spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამოდით ყველა და დაიცავით რაღაც უფრო მეტი, ვიდრე...

“გამოდით ყველა და დაიცავით რაღაც უფრო მეტი, ვიდრე თქვენი პირადი კომფორტია” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას და ძალადობის ფაქტებს რუსთავის საპატიმროდან სატელეფონო განცხადებით და პუნქტობრივი შეფასებებით ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:

გუშინდელ ამბავზე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა.

მელიქიშვილზე კალაძის ე.წ შტაბი და გუშინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე მოწყობილი ჩასაფრება არის რამდენიმე რამის ინდიკატორი:

1. ჯგუფურად გადატრიალებული, ქაჯური საგიჟეთი რომ არის მოწყობილი შუა ვერაზე, არის ერთი რამის მაჩვენებელია, რომ მაგ ხალხს თბილისში, ქუჩაში აღარ გამოესვლებათ, დადიან შეზღუდულ რაოდენობის ადგილებში და იქაც 20 კაციანი დაცვებით;

2. ის მოძალადეები, რომლებიც გუშინ ვინც ურტყამდა ამ ახალგაზრდებს, ეგენიც არ არიან ვერელები, ერთი ორის გარდა ყველა არის საიდანღაც მოყვანილი მელიქიშვილზე. ანუ ვერაზე ვერ იპოვეს 50 კუნთმაგარი ადამიანი, რომელიც ნიღბის გარეშე იმას იკადრებდა, რაც იმ ხალხმა იკადრა და რასაც ზოგადად, ეს “ქართული სირცხვილი” “ოცნებას” რომ ეძახიან საკუთარ თავს, კადრულობს უკვე წლებია.
ანუ რა უნდა მელიქიშვილზე გენო პეტრიაშვილს?

3. ის, რომ მათ სჭირდებათ ძალადობა და შემდეგ მთელი პროკაგანდისტული მედიის მიყრა იმ ხალხის გასაშავებლად, რომლებიც ამ მსვლელობებს აწყობს 10 თვეა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არცერთ დღეს, აჩვენებს რომ ისინი არიან შეშინებულები და ერთადერთი რაც დარჩათ არის ხისტი, ფიზიკური ძალა, ეს ჩანს იქიდანაც, რომ დღეს დილიდან საკუთარ პიარულ ამბებზეც კალაძე იგივე ტიტუშკებით მოძრაობდა იმიტომ, რომ ეშინია, ვინმე არ მიუვარდეს და არ არის დარწმუნებული, რომ მდინარაძის პოლიცია დაიცავს;

4. პოლიციას რაც შეეხება… როგორი დაპირისპირებაც არ უნდა ჰქონდეთ შიგნით, და აშკარაა რომ აქვთ რაღაც დაპირისპირება, უკვე დიდი ხანია უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არ გვყავს, ეს არის ჩვეულებრივი რუსული ტიპის “როს გვარდია”, როგორიც ჰყავს პუტინს, რომელიც არის – მხარე, რომელიც არ იცავს წესრიგს, არც სამართლიანობას, არ იცავს არც მოქალაქის უსაფრთხოებას, ისინი ყველგან და ყოველთვის იცავენ მარტო რეჟიმს, პირველ რიგში რეჟიმის პატრონს, შემდეგ რეჟიმის საყრდენებს და მათ შორის რეჟიმის ტიტუშკებსაც, იმიტომ, რომ ტიტუშკებიც ამ რეჟიმის საყრდენია.

ამის გააზრებით უნდა გავდიოდეთ ქუჩაში და ნებისმიერ პროტესტში.

და ბოლოს: რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი – ყველანი ქუჩაში!
არა საჩხუბრად, არა დაპირისპირებისთვის, არა შურისძიებისთვის, არა.
მხოლოდ მშვიდობიანად, წყნარად, თავდაჯერებულად, ამ ბრძოლას იგებს არა ის, ვისაც მეტი კუნთი ჰყავს, ეს მათ ჰგონიათ, რომ ასეა, არამედ იგებს ის, ვინც არ ნებდება, არ ჩერდება და ყოველი თუნდაც წაქცევის შემდეგ დგება და აგრძელებს ბრძოლას! ქუჩაში უნდა ვიყოთ ყველა! ყველა უნდა გამოვიდეთ. ეს არის ყველას პასუხისმგბელობა. გარდა იმ ხალხისა, ვინც დღესაც, გუშინდელი ამბის, საღამოს შემდეგ აგრძელებს თბილისის კანალიზაციის პრობლემებზე საუბარს, მაგ ხალხს არაფერი ეშველება, მინიმუმ 5 ოქტომბრამდე, 5 ოქტომბრის მერეც კაცმა არ იცის, აღარც მაგაში ვარ დარწმუნებული…

თუ ჩვენ ვართ ცოტა, ისინი თამამდებიან და ხდებიან აგრესიულები, როცა ვართ ცოტა, ვართ სუსტები და სისუსტე, როგორც ერთი ძალიან ჭკვიანი კაცი ამბობდა, არის მაპროვოცირებელი ამორალური ნაბიჭვრებისთვის, მაშინ უჩნდებათ იმათ სურვილი რომ იძალადონ, თუ ჩვენ ვართ ბევრნი, ისინი ი%ვამენ რეალურად, ეშინიათ და იმალებიან, ბევრნი ვართ, ძალა არის ჩვენს მხარეს, ამიტომ გამოდით ყველა და დაიცავით რაღაც უფრო მეტი, ვიდრე თქვენი პირადი კომფორტია, საბოლოო ჯამში, მეორედ აღარავინ დავიბადებით ამ ქვეყანაზე, დღეს რეალურად გარეთ ყოფნაზე გადის მორალურობის ტესტი.

ესაა რისი თქმაც მინდოდა“, – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
სატელეფონო ჩანაწერი
09.09.2025

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...