spot_img
მთავარიარჩევნები"კვლევა არ სჭირდება, ყოველდღიურად მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები და...

“კვლევა არ სჭირდება, ყოველდღიურად მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები და ვგრძნობ იმ მხარდაჭერას, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს” – კახა კალაძე “გორბის” კვლევაზე

ხალხი ხედავს, რომ ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას და ახდენს ეკონომიკურ განვითარებას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც კომპანია GORBI-მ ჩაატარა.

მისივე შეფასებით, მმართველი პარტიის გაზრდილი რეიტინგი უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გარე ძალებისგან მართვას და მათ მოღალატეობრივ ქმედებებს.

ამას კვლევა არ სჭირდება, ყოველდღიურად მაქვს მოსახლოებასთან შეხვედრები. ვგრძნობ იმ მხარდაჭერას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. პირდაპირ ვიტყვი – ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, იცავს ქვეყნის ინტერესს და ქართველი ხალხის მომავალს.

ადამიანები კარგად ხედავენ, როგორ იმართება შიდა აგენტურა გარე ძალებისგან. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ. ასეთ პოლიტიკურ ძალებს და პოლიტიკოსებს მომავალი არ და ვერ ექნება ამ ქვეყანაში. ამიტომ არის გაზრდილი „ქართული ოცნების“ რეიტინგი.

ხალხი ხედავს, რომ ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას და ახდენს ეკონომიკურ განვითარებას, მიუხედავად ცილისწამებისა, შეურაცხყოფისა და ზეწოლისა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე...