პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი...

“ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა🙂” – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილი “წითელი ხაზია”, კონკრეტული შეფასებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი:

რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ის არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები, იქ არაფერი მსგავსი რაზეც ნიკა საუბრობს არ წერა.

იგივე ეხება ჩემს მეორე მეგობარ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაფასებ ორივე ნიკას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი გადაიხადეს ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით. ბოლოჯერ იმის გამო მოხვდნენ ციხეში, რომ ღალატის კომისიასთან დაკავშირებით დაიკავეს ღირსეული პოზიცია.

წითელი ხაზი, ამ დროს როცა საერთო მტერია დასამარცხებელი არაფერ შუაშია, ზოგადად ამ რთულ მომენტში მხოლოდ უპირობო ერთიანობა გადაგვარჩენს და ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა.

ქვეყანაა გადასარჩენი და პირად ემოციებზე აყოლას და ეგოების შეჯიბრს, ამ კრიტიკულ მომენტში, ისტორია არ გვაპატიებს.

ჩემი სამი კვირის წინანდელი პოსტი ეძღვნებოდა გილაურების კლანის ან ნებისმიერი სხვა სახის ივანიშვილთან დაკავშირებული “ბიზნესმენების” პოლიტიკასთან არ მიშვებას და მე მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე. გამარჯვების შემდეგ, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არ დაშვების შესახებ (ასეთი მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორი ვარ უკრაინაში).

მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერთიანობას უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა, ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა სწორედ განსხვავებული ლიდერების ერთობით. კარგია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთეს ამ ამბავზე.

ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა🙂

თავისუფლება ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმარს!✊🏻” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის: ნიკა მელია, კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომლის მიერ დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციაში დაინახა ერთგვარი ბრალდებები, რის გამოც განაცხადა, რომ იგი მისთვის “წითელი ხაზია” და აღნიშნა, რომ “მე ნიკა მელიას, ასეთი მბრალდებელის გვერდით 1 ჰექტარშიც ვერასოდეს მნახავთ, ერთ ფიზიკურ სივრცეში და გარემოში“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მთაწმინდაზე რომ გამოსაქანებელს აფართოვებდა კალაძე, თქვენთვის არ ჰქონდეს ჩაფიქრებული😊” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ირონიული მინიშნებები: "ამბობენ: ძალა აღმართს ხნავსო. ამ პრინციპით...

“ეს ჩანაწერი ვერდიქტია, რომელითაც “ქართულმა ოცნებამ” პოლიციის ინსტიტუტის სრულ განადგურებას ხელი მოაწერა” – ლელა...

ვანო სხირტლაძის დაკავების ოქმში მითითებულ ჩანაწერთან დაკავშირებით მწვავე, მძიმე...

“ვარდების რევოლუცია არის ყველაზე ნათელი თარიღი XXI საუკუნის საქართველოს ისტორიაში” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, საქართველოს ისტორიაში ვარდების...

“ხშირად მიფიქრია თუ რატომ აუვარდათ მაინცდამაინც ახლა თავში ამათ ამდენად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენი სიბეცის გამო, ყველას წაგვართვით ამ ქვეყანაში ცხოვრების, ან სამშობლოში დაბრუნების უფლება😡” – ეკა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე  ცალკეულ პირებს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...

“ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის და მათი შვილის, ალისას საუბარს...

“ბატონო შალვა, თქვენ არ ამბობდით, რომ ევროპა ქრისტიანულ ფასეულობებს დაშორდა, რომ ასეთი ევროპა თქვენთვის...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ვატიკანში ვიზიტთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ლელა...