ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქუთაისში 50-მა შეჭირვებულმა ოჯახმა დახმარება მიიღო

ქუთაისში 50-მა შეჭირვებულმა ოჯახმა დახმარება მიიღო

ქუთაისში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა, ასევე 70 წელს გადაცილებულმა მარტოხელა მოხუცებმა, სასურსათო ამანათები მიიღეს. აღნიშნული ოჯახებისთვის საკვები პროდუქტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” გადასცა.

დახმარებები ოჯახებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა გადასცა. როგორც მერიაში განმარტავენ, ოჯახები მათ მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე შეირჩა.

შეგახსენებთ, ქუთაისში ეს დახმარება 50-მდე ოჯახმა მიიღო, სულ იმერეთში კი “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” საჩუქრები 350 ოჯახისთვისაა გათვალისწინებული.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული