spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" მიერ გატარებული უალტერნატივო საგარეო პოლიტიკის შედეგად...

“ქართული ოცნების” მიერ გატარებული უალტერნატივო საგარეო პოლიტიკის შედეგად შევინარჩუნეთ მშვიდობა, რამაც შესაძლებელი გახადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეველოპერული კომპანიის საქართველოში შემოსვლა 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიციით” – თორნიკე ფაღავა

ურთულესი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული უალტერნატივო საგარეო პოლიტიკის შედეგად შევინარჩუნეთ მშვიდობა, რამაც შესაძლებელი გახადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეველოპერული კომპანიის საქართველოში შემოსვლა 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიციით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.

მისივე შეფასებით, ინვესტიციის აღნიშნული მასშტაბი შთამბეჭდავია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნის „დაუძინებელი მეგობრები“ ამ ფაქტობრივად უნაკლო პროექტშიც ეძებენ ნეგატივს და ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ თავდაპირველად, რადიკალური ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლები საქართველოში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციის განხორციელებას გამორიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ ასეთი პრესტიჟული კომპანია ჩვენს ქვეყანაში არ შემოვიდოდა. ეს იყო მათი ძირითადი პროპაგანდისტული ხაზი. მაგრამ ზუსტად ორ თვეში, როცა ეს პროექტი რეალური გახდა და ინვესტორები უკვე საქართველოში არიან, პროპაგანდისტული ხაზიც შეცვალეს და ახლა უკვე ირწმუნებიან, რომ ეს უპრეცედენტო ინვესტიცია ქვეყნისათვის საშიშია და კომპანიას კი რეპუტაცია არ გააჩნია.

ორი თვის განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს ავითარებენ და სრულიად უსირცხვილოდ და უტიფრად გვიმტკიცებენ საპირისპიროს. სამწუხაროდ, თითოეული მათი ნათქვამი ადასტურებს, რომ ეს ხალხი ჩვენ სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, მეთოდურად აზიანებენ.

მეგობრებო, გარწმუნებთ, რომ თქვენ ვერც ამჯერად ვერ შეძლებთ ჩვენი საზოგადოების დაზიანებას, მოტყუებას, შეცდომაში შეყვანას და „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო 6.5 მლრდ დოლარის ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკა ჩვენი პრაგმატული და მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკით მაინც გაიზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სრული სამართლებრივი ნიჰილიზმი სუფევს ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც მოიცავს საზოგადოებისთვის ცნობად ადამიანებს…” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანების,...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...

“4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება” – შოთა...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...