spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსთაველზე შლეგები კი არა - შეყვარებულები დგანან. რუსთაველზე...

“რუსთაველზე შლეგები კი არა – შეყვარებულები დგანან. რუსთაველზე ნესტანისთვის მებრძოლი ტარიელები და ავთანდილები დგანან” – ბაია პატარაია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ემოციურ შეფასებას ახდენს სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია:

ყველა შემდგარ და ნამდვილ რომანტიულ ურთიერთობას, მეგობრობას, წარმატებულ გუნდს დაშეკრულ საზოგადოებას აქვს საერთო მახასიათებელი ნიშანი – შინაგანი ზრდა.

როცა ამ ურთიერთობის, ამ ამბის ყველა მონაწილე საკუთარ თავს ზრდის და ერთმანეთს გვერდში უდგას ამ ზრდაში. სადაც ყველა ერთმანეთს აძლიერებს და ცოდნას უზიარებს.

თქვენ რა გგონიათ სიყვარული? მუცელში პეპლების გაფრთხიალება? არა. ეგ გავრცელებული მითია, სიყვარული ეგ არ არის.

ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარული გამოიწრთობა დროში და შრომაში, არმიტოვებაში, არდანებებაში, ათასჯერ დაცემასა და ათასჯერ წამოდგომაში. ვინ თქვა, რომ სიყვარული ადვილია? ვინ თქვა, რომ სამშობლოს სიყვარული უშრომელად და უწვალებლად მოდის, რომ გაზრდა არ სჭირდება?

რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ და ვიდარდოთ, რუსთაველზე მდგომი ადამიანები ყოველდღიურად სწავლობენ ამ ბრძოლაში ყოფნას, ყოველდღიურად სწავლობენ ერთმანეთის სიყვარულს და მხარდაჭერას. ყოველდღიურად სწავლობენ, როგორ იყვნენ უფრო ჭკვიანები, პასუხისმგებლიანები – ისინი იზრდებიან ერთად, როგორც საზოგდოება. ისინი ერთმანეთისგან იღებენ ძალას, სწავლობენ გამძლეობას და სიყვარულს.

რუსთაველზე შლეგები კი არა – შეყვარებულები დგანან. რუსთაველზე ნესტანისთვის მებრძოლი ტარიელები და ავთანდილები დგანან.”, – წერს ბაია პატარაია ფეისბუქის პირეად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

“ბავშვებისთვის წამლების ყიდვას საკუთარ დამარცხებად განიხილავენ…” – ზურაბ ბატიაშვილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვის საჭირო წამლების შესაძენად თანხის გამოყოფის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...