spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი აფერისტობად და ფარსად გადააქციეს. ასეთი ქვეყანა მოგწონთ?!...

“ყველაფერი აფერისტობად და ფარსად გადააქციეს. ასეთი ქვეყანა მოგწონთ?! ეს იყო თქვენი ოცნება?!” – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში, ემოციურ შეფასებებს აკეთებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

1. განვლილი 13 წლის მანძილზე “ქართული ოცნება” მუდმივად გვარწმუნებს, რომ დამნაშავეები უნდა დასაჯოს, მაგრამ 5 კაცის გარდა, არავინ დაუსჯია. მეტიც, ზურაბ ადეიშვილი თავად გააპარეს ქვეყნიდან;

2. დღეს “ქართულ ოცნებას” 100 ტომი საგამოძიებო მასალებისა დაარქივებული აქვს და თუ ვინმეს დასჯა სურს, შეუძლია დასაჯოს, მაგრამ არავის დასჯას არ აპირებს. ესაა დიდი სპექტაკლი. დამნაშავეთა დასჯის საბაბით, ბატონი კობახიძე იღებს კანონს, რომელიც მას ნებისმიერი ჩვენგანის (თქვენგანის) პოლიტიკიდან ჩამოშორებისა და დასჯის საშუალებას მისცემს. დავიჯერო, ამას ვერ ხვდებით?! ასე როგორ მოაჯადოვეს ზოგიერთის გონება?! ისედაც მოკლეს პოლიტიკური პროცესი და ზოგადად, რეალური პოლიტიკა. ყველაფერი აფერისტობად და ფარსად გადააქციეს. ასეთი ქვეყანა მოგწონთ?! ეს იყო თქვენი ოცნება?!

3. კობახიძეს ჰგონია, რომ აქვს უფლება,- დააკანონოს ნებისმიერი უკანონობა: არჩევნებში დაიმატოს 700 000, ციფრს დააკვირდით: 700 000 არარსებული ხმა და საერთოდ, ერთპიროვნულ, ფეოდალურ მმართველობასთან გვაქვს საქმე;

4. თუ ბატონი კობახიძე და”ქართული ოცნება” უკვე აღარარსებულ ნაცმოძრაობას ებრძვის, საკუთარი თავით დაიწყონ ეს ბრძოლა. შეგახსნებთ, რომ ბატონი კობახიძე თავად მუშაობდა სოროსის ფონდში და ამჟამად საკრებულოებსა და მერებად დანიშნული ადამიანების უმრავლესობაც სწორედ ნაცმოძრაობასთანაა დაკავშირებული, პირდაპირ ან ირიბად!

5. მოვუწოდებ საზოგადოებას: გამოვფხიზლდეთ! თავს ნუ დავამონებინებთ ხალხს, რომელიც მართლა ნაცებთან იყო, როცა ჩვენ სააკაშვილის ბოროტ რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ უკვე დაშლილ და გამქრალ ნაცებთან თითქოსდა ბრძოლის მოტივით, ბოლოს ყველას მოგვადგებიან?!” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ადამიანი, რომლის სახელიც ცოდნას უკავშირდებოდა, ამქვეყნად სიცოცხლეს შესაბამის ადგილას გააგრძელებს” – გიორგი კეკელიძე გიგა...

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...