ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე ჩქეფდეს...

“ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე ჩქეფდეს თბილისის ქუჩებში, სავსე იყოს სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები ხალხით” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე განაგრძობს წინასაარჩევნო შეხვედრებს. დღეს, კახა კალაძე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები.

დედაქალაქის მერმა შეკრებილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წელში გაგრძელდება ისეთივე პროექტების განხორციელება, რომ მოსახლეობისთვის მეტი კომფორტი შეიქმნას.

ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე ჩქეფდეს თბილისის ქუჩებში, სავსე იყოს სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები ხალხით.

ჩვენი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით, მასშტაბური სამუშაოებით შესაძლებელია ამ ყველაფრის მიღწევა.

ჩვენ გავაგრძელებთ ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია-განახლებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რომ დედაქალაქში გადაადგილება ყველაზე სწრაფი იყოს.

რვა წლის განმავლობაში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განვაახლეთ. ხომ გახსოვთ, როგორი გაუბედურებული ტრანსპორტი დადიოდა თბილისში, რა მდგომარეობაში იყო გამზირები, ქუჩები. ცხადია, ჯერ ყველგან ვერ მივედით, მაგრამ წინ გვაქვს მასშტაბური გეგმები განსახორციელებელი, რათა გაგრძელდეს თბილისის განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლების მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ემსახურება იმ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარების პროცესში.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – არ არის მხოლოდ ჩვენი საარჩევნო სლოგანი. ჩვენი ყოველდღიური გადადგმული ნაბიჯები ემსახურება იმ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, რადგან სხვანაირად ვერ იქნება ქალაქის განვითარების გეგმებზე საუბარი. ჩვენ ვემსახურებით ქართველი ხალხის ინტერესს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ეს არის ის თავისუფლება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლისა და ბრძოლის ფასად მოიპოვეს და ამას გაფრთხილება სჭირდება ყოველდღიური მუშაობით და თუნდაც ბძროლით. თავისუფლებსა და დამოუკიდებლობაზე ძვირფასი არაფერია.

პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, არის პროქართული. ჩვენ ვემსახურებით, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მათ ინტერესებს ვიცავთ, რათა ვიღაცამ გარედან თითის დაქნევით არ გვესაუბროს. ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება მიუღებელია. ჩვენს წინა თაობებს ამისთვის არ უბრძოლიათ. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, თანამოაზრეები, მაგრამ ვიღაცამ თითი გვიქნიოს და დაგვავალოს ისეთი რამის გაკეთება, რაც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს, ეს მეგობრობა არაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრას თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხდალობა და ლაჩრობა ჩვენი სტილი არ ყოფილა! არ არის და არც იქნება!!!” – მარიამ...

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, აქტიურ პროტესტში მონაწილეობის გაგრძელების პირობას...

“განვლილი 13 წელიწადი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა” – ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, თავის ვრცელ წერილში,...

“ისტორიას შემორჩება ჩემი სახელი და მიუხედავად ისტორიის გადაწერის თქვენი უბადრუკი მცდელობისა, იგივე ისტორია მე...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას, სახელმწიფოსთვის -...

“ძალიან ბევრია დამოკიდებული ოპოზიციის გეგმებზე” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“რუსეთში ვერ წავა, რადგან მთელს ფულს წაართმევენ, ევროპა არ შეუშვებს, ამიტომ…” – მიხეილ სააკაშვილი

ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარი "ტესტ-შეკითხვით" და კონკრეტული...