლო მოეღოს და მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თაობების აღზრდას შეწირეს ცხოვრების საუკეთესო წლები!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა ტოხვაძე.

კახა კალაძე: „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება აბსურდია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, არის აბსურდი, რადგან არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, კონსტიტუციის შესაბამისად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მერის თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში არ არის, კრიზისი აქვს ოპოზიციას და კონკრეტულად, „ნაციონალურ მოძრაობას“.

პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას აქვთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, მედიის კითხვა შეეხებოდა დეოლიგარქიზაციის შესახებ განცხადებებსაც, მათ შორის, ზოგიერთი ევროპარლამენტის მხრიდან. კითხვაზე, დეოლიგარქიზაციის პროცესი არის თუ არა აუცილებელი ევროკავშირისკენ სწრაფვისთვის, კახა კალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად არის საჭირო.

ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან განცხადებები არაერთხელ გაკეთდა. მე ახალს ვერაფერს ვიტყვი. მოთხოვნები, რაც ქვეყნისთვის სტატუსის მისაღებად იყო მოწოდებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს. ვინც ამას ამბობს, არის ქვეყნის მტერი, ვითომ მეგობრულად შერაცხილები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, ჩვენ ევროპული კურსიდან არასდროს გადაგვიხვევია. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების, უვიზო მიმოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

“ფანჯრიდან ნუ ეცდებით პოლიტიკაში ნურც შემოსვლას და ნურც პოლიტიკიდან გასვლას” – არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საპასუხო კომენტარს აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებაზე:

,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება თურმე და რაღაც უნდა მოასწროს.

მე მინდა, პირდაპირ გითხრათ – ნიკა, ეს ფანჯარა უკვე თქვენთვის დახურულია და თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება ამ ფანჯარაში არის მოყოლილი! – სწორედ ეს გაწუხებთ.

შეხედეთ ჯანსაღ ოპოზიციას, პოლიტიკური პარტიები ამ პარლამენტში დადიან კარებით. კარები იღება ჩვეულებრივად.

ასე, რომ ფანჯრიდან ნუ ეცდებით პოლიტიკაში ნურც შემოსვლას და ნურც პოლიტიკიდან გასვლას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე