spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""მინდოდა, ემიგრაციაზე მეწერა... ახლოდან დანახული რეალობა სულ სხვა...

“მინდოდა, ემიგრაციაზე მეწერა… ახლოდან დანახული რეალობა სულ სხვა ყოფილა” – გიგა ბენია

ემიგრანტის თვალით დანახული რეალობა – ჟურნალისტ გიგა ბენიას ემოციური ისტორიები:

6 თვის წინ წავედი გერმანიაში. პირველი ქართველი ჩასვლიდან 30 წუთში, მეტროში ვნახე. შვილს ელაპარაკებოდა. “დე, როგორ მინდა გულში ჩაგიკრა და ნეტავ, როდის ვიგრძნობს შენს სურნელს?!” დასევდიანებული ქალის სახემ და სიტყვებმა დამაფიქრა, ამ კარგ ქვეყანაშია და თურმე ბედნიერი მაინც არაა.

მეორე დღეს სამსახურში წავედი. “რედისონში” უნდა დავსაქმდე, რა კარგია-მეთქი, ვფიქრობდი. მივედი და ნინო გავიცანი. რაჭიდან ვარო, წლებია წამოვედი და სამ ოჯახს ვარჩენო. ასაკით ახალგაზრდა ქალია, თუმცა ცხოვრებამ სახეზე დაღლის კვალი ნაადრევად დაამჩნია. ბედნიერი როგორ უნდა ვიყო, ჩემს ქვეყანაში რამდენი წელია არ ჩავსულვარო. შემეცოდა, თურმე ესეც ბედნიერი არაა-მეთქი.

შესვენებაზე მოსაწევ ოთახში ჩავედით. რას ვხედავ, მთელი საქართველო აქაა: ანა, ოთარი, გიორგი, მარიამი, ლიკა, ილია, ირაკლი, ირმა, ოთო და ა.შ. ერთმა დალაგებაზე ვმუშაობო, მეორემ ჰაუსმენი ვარო, მესამემ რესტორანში ვმუშაობო და ა.შ. თურმე ხელფასს აგვიანდებოდა და ყველა ღელავდა, ოჯახები მათი გზავნილის იმედად იყვნენ. თუ ორ დღეში ფული არ გაიგზავნება, ზოგი კომუნალურს ვერ გადაიხდის, ზოგი საჭმელს ვერ იყიდის, ზოგი მასწავლებლის ფულს ვერ გადაიხდის, ზოგის ქმარი სიგარეტს ვერ იყიდის.

გავიდა დღეები. ყველასთან კომუნიკაციაში შევედი. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ბედნიერები დადიოდნენ, არავინ იბღვირებოდა, სხვა რეალობაში აღმოვჩნდი, ახალ ქვეყანაში ჩასულზე ისედაც ემოციური ვიყავი, ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა და ქართველმა ემიგრანტებმა კიდევ უფრო დამძაბეს. ყველას ვეკითხებოდი, როგორია მათთვის გერმანიაში ცხოვრება? პასუხი ცალსახა იყო: ნეტავ, ასეთი ცხოვრება საქართველოში იყოს და აქ წამით არ გავჩერდები.

ქართველები სამსახურს გარეთაც გავიცანი. რომც არ გინდოდეს, ყოველი მეორე ქართველია, “შემოგეცნობება” ვინმე.🙂 ერთხელ, ერთ ქართველს ოჯახის წევრი გარდაეცვალა. არჩევანის წინაშე დადგა: ან ბიძას დაიტირებდა და უკან ვეღარ დაბრუნდებოდა, ან შვილის მომავლისთვის ბრძოლას გააგრძელებდა. შვილზე ფიქრმა ყველაფერი გადაწონა, დარჩა და ევროპიდან გლოვობდა.

რამდენიმე ხანში მეორე ქართველს შვილი გაუთხოვდა. ქორწილში ვერ წავიდა. უფროსი შვილის ქორწილში თუ წავიდოდა, უმცროსს ვეღარ მიხედავდა. დარჩა, ქორწილის დღეს “ურლაუბი” ანუ შვებულება აიღო და პროცესს თვალს მესენჯერით ადევნებდა.

დაღლილი ქალების, კაცების, ახალგაზრდების ყოველი დილა ასე იწყებოდა: ბიძინა, შენ არ გაიხარე იმისთვის, რა დღეშიც ჩაგვაგდე. მოვა კიდევ არჩევნები… მაგრამ არჩევნები ამ ადამიანებისთვის აღარ მოვა. რეჟიმმა, რომელმაც ქვეყანა დაცალა და ხალხი უცხოეთში პურის ფულისთვის გაუშვა, ემიგრანტები არაადამიანებად მიიჩნია. რეჟიმმა, ამ რეჟიმის წევრებმა, მათმა ცოლებმა და ქმრებმა ხომ არ იციან, რას ნიშნავს უცხო მიწაზე, ყველაფრისგან მოშორებით ოჯახს არჩენდე. თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ ემიგრანტს უკან დაბრუნება არ შეუძლია, სანამ იმ მიზანს ვერ მიაღწევს, რომელიც უკეთესი ცხოვრების შექმნას ნიშნავს.

არაუშავს, თუმცა როგორ არაუშავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რეჟიმი მოიშლება, ნინო, ანა, ოთარი, გიორგი, მარიამი, ლიკა, ილია, ირაკლი, ირმა, ოთო და სხვები კი უკეთეს, ევროპულ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებიან და შვილებს მომავალს ადგილიდან შეუქმნიან.

მინდოდა, ემიგრაციაზე მეწერა. კიდევ მეტს მოვყვები, ახლოდან დანახული რეალობა სულ სხვა ყოფილა“, – წერს გიგა ბენია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მაგარი გადარჩენილი ვარ. წილოსანმა ჯერ კიდევ მაშინ დამბლოკა, როცა ეს კანონები არ არსებობდა”...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

ამირან გამყრელიძე: “სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს”

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...