პარასკევი, მარტი 14, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლება გვაყენებს ცრუ დილემის წინაშე, გვეუბნებიან ჯანმრთელობა ან...

“ხელისუფლება გვაყენებს ცრუ დილემის წინაშე, გვეუბნებიან ჯანმრთელობა ან ეკონომიკა, ჯანმრთელობა ან შიმშილი” – გიორგი ვაშაძე

„ტყუილია, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, ვინც მოხსნის ამ არათანაზომად შეზღუდვებს, ხელისუფლება გვაყენებს ცრუ დილემის წინაშე,“ – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ყველა განცხადება, რასაც ხელისუფლება აკეთებს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მავნებლობა. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით დაახლოებით 150 ათასი სამუშაო ადგილია დაკარგული და „ქართულმა ოცნებამ“ არათანაზომიერი შეზღუდების გამო ადამიანები შიმშილისათვის გასწირა:

ხელისუფლება გვაყენებს ცრუ დილემის წინაშე. გვეუბნებიან ან ჯანმრთელობა ან ეკონომიკა, ან ჯანმრთელობა ან შიმშილი. ეს არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი.

ტყუილია, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, ვინც მოხსნის ამ არათანაზომად შეზღუდვებს, რომელიც ქვეყანაშია დაწესებული. იმიტომ, რომ წარმატებულმა ქვეყნებმა, ვინც აქტიურად გამოიყენეს მასიური ტესტირება და დიაგნოსტიკა, უკვე მოხსნეს ქვეყნის შიგნით შეზღუდვები. ტყუილი იყო, როცა გუშინ განაცხადეს, რომ ჩვენ ვიქნებით პირველი სახელმწიფო ვინც გახსნის საზღვრებს და წლის ბოლოს მივიღებთ ტურისტებს, ტყუილია დიახ, რადგან მაისში ხორვატია, ჩეხეთი, ავსტრია, საბერძნეთი და გერმანია აპირებენ საზღვრების გახსნას და აქტიურ მუშაობას.

ფარსია და ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია ყველა ის ინიციატივა, რომელსაც ეკონომიკის განვითარების კუთხით აკეთებენ. თითქოს რაიმე წარმოებას განავითარებენ ქვეყანაში. ეს არის ან მიზანმიმართული პოლიტიკური მიზნების მქონე მავნებლობა, რასაც ისინი აკეთებენ ან ელემენტარული უცოდინრობა და არაპროფესიონალიზმი.

ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც ირჩევენ ჩვენზე გაცილებით უფრო განვითარებული ქვეყნები. ამ ქვეყნებს აღელვებთ ქვეყანაში სამუშაო ადგილები, მათ აღელვებთ ადამიანების შიმშილი, ჩვენს ხელისუფლებას კი ეს არ აღელვებს.

ყველა შეზღუდვა, იმ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს აბსოლუტურად არათანაზომადია და არაპროპორციული. როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლებამ ასე ერთი ხელის მოსმით უბრალოდ მოკლას და გაანადგუროს სამუშაო ადგილები?! ჩვენი გათვლებით დაახლოებით 150 ათასი სამუშაო ადგილი დავკარგეთ. თუ ასე გაგრძელდა, ერთ თვეში 300-400 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება.

მე ვთხოვ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რაციონალურად გავიაზროთ რას გვეუბნება ხელისუფლება და შევადაროთ ის ალტერნატივები რასაც ჩვენ ვთავაზობთ საერთაშორისო მაღალკვალიფიციურ ეკონომისტებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად შემუშავებული გეგმის თვალსაზრისით. ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი, მაგრამ ჯანმრთელობა არ უპირისპირდება შიმშილს. ჯანმრთელობა არ უპირისპირდება ეკონომიკის განვითარებას! – ეს არის ცრუ დილემა! ეს არის ტყუილი და ეს არის ფარსი!

„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ დამშეული ადამიანების მართვა მარტივია და ამისთვის იღწვიან, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მშიერ ადამიანს თქვენ ვეღარ დააკავებთ და უმძიმეს ვითარებაში აღმოვჩნდებით.

სწორედ მასიური ტესტირების არარსებობის მიზეზია, რომ საქართველოში პროპორციულად ყველაზე მეტი ინფიცირებული ექიმი და სამედიცინო პერსონალი გვყავს. ეს არის დანაშაული!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალი საქართველოს თავმჯდომარემ ასევე დააანონსა, რომ ორშაბათს, გუნდთან ერთად, 12:00 საათზე წარადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული ფაზის მეორე ნაწილს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რომ არა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა ვერ გვექნებოდა” – კახა კალაძე

„ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით საუკეთესო ოცეულში მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ...

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ნათელი ბიჭების პატიმრობაა‼️” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში,...