შაბათი, ივლისი 19, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიეკა ბესელია "სიკეთის მოლოდინიდან" ხისტი პოზიციების დაფიქსირების რეჟიმში...

ეკა ბესელია “სიკეთის მოლოდინიდან” ხისტი პოზიციების დაფიქსირების რეჟიმში გადადის

მაქვს სიკეთის მოლოდინი, გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიაზე კოლეგასთან, გედევან ფოფხაძესთან ერთად მივიდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ​დატოვებს თუ არა ის „ქართული ოცნების“ რიგებს.

რატომ, ასე არის საქმე? ხვალ ვისაუბროთ. მაქვს სიკეთის მოლოდინი და დანარჩენზე ხვალ ვისაუბროთ. გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. ბევრი თანამოაზრე მყავს” – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

“სიკეთის მოლოდინი” დიდხანს არ გაგრძელებულა და 7 იანვარს მთელი დღის განმავლობაში ეკა ბესელიას შემდეგი სახის განცხადებები ვრცელდებოდა:

სასამართლოსთან დაკავშირებული თემა მხოლოდ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სია არ არის. ჩემი კრიტიკული პოზიცია ბევრმა ადამიანმა იცის არა მხოლოდ გუნდში, არამედ გუნდის გარეთაც, მათ შორის, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ექსპერტებმა, რომლებიც ჩემთან ერთად სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპზე მუშაობდნენ” – განაცხადა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის“ ეთერში და ირაკლი კობახიძე სიცრუეში დაადანაშაულა იმის გამო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა – ეკა ბესელიას მხრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი არ უკავშირდება სასამართლოს თემასო.

ეკა ბესელიამ, ასევე გაიხსენა ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოსამართლეთა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის სურვილის მიუხედავად იგი ამის წინააღმდეგი იყო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომით, ეს პროცესი გადადო.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ქალბატონი ეკა ჯერ არ დამკავშირებია, თუმცა თუ გამოთქვამს სურვილს, მე ყოველთვის მზად ვარ გუნდის წევრებს შევხვდე, ეკა ბესელია ასე პასუხობს:

მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი მაქვს. მდინარაძეს ვურჩევ გააკონტროლოს რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს. ფრაქციასთან და უმრავლესობასთან შეხვედრის საკითხი მე თვითონ დავსვი. არ ვფიქრობ, რომ მდინარაძეს უნდა ველაპარაკო. მე უნდა ველაპარაკო კოლეგებს, რომლებთანაც საჭიროა ამ საკითხზე დისკუსია“.

როგორც ჩანს, წინ კიდევ სერიოზული გარჩევებია, ხისტი, მწვავე პოზიციებითა თუ  ურთიერთბრალდებებით…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაც შეეხება ომის საფრთხეს – არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს...

ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას...

“დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის” – “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს...

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება ავრცელებს 17 ევროპული სახელმწიფოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...