spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთადერთი, რასაც მოემსახურება ლევან ხაბეიშვილის დაკავება, ეს არის...

“ერთადერთი, რასაც მოემსახურება ლევან ხაბეიშვილის დაკავება, ეს არის კიდევ უფრო გაძლიერება იმ მუხტის, რომელიც უნდა იყოს 4 ოქტომბერს და ჩვენ აუცილებლად გავაცილებთ რუსულ ხელისუფლებას” – იგორ ნარმანია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანია სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში პოლიტიკურ შეფასებას აძლევს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების ფაქტს:

,,პირველ რიგში აბსურდულია ბრალი, რასაც ლევან ხაბეიშვილს წარუდგინეს სუს-ში. სინამდვილეში ეს არის ხელისუფლების პარანოიდული შიში, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს, ეს შიში გამოხატეს ამ რეაქციეთ და თუ ჰგონიათ, რომ რაიმე სახით სულისკვეთებას ჩაახშობენ 4 ოქტომბრისას ძალიან ცდებიან.

ეს სულისკვეთება ამ დაკავებებით კიდევ უფრო გაათმაგდება, გაასმაგდება და უფრო მეტ გაბრაზებულ ახალგაზრდას გამოიწვევს თბილისის ქუჩებში აუცილებლად.

ამიტომ, თუ ახლა მამუკა მდინარაძეს აქვს მოლოდინი, რომ ამით ვინმე შეაშინა, ძალიან ცდება. ძალიან ცდება იმიტომ, რომ ერთადერთი, რასაც მოემსახურება ეს აქტი, ერთადერთი, რასაც მოემსახურება ლევან ხაბეიშვილის დაკავება, ეს არის კიდევ უფრო გაძლიერება იმ მუხტის, რომელიც უნდა იყოს 4 ოქტომბერს და ჩვენ აუცილებლად გავაცილებთ რუსულ ხელისუფლებას“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...