spot_img
მთავარიარჩევნები"ძალიან ვუფრთხილდები იმ პატივისცემასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენს...

“ძალიან ვუფრთხილდები იმ პატივისცემასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩემს მიმართ აქვთ, რადგან მათ წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული” – კახა კალაძე

ძალიან საინტერესო და ქალაქზე ორიენტირებული პროექტები გვაქვს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით მოქალაქეს ხვდება, რომელთაგანაც მხარდაჭერასა და პატივისცემას გრძნობს.

წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას და ხედავთ, როგორია იმ რიგითი მოქალაქეების განწყობა, ვისაც მშვიდობის შენარჩუნება უნდა, ვისაც ქალაქის განვითარება უხარია, ვისაც უხარია ქვეყნის აღმშენებლობა. როგორ არ უნდა გინდოდეს და გიხაროდეს, რომ შენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს?!

მადლობელი ვარ თითოეული თბილისელის. ყოველდღე ათასობით ადამიანს ვხვდები და შემთხვევითი არ არის, თუნდაც ის მხარდაჭერა, რომელიც პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს და ასევე, რომელიც ჩემი მისამართით არის. ძალიან მახარებს ეს დამოკიდებულება, ეს პატივისცემა და სიყვარული, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს. ამას ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ, რადგან ჩემი თანამოქალაქეების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული.

შესაბამისად, ძალიან საინტერესო და ქალაქზე ორიენტირებული პროექტები გვაქვს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ.

ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს ვესაუბრებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე. ოპოზიციის წარმომადგენლები კი კეტავენ ქუჩებს, აგინებენ და ლანძღავენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

“დღეს უკვე ცხადად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის” – ნიკოლოზ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს...

“ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტები: "ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე...