spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები ასე ეცემიან" - ნიკა...

“დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები ასე ეცემიან” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში მოსაზრებებს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სცენარით შესაძლოა წარიმართოს 4 ოქტომბრის მოვლენები:

მე მგონია, რომ 3 სცენარით შესაძლოა წარიმართოს მოვლენები. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში ნამდვილად გამოვა და მოითხოვს მთავრობის გადადგომას, თუმცა აქ გათვლა რაზე აქვს მმართველ პარტიას – როგორც არბევდა მომიტინგეებს, მას შემდეგ რაც 28 ნოემბრიდან დაიწყო აქციები, ამ დარბევას დაიწყებს ისევ და დამატებითი ძალების მობილიზებას მოახდენს. ან დაელოდება, ხალხიც დაიღლება, დაიშლება და აქედან გამომდინარე, შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ეს არის ყველაზე პესიმისტური სცენარი.

მეორე ვარიანტის მიხედვით, ხელისუფლება გაითვალისწინებს ხალხის რაოდენობას, ზეწოლას და დროის მოგების მიზნით შეიძლება თანხმობა განაცხადოს, რომ დაიწყოს მოლაპარაკება არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით.

მესამე ვარიანტია, რომ ხალხის ზეწოლას ვერ გაუძლოს ხელისუფლებამ და იძლებული გახდეს, რომ გადადგეს. ნებაყოფლობით, რა თქმა უნდა, არ გადადგება, მაგრამ ზეწოლით კი. დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები ასე ეცემიან, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ქუჩაში და მერე იძლებულები არიან დატოვონ ძალაუფლება“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ” – მანანა...

კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...