spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom-ის მედიალაბმა "იდეადრომი" მეთერთმეტედ გამოაცხადა

ComCom-ის მედიალაბმა “იდეადრომი” მეთერთმეტედ გამოაცხადა

ComCom-ის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეთერთმეტედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების დახვეწასა და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ემსახურება. „იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, AI-ს, კიბერუსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდი მაქსიმუმ სამი სრულწლოვანი მონაწილისგან უნდა შედგებოდეს. მიღებული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა 5 გუნდი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში დარგის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გაივლიან და იდეების დახვეწას შეეცდებიან. ერთი კვირის განმავლობაში სტარტაპერები გაეცნობიან და შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: იდეის შემოწმება, პროტოტიპის შექმნა, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება, გუნდის მართვა, იდეის ეფექტიანად წარდგენა და სტარტაპის მართვისთვის აუცილებელი ფინანსური თუ იურიდიული საკითხები.

პროგრამა მონაწილეებს მისცემს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ  უნარებს, რომლებიც რეალურ ბიზნეს გარემოში სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტია. ინტენსიური სამუშაო კვირის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 10 000 ლარიან საპრიზო ფონდს გაინაწილებენ.

იდეადრომში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოამზადონ 1  წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია თავიანთი იდეის ან პროდუქტის შესახებ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 დეკემბერი, ხოლო ტრენინგები 15-20 დეკემბრის პერიოდში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „იდეადრომი“ უკვე 10-ჯერ, წარმატებით ჩატარდა, ხოლო კონკურსის არაერთმა გამარჯვებულმა საკუთარი პროდუქტის გატანა საერთაშორისო ბაზარზეც შეძლო.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...